საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა მითხრეს, - შენი მეწყვილე ლევან ჯავახიშვილი იქნებაო, არ მომეწონა და გავიფიქრე: "ქრონიკამ" რა უნდა იმღეროს-მეთქი?"
"როცა მითხრეს, - შენი მეწყვილე ლევან ჯავახიშვილი იქნებაო, არ მომეწონა და გავიფიქრე: "ქრონიკამ" რა უნდა იმღეროს-მეთქი?"

მომ­ღე­რალ ნინი წიკ­ლა­ურს სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარს და სა­ო­ჯა­ხო ალ­ბომ­საც ნელ-ნელა ავ­სებს. ამ­ბობს, რომ მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მე­ლებ­ში თავს არა­კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს და ყო­ველ­დღი­უ­რად არც მა­კი­აჟს იკე­თებს.

- რო­გო­რი ბავ­შვი იყა­ვი?

- ოჯახ­ში პირ­ვე­ლი შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდით. ალ­ბათ ამი­ტო­მაც იყო, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­ნე­ბივ­რებ­დნენ. ირ­გვლივ მყო­ფე­ბი მე­ფე­რე­ბოდ­ნენ და აღარ იცოდ­ნენ, ჩემ­თვის რო­გორ ესი­ა­მოვ­ნე­ბი­ნათ. აი, ამ ფო­ტო­სუ­რათ­ზე წლი­სა და 8 თვის ვარ. აქ­ტი­უ­რი და ამა­ვე დროს, დამ­ჯე­რი ბავ­შვი გახ­ლდით. მშობ­ლებს ძა­ლი­ან ბევრ წრე­ზე დავ­ყავ­დი და სა­თა­მა­შოდ არა­სო­დეს მე­ცა­ლა. იტა­ლი­ურ ეზო­ში ვცხოვ­რობ­დი. ვხე­დავ­დი ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბი რო­გორ ერ­თო­ბოდ­ნენ, მე კი იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მე­მე­ცა­დი­ნა. ეზო­ში თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად ფაქ­ტობ­რი­ვად, არას­დროს მი­თა­მა­შია.

- ამას არ აპ­რო­ტეს­ტებ­დი?

- მა­შინ - არა, მაგ­რამ ახლა ოჯა­ხის წევ­რებს ხუმ­რო­ბით ვე­უბ­ნე­ბი: რა და­გი­შა­ვეთ, ბავ­შვო­ბა რა­ტომ წა­მარ­თვით-მეთ­ქი (იცი­ნის)? სი­ნამ­დვი­ლე­ში, ძა­ლი­ან მომ­წონ­და ის, რა­საც ვა­კე­თებ­დი და ყვე­ლა­ფერს ხა­ლი­სით ვსწავ­ლობ­დი. მაგ­რამ ცეკ­ვის წრე­ზე მგო­ნი, ამა­ოდ ვი­ა­რე, ამის ნიჭი არ აღ­მო­მაჩ­ნდა... აი, ჩემი ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი კი­დევ ერთი ფოტო: ამას რომ ვუ­ყუ­რებ, მე­ცი­ნე­ბა. ალ­ბათ იშ­ვი­ა­თია, ადა­მი­ანს ზო­ო­პარკში ასეთ პო­ზა­ში რომ არ ჰქონ­დეს ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლი. ეს სუ­რა­თი კი­დევ, იმი­ტომ მიყ­ვარს, რომ კაბა, რო­მე­ლიც მაც­ვია, თურ­მე ბა­ბუ­ამ ჩა­მო­მი­ტა­ნა ამე­რი­კი­დან.

- აი, ამ სუ­რათ­ში გე­ტყო­ბა, რომ პრან­ჭია იყა­ვი...

- კი, ნამ­დვი­ლად პრან­ჭია გახ­ლდით. დედა და ბე­ბი­აც ხელს მი­წყობ­დნენ ამა­ში. ეს სა­ბავ­შვო ბაღ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოა. ხვე­უ­ლი თმა მქონ­და და ისე მვარ­ცხნიდ­ნენ, სწო­რი რომ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო (იცი­ნის). არ ვიცი, რას ერ­ჩოდ­ნენ ჩემს ხვე­ულ თმას?! ბაღ­ში ბე­ბია იყო ჩემი პე­და­გო­გი და შე­სა­ბა­მი­სად, პრი­ვი­ლე­გი­ით ვსარ­გებ­ლობ­დი და როცა სუ­რათს გვი­ღებ­დნენ, მე სულ სხვა­დას­ხვა პო­ზა­ში მა­ყე­ნებ­დნენ.

- ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა გიყ­ვარს?

- კი, ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ვფიქ­რობ, ყო­ვე­ლი ფოტო რა­ღაც ის­ტო­რი­ას ინა­ხავს. სა­ო­ჯა­ხო ალ­ბო­მიც მაქვს, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე ბე­ბი­ამ "გა­ა­კე­თა", ახლა კი მე ვპატ­რო­ნობ, ახალ-ახალ სუ­რა­თებს ვა­მა­ტებ.

- პრან­ჭია ვი­ყა­ვიო, - აღ­ნიშ­ნე. დე­დის მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლე­ბით თუ გიყ­ვარ­და სი­ა­რუ­ლი?

- არც დე­დის მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი ჩა­მიც­ვამს და არც კოს­მე­ტი­კა წა­მის­ვამს. ჩემი გაპ­რან­ჭვა ბავ­შვურ საქ­ცი­ელს იქით არ წა­სუ­ლა. სკო­ლა ისე და­ვამ­თავ­რე, მა­ნი­კი­უ­რი არ წა­მის­ვია, სამ­კა­უ­ლი არ გა­მი­კე­თე­ბია. მას­წავ­ლებ­ლე­ბი სულ აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი გოგო ვი­ყა­ვი. სა­ერ­თოდ, მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლის ჩაც­მა ახ­ლაც არ მიყ­ვარს. ჩემი საყ­ვა­რე­ლი ფეხ­საც­მე­ლია "ბო­ტა­სი" და კე­დე­ბი. სცე­ნა­ზეც კი ვე­რი­დე­ბი "მაღ­ლებ­ზე" დგო­მას. ჰოდა, დი­ზა­ი­ნე­რებს ვეხ­ვე­წე­ბი ხოლ­მე: ისე ჩა­მაც­ვით, მა­ღალ ქუსლზე დად­გო­მა არ მო­მიხ­დეს-მეთ­ქი.

- მა­კი­აჟს ყო­ველ­დღი­უ­რად იკე­თებ?

- ვცდი­ლობ, სა­ხე­ზე რა­ღა­ცე­ბი მხო­ლოდ მა­შინ წა­ვის­ვა, როცა სცე­ნა­ზე უნდა გა­ვი­დე. ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ბუ­ნებ­რი­ო­ბას ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას. სხვა­თა შო­რის, ამას ბევ­რი და­დე­ბი­თი მხა­რე აქვს: სა­ხის კანს ვუფრ­თხილ­დე­ბი და დი­ლით სარ­კის წინ დიდ­ხანს ტრი­ა­ლიც არ მჭირ­დე­ბა (იცი­ნის).

- შენს მშობ­ლებ­ზე მი­ამ­ბე რამე...

- მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დედა. მამა სამ­წუ­ხა­როდ, 12 წლის რომ ვი­ყა­ვი, მა­შინ გარ­და­იც­ვა­ლა და მისი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ფოტო შე­მომ­რჩა. მამა ბუ­ნე­ბა­სა და ცხო­ვე­ლებ­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო და ალ­ბათ ამი­ტო­მაც, ზო­ო­ვე­ტე­რი­ნა­რი გახ­ლდათ. მას­ზე ხში­რად ამ­ბო­ბენ, - ბევრ ექიმს სჯობ­დაო.

- აქ რამ­დე­ნი წლის ხარ?

- და­ახ­ლო­ე­ბით 5 წლის ვი­ყა­ვი, როცა ეს ფოტო მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლე­ში გა­და­მი­ღეს. ეს არის ჩემი ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო პე­რი­ო­დი. სხვა­თა შო­რის, იმ სიმ­ღე­რე­ბი­დან, რომ­ლებ­საც დღეს ვას­რუ­ლებ და ჩემს მოს­წავ­ლე­ებს "ანა-ბა­ნას" სტუ­დი­ა­ში ვას­წავ­ლი, სწო­რედ პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში შე­ვის­წავ­ლე.

- ეს თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოა, არა?

- დიახ, ეს ის პე­რი­ო­დია, როცა ყვე­ლა თმას ის­წო­რებს (იღი­მის). მერე მივ­ხვდი, რომ ჩემს თმას გას­წო­რე­ბა სუ­ლაც არ სჭირ­დე­ბა, დახ­ვე­უ­ლი უფრო მე­ტად მიხ­დე­ბა. თა­ნაც, ხომ იცით, კუ­ლუ­ლე­ბი უფრო ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლია, "პრი­ჩოს­კის" გა­სა­კე­თებ­ლად ბევ­რი წვა­ლე­ბა არ მჭირ­დე­ბა. თმა პირ­ვე­ლად "ჯე­ოს­ტარ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დროს შე­ვი­ღე­ბე. ბუ­ნებ­რი­ვად ქერა ვარ. ახლა პრო­ექ­ტის­თვის - "ორი ვარ­სკვლა­ვი" მინ­დო­და, კარე შე­მეჭ­რა, მაგ­რამ ჩვენ­მა სტი­ლის­ტმა ამიკ­რძა­ლა. მი­თხრა: არ გა­ბე­დო და თმას ხელი არ ახ­ლოო!

- აქ­სე­სუ­ა­რე­ბი გიყ­ვარს?

- აქ­სე­სუ­ა­რებს იშ­ვი­ა­თად ვი­კე­თებ. ისე კი, პა­ტა­რა და ნაზი სამ­კა­უ­ლე­ბი მომ­წონს. ეს ბე­ჭე­დი, რო­მე­ლიც ახლა მი­კე­თია, ჩემი პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სით ვი­ყი­დე და ამი­ტომ ვა­ტა­რებ.

- სტუ­დენ­ტო­ბი­სას რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დი?

- აი, ეს ფოტო პირ­ველ კურ­სზე ყოფ­ნი­სას გა­და­ვი­ღე. რო­გორც ხე­დავთ, აქაც უმა­კი­ა­ჟოდ ვარ. მხო­ლოდ წარ­ბე­ბის კო­რექ­ცია მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, ისიც - უმ­ნიშ­ვნე­ლოდ.

- ეს კი "ჯე­ოს­ტარ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დროს არის გა­და­ღე­ბუ­ლი, არა?

- "ჯე­ოს­ტა­რი" იყო პირ­ვე­ლი კონ­კურ­სი, რო­მელ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და რომ­ლი­თაც გა­მიც­ნო და შე­მიყ­ვა­რა მსმე­ნელ­მა. მაგ­რამ ეს მა­ინც, ბავ­შვო­ბის წლე­ბი იყო. მას შემ­დეგ და­ვიხ­ვე­წე და მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბაც შე­მეც­ვა­ლა.

- ახლა კი "ორ ვარ­სკვლავ­ში" მღე­რი. შენს მე­წყვი­ლე­ზე - ლე­ვან­ზე რას გვე­ტყვი?

- რო­დე­საც პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, გა­მი­ხარ­და, მაგ­რამ როცა მი­თხრეს, - შენი მე­წყვი­ლე ლე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბაო, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ეს არ მო­მე­წო­ნა და გა­ვი­ფიქ­რე: "ქრო­ნი­კამ" რა უნდა იმ­ღე­როს-მეთ­ქი? თუმ­ცა, მერე ბევ­რმა მი­თხრა, - კარ­გად მღე­რი­სო და მეც ცოტა არ იყოს, დავ­მშვიდ­დი. პირ­ველ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე, რო­დე­საც ლე­ვან­მა "პირი გა­ა­ღო", მივ­ხვდი, რომ მე­წყვი­ლე­ში გა­მი­მარ­თლა. ჩვენ ერ­თმა­ნეთს მა­ლე­ვე გა­ვუ­გეთ. ვფიქ­რობ, ჩვე­ნი წყვი­ლი შედ­გა!

- ეს ამე­რი­კა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოა, არა?

- ამე­რი­კა­ში უბ­რა­ლოდ, დრო­ის გა­სა­ტა­რებ­ლად წა­ვე­დი. იქ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვე დავ­ყა­ვი. ეს ქვე­ყა­ნა იმა­ზე ბევ­რად კარ­გი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე ოც­ნე­ბებ­ში წარ­მო­მედ­გი­ნა. მივ­ხვდი, რომ იქ ვი­ყა­ვი, სა­დაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მინ­დო­და ყოფ­ნა და ღმერ­თს მად­ლო­ბას ვწი­რავ­დი, ამე­რი­კის ნახ­ვის შან­სი რომ მომ­ცა. მუ­სი­კით გაჟ­ღენ­თი­ლი ქვე­ყა­ნაა: ყვე­ლა მღე­რის, ყვე­ლა უკ­რავს, მეტ­რო­ში თუ ქუ­ჩა­ში ისეთ კონ­ცერ­ტებს მარ­თა­ვენ, თავი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში გე­გო­ნე­ბა.

- და­ბო­ლოს, მინ­და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც გკი­თხო: შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ხარ?

- ეს ის თე­მაა, რო­მელ­ზეც ცო­ტას ვლა­პა­რა­კობ. ხომ გა­გი­გო­ნი­ათ: "სიყ­ვა­რულ­სა მალ­ვა უნდა, რო­გორც ცხენ­სა ნა­პა­რავ­სა". გე­ტყვით მხო­ლოდ იმას, რომ ნინი მა­რა­დი­უ­ლად არის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თა­ვის ხალ­ხზე, ქვე­ყა­ნა­ზე, თა­ვის პა­ტა­რა სახლზე; მოკ­ლედ, ნინი თა­ვად სიყ­ვა­რულ­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მა­მა­კაცს: სი­ა­მოვ­ნე­ბით მექ­ნე­ბო­და ურ­თი­ერ­თო­ბა ღვთის­მო­შიშ ადა­მი­ან­თან და მგო­ნი, ამით ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ქვა­მია (იცი­ნის).

მა­რეხ ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"როცა მითხრეს, - შენი მეწყვილე ლევან ჯავახიშვილი იქნებაო, არ მომეწონა და გავიფიქრე: "ქრონიკამ" რა უნდა იმღეროს-მეთქი?"

"როცა მითხრეს, - შენი მეწყვილე ლევან ჯავახიშვილი იქნებაო, არ მომეწონა და გავიფიქრე: "ქრონიკამ" რა უნდა იმღეროს-მეთქი?"

მომღერალ ნინი წიკლაურს სურათების გადაღება ძალიან უყვარს და საოჯახო ალბომსაც ნელ-ნელა ავსებს. ამბობს, რომ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში თავს არაკომფორტულად გრძნობს და ყოველდღიურად არც მაკიაჟს იკეთებს.

- როგორი ბავშვი იყავი?

- ოჯახში პირველი შვილი და შვილიშვილი გახლდით. ალბათ ამიტომაც იყო, რომ განსაკუთრებულად მანებივრებდნენ. ირგვლივ მყოფები მეფერებოდნენ და აღარ იცოდნენ, ჩემთვის როგორ ესიამოვნებინათ. აი, ამ ფოტოსურათზე წლისა და 8 თვის ვარ. აქტიური და ამავე დროს, დამჯერი ბავშვი გახლდით. მშობლებს ძალიან ბევრ წრეზე დავყავდი და სათამაშოდ არასოდეს მეცალა. იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი. ვხედავდი ჩემი თანატოლები როგორ ერთობოდნენ, მე კი იძულებული ვიყავი, მემეცადინა. ეზოში თანატოლებთან ერთად ფაქტობრივად, არასდროს მითამაშია.

- ამას არ აპროტესტებდი?

- მაშინ - არა, მაგრამ ახლა ოჯახის წევრებს ხუმრობით ვეუბნები: რა დაგიშავეთ, ბავშვობა რატომ წამართვით-მეთქი (იცინის)? სინამდვილეში, ძალიან მომწონდა ის, რასაც ვაკეთებდი და ყველაფერს ხალისით ვსწავლობდი. მაგრამ ცეკვის წრეზე მგონი, ამაოდ ვიარე, ამის ნიჭი არ აღმომაჩნდა... აი, ჩემი ბავშვობის დროინდელი კიდევ ერთი ფოტო: ამას რომ ვუყურებ, მეცინება. ალბათ იშვიათია, ადამიანს ზოოპარკში ასეთ პოზაში რომ არ ჰქონდეს ფოტო გადაღებული. ეს სურათი კიდევ, იმიტომ მიყვარს, რომ კაბა, რომელიც მაცვია, თურმე ბაბუამ ჩამომიტანა ამერიკიდან.

- აი, ამ სურათში გეტყობა, რომ პრანჭია იყავი...

- კი, ნამდვილად პრანჭია გახლდით. დედა და ბებიაც ხელს მიწყობდნენ ამაში. ეს საბავშვო ბაღში გადაღებული ფოტოა. ხვეული თმა მქონდა და ისე მვარცხნიდნენ, სწორი რომ გამოჩენილიყო (იცინის). არ ვიცი, რას ერჩოდნენ ჩემს ხვეულ თმას?! ბაღში ბებია იყო ჩემი პედაგოგი და შესაბამისად, პრივილეგიით ვსარგებლობდი და როცა სურათს გვიღებდნენ, მე სულ სხვადასხვა პოზაში მაყენებდნენ.

- ფოტოების გადაღება გიყვარს?

- კი, ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, ყოველი ფოტო რაღაც ისტორიას ინახავს. საოჯახო ალბომიც მაქვს, რომელიც თავის დროზე ბებიამ "გააკეთა", ახლა კი მე ვპატრონობ, ახალ-ახალ სურათებს ვამატებ.

- პრანჭია ვიყავიო, - აღნიშნე. დედის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით თუ გიყვარდა სიარული?

- არც დედის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩამიცვამს და არც კოსმეტიკა წამისვამს. ჩემი გაპრანჭვა ბავშვურ საქციელს იქით არ წასულა. სკოლა ისე დავამთავრე, მანიკიური არ წამისვია, სამკაული არ გამიკეთებია. მასწავლებლები სულ აღნიშნავდნენ, რომ ძალიან მოწესრიგებული გოგო ვიყავი. საერთოდ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა ახლაც არ მიყვარს. ჩემი საყვარელი ფეხსაცმელია "ბოტასი" და კედები. სცენაზეც კი ვერიდები "მაღლებზე" დგომას. ჰოდა, დიზაინერებს ვეხვეწები ხოლმე: ისე ჩამაცვით, მაღალ ქუსლზე დადგომა არ მომიხდეს-მეთქი.

- მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებ?

- ვცდილობ, სახეზე რაღაცები მხოლოდ მაშინ წავისვა, როცა სცენაზე უნდა გავიდე. ყოველდღიურ ცხოვრებაში ბუნებრიობას ვანიჭებ უპირატესობას. სხვათა შორის, ამას ბევრი დადებითი მხარე აქვს: სახის კანს ვუფრთხილდები და დილით სარკის წინ დიდხანს ტრიალიც არ მჭირდება (იცინის).

- შენს მშობლებზე მიამბე რამე...

- მყავს არაჩვეულებრივი დედა. მამა სამწუხაროდ, 12 წლის რომ ვიყავი, მაშინ გარდაიცვალა და მისი მხოლოდ რამდენიმე ფოტო შემომრჩა. მამა ბუნებასა და ცხოველებზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იყო და ალბათ ამიტომაც, ზოოვეტერინარი გახლდათ. მასზე ხშირად ამბობენ, - ბევრ ექიმს სჯობდაო.

- აქ რამდენი წლის ხარ?

- დაახლოებით 5 წლის ვიყავი, როცა ეს ფოტო მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გადამიღეს. ეს არის ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პერიოდი. სხვათა შორის, იმ სიმღერებიდან, რომლებსაც დღეს ვასრულებ და ჩემს მოსწავლეებს "ანა-ბანას" სტუდიაში ვასწავლი, სწორედ პიონერთა სასახლეში შევისწავლე.

- ეს თინეიჯერობის პერიოდში გადაღებული ფოტოა, არა?

- დიახ, ეს ის პერიოდია, როცა ყველა თმას ისწორებს (იღიმის). მერე მივხვდი, რომ ჩემს თმას გასწორება სულაც არ სჭირდება, დახვეული უფრო მეტად მიხდება. თანაც, ხომ იცით, კულულები უფრო ადვილი მოსავლელია, "პრიჩოსკის" გასაკეთებლად ბევრი წვალება არ მჭირდება. თმა პირველად "ჯეოსტარში" მონაწილეობის დროს შევიღებე. ბუნებრივად ქერა ვარ. ახლა პროექტისთვის - "ორი ვარსკვლავი" მინდოდა, კარე შემეჭრა, მაგრამ ჩვენმა სტილისტმა ამიკრძალა. მითხრა: არ გაბედო და თმას ხელი არ ახლოო!

- აქსესუარები გიყვარს?

- აქსესუარებს იშვიათად ვიკეთებ. ისე კი, პატარა და ნაზი სამკაულები მომწონს. ეს ბეჭედი, რომელიც ახლა მიკეთია, ჩემი პირველი ხელფასით ვიყიდე და ამიტომ ვატარებ.

- სტუდენტობისას როგორ გამოიყურებოდი?

- აი, ეს ფოტო პირველ კურსზე ყოფნისას გადავიღე. როგორც ხედავთ, აქაც უმაკიაჟოდ ვარ. მხოლოდ წარბების კორექცია მაქვს გაკეთებული, ისიც - უმნიშვნელოდ.

- ეს კი "ჯეოსტარში" მონაწილეობის დროს არის გადაღებული, არა?

- "ჯეოსტარი" იყო პირველი კონკურსი, რომელშიც ვმონაწილეობდი და რომლითაც გამიცნო და შემიყვარა მსმენელმა. მაგრამ ეს მაინც, ბავშვობის წლები იყო. მას შემდეგ დავიხვეწე და მუსიკალური გემოვნებაც შემეცვალა.

- ახლა კი "ორ ვარსკვლავში" მღერი. შენს მეწყვილეზე - ლევანზე რას გვეტყვი?

- როდესაც პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს, გამიხარდა, მაგრამ როცა მითხრეს, - შენი მეწყვილე ლევან ჯავახიშვილი იქნებაო, სიმართლე გითხრათ, ეს არ მომეწონა და გავიფიქრე: "ქრონიკამ" რა უნდა იმღეროს-მეთქი? თუმცა, მერე ბევრმა მითხრა, - კარგად მღერისო და მეც ცოტა არ იყოს, დავმშვიდდი. პირველ რეპეტიციაზე, როდესაც ლევანმა "პირი გააღო", მივხვდი, რომ მეწყვილეში გამიმართლა. ჩვენ ერთმანეთს მალევე გავუგეთ. ვფიქრობ, ჩვენი წყვილი შედგა!

- ეს ამერიკაში გადაღებული ფოტოა, არა?

- ამერიკაში უბრალოდ, დროის გასატარებლად წავედი. იქ დაახლოებით ერთი თვე დავყავი. ეს ქვეყანა იმაზე ბევრად კარგი აღმოჩნდა, ვიდრე ოცნებებში წარმომედგინა. მივხვდი, რომ იქ ვიყავი, სადაც ყველაზე მეტად მინდოდა ყოფნა და ღმერთს მადლობას ვწირავდი, ამერიკის ნახვის შანსი რომ მომცა. მუსიკით გაჟღენთილი ქვეყანაა: ყველა მღერის, ყველა უკრავს, მეტროში თუ ქუჩაში ისეთ კონცერტებს მართავენ, თავი საკონცერტო დარბაზში გეგონება.

- დაბოლოს, მინდა პირად ცხოვრებაზეც გკითხო: შეყვარებული არ ხარ?

- ეს ის თემაა, რომელზეც ცოტას ვლაპარაკობ. ხომ გაგიგონიათ: "სიყვარულსა მალვა უნდა, როგორც ცხენსა ნაპარავსა". გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ნინი მარადიულად არის შეყვარებული თავის ხალხზე, ქვეყანაზე, თავის პატარა სახლზე; მოკლედ, ნინი თავად სიყვარულზეა შეყვარებული. რაც შეეხება მამაკაცს: სიამოვნებით მექნებოდა ურთიერთობა ღვთისმოშიშ ადამიანთან და მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია (იცინის).

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება