პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინის საზღვართან ერთად, რუსებმა სამხედრო წვრთნები აფხაზეთშიც დაიწყეს"
"უკრაინის საზღვართან ერთად, რუსებმა სამხედრო წვრთნები აფხაზეთშიც დაიწყეს"

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზის არ­ტი­ლე­რი­ის წვრთნე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი ვახ­ტანგ მა­ი­სა­ია გა­ზეთ "რე­ზო­ნანსთან" აცხა­დებს, დნესტრის­პი­რეთ­სა და აფხა­ზეთ­ში სწავ­ლე­ბე­ბი ერ­თდრო­უ­ლად და­ი­წყო და დიდი ალ­ბა­თო­ბით მსგავ­სი წვრთნე­ბი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­შიც მალე და­ი­წყე­ბა.

"მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვას ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მო­ა­წერს ხელს და თან, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნას გა­უ­ფორ­მეს, კრემ­ლი გა­აქ­ტი­ურ­და და თუ ევ­რო­პა მკა­ფი­ოდ მხარ­ში არ დაგ­ვიდ­გე­ბა, ძა­ლი­ან რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩავ­ვარ­დე­ბით. ეს სი­ტუ­ა­ცია სამ­წუ­ხა­როდ ძა­ლი­ან მა­გო­ნებს 1921 წლის იან­ვრის სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პე­რი­ოდს", - აღ­ნიშ­ნავს მა­ი­სა­ია.

რო­გორც "აფ­სნიპ­რე­სი" წერს, სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კი­სა და სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სწავ­ლე­ბა აფხა­ზეთ­ში, ნაგ­ვა­ლო­უს პო­ლი­გონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს და სწავ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლის მარ­თვის დე­ტა­ლე­ბის დახ­ვე­წას ით­ვა­ლის­წი­ნებს, 400 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე და 50 ერ­თე­უ­ლი საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კაა ჩარ­თუ­ლი, მათ შო­რი­საა ზალ­პუ­რი ცე­ცხლის რე­აქ­ტი­უ­ლი სის­ტე­მა "გრა­დი", თვით­მა­ვა­ლი ჰა­უ­ბი­ცა "აკა­ცია", ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სი "შტურ­მი", გა­და­სა­ტა­ნი სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სი "იგლა" და ნაღმტყორ­ცნი "სანი".წვრთნე­ბის ში­ნა­არ­სის მი­ხედ­ვით, სამ­ხედ­რო­ე­ბი ფა­რუ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან ცე­ცხლის არე­ა­ლის­კენ, შემ­დეგ სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლით ანად­გუ­რე­ბენ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის სა­ზღვაო და სა­ჰა­ე­რო მი­ზანს. წვრთნე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი ღა­მის პე­რი­ოდ­ში ჩა­ტარ­დე­ბა, სიბ­ნე­ლე­ში მა­ნევ­რი­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით.

ვახ­ტანგ მა­ი­სა­ი­ას თქმით, რაც ახლა ხდე­ბა, ეს სამ­ხედ­რო ძა­ლის დე­მონ­სტრა­ცი­აა. ამას ემა­ტე­ბა ის, რომ ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის თე­მაც ამ ბოლო დღე­ებ­ში ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­ურ­და. ასე­ვე გავ­რცელ­და ცნო­ბე­ბი, რომ ჯა­ვა­ხეთ­ში სომ­ხურ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე რუ­სუ­ლი პას­პორ­ტე­ბის და­რი­გე­ბა და­ი­წყეს.

"თუ პას­პორ­ტე­ბის და­რი­გე­ბა და­დას­ტურ­დე­ბა, საკ­მა­ოდ სა­გან­გა­შო ფაქ­ტია. ეს ყვე­ლა­ფე­რი არის და­ში­ნე­ბა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გეგ­მე­ბი... მა­გა­ლი­თად, მოლ­დო­ვა­ში სექ­ტემ­ბერ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია და­ნიშ­ნუ­ლი და ვა­რა­უ­დია, რომ იქ კო­მუ­ნის­ტე­ბი გა­ი­მარ­ჯვე­ბენ. ეს კი რუ­სეთს აძ­ლევს ხელს", - აღ­ნიშ­ნავს მა­ი­სა­ია.

მა­ი­სა­ის გან­ცხა­დე­ბით, აფხა­ზეთ­ში და­წყე­ბუ­ლი წვრთნე­ბი არ ნიშ­ნავს იმას, რომ ამით რუ­სეთს ყი­რი­მის მსგავ­სად აფხა­ზე­თის მი­ერ­თე­ბა­ზე აკე­თებს მი­ნიშ­ნე­ბას, კრემლს უფრო დიდი გეგ­მე­ბი აქვს. მისი თქმით, ერთი მო­მენ­ტია, რომ მოს­კოვ­მა შე­იძ­ლე­ბა კი­დევ ერთი და­მა­ტე­ბი­თი ბერ­კე­ტი გა­მო­ი­ყე­ნოს - აპ­რი­ლის ან მა­ი­სის და­სა­წყი­სი­სათ­ვის ცხინ­ვა­ლის ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­თან და, შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სეთ­თან მი­ერ­თე­ბის თე­მით რე­ფე­რე­დუ­მის გა­მარ­თვის სა­კი­თხი წა­მო­წი­ოს.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"უკრაინის საზღვართან ერთად, რუსებმა სამხედრო წვრთნები აფხაზეთშიც დაიწყეს"

"უკრაინის საზღვართან ერთად, რუსებმა სამხედრო წვრთნები აფხაზეთშიც დაიწყეს"

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზის არტილერიის წვრთნები მიმდინარეობს. როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია გაზეთ "რეზონანსთან" აცხადებს, დნესტრისპირეთსა და აფხაზეთში სწავლებები ერთდროულად დაიწყო და დიდი ალბათობით მსგავსი წვრთნები ცხინვალის რეგიონშიც მალე დაიწყება.

"მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას დაჩქარებული წესით მოაწერს ხელს და თან, ხელშეკრულება უკრაინას გაუფორმეს, კრემლი გააქტიურდა და თუ ევროპა მკაფიოდ მხარში არ დაგვიდგება, ძალიან რთულ სიტუაციაში ჩავვარდებით. ეს სიტუაცია სამწუხაროდ ძალიან მაგონებს 1921 წლის იანვრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდს", - აღნიშნავს მაისაია.

როგორც "აფსნიპრესი" წერს, სამხედრო ტექნიკისა და საარტილერიო დანადგარების გამოყენებით ფართომასშტაბიანი სწავლება აფხაზეთში, ნაგვალოუს პოლიგონზე მიმდინარეობს და სწავლებაში, რომელიც საარტილერიო ცეცხლის მართვის დეტალების დახვეწას ითვალისწინებს, 400 სამხედრო მოსამსახურე და 50 ერთეული საბრძოლო ტექნიკაა ჩართული, მათ შორისაა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "გრადი", თვითმავალი ჰაუბიცა "აკაცია", ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი "შტურმი", გადასატანი სარაკეტო კომპლექსი "იგლა" და ნაღმტყორცნი "სანი".წვრთნების შინაარსის მიხედვით, სამხედროები ფარულად გადაადგილდებიან ცეცხლის არეალისკენ, შემდეგ საარტილერიო ცეცხლით ანადგურებენ მოწინააღმდეგის საზღვაო და საჰაერო მიზანს. წვრთნების ნახევარზე მეტი ღამის პერიოდში ჩატარდება, სიბნელეში მანევრირების გაუმჯობესების მიზნით.

ვახტანგ მაისაიას თქმით, რაც ახლა ხდება, ეს სამხედრო ძალის დემონსტრაციაა. ამას ემატება ის, რომ ევრაზიული კავშირის თემაც ამ ბოლო დღეებში ძალიან გააქტიურდა. ასევე გავრცელდა ცნობები, რომ ჯავახეთში სომხურ მოსახლეობაზე რუსული პასპორტების დარიგება დაიწყეს.

"თუ პასპორტების დარიგება დადასტურდება, საკმაოდ საგანგაშო ფაქტია. ეს ყველაფერი არის დაშინება და მიზანმიმართული გეგმები... მაგალითად, მოლდოვაში სექტემბერში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული და ვარაუდია, რომ იქ კომუნისტები გაიმარჯვებენ. ეს კი რუსეთს აძლევს ხელს", - აღნიშნავს მაისაია.

მაისაის განცხადებით, აფხაზეთში დაწყებული წვრთნები არ ნიშნავს იმას, რომ ამით რუსეთს ყირიმის მსგავსად აფხაზეთის მიერთებაზე აკეთებს მინიშნებას, კრემლს უფრო დიდი გეგმები აქვს. მისი თქმით, ერთი მომენტია, რომ მოსკოვმა შეიძლება კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტი გამოიყენოს - აპრილის ან მაისის დასაწყისისათვის ცხინვალის ჩრდილოეთ ოსეთთან და, შესაბამისად, რუსეთთან მიერთების თემით რეფერედუმის გამართვის საკითხი წამოწიოს.

იხილეთ სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა