მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს კანონპრეოქტი აღვივებს დებატს, ჩასაქოლნი არიან თუ არა გეები"
"ეს კანონპრეოქტი აღვივებს დებატს, ჩასაქოლნი არიან თუ არა გეები"

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა არ არის მხო­ლოდ უაზ­რო­ბა, რო­გო­რიც იყო ბუ­სუ­სე­ბი­ა­ნი პრე­ზერ­ვა­ტი­ვე­ბის, პარ­ლა­მენ­ტში ჩო­ხე­ბით სი­ა­რუ­ლის ან მსხვილ­ფე­ხა პი­რუ­ტყვის მოძ­რა­ო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი. ეს არის მო­გო­ნი­ლი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლის მო­სა­გე­ბად, ვინც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის ჩა­ქოლ­ვას ითხოვს და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა აიდი ბა­რა­თებს. ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა არის მი­მარ­თუ­ლი ევ­რო­პის დე­მო­ნი­ზა­ცი­ის­კენ, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვე­უბ­ნე­ბა, ლე­გი­ტი­მუ­რია და რე­ა­ლუ­რი შიში, რომ ევ­რო­პა დაგ­ვა­ძა­ლებს ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის ქორ­წი­ნე­ბის აღი­ა­რე­ბას, რომ არა ეს ჩა­ნა­წე­რი. ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი აღ­ვი­ვებს დე­ბატს, ჩა­სა­ქოლ­ნი არი­ან თუ არა ფა­რი­სე­ვე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი. ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი არა­ხელ­საყ­რელ დროს აცო­ცხლებს დე­ბატს, უფრო სწო­რად უდე­ბა­ტოდ სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტას ჰო­მო­სექ­სუ­ალ­თა ქორ­წი­ნე­ბის უფ­ლე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის შე­სა­ხებ, რა­საც ამ დრომ­დე თვით LGBT თე­მიც არ ითხოვ­და, რად­გან ეს მხო­ლოდ უკუ­ე­ფექ­ტის მა­ტა­რე­ბე­ლი არ იქ­ნე­ბო­და.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რა იქ­ნე­ბა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე და­თან­ხმე­ბა.

ეს კი არა, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში სას­წრა­ფოდ უნდა ჩა­ი­წე­როს ის, რომ ნა­ტო­ში და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბაა ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­გა­რეო კურ­სი! ეს ჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და არა სიბ­ნე­ლის ხელ­შე­წყო­ბა, რაც ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი ემ­სა­ხუ­რე­ბა", - წერს თაქთა­ქიშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­მო­დის ინი­ცი­ა­ტი­ვით, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ჩა­ი­წე­როს, რომ ოჯა­ხი არის ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ერ­თო­ბა. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვით სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ას მთავ­რო­ბის სხდო­მის და­სა­წყის­ში მი­მარ­თა.

პრე­მი­ე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა დღეს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა თინა ხი­და­შელ­მა. მისი თქმით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი სა­კუ­თარ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში ოჯა­ხის ნაც­ვლად ქორ­წი­ნე­ბას გუ­ლის­ხმობ­და (იხ. გან­ცხა­დე­ბა).

იხი­ლეთ ასე­ვე: და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი - კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში შე­საძ­ლოა ჩა­ი­წე­როს, რომ ქორ­წი­ნე­ბა ემ­ყა­რე­ბა ქა­ლის და მა­მა­კა­ცის თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ეს კანონპრეოქტი აღვივებს დებატს, ჩასაქოლნი არიან თუ არა გეები"

"ეს კანონპრეოქტი აღვივებს დებატს, ჩასაქოლნი არიან თუ არა გეები"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმაურება.

"ეს ინიციატივა არ არის მხოლოდ უაზრობა, როგორიც იყო ბუსუსებიანი პრეზერვატივების, პარლამენტში ჩოხებით სიარულის ან მსხვილფეხა პირუტყვის მოძრაობის მარეგულირებელი კანონპროექტები. ეს არის მოგონილი იმ ადამიანების გულის მოსაგებად, ვინც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების ჩაქოლვას ითხოვს და ეწინააღმდეგება აიდი ბარათებს. ეს ინიციატივა არის მიმართული ევროპის დემონიზაციისკენ, რადგან ხელისუფლება გვეუბნება, ლეგიტიმურია და რეალური შიში, რომ ევროპა დაგვაძალებს ჰომოსექსუალების ქორწინების აღიარებას, რომ არა ეს ჩანაწერი. ეს კანონპროექტი აღვივებს დებატს, ჩასაქოლნი არიან თუ არა ფარისეველი უმრავლესობისგან განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები. ეს კანონპროექტი არახელსაყრელ დროს აცოცხლებს დებატს, უფრო სწორად უდებატოდ საკითხის გადაწყვეტას ჰომოსექსუალთა ქორწინების უფლების დარეგულირების შესახებ, რასაც ამ დრომდე თვით LGBT თემიც არ ითხოვდა, რადგან ეს მხოლოდ უკუეფექტის მატარებელი არ იქნებოდა.

კანონპროექტის მხარდაჭერა იქნება ამ ყველაფერზე დათანხმება.

ეს კი არა, კონსტიტუციაში სასწრაფოდ უნდა ჩაიწეროს ის, რომ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებაა ქვეყნის კონსტიტუციურად აღიარებული საგარეო კურსი! ეს ჭირდება საქართველოს და არა სიბნელის ხელშეწყობა, რაც ეს კანონპროექტი ემსახურება", - წერს თაქთაქიშვილი.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი გამოდის ინიციატივით, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული ინიციატივით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მთავრობის სხდომის დასაწყისში მიმართა.

პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი საკუთარ ინიციატივაში ოჯახის ნაცვლად ქორწინებას გულისხმობდა (იხ. განცხადება).

იხილეთ ასევე: დავით უსუფაშვილი - კონსტიტუციაში შესაძლოა ჩაიწეროს, რომ ქორწინება ემყარება ქალის და მამაკაცის თანასწორუფლებიანობას

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს