საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - კონსტიტუციაში შესაძლოა ჩაიწეროს, რომ ქორწინება ემყარება ქალის და მამაკაცის თანასწორუფლებიანობას
დავით უსუფაშვილი - კონსტიტუციაში შესაძლოა ჩაიწეროს, რომ ქორწინება ემყარება ქალის და მამაკაცის თანასწორუფლებიანობას

სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ოჯა­ხის თე­მი­სა და სტა­ტუ­სის თა­ო­ბა­ზე ისა­უბ­რეს. რო­გორც კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, კო­მი­სი­ის ერთ-ერთი ჯგუ­ფი კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე­ო­რე თავ­ზე იმუ­შა­ვებს, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს ეხე­ბა. მი­სი­ვე თქმით, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის მხრი­დან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­საზ­რე­ბა გა­მო­ით­ქვა.

"ასე­ვე ით­ქვა, რომ ის მუხ­ლი, რო­მელ­შიც გან­სა­ზღვრუ­ლია ოჯა­ხის თემა და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სტა­ტუ­სი, ის, რომ ქორ­წი­ნე­ბა ემ­ყა­რე­ბა მე­უღ­ლე­თა თა­ნას­წო­რო­ბას, რაც დღე­ვან­დელ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­შია მო­ცე­მუ­ლი, ამ თე­მა­ზე იყო წი­ნა­და­დე­ბა, ვი­მუ­შა­ოთ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ამ ად­გილ­ზე შე­საძ­ლოა ეწე­როს შემ­დეგ­ნა­ი­რი ფორ­მუ­ლა: ქორ­წი­ნე­ბა ემ­ყა­რე­ბა ქა­ლის და მა­მა­კა­ცის თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბას და ა. შ. სი­ტყვა მე­უღ­ლე­თა ნაც­ვლად ქა­ლის და მა­მა­კა­ცის ქორ­წი­ნე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ეს, ცხა­დია, არ ეხე­ბა ტერ­მინ ოჯახს, რო­მე­ლიც სხვა ტერ­მი­ნია, მაგ­რამ ქორ­წი­ნე­ბა რა არის, ეს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში დღეს გან­სა­ზღვრუ­ლია. იქ ნათ­ქვა­მია, რომ ეს არის მე­უღ­ლე­თა თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი კავ­ში­რი. დღეს კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბი­სას, ეს სა­კი­თხი და­ის­ვა, რომ ხომ არ ჯო­ბია შე­ვი­დეს ასე­თი ცვლი­ლე­ბა. მე პი­რა­დად, ამ ცვლი­ლე­ბას მხარს ვუ­ჭერ", - აღ­ნიშ­ნა და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გუ­შინ­დე­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო კო­ა­ლი­ცი­ის პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე გან­ხი­ლუ­ლი თემა. რო­გორც და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, პი­რა­დად მის­თვის და ბევ­რი მათ­გა­ნის­თვის, ცხა­დია, კონ­სტი­ტუ­ცი­ის ეს ჩა­ნა­წე­რი მე­უღ­ლე­თა ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ არც სხვა დროს ნიშ­ნავ­და სხვა რა­ი­მეს. "მაგ­რამ, ის უსაგ­ნო სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჩემი აზ­რით სრუ­ლი­ად შეგ­ნე­ბუ­ლად ინერ­გე­ბა, რომ თით­ქოს რა­ღა­ცას აპი­რებს კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"თა­ვი­სი ნე­ბით, ან რა­ღა­ცას გვი­პი­რებს ევ­რო­პა ჩვე­ნი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ამ სა­კი­თხებ­ში ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, შე­ვი­ტა­ნოთ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ დო­ნე­ზე სი­ცხა­დე", - აღ­ნიშ­ნა და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ჩა­ი­წე­როს, რომ ოჯა­ხი არის ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ერ­თო­ბა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ას გუ­შინ მი­მარ­თა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დავით უსუფაშვილი - კონსტიტუციაში შესაძლოა ჩაიწეროს, რომ ქორწინება ემყარება ქალის და მამაკაცის თანასწორუფლებიანობას

დავით უსუფაშვილი - კონსტიტუციაში შესაძლოა ჩაიწეროს, რომ ქორწინება ემყარება ქალის და მამაკაცის თანასწორუფლებიანობას

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე კონსტიტუციაში ოჯახის თემისა და სტატუსის თაობაზე ისაუბრეს. როგორც კომისიის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კომისიის ერთ-ერთი ჯგუფი კონსტიტუციის მეორე თავზე იმუშავებს, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება. მისივე თქმით, კომისიის წევრების მხრიდან ადამიანის უფლებების სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოსაზრება გამოითქვა.

"ასევე ითქვა, რომ ის მუხლი, რომელშიც განსაზღვრულია ოჯახის თემა და კონსტიტუციური სტატუსი, ის, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა თანასწორობას, რაც დღევანდელ კონსტიტუციაშია მოცემული, ამ თემაზე იყო წინადადება, ვიმუშაოთ იმ მიმართულებით, რომ კონსტიტუციაში ამ ადგილზე შესაძლოა ეწეროს შემდეგნაირი ფორმულა: ქორწინება ემყარება ქალის და მამაკაცის თანასწორუფლებიანობას და ა. შ. სიტყვა მეუღლეთა ნაცვლად ქალის და მამაკაცის ქორწინებასთან მიმართებაში. ეს, ცხადია, არ ეხება ტერმინ ოჯახს, რომელიც სხვა ტერმინია, მაგრამ ქორწინება რა არის, ეს კონსტიტუციაში დღეს განსაზღვრულია. იქ ნათქვამია, რომ ეს არის მეუღლეთა თანასწორუფლებიანობაზე დამყარებული კავშირი. დღეს კომისიის მუშაობისას, ეს საკითხი დაისვა, რომ ხომ არ ჯობია შევიდეს ასეთი ცვლილება. მე პირადად, ამ ცვლილებას მხარს ვუჭერ", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის გუშინდელი ინიციატივა იყო კოალიციის პოლიტსაბჭოზე განხილული თემა. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პირადად მისთვის და ბევრი მათგანისთვის, ცხადია, კონსტიტუციის ეს ჩანაწერი მეუღლეთა ქორწინების შესახებ არც სხვა დროს ნიშნავდა სხვა რაიმეს. "მაგრამ, ის უსაგნო სპეკულაციები, რომელიც საზოგადოებაში ჩემი აზრით სრულიად შეგნებულად ინერგება, რომ თითქოს რაღაცას აპირებს კოალიცია "ქართული ოცნება"თავისი ნებით, ან რაღაცას გვიპირებს ევროპა ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, ამ საკითხებში ერთხელ და სამუდამოდ, შევიტანოთ კონსტიტუციურ დონეზე სიცხადე", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინიციატივით გამოვიდა, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული ინიციატივით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას გუშინ მიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა