მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამუნა ლეკვეიშვილი ნინო შუბლაძის პაროდიის გამო გალანძღეს
თამუნა ლეკვეიშვილი ნინო შუბლაძის პაროდიის გამო გალანძღეს

კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში "კო­მე­დი ჯგუფ­ში" თა­მუ­ნა ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თი ქალ­ბა­ტო­ნი იყო, შემ­დეგ მას სხვე­ბიც და­ე­მატ­ნენ, ახალ­მი­ღე­ბულ გო­გო­ნებს კი ბი­ჭე­ბი თა­მუ­ნას აბა­რებ­დნენ. დღეს თა­მუ­ნა ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი "კო­მე­დი შოუს" გარ­და "ვა­ნოს შო­უ­შიც" მუ­შა­ობს და მუ­სი­კა­ლურ მხა­რეს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. რაც შე­ე­ხე­ბა მის პი­რადს, მე­უღ­ლე - გიგი ოქ­რო­პი­რი­ძე, მუ­სი­კო­სია, სხვა­დას­ხვა ორ­კესტრში უკ­რავ­და, ახლა კი სა­კუ­თარ ბარს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. წყვილს სამი შვი­ლი - ნინი, ნი­კო­ლო­ზი და ელე­ნე ჰყავთ, პა­ტა­რა ელე­ნე…ქვე­ყა­ნას რამ­დე­ნი­მე თვის წინ მო­ევ­ლი­ნა.

- გა­სულ კვი­რას "კო­მე­დი ჯგუ­ფის" ფილ­მის "მის­ტერ ძი­ძას" სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­მაც, რო­გორც ვიცი, ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ცა, ფილ­მის­თვის მუ­სი­კის შექ­მნას ვგუ­ლის­ხმობ.

- ფილმში მხო­ლოდ ჩემ მიერ შექ­მნი­ლი მუ­სი­კა არ ჟღერს, გა­მო­ვი­ყე­ნე ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რე­ბი, კლა­სი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, თუმ­ცა სა­უნ­დტრე­კი მე დავ­წე­რე და ლე­ვან მას­პინ­ძე­ლაშ­ვილ­მა შე­ას­რუ­ლა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ფილ­მის მუ­სი­კა­ლურ მხა­რე­ზე ვიზ­რუ­ნე, შევ­ფუ­თე ამ მხრივ. მარ­თლაც ჩემი ოც­ნე­ბა იყო, შე­მექ­მნა მუ­სი­კა ფილ­მის­თვის, მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი, რომ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მე და­მე­წე­რა მუ­სი­კა "მის­ტერ ძი­ძას­თვის", მაგ­რამ ეს ამ ეტაპ­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, თუნ­დაც ფი­ნან"სური და ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის გამო.

- სა­უნ­დტრე­კი ფილ­მის პრე­მი­ე­რამ­დე გა­მოჩ­ნდა ინ­ტერ­ნეტ­ში?

- კი, ასე იყო. კლი­პი გა­ვა­კე­თეთ, რო­მე­ლიც ფილ­მის კად­რე­ბი­თა და ლე­ვა­ნის სტუ­დი­უ­რი ჩა­ნა­წე­რით აე­წყო და პრე­მი­ე­რამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ინ­ტერ­ნეტ­ში გან­ვა­თავ­სეთ.

- რაც შე­ე­ხე­ბა ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- ფრაგ­მენ­ტუ­ლი როლი ვი­თა­მა­შე, ჩემს შვი­ლებ­თან ერ­თად ვი­დე­ქი ძი­ძო­ბის მსურ­ველ­თა რიგ­ში, ცოტა უც­ნა­უ­რი პერ­სო­ნა­ჟი ვი­ყა­ვი, ეს იყო და ეს.

- თან, რო­გორც ვიცი, ფილმზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ორ­სუ­ლად იყა­ვი.

- კი, 23 ნო­ემ­ბერს და­ვას­რუ­ლე მუ­შა­ო­ბა და 25-ში და­ი­ბა­და ელე­ნე.

- რად­გან თა­ვის­თა­ვად მი­ვე­დით ელე­ნემ­დე, მოდი გვი­თხა­რი, რო­გო­რი გო­გოა?

- მე­სა­მე შვი­ლი კი­დევ უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, სა­ფიქ­რა­ლი, სა­ნერ"ვი­უ­ლო და იმავდრო­უ­ლად ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლია. მას შემ­დეგ, რაც სამი შვი­ლის დედა გავ­ხდი, თვით­შე­ფა­სე­ბის შეგ­რძნე­ბა და უნა­რი მაქვს ამაღ­ლე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ელე­ნეს, ნი­ნი­სა და ნი­კო­ლო­ზის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, იმათ ღამე კარ­გად ეძი­ნათ, ჭა­მის­თვი­საც კი არ იღ­ვი­ძებ­დნენ, მე­სა­მე შვი­ლი წინა ორ­თან შე­და­რე­ბით ამ მხრივ ცოტა პრე­ტენ­ზი­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა, თო­რემ ესეც კარ­გი გო­გოა.

- ღა­მე­გა­ტე­ხილს მე­ო­რე დღეს მუ­შა­ო­ბა არ გი­ჭირს?

- დედა მეხ­მა­რე­ბა ძა­ლი­ან, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ღა­მის ცვლა­ში ის მუ­შა­ობს, დღის ცვლა­ში კი ძიძა, ასე რომ, მათი დახ­მა­რე­ბის წყა­ლო­ბით, არ მი­ჭირს მუ­შა­ო­ბა.

- ნინი და ნი­კო­ლო­ზი რო­გორ შეხ­ვდნენ და­ი­კოს, ხომ არ იეჭ­ვი­ა­ნეს?

- ნი­კო­ლო­ზი 2-წლი­ნა­ხევ­რი­საა და სი­მარ­თლე გი­თხრა, ელე­ნეს ჯერ­ჯე­რო­ბით კონ­კუ­რენ­ტად ვერ აღიქ­ვამს, ნინი კი ზო­გა­დად არ არის ეგო­ის­ტი, ორი­ვე გრძნობს, რომ თა­ვი­ან­თი ად­გი­ლი აქვთ, ამი­ტომ არ ეჭ­ვი­ა­ნო­ბენ, პი­რი­ქით. ეფე­რე­ბი­ან და ძა­ლი­ან თბი­ლად ეპყრო­ბი­ან ბავ­შვს, აგ­რე­სი­ას არ გა­მო­ხა­ტა­ვენ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თამუნა ლეკვეიშვილი ნინო შუბლაძის პაროდიის გამო გალანძღეს

თამუნა ლეკვეიშვილი ნინო შუბლაძის პაროდიის გამო გალანძღეს

კარგა ხნის განმავლობაში "კომედი ჯგუფში" თამუნა ლეკვეიშვილი ერთადერთი ქალბატონი იყო, შემდეგ მას სხვებიც დაემატნენ, ახალმიღებულ გოგონებს კი ბიჭები თამუნას აბარებდნენ. დღეს თამუნა ლეკვეიშვილი "კომედი შოუს" გარდა "ვანოს შოუშიც" მუშაობს და მუსიკალურ მხარეს ხელმძღვანელობს. რაც შეეხება მის პირადს, მეუღლე - გიგი ოქროპირიძე, მუსიკოსია, სხვადასხვა ორკესტრში უკრავდა, ახლა კი საკუთარ ბარს ხელმძღვანელობს. წყვილს სამი შვილი - ნინი, ნიკოლოზი და ელენე ჰყავთ, პატარა ელენე…ქვეყანას რამდენიმე თვის წინ მოევლინა.

- გასულ კვირას "კომედი ჯგუფის" ფილმის "მისტერ ძიძას" სატელევიზიო პრემიერა გაიმართა, რომელმაც, როგორც ვიცი, ოცნების ასრულების საშუალება მოგცა, ფილმისთვის მუსიკის შექმნას ვგულისხმობ.

- ფილმში მხოლოდ ჩემ მიერ შექმნილი მუსიკა არ ჟღერს, გამოვიყენე ცნობილი სიმღერები, კლასიკური ნაწარმოებები, თუმცა საუნდტრეკი მე დავწერე და ლევან მასპინძელაშვილმა შეასრულა, საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ფილმის მუსიკალურ მხარეზე ვიზრუნე, შევფუთე ამ მხრივ. მართლაც ჩემი ოცნება იყო, შემექმნა მუსიკა ფილმისთვის, მოხარული ვიქნებოდი, რომ თავიდან ბოლომდე მე დამეწერა მუსიკა "მისტერ ძიძასთვის", მაგრამ ეს ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო, თუნდაც ფინან"სური და ტექნიკური საკითხების გამო.

- საუნდტრეკი ფილმის პრემიერამდე გამოჩნდა ინტერნეტში?

- კი, ასე იყო. კლიპი გავაკეთეთ, რომელიც ფილმის კადრებითა და ლევანის სტუდიური ჩანაწერით აეწყო და პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე ინტერნეტში განვათავსეთ.

- რაც შეეხება ფილმში მონაწილეობას?

- ფრაგმენტული როლი ვითამაშე, ჩემს შვილებთან ერთად ვიდექი ძიძობის მსურველთა რიგში, ცოტა უცნაური პერსონაჟი ვიყავი, ეს იყო და ეს.

- თან, როგორც ვიცი, ფილმზე მუშაობის პროცესში ორსულად იყავი.

- კი, 23 ნოემბერს დავასრულე მუშაობა და 25-ში დაიბადა ელენე.

- რადგან თავისთავად მივედით ელენემდე, მოდი გვითხარი, როგორი გოგოა?

- მესამე შვილი კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, საფიქრალი, სანერ"ვიულო და იმავდროულად ძალიან დიდი სიხარულია. მას შემდეგ, რაც სამი შვილის დედა გავხდი, თვითშეფასების შეგრძნება და უნარი მაქვს ამაღლებული. რაც შეეხება ელენეს, ნინისა და ნიკოლოზისგან განსხვავებულია, იმათ ღამე კარგად ეძინათ, ჭამისთვისაც კი არ იღვიძებდნენ, მესამე შვილი წინა ორთან შედარებით ამ მხრივ ცოტა პრეტენზიული აღმოჩნდა, თორემ ესეც კარგი გოგოა.

- ღამეგატეხილს მეორე დღეს მუშაობა არ გიჭირს?

- დედა მეხმარება ძალიან, შეიძლება ითქვას, რომ ღამის ცვლაში ის მუშაობს, დღის ცვლაში კი ძიძა, ასე რომ, მათი დახმარების წყალობით, არ მიჭირს მუშაობა.

- ნინი და ნიკოლოზი როგორ შეხვდნენ დაიკოს, ხომ არ იეჭვიანეს?

- ნიკოლოზი 2-წლინახევრისაა და სიმართლე გითხრა, ელენეს ჯერჯერობით კონკურენტად ვერ აღიქვამს, ნინი კი ზოგადად არ არის ეგოისტი, ორივე გრძნობს, რომ თავიანთი ადგილი აქვთ, ამიტომ არ ეჭვიანობენ, პირიქით. ეფერებიან და ძალიან თბილად ეპყრობიან ბავშვს, აგრესიას არ გამოხატავენ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება