პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ემსახურება ობამას განცხადება ნატო-ს სამომავლო გაფართოების შესახებ
რას ემსახურება ობამას განცხადება ნატო-ს სამომავლო გაფართოების შესახებ

რე­ჟი­სო­რი და მსა­ხი­ო­ბი ნიკა თა­ვა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ნატო-ს გა­ფარ­თო­ე­ბის შე­სა­ხებ ბა­რაკ ობა­მას გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"თუ რუ­სეთს, ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი აქვს უფრო ღრმად შე­ტო­პოს უკ­რა­ი­ნა-სა­ქარ­თვე­ლოს ანექ­სი­ის პრო­ცეს­ში, რა თქმა უნდა, პირ­ველ არ­გუ­მენ­ტად ის ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბას და ევ­რო­კავ­შირ­თან ამ ქვეყ­ნე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, არ­გუ­მენ­ტად გა­მო­ი­ყე­ნებს, და რა თქმა უნდა, არ და­უშ­ვებს მის სა­ზღვრებ­თან, ამ­გვარ ცვლი­ლე­ბებს. სა­ნამ ევ­რო­პე­ლე­ბი შე­თან­ხმდე­ბი­ან და ნა­ტოს ჯა­რე­ბი გა­და­წყვე­ტენ ჩვენს დახ­მა­რე­ბას, რუ­სე­თი ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში გა­თი­შავს ერ­თსაც და მე­ო­რე ქვე­ყა­ნას. ფაქ­ტია, რომ ისი­ნი შე­მოჭ­რი­ლე­ბიც არი­ან და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვთ ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი… და თუ ვინ­მეს გო­ნია, რომ ჩვენს გამო ამე­რი­კა ან ნატო, მე­სა­მე მსოფ­ლიო ომში ჩა­ერ­თვე­ბა, ეგ სე­რი­ა­ლი უკვე ნა­ნა­ხი გვაქვს. მსოფ­ლი­ო­ში იმიჯ შე­უ­რა­ცხყო­ფილ რუ­სეთს აღა­რა­ფე­რი გა­ა­ჩე­რებს, ის ბო­ლომ­დე შე­ეც­დე­ბა თა­ვი­სი თა­ვის­თვის სა­ზი­ა­ნო დამ­ღუპ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კა აწარ­მო­ოს, მაგ­რამ ის ჯერ მსუ­ბუ­ქა­დაა დაჭ­რი­ლი, ძალა კი­დევ შეს­წევს სე­რი­ო­ზუ­ლად მო­იქ­ნი­ოს კუდი… მაგ­რამ დრო მის წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ობს. ამი­ტომ ეს ფრა­ზა ობა­მას­გან გად­მოს­რო­ლი­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნას ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის­კენ სვლა არ გა­ნი­ხი­ლე­ბაო, მგო­ნია, რომ ემ­სა­ხუ­რე­ბა რუ­სე­თის­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტის გა­მოც­ლას, არ­გუ­მენ­ტის, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია რუ­სეთ­მა ანექ­სია აწარ­მო­ოს", - წერს რე­ჟი­სო­რი.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მამ ბრი­უ­სელ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ნატო-ს და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი გა­ფარ­თო­ე­ბის გეგ­მა დღის წეს­რიგ­ში არ დგას.

"არც უკ­რა­ი­ნა და არც სა­ქარ­თვე­ლო ამ­ჟა­მად არ დგა­ნან ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე. არ ყო­ფი­ლა და არ არის ნატო-ს და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი გა­ფარ­თო­ე­ბის გეგ­მა", - აღ­ნიშ­ნა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ამე­რი­კა-ევ­რო­კავ­ში­რის სა­მიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

ობა­მას გან­ცხა­დე­ბით, რუ­სუ­ლი მხა­რის შეშ­ფო­თე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ მი­ზეზს უკ­რა­ი­ნის ნატო-ში შე­საძ­ლო გა­წევ­რი­ა­ნე­ბა წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ეს არ იგეგ­მე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, აშშ-სა და ევ­რო­კავ­შირს სურთ, ალი­ან­სის არა­წევ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან მხარ­და­ჭე­რა გა­უ­წი­ონ იმ სა­ხელ­მწი­ფო­ებს, რომ­ლე­ბიც იზი­ა­რე­ბენ და­სავ­ლე­თის პრინ­ცი­პებს და იდე­ა­ლებს. "ამი­ტომ ყვე­ლა ზო­მას მივ­მარ­თავთ, რათა მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ უკ­რა­ი­ნას - მის არ­ჩევ­ნებს, მის ეკო­ნო­მი­კას და გა­ვაგ­რძე­ლოთ რუ­სე­თის იზო­ლა­ცია იმ ნა­ბი­ჯებ­ზე სა­პა­სუ­ხოდ, რომ­ლე­ბიც მან გა­დად­გა", - გა­ნა­ცხა­და ბა­რაკ ობა­მამ ბრი­უ­სელ­ში ვი­ზი­ტი­სას.

იხი­ლეთ ასე­ვე: რა­ტომ "შე­არ­ჩი­ნეს" ამე­რი­კე­ლებ­მა რუ­სებს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცია - პუ­ტი­ნის გა­ნად­გუ­რე­ბის ვე­რა­გუ­ლი გეგ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

რას ემსახურება ობამას განცხადება ნატო-ს სამომავლო გაფართოების შესახებ

რას ემსახურება ობამას განცხადება ნატო-ს სამომავლო გაფართოების შესახებ

რეჟისორი და მსახიობი ნიკა თავაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ნატო-ს გაფართოების შესახებ ბარაკ ობამას განცხადებას ეხმაურება.

"თუ რუსეთს, ჩაფიქრებული აქვს უფრო ღრმად შეტოპოს უკრაინა-საქართველოს ანექსიის პროცესში, რა თქმა უნდა, პირველ არგუმენტად ის ნატოს გაფართოებას და ევროკავშირთან ამ ქვეყნების გაერთიანებას, არგუმენტად გამოიყენებს, და რა თქმა უნდა, არ დაუშვებს მის საზღვრებთან, ამგვარ ცვლილებებს. სანამ ევროპელები შეთანხმდებიან და ნატოს ჯარები გადაწყვეტენ ჩვენს დახმარებას, რუსეთი ნახევარ საათში გათიშავს ერთსაც და მეორე ქვეყანას. ფაქტია, რომ ისინი შემოჭრილებიც არიან და ოკუპირებული აქვთ ჩვენი ტერიტორიები… და თუ ვინმეს გონია, რომ ჩვენს გამო ამერიკა ან ნატო, მესამე მსოფლიო ომში ჩაერთვება, ეგ სერიალი უკვე ნანახი გვაქვს. მსოფლიოში იმიჯ შეურაცხყოფილ რუსეთს აღარაფერი გააჩერებს, ის ბოლომდე შეეცდება თავისი თავისთვის საზიანო დამღუპველი პოლიტიკა აწარმოოს, მაგრამ ის ჯერ მსუბუქადაა დაჭრილი, ძალა კიდევ შესწევს სერიოზულად მოიქნიოს კუდი… მაგრამ დრო მის წინააღმდეგ მუშაობს. ამიტომ ეს ფრაზა ობამასგან გადმოსროლილი, რომ საქართველოს და უკრაინას ნატოსა და ევროკავშირისკენ სვლა არ განიხილებაო, მგონია, რომ ემსახურება რუსეთისთვის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტის გამოცლას, არგუმენტის, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია რუსეთმა ანექსია აწარმოოს", - წერს რეჟისორი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბრიუსელში განაცხადა, რომ ნატო-ს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა დღის წესრიგში არ დგას.

"არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად არ დგანან ნატოში გაწევრიანების გზაზე. არ ყოფილა და არ არის ნატო-ს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკა-ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.

ობამას განცხადებით, რუსული მხარის შეშფოთების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანება წარმოადგენს, თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უახლოეს მომავალში ეს არ იგეგმება.

მისივე თქმით, აშშ-სა და ევროკავშირს სურთ, ალიანსის არაწევრი ქვეყნებიდან მხარდაჭერა გაუწიონ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც იზიარებენ დასავლეთის პრინციპებს და იდეალებს. "ამიტომ ყველა ზომას მივმართავთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას - მის არჩევნებს, მის ეკონომიკას და გავაგრძელოთ რუსეთის იზოლაცია იმ ნაბიჯებზე საპასუხოდ, რომლებიც მან გადადგა", - განაცხადა ბარაკ ობამამ ბრიუსელში ვიზიტისას.

იხილეთ ასევე: რატომ "შეარჩინეს" ამერიკელებმა რუსებს საქართველოს ოკუპაცია - პუტინის განადგურების ვერაგული გეგმა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს