პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსახიობი, რომელსაც მოზარდებმა მადლობა გადაუხადეს
მსახიობი, რომელსაც მოზარდებმა მადლობა გადაუხადეს

ამ­ჯე­რად, "გზის" მკი­თხვე­ლე­ბის წე­რი­ლებს მსა­ხი­ო­ბი და­ვით ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, რო­მელ­მაც ამ "ესე­მე­სე­ბის" კი­თხვი­სას, რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნა, სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ი­ღო და იმი­თაც და­ინ­ტე­რეს­და, თუ ვინ არი­ან ამ წე­რი­ლე­ბის ავ­ტო­რე­ბი.

"მად­ლო­ბა, რომ უწიგ­ნუ­რებ­სა და მიმ­ბაძ­ვე­ლებს არ გვე­ძა­ხით"

ბე­კუ­ნა, 16 წლის:

"გა­მარ­ჯო­ბა, ბა­ტო­ნო და­ვით. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა თქვე­ნი ინ­ტერ­ვიუ. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ იმის­თვის, რომ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის გეს­მით და სხვე­ბის მსგავ­სად, უწიგ­ნუ­რებს, მიმ­ბაძ­ვე­ლებს და ა.შ. არ გვე­ძა­ხით. იმე­დია, ჩვენ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა არას­დროს შე­გეც­ვლე­ბათ. ძა­ლი­ან შე­მაყ­ვა­რეთ თავი ამ ინ­ტერ­ვი­უ­თი და მო­მა­ვალ­ში უფრო მე­ტად გი­გულ­შე­მატ­კივ­რებთ. წარ­მა­ტე­ბე­ბი მინ­და გი­სურ­ვოთ!"

და­ვით ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი:

- გა­მარ­ჯო­ბა. დიდი მად­ლო­ბა გა­მოხ­მა­უ­რე­ბის­თვის. არა მგო­ნია, ოდეს­მე აზრი შე­მეც­ვა­ლოს. ვფიქ­რობ, ყვე­ლა თა­ო­ბა­შია წიგ­ნი­ე­რი თუ უწიგ­ნუ­რი, კე­თი­ლი თუ ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნი და ვე­რა­სო­დეს გა­ვი­ზი­ა­რებ იმ აზრს, რომ "ადრე უფრო კარ­გი იყო". პი­რი­ქით, სულ მგო­ნია, რომ ყო­ვე­ლი ახა­ლი თა­ო­ბა რა­ღა­ცით სჯობს კი­დეც ძველს :)).

"ტე­ხავს" თუ არა "თეთ­რი ყვა­ვის" ამ­პლუ­ა­ში ყოფ­ნა

მა­რი­ა­მი, 18 წლის:

"გა­მარ­ჯო­ბა. მაქვს პრობ­ლე­მა და მინ­და, ბა­ტონ­მა და­ვით­მა რჩე­ვა მომ­ცეს. საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­მომ­დის. ისი­ნი ძვე­ლი გა­გე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და ჩემი არ ეს­მით. არას­დროს მიშ­ვე­ბენ მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­სარ­თო­ბად და უფრო მე­ტიც - თმის შეჭ­რის უფ­ლე­ბაც კი არ მაქვს. მამა მე­უბ­ნე­ბა, რომ ქალს თმა შვე­ნის და თუკი შე­ვიჭ­რი, მის პა­ტი­ვის­ცე­მას დავ­კარ­გავ... არა­თუ ჭი­პის ან წარ­ბის გახ­ვრე­ტის უფ­ლე­ბას არ მაძ­ლე­ვენ, ყუ­რე­ბიც კი არ მაქვს გახ­ვრე­ტი­ლი. მამა ამ­ბობს: გა­იზ­რდე­ბი და ამა­საც მო­ეს­წრე­ბი. დე­და­შენ­მა სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­იხვრი­ტა ყუ­რე­ბი, მაგ­რამ ამით არა­ფე­რი დაჰკლე­ბი­აო. მოკ­ლედ, თა­ნა­ტო­ლებს შო­რის თეთ­რი ყვა­ვი­ვით ვარ, გან­სა­კუთ­რე­ბით - ზა­ფხულ­ში, რად­გან როცა გო­გო­ნე­ბი სკო­ლას "და­ზაგ­რუ­ლე­ბი" უბ­რუნ­დე­ბი­ან, მე ჩემი თეთ­რი კა­ნის წყა­ლო­ბით ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ვარ. რა­ტომ? დე­დას არ მოს­წონს "გა­შა­ვე­ბუ­ლი" მკლა­ვე­ბი, გულ­მკერ­დი და თვი­თო­ნაც გა­მუდ­მე­ბით ჩრდილს აფა­რებს თავს ან ქოლ­გით და­დის პა­პა­ნა­ქე­ბა სი­ცხე­ში და სულ ცდი­ლობს, მეც მო­მიჩ­რდი­ლოს. შე­იძ­ლე­ბა, ჩემი პრობ­ლე­მა სა­სა­ცი­ლოა, მაგ­რამ უკვე ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე ამ ყვე­ლაფ­რით. ბა­ტო­ნო და­ვით, რო­გორც შეგ­ნე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა, მირ­ჩი­ეთ, რო­გორ გა­ვა­გე­ბი­ნო მშობ­ლებს, რომ ასე­თი შე­ზღუდ­ვე­ბი ჩემს ფსი­ქი­კა­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს? რომ ჩემი აგ­რე­სი­უ­ლო­ბა, რის გა­მოც ხში­რად წუ­წუ­ნე­ბენ, ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა და ამის მი­ზე­ზი ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ არის, რო­მელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ჯერ არ მიკ­რძა­ლა­ვენ, მაგ­რამ ალ­ბათ, მალე ამა­საც და­მიშ­ლი­ან: ბავ­შვზე ცუ­დად მოქ­მე­დებ­სო. მოკ­ლედ, თქვე­ნი გო­ნივ­რუ­ლი რჩე­ვის იმე­დი მაქვს. წი­ნას­წარ გიხ­დით მად­ლო­ბას!"

და­ვით ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი:

- გა­მარ­ჯო­ბა. ძა­ლი­ან ძნე­ლია რა­ი­მე გირ­ჩიო. თა­ო­ბებს შო­რის გა­უ­გებ­რო­ბე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად, ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს. ვი­ნა­ი­დან ამ შემ­თხვე­ვა­ში მშობ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, გე­ტყვი, რომ თა­ვის დრო­ზე მსგავს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებს (მაგ­რამ მცი­რე დო­ზით) მეც ვა­წყდე­ბო­დი. ერთი რამ და­ი­მახ­სოვ­რე: მშობ­ლებს შვი­ლის­თვის მარ­თლაც, მხო­ლოდ და მხო­ლოდ კარ­გი უნ­დათ! თუ ამას გა­ი­აზ­რებ, პრო­ტესტს ნაკ­ლე­ბად აგ­რე­სი­უ­ლად გა­მო­ხა­ტავ. იცო­დე, კონ­ფლიქ­ტი ვერც კარგ შე­დეგს მო­გი­ტანს და ვერც სიმ­შვი­დეს ან გა­მარ­ჯვე­ბას, პი­რი­ქით, შე­იძ­ლე­ბა, ამის გამო და­ზა­რალ­დე კი­დეც. უბ­რა­ლოდ, მათ სხვა­ნა­ი­რად ეს­მით რა­ღა­ცე­ბი, სხვა­ნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ ამა თუ იმ სა­კი­თხის მი­მართ. სცა­დე და მშობ­ლებს გუ­ლახ­დი­ლად და­ე­ლა­პა­რა­კე. მათ ბევ­რი ესა­უბ­რე და აუხ­სე­ნი, თუ რა­ტომ გინ­და ვთქვათ, თმის შეჭ­რა. ვფიქ­რობ, ამის შემ­დეგ გარ­კვე­ულ დათ­მო­ბა­ზე წა­მოვ­ლენ, მაგ­რამ რა­ღა­ცე­ბი თა­ვა­დაც უნდა დათ­მო. "თეთ­რი ყვა­ვო­ბა" კი ხან­და­ხან სუ­ლაც არ "ტე­ხავს". იფიქ­რე, რომ მშობ­ლებს სურ­ვი­ლი შე­უს­რუ­ლე და ამი­ტო­მაც გი­წევს "თეთრყვა­ვო­ბა", სურ­ვი­ლის შეს­რუ­ლე­ბა კი ვფიქ­რობ, ყვე­ლას არ შე­უძ­ლია. იმით, რომ შენ შე­ძე­ლი და დედ-მა­მის გამო "მსხვერ­პლი გა­ი­ღე", უნდა ია­მა­ყო. და რაც მთა­ვა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ე­ბი­თია და მალე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ასე რომ, ძა­ლი­ა­ნაც ნუ ინერ­ვი­უ­ლებ :)). წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებ!

"სა­ჭი­რო დროს უკან და­ხე­ვა ვაჟ­კა­ცე­ბის თვი­სე­ბაა"

მახო:

"გა­მარ­ჯო­ბა. სა­ერ­თოდ არ მე­ვა­სე­ბა ჟურ­ნა­ლებ­ში "გა­მოკ­ვე­ტე­ბა" და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის მე­სი­ჯე­ბის გაგ­ზავ­ნა, მათ­თვის სა­კუ­თა­რი აზ­რის თავს მოხ­ვე­ვა, მაგ­რამ ამ­ჯე­რად მეც გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, თქვენს რეს­პონ­დენტს კი­თხვა და­ვუს­ვა: ბა­ტო­ნო და­ვით, თქვე­ნი ინ­ტერ­ვი­უს კი­თხვით ვი­სი­ა­მოვ­ნე. ბევ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ზღაპ­რებს არ ჰყვე­ბით. რას ვგუ­ლის­ხმობ? - თით­ქმის ყვე­ლა ამ­ბობს, რომ წარ­სულ­ში "ბირ­ჟა­ვი­კი" იყო ან "ცუდ ბი­ჭებს" არ გა­ურ­ბო­და მა­ინც, თქვენ კი პირ­და­პირ აღი­ა­რებთ, რომ მათ თავს არი­დებ­დით და ზოგ­ჯერ გაც­ლა სჯობს ვი­ღა­ცას­თან უაზ­როდ შე­ტა­კე­ბას. გა­ფა­სებთ, რო­გორც პი­როვ­ნე­ბას. ვფიქ­რობ, სა­ჭი­რო დროს უკან და­ხე­ვა ვაჟ­კა­ცე­ბის თვი­სე­ბაა. მი­გუ­ლეთ თქვენს გულ­შე­მატ­კივ­რად, თუმ­ცა ვა­ღი­ა­რებ, თქვე­ნი, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რის შე­სა­ხებ ჩემ­თვის ბევ­რი რამ არ არის ცნო­ბი­ლი. პა­ტი­ვის­ცე­მით..."

და­ვით ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი:

- მად­ლო­ბა შე­ფა­სე­ბის­თვის. იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ­ში ისეთ რა­მე­საც გა­ვა­კე­თებ, რომ თქვე­ნამ­დეც მო­ვი­დეს ინ­ფორ­მა­ცია ჩემი კა­რი­ე­რის შე­სა­ხებ :)). ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნი ის უნდა იყოს, ვინც სი­ნამ­დვი­ლე­შია. სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან სხვა პი­როვ­ნე­ბის გა­მო­ძერ­წვა სა­ჭი­რო არ არის.

"მსა­ხი­ო­ბე­ბი თვალ­ში გვე­ჩხი­რე­ბი­ან"

ქეთა, 18 წლის:

"ძა­ლი­ან კარ­გი მსა­ხი­ო­ბი ხართ და გა­ფა­სებთ. მა­ინ­ტე­რე­სებს, ეს მსა­ხი­ო­ბე­ბი რა­ტომ გა­ჟურ­ნა­ლის­ტდით? ზოგი ტე­ლე­ეკ­რან­ზე გვევ­ლი­ნე­ბა რო­გორც წამ­ყვა­ნი, ვი­ღაც რა­დი­ოს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას... მა­გა­ლი­თად, თქვენც გის­მენთ, რო­გორც ერთ-ერთ რა­დი­ო­წამ­ყვანს. მე მინ­და, მსა­ხი­ო­ბებს თე­ატ­რში, ფილ­მებ­ში ვხე­დავ­დე და არა - ჟურ­ნა­ლის­ტის ამ­პლუ­ა­ში, სა­დაც ისი­ნი თვალ­ში გვე­ჩხი­რე­ბი­ან და მერე, ამ ადა­მი­ა­ნებს, რო­გორც მსა­ხი­ო­ბებს, ვე­ღარ აღ­ვიქ­ვამთ. ისე არ გა­მი­გოთ, თით­ქოს რა­ი­მე­ში გა­და­ნა­შა­უ­ლებ­დეთ, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, მსა­ხი­ობ­მა როლი უნდა ითა­მა­შოს, რა­დი­ო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის წამ­ყვა­ნო­ბა კი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში გარ­კვე­ულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა იკის­რონ. P.შ. შე­საძ­ლოა, არ მე­თან­ხმე­ბით, მაგ­რამ მინ­და, ჩემი აზრი და­ვა­ფიქ­სი­რო და იმე­დია, თქვენს რეს­პონ­დენტს ეს არ ეწყი­ნე­ბა და კი­თხვა­ზე ისე­თი­ვე გუ­ლახ­დილ პა­სუხს გამ­ცემს, რო­გო­რიც თქვენ­თვის ინ­ტერ­ვი­უს მო­ცე­მის დროს იყო".

და­ვით ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი:

- ნა­წი­ლობ­რივ გე­თან­ხმე­ბი: თუ მსა­ხი­ო­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, ვთქვათ, რო­გორც ტე­ლე­გა­და­ცე­მის ან რო­მე­ლი­მე შოუს წამ­ყვა­ნი, შემ­დეგ მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი როლი თვალ­ში გე­ჩხი­რე­ბა და დრო გჭირ­დე­ბა იმის გა­სა­აზ­რებ­ლად თუ და­სა­ჯე­რებ­ლად, რომ ეს ადა­მი­ა­ნი მსა­ხი­ო­ბია და არა - შოუს წამ­ყვა­ნი. ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი "სხვა" საქ­მე­ში ძი­რი­თა­დად, შე­მო­სავ­ლის ახა­ლი წყა­როს სა­შოვ­ნე­ლად ერ­თვე­ბი­ან. თუმ­ცა, მე რომ მკი­თხო, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბა და სხვა­დას­ხვა საქ­მის კე­თე­ბა უფრო მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოა... ის, რომ მსა­ხი­ო­ბი მხო­ლოდ თე­ატ­რში მუ­შა­ობ­დეს და მთე­ლი თა­ვი­სი რე­სურ­სი და დრო მხო­ლოდ წარ­მოდ­გე­ნებ­ზე მუ­შა­ო­ბას მო­ახ­მა­როს, ეს ფუ­ფუ­ნე­ბაა, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა ყვე­ლას არ აქვს.

"როცა როკს ვუს­მენ, მე­ზობ­ლე­ბიც კი კარ­ზე მი­კა­კუ­ნე­ბენ"

გი­ჟუა, 17 წლის:

"ჯი­გა­რი ხარ. მად­ლო­ბა ამ ინ­ტერ­ვი­უს­თვის. მეც როკი მიყ­ვარს და გა­მი­ხარ­და, ჩვე­ნი გე­მოვ­ნე­ბა რომ ემ­თხვე­ვა. მა­გა­რი კაცი ყო­ფილ­ხარ, რა, მაგ­რამ მშობ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მაგ­რე­ბი გყო­ლია. აი, ჩე­მებს კი არ ეს­მით, რა­ტომ უნდა გიყ­ვარ­დეს როკი და როცა სახ­ლში საყ­ვა­რელ მუ­სი­კას ვუს­მენ, აპ­რო­ტეს­ტე­ბენ: გა­მორ­თე, ვი­ღაც გა­და­რე­უ­ლებს ნუ აყ­ვი­რე­ბო... როცა როკს ვუს­მენ, მე­ზობ­ლე­ბიც კი კარ­ზე მი­კა­კუ­ნე­ბენ, ხმას და­უ­წი­ეო. აღარ ვიცი, რა წყალ­ში ჩავ­ვარ­დე. ჰოდა, სახ­ლი­დან გავ­რბი­ვარ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ისეთ ად­გი­ლას მივ­დი­ვარ, სა­დაც საყ­ვა­რე­ლი მუ­სი­კის მოს­მე­ნას და ჩვე­ნე­ბუ­რად გარ­თო­ბას ვე­რა­ვინ დაგ­ვიშ­ლის, ასე­თი ად­გი­ლე­ბი კი თბი­ლის­ში მრავ­ლად არის... მოკ­ლედ, იმის თქმა მინ­დო­და, რომ კარ­გი კაცი ხარ. P.შ. ყვე­ლა­ფერს ბედი უნდა, რა. რა მოხ­დე­ბა, ჩემს მშობ­ლებ­საც რომ ეს­მო­დეთ ჩემი?.."

და­ვით ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი:

- არ და­გი­მა­ლავ, ეგ პრობ­ლე­მა მეც მქონ­და. ხში­რად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ: ჩა­უ­წიე, გას­კდა თავი და ა.შ. მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას სა­ჭი­როა კომ­პრო­მი­სი: ცოტა შენ დათ­მე, ცო­ტას - ისი­ნი დათ­მო­ბენ. და კი­დევ, ასეთ დროს სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი მუ­სი­კის ყურ­სას­მე­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მოს­მე­ნაა :)).

"მე და ნი­ნოს ერ­თობ­ლი­ვი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! არ გვაქვს"

ეკუ­ნა:

"ძა­ლი­ან მომ­წონ­და თქვე­ნი და ნინო მი­თა­იშ­ვი­ლის ტან­დე­მი სე­რი­ალ­ში. ცუ­დია, რომ და­გი­თხო­ვეს. მა­ინ­ტე­რე­სებს, მოგ­წონთ თუ არა "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი"? რო­გორ შე­ა­ფა­სებთ მას­ში მო­ნა­წი­ლე მსა­ხი­ო­ბებს (თუ არ უყუ­რებთ, მა­შინ რა­ტომ? ამას პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ხომ არ აკე­თებთ?)... თქვენ და ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს ახლა, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში თუ გაქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა და ერ­თად რა­ი­მე შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! ხომ არ მი­გი­ღი­ათ რო­მე­ლი­მე რე­ჟი­სო­რის­გან?"

და­ვით ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი:

- სე­რი­ალ­ზე - "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი" "ღა­მის შოუს სტუ­დია" მუ­შა­ობს, ამ სტუ­დი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს კი ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ. ისი­ნი ნი­ჭი­ე­რი და კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. მსა­ხი­ო­ბებ­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ, უმე­ტე­სო­ბა ჩემი ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რია, ასე რომ, შე­ფა­სე­ბა­ში ობი­ექ­ტუ­რი ვერ ვიქ­ნე­ბი. ამ გუნდს ყო­ველ­თვის ვუ­გულ­შე­მატ­კივ­რებ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ვიქ­ნე­ბი თუ არა მათ­თან ერ­თად. არა­ვი­თა­რი პრო­ტეს­ტი! "და­თხოვ­ნაც" არას­წო­რი სი­ტყვაა. უბ­რა­ლოდ, ერთი სე­რი­ა­ლი დამ­თავ­რდა და მე­ო­რე და­ი­წყო... ამ ეტაპ­ზე, მე და ნი­ნოს ერ­თობ­ლი­ვი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! არ გვაქვს. ვა­ტყობ, ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებ­დით თვალ­ყურს სე­რი­ალს ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და ამის­თვის მად­ლო­ბას გიხ­დი.

"შვი­ლი "მა­მას" კი არა, "პე­პეს" მე­ძახ­და :))

მა­ცა­ცო, 15 წლის:

"იცით, ჩემი და­ი­კო - ნიტა სა­ჯა­ია და­ვით ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლის ფა­ნია. "პე­პეს და მის მე­გობ­რებს" ხში­რად უყუ­რებ­და და ძა­ლი­ან მოს­წონ­და. მერე, როცა სე­რი­ალ­ში "შუა ქა­ლაქ­ში" ნახა, ამ სე­რი­ალ­საც დი­დის ამ­ბით უყუ­რებ­და. ახლა ძა­ლი­ან აკ­ლი­ხართ :)). პე­პეს როლ­ში ტე­ლე­ვი­ზი­ას აღარ და­უბ­რუნ­დე­ბით?.. და კი­დევ, თქვე­ნი შვი­ლი თუ უყუ­რებ­და ამ სა­ბავ­შვო გა­და­ცე­მას და როცა ტე­ლე­ეკ­რან­ზე გხე­დავ­დათ, რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და?"

და­ვით ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი:

- პე­პეს რო­ლის მორ­გე­ბა ისევ მო­მი­წევს თუ არა, ამა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით, რად­გან ამ გა­და­ცე­მის არ­სე­ბო­ბა-არარ­სე­ბო­ბას ბევ­რი ადა­მი­ა­ნი წყვეტს... ჩემი შვი­ლი "პე­პეს და მის მე­გობ­რებს" ყო­ველ­თვის უყუ­რებ­და. ერთხელ გა­და­ცე­მა­შიც მი­ვიყ­ვა­ნე და იქ ყოფ­ნი­სას, "მა­მას" კი არა, "პე­პეს" მე­ძახ­და :)).

"არ­ტის­ტებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბით ვიკ­ლავ წყურ­ვილს"

ციცო დე­ი­და:

"ბა­ტო­ნო და­ვით, ძა­ლი­ან ვი­სი­ა­მოვ­ნე ამ სტა­ტი­ით და 90-ია­ნე­ბიც გა­მახ­სენ­და. ჩემი შვი­ლიც რო­კით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი და გა­მუდ­მე­ბით უკან დავ­დევ­დი, რად­გან რო­კე­რო­ბა სა­ში­ნე­ლე­ბა მე­გო­ნა. ვფიქ­რობ­დი, რომ შვილს "გა­მი­ფუ­ჭებ­დნენ", ახლა კი ამა­ზე მე­ცი­ნე­ბა, რად­გან დრო გა­ვი­და და როკი მარ­თა­ლია, ისევ უყ­ვარს, მაგ­რამ უც­ნა­უ­რი იმი­ჯი აღარ ხიბ­ლავს და ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გორც ყვე­ლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე. ადრე კი და­ხე­უ­ლი ჯინ­სე­ბი მოს­წონ­და, თმაც გი­ჟუ­რად ჰქონ­და... ჩემი შვი­ლის ტოლა ხართ და მი­ხა­რია, რომ ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი ბრძან­დე­ბით. მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­მელ თე­ატ­რში მუ­შა­ობთ? სე­რი­ა­ლის გარ­და, რე­ჟი­სო­რე­ბი მხატ­ვრულ ფილ­მებ­ში თუ გიწ­ვე­ვენ ან თუ გი­თა­მა­ში­ათ აქამ­დე? იქ­ნებ და­ა­სა­ხე­ლოთ, რო­მელ ფილ­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დით? მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი, თუ "გან­მა­ნათ­ლებთ". ცნო­ბის­თვის, ბავ­შვო­ბა­ში მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, მაგ­რამ ეს ოც­ნე­ბა რომ ვერ ავიხ­დი­ნე, ახლა არ­ტის­ტებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბით ვიკ­ლავ წყურ­ვილს :)) და იმე­დია, გა­მი­გებთ, ამომ­წუ­რა­ვად მი­პა­სუ­ხებთ ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვებ­ზე... წარ­მა­ტე­ბე­ბი, ჩემო საყ­ვა­რე­ლო ადა­მი­ა­ნო. უფა­ლი იყოს შენი შემ­წე".

და­ვით ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი:

- დღეს­დღე­ო­ბით ილი­ა­უ­ნის თე­ატ­რში (ადრე რომ თე­ატ­რა­ლუ­რი სარ­და­ფი ერ­ქვა, ვა­კე­ში) მაქვს სპექ­ტაკ­ლები და აუ­ცი­ლებ­ლად გვეწ­ვი­ეთ. ის მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი, რო­მელ­შიც ბო­ლოს გა­და­მი­ღეს, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნია (ორი­გი­ნალ­ში). სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ფილ­მის პრე­მი­ე­რა რო­დის გა­ი­მარ­თე­ბა, ამას ვერ გე­ტყვით. ფილმზე ინ­ფორ­მა­ცია შე­გიძ­ლი­ათ მო­ი­ძი­ოთ სა­იტ­ზე: www.imdb.com თქვენც წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ! დიდი მად­ლო­ბა ამ თბი­ლი წე­რი­ლის გა­მოგ­ზავ­ნის­თვის!

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

მსახიობი, რომელსაც მოზარდებმა მადლობა გადაუხადეს

მსახიობი, რომელსაც მოზარდებმა მადლობა გადაუხადეს

ამჯერად, "გზის" მკითხველების წერილებს მსახიობი დავით ველიჯანაშვილი პასუხობს, რომელმაც ამ "ესემესების" კითხვისას, როგორც თავად აღნიშნა, სიამოვნება მიიღო და იმითაც დაინტერესდა, თუ ვინ არიან ამ წერილების ავტორები.

"მადლობა, რომ უწიგნურებსა და მიმბაძველებს არ გვეძახით"

ბეკუნა, 16 წლის:

"გამარჯობა, ბატონო დავით. ძალიან მომეწონა თქვენი ინტერვიუ. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდა თაობის გესმით და სხვების მსგავსად, უწიგნურებს, მიმბაძველებს და ა.შ. არ გვეძახით. იმედია, ჩვენზე შთაბეჭდილება არასდროს შეგეცვლებათ. ძალიან შემაყვარეთ თავი ამ ინტერვიუთი და მომავალში უფრო მეტად გიგულშემატკივრებთ. წარმატებები მინდა გისურვოთ!"

დავით ველიჯანაშვილი:

- გამარჯობა. დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. არა მგონია, ოდესმე აზრი შემეცვალოს. ვფიქრობ, ყველა თაობაშია წიგნიერი თუ უწიგნური, კეთილი თუ ბოროტი ადამიანი და ვერასოდეს გავიზიარებ იმ აზრს, რომ "ადრე უფრო კარგი იყო". პირიქით, სულ მგონია, რომ ყოველი ახალი თაობა რაღაცით სჯობს კიდეც ძველს :)).

"ტეხავს" თუ არა "თეთრი ყვავის" ამპლუაში ყოფნა

მარიამი, 18 წლის:

"გამარჯობა. მაქვს პრობლემა და მინდა, ბატონმა დავითმა რჩევა მომცეს. საქმე ის გახლავთ, რომ მშობლებთან ურთიერთობა არ გამომდის. ისინი ძველი გაგების ადამიანები არიან და ჩემი არ ესმით. არასდროს მიშვებენ მეგობრებთან ერთად გასართობად და უფრო მეტიც - თმის შეჭრის უფლებაც კი არ მაქვს. მამა მეუბნება, რომ ქალს თმა შვენის და თუკი შევიჭრი, მის პატივისცემას დავკარგავ... არათუ ჭიპის ან წარბის გახვრეტის უფლებას არ მაძლევენ, ყურებიც კი არ მაქვს გახვრეტილი. მამა ამბობს: გაიზრდები და ამასაც მოესწრები. დედაშენმა სკოლის დამთავრების შემდეგ გაიხვრიტა ყურები, მაგრამ ამით არაფერი დაჰკლებიაო. მოკლედ, თანატოლებს შორის თეთრი ყვავივით ვარ, განსაკუთრებით - ზაფხულში, რადგან როცა გოგონები სკოლას "დაზაგრულები" უბრუნდებიან, მე ჩემი თეთრი კანის წყალობით ყველასგან გამორჩეული ვარ. რატომ? დედას არ მოსწონს "გაშავებული" მკლავები, გულმკერდი და თვითონაც გამუდმებით ჩრდილს აფარებს თავს ან ქოლგით დადის პაპანაქება სიცხეში და სულ ცდილობს, მეც მომიჩრდილოს. შეიძლება, ჩემი პრობლემა სასაცილოა, მაგრამ უკვე ძალიან დავიღალე ამ ყველაფრით. ბატონო დავით, როგორც შეგნებულმა ადამიანმა, მირჩიეთ, როგორ გავაგებინო მშობლებს, რომ ასეთი შეზღუდვები ჩემს ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს? რომ ჩემი აგრესიულობა, რის გამოც ხშირად წუწუნებენ, ამ ყველაფრიდან გამომდინარეა და ამის მიზეზი ჩემი შეყვარებული არ არის, რომელთან ურთიერთობას ჯერ არ მიკრძალავენ, მაგრამ ალბათ, მალე ამასაც დამიშლიან: ბავშვზე ცუდად მოქმედებსო. მოკლედ, თქვენი გონივრული რჩევის იმედი მაქვს. წინასწარ გიხდით მადლობას!"

დავით ველიჯანაშვილი:

- გამარჯობა. ძალიან ძნელია რაიმე გირჩიო. თაობებს შორის გაუგებრობები მეტ-ნაკლებად, ყოველთვის არსებობს. ვინაიდან ამ შემთხვევაში მშობლების თაობაზე ვსაუბრობთ, გეტყვი, რომ თავის დროზე მსგავს წინააღმდეგობებს (მაგრამ მცირე დოზით) მეც ვაწყდებოდი. ერთი რამ დაიმახსოვრე: მშობლებს შვილისთვის მართლაც, მხოლოდ და მხოლოდ კარგი უნდათ! თუ ამას გაიაზრებ, პროტესტს ნაკლებად აგრესიულად გამოხატავ. იცოდე, კონფლიქტი ვერც კარგ შედეგს მოგიტანს და ვერც სიმშვიდეს ან გამარჯვებას, პირიქით, შეიძლება, ამის გამო დაზარალდე კიდეც. უბრალოდ, მათ სხვანაირად ესმით რაღაცები, სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ ამა თუ იმ საკითხის მიმართ. სცადე და მშობლებს გულახდილად დაელაპარაკე. მათ ბევრი ესაუბრე და აუხსენი, თუ რატომ გინდა ვთქვათ, თმის შეჭრა. ვფიქრობ, ამის შემდეგ გარკვეულ დათმობაზე წამოვლენ, მაგრამ რაღაცები თავადაც უნდა დათმო. "თეთრი ყვავობა" კი ხანდახან სულაც არ "ტეხავს". იფიქრე, რომ მშობლებს სურვილი შეუსრულე და ამიტომაც გიწევს "თეთრყვავობა", სურვილის შესრულება კი ვფიქრობ, ყველას არ შეუძლია. იმით, რომ შენ შეძელი და დედ-მამის გამო "მსხვერპლი გაიღე", უნდა იამაყო. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი დროებითია და მალე ყველაფერი კარგად იქნება. ასე რომ, ძალიანაც ნუ ინერვიულებ :)). წარმატებებს გისურვებ!

"საჭირო დროს უკან დახევა ვაჟკაცების თვისებაა"

მახო:

"გამარჯობა. საერთოდ არ მევასება ჟურნალებში "გამოკვეტება" და ჟურნალისტებისთვის მესიჯების გაგზავნა, მათთვის საკუთარი აზრის თავს მოხვევა, მაგრამ ამჯერად მეც გამიჩნდა სურვილი, თქვენს რესპონდენტს კითხვა დავუსვა: ბატონო დავით, თქვენი ინტერვიუს კითხვით ვისიამოვნე. ბევრისგან განსხვავებით, ზღაპრებს არ ჰყვებით. რას ვგულისხმობ? - თითქმის ყველა ამბობს, რომ წარსულში "ბირჟავიკი" იყო ან "ცუდ ბიჭებს" არ გაურბოდა მაინც, თქვენ კი პირდაპირ აღიარებთ, რომ მათ თავს არიდებდით და ზოგჯერ გაცლა სჯობს ვიღაცასთან უაზროდ შეტაკებას. გაფასებთ, როგორც პიროვნებას. ვფიქრობ, საჭირო დროს უკან დახევა ვაჟკაცების თვისებაა. მიგულეთ თქვენს გულშემატკივრად, თუმცა ვაღიარებ, თქვენი, როგორც მსახიობის კარიერის შესახებ ჩემთვის ბევრი რამ არ არის ცნობილი. პატივისცემით..."

დავით ველიჯანაშვილი:

- მადლობა შეფასებისთვის. იმედი მაქვს, მომავალში ისეთ რამესაც გავაკეთებ, რომ თქვენამდეც მოვიდეს ინფორმაცია ჩემი კარიერის შესახებ :)). ვფიქრობ, ადამიანი ის უნდა იყოს, ვინც სინამდვილეშია. საკუთარი თავისგან სხვა პიროვნების გამოძერწვა საჭირო არ არის.

"მსახიობები თვალში გვეჩხირებიან"

ქეთა, 18 წლის:

"ძალიან კარგი მსახიობი ხართ და გაფასებთ. მაინტერესებს, ეს მსახიობები რატომ გაჟურნალისტდით? ზოგი ტელეეკრანზე გვევლინება როგორც წამყვანი, ვიღაც რადიოს ანიჭებს უპირატესობას... მაგალითად, თქვენც გისმენთ, როგორც ერთ-ერთ რადიოწამყვანს. მე მინდა, მსახიობებს თეატრში, ფილმებში ვხედავდე და არა - ჟურნალისტის ამპლუაში, სადაც ისინი თვალში გვეჩხირებიან და მერე, ამ ადამიანებს, როგორც მსახიობებს, ვეღარ აღვიქვამთ. ისე არ გამიგოთ, თითქოს რაიმეში გადანაშაულებდეთ, მაგრამ ჩემი აზრით, მსახიობმა როლი უნდა ითამაშოს, რადიოსა და ტელევიზიის წამყვანობა კი ჟურნალისტიკაში გარკვეულმა ადამიანებმა უნდა იკისრონ. P.შ. შესაძლოა, არ მეთანხმებით, მაგრამ მინდა, ჩემი აზრი დავაფიქსირო და იმედია, თქვენს რესპონდენტს ეს არ ეწყინება და კითხვაზე ისეთივე გულახდილ პასუხს გამცემს, როგორიც თქვენთვის ინტერვიუს მოცემის დროს იყო".

დავით ველიჯანაშვილი:

- ნაწილობრივ გეთანხმები: თუ მსახიობი პოპულარული გახდა, ვთქვათ, როგორც ტელეგადაცემის ან რომელიმე შოუს წამყვანი, შემდეგ მის მიერ შესრულებული როლი თვალში გეჩხირება და დრო გჭირდება იმის გასააზრებლად თუ დასაჯერებლად, რომ ეს ადამიანი მსახიობია და არა - შოუს წამყვანი. ქართველი მსახიობები "სხვა" საქმეში ძირითადად, შემოსავლის ახალი წყაროს საშოვნელად ერთვებიან. თუმცა, მე რომ მკითხო, მრავალფეროვანი ცხოვრება და სხვადასხვა საქმის კეთება უფრო მეტად საინტერესოა... ის, რომ მსახიობი მხოლოდ თეატრში მუშაობდეს და მთელი თავისი რესურსი და დრო მხოლოდ წარმოდგენებზე მუშაობას მოახმაროს, ეს ფუფუნებაა, ამის საშუალება ყველას არ აქვს.

"როცა როკს ვუსმენ, მეზობლებიც კი კარზე მიკაკუნებენ"

გიჟუა, 17 წლის:

"ჯიგარი ხარ. მადლობა ამ ინტერვიუსთვის. მეც როკი მიყვარს და გამიხარდა, ჩვენი გემოვნება რომ ემთხვევა. მაგარი კაცი ყოფილხარ, რა, მაგრამ მშობლებიც ძალიან მაგრები გყოლია. აი, ჩემებს კი არ ესმით, რატომ უნდა გიყვარდეს როკი და როცა სახლში საყვარელ მუსიკას ვუსმენ, აპროტესტებენ: გამორთე, ვიღაც გადარეულებს ნუ აყვირებო... როცა როკს ვუსმენ, მეზობლებიც კი კარზე მიკაკუნებენ, ხმას დაუწიეო. აღარ ვიცი, რა წყალში ჩავვარდე. ჰოდა, სახლიდან გავრბივარ, მეგობრებთან ერთად ისეთ ადგილას მივდივარ, სადაც საყვარელი მუსიკის მოსმენას და ჩვენებურად გართობას ვერავინ დაგვიშლის, ასეთი ადგილები კი თბილისში მრავლად არის... მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ კარგი კაცი ხარ. P.შ. ყველაფერს ბედი უნდა, რა. რა მოხდება, ჩემს მშობლებსაც რომ ესმოდეთ ჩემი?.."

დავით ველიჯანაშვილი:

- არ დაგიმალავ, ეგ პრობლემა მეც მქონდა. ხშირად მეუბნებოდნენ: ჩაუწიე, გასკდა თავი და ა.შ. მშობლებთან ურთიერთობისას საჭიროა კომპრომისი: ცოტა შენ დათმე, ცოტას - ისინი დათმობენ. და კიდევ, ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი მუსიკის ყურსასმენების მეშვეობით მოსმენაა :)).

"მე და ნინოს ერთობლივი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ გვაქვს"

ეკუნა:

"ძალიან მომწონდა თქვენი და ნინო მითაიშვილის ტანდემი სერიალში. ცუდია, რომ დაგითხოვეს. მაინტერესებს, მოგწონთ თუ არა "ჩვენი ამბავი"? როგორ შეაფასებთ მასში მონაწილე მსახიობებს (თუ არ უყურებთ, მაშინ რატომ? ამას პროტესტის ნიშნად ხომ არ აკეთებთ?)... თქვენ და ქალბატონ ნინოს ახლა, რეალურ ცხოვრებაში თუ გაქვთ ურთიერთობა და ერთად რაიმე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ხომ არ მიგიღიათ რომელიმე რეჟისორისგან?"

დავით ველიჯანაშვილი:

- სერიალზე - "ჩვენი ამბავი" "ღამის შოუს სტუდია" მუშაობს, ამ სტუდიის თანამშრომლებს კი ძალიან დიდ პატივს ვცემ. ისინი ნიჭიერი და კარგი ადამიანები არიან. მსახიობებზე აღარაფერს ვამბობ, უმეტესობა ჩემი ძალიან კარგი მეგობარია, ასე რომ, შეფასებაში ობიექტური ვერ ვიქნები. ამ გუნდს ყოველთვის ვუგულშემატკივრებ, მიუხედავად იმისა, ვიქნები თუ არა მათთან ერთად. არავითარი პროტესტი! "დათხოვნაც" არასწორი სიტყვაა. უბრალოდ, ერთი სერიალი დამთავრდა და მეორე დაიწყო... ამ ეტაპზე, მე და ნინოს ერთობლივი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ გვაქვს. ვატყობ, ყურადღებით ადევნებდით თვალყურს სერიალს ჩვენი მონაწილეობით და ამისთვის მადლობას გიხდი.

"შვილი "მამას" კი არა, "პეპეს" მეძახდა :))

მაცაცო, 15 წლის:

"იცით, ჩემი დაიკო - ნიტა საჯაია დავით ველიჯანაშვილის ფანია. "პეპეს და მის მეგობრებს" ხშირად უყურებდა და ძალიან მოსწონდა. მერე, როცა სერიალში "შუა ქალაქში" ნახა, ამ სერიალსაც დიდის ამბით უყურებდა. ახლა ძალიან აკლიხართ :)). პეპეს როლში ტელევიზიას აღარ დაუბრუნდებით?.. და კიდევ, თქვენი შვილი თუ უყურებდა ამ საბავშვო გადაცემას და როცა ტელეეკრანზე გხედავდათ, როგორი რეაქცია ჰქონდა?"

დავით ველიჯანაშვილი:

- პეპეს როლის მორგება ისევ მომიწევს თუ არა, ამაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ამ გადაცემის არსებობა-არარსებობას ბევრი ადამიანი წყვეტს... ჩემი შვილი "პეპეს და მის მეგობრებს" ყოველთვის უყურებდა. ერთხელ გადაცემაშიც მივიყვანე და იქ ყოფნისას, "მამას" კი არა, "პეპეს" მეძახდა :)).

"არტისტებზე ინფორმაციის შეგროვებით ვიკლავ წყურვილს"

ციცო დეიდა:

"ბატონო დავით, ძალიან ვისიამოვნე ამ სტატიით და 90-იანებიც გამახსენდა. ჩემი შვილიც როკით იყო გატაცებული და გამუდმებით უკან დავდევდი, რადგან როკერობა საშინელება მეგონა. ვფიქრობდი, რომ შვილს "გამიფუჭებდნენ", ახლა კი ამაზე მეცინება, რადგან დრო გავიდა და როკი მართალია, ისევ უყვარს, მაგრამ უცნაური იმიჯი აღარ ხიბლავს და ისე გამოიყურება, როგორც ყველა ჩვეულებრივი მოქალაქე. ადრე კი დახეული ჯინსები მოსწონდა, თმაც გიჟურად ჰქონდა... ჩემი შვილის ტოლა ხართ და მიხარია, რომ ასეთი პოპულარული ბრძანდებით. მაინტერესებს, რომელ თეატრში მუშაობთ? სერიალის გარდა, რეჟისორები მხატვრულ ფილმებში თუ გიწვევენ ან თუ გითამაშიათ აქამდე? იქნებ დაასახელოთ, რომელ ფილმებში მონაწილეობდით? მადლობელი ვიქნები, თუ "განმანათლებთ". ცნობისთვის, ბავშვობაში მსახიობობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ეს ოცნება რომ ვერ ავიხდინე, ახლა არტისტებზე ინფორმაციის შეგროვებით ვიკლავ წყურვილს :)) და იმედია, გამიგებთ, ამომწურავად მიპასუხებთ ჩემთვის საინტერესო კითხვებზე... წარმატებები, ჩემო საყვარელო ადამიანო. უფალი იყოს შენი შემწე".

დავით ველიჯანაშვილი:

- დღესდღეობით ილიაუნის თეატრში (ადრე რომ თეატრალური სარდაფი ერქვა, ვაკეში) მაქვს სპექტაკ­ლები და აუცილებლად გვეწვიეთ. ის მხატვრული ფილმი, რომელშიც ბოლოს გადამიღეს, ინგლისურენოვანია (ორიგინალში). საქართველოში ამ ფილმის პრემიერა როდის გაიმართება, ამას ვერ გეტყვით. ფილმზე ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ საიტზე: www.imdb.com თქვენც წარმატებებს გისურვებთ! დიდი მადლობა ამ თბილი წერილის გამოგზავნისთვის!

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება