ეტლით მოსარგებლე ქუთაისელი ქალბატონი, რომელსაც 37 000 ევროს ღირებულების ოპერაცია სჭირდება, დახმარებას ითხოვს

 ეტლით მოსარგებლე ქუთაისელი ქალბატონი, რომელსაც 37 000 ევროს ღირებულების ოპერაცია სჭირდება, დახმარებას ითხოვს

ქუთაისში მცხოვრები ქეთი ჭიღლაძე, რომელიც 7 წელია ეტლით გადაადგილდება, დახმარებას ითხოვს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქეთევან ჭიღლაძეს გერმანიაში, ქალაქ მიუნხენის კლინიკაში 37 000 ევროს ღირებულების ოპერაცია სჭირდება, რომლის საშუალებაც ოჯახს არ აქვს.

"ჩემი მონაცემები გავაგზავნე გერმანიის კლინიკაში, მაქვს დოკუმენტები წერილების სახით, რომ მესაჭიროება ოპერაცია ხერხემალზე. ქართველი ექიმები კი ამას სასტიკად უარყოფენ, რატომ არ ვიცი. მეუბნებიან, რომ გერმანელი პროფესორები ცდებიან, არ ვარ საოპერაციო და მესაჭიროება მუდმივი რეაბილიტაცია, რისი საშუალებაც არ მაქვს, რადგან საქართველოში სარეაბილიტაციო ცენტრი არაა და საზღვარგარეთ წასვლა კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, ყოველდღიურად მაქვს პრობლემები, ჩაკეტილი მაქვს სახსრები, მიჭირს ჯდომა, საშიშროება იმისა, რომ მუდმივი ჯდომით გამიჩნდეს ნაწოლები, მაქვს ტკვილები. დამოუკიდებლად ვერაფერს ვაკეთებ. დედაზე ვარ დამოკიდებული, ის მივლის. დედაც გულით და ასთმით არის დაავადებული და უჭირს ფიზიკურად ჩემი გადაჯდომა-გადმოჯდომა ეტლზე",- აცხადებს ჭიღლაძე.

ქუთაისში მცხოვრებნი ქეთი ჭიღლაძეს კარგად იცნობენ. მიუხედავად სასწრაფო ოპერაციის საჭიროებისა, ის აქტიური საქმიანობითაა დაკავებული. არის არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, ასევე ხშირად აწყობს ნახატებისა და ნაქარგების გამოფენებს.

ქეთის დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ მისწეროთ მეილზე: qetichigladze@mail.ru ან შეეხმიანოთ ''ფეისბუქზე'' Qeti Chigladze

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა