პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბელორუსში ქართული ღვინის იმპორტი შეწყდა
ბელორუსში ქართული ღვინის იმპორტი შეწყდა

ბე­ლო­რუს­ში ქარ­თუ­ლი ღვი­ნის იმ­პორ­ტი შე­წყდა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მა "კო­მსო­მოლ­სკა­ია პრავ­და" იუ­წყე­ბა, ქარ­თუ­ლი ღვი­ნო არა მხო­ლოდ ჩვე­უ­ლებ­რივ უნი­ვერ­სა­მებ­სა და ჰი­პერ­მარ­კე­ტებ­ში, არა­მედ ალ­კოჰო­ლის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ მა­ღა­ზი­ებ­შიც კი თან­და­თან ქრე­ბა.

"ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­რო­ებ­ზე უხ­ვად შეხ­ვდე­ბო­დით რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი კომ­პა­ნი­ის მიერ წარ­მო­ე­ბულ "ქინ­ძმა­რა­ულს", "ახა­შენ­სა" და "ხვან­ჭკა­რას", რომ­ლე­ბიც ბე­ლო­რუ­სებ­მა ძლი­ერ შე­იყ­ვა­რეს. ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი დიდი მო­თხოვ­ნით სარ­გებ­ლობ­დნენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­სავ­ლეთ ევ­რო­პულ და სამ­ხრეთ ამე­რი­კულ იაფ ღვი­ნო­ებ­ზე გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი ღირ­და, თუმ­ცა, უკვე გა­სუ­ლი წლის ბო­ლო­დან მა­ღა­ზი­ე­ბი მათ უკვე ვე­ღარ იღე­ბენ", - წერს გა­მო­ცე­მა.

რო­გორც ერთ-ერთ ჰი­პერ­მარ­კეტ­ში ჟურ­ნა­ლისტს გა­ნუ­ცხა­დეს, მა­რა­გე­ბი სწრა­ფად, უკა­ნას­კნელ ბოთ­ლამ­დე გაქ­რა, თვით იმ მწარ­მო­ებ­ლე­ბი­საც კი, რომ­ლე­ბიც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით არ სარ­გებ­ლობ­დნენ.

"ეს ნამ­დვი­ლი უბე­დუ­რე­ბაა - ქარ­თულ ღვი­ნო­ებს ძა­ლი­ან კარ­გად ყი­დუ­ლობ­დნენ, ის დიდი მო­თხოვ­ნით სარ­გებ­ლობ­და. თუმ­ცა, დღეს არა­ვის შე­მო­აქვს. ამ­ბო­ბენ, რომ ქვო­ტე­ბი არ არის. ჩვენ უკა­ნას­კნე­ლი 9 ბოთ­ლი­ღა დაგ­ვრჩა", - გა­ნა­ცხა­დეს უნი­ვერ­სამ "ევ­რო­პე­ის­კი­ში", რო­მე­ლიც მინ­სკში მდე­ბა­რე­ობს.

ბე­ლო­რუს­ში ალ­კოჰო­ლის შე­ტა­ნა­ზე უფ­ლე­ბა მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლურ იმ­პორ­ტი­ო­რებს გა­აჩ­ნი­ათ. ამ უფ­ლე­ბის მი­სა­ნი­ჭებ­ლად ქვეყ­ნის ვაჭ­რო­ბის სა­მი­ნის­ტრო ყო­ველ­წლი­უ­რად კონ­კურსს ატა­რებს. ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა ქარ­თუ­ლი ღვი­ნის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის მი­ზე­ზე­ბის და­სად­გე­ნად ყვე­ლა სპე­ციმ­პორ­ტი­ორს და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის გა­ცე­მა­ზე ყვე­ლამ თავი შე­ი­კა­ვა.

"ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია ნამ­დვი­ლი მი­ზე­ზი და­ვა­სახ­ლოთ. ქარ­თუ­ლი ღვი­ნო ახლა არა­ვის შე­მო­აქვს, ეს ფაქ­ტია. რისი შე­მო­ტა­ნის უფ­ლე­ბა­საც გვაძ­ლევს ვაჭ­რო­ბის სა­მი­ნის­ტრო, იმით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა იმ­პორ­ტი­ორ­მა. ერ­თმა ნა­წილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ვერ მი­ი­ღო ქვო­ტე­ბი, მე­ო­რემ კი - აქ­ცი­ზი იმ­პორ­ტი­რე­ბულ ღვი­ნო­ზე, ერთ-ერ­თმა კი ივა­რა­უ­და, რომ პრობ­ლე­მე­ბი რუ­სეთ­თან სა­ბა­ჟო კავ­შირ­მა გა­მო­იწ­ვია.

თა­ვად ბე­ლო­რუ­სის ვაჭ­რო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში ყვე­ლა ჩა­მოთ­ვლილ მი­ზეზს აბ­სურ­დი უწო­დეს.

"სა­იმ­პორ­ტო გე­ოგ­რა­ფი­ას თა­ვად იმ­პორ­ტი­ო­რი არ­ჩევს, ბაზ­რის კო­ნი­უნ­ქტუ­რის მი­ხედ­ვით. ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნა, რაც მათ წი­ნა­შეა - ეს არის ხა­რის­ხი­ა­ნი ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის შე­მო­ტა­ნა ხა­რის­ხის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენ­ტებ­თან ერ­თად. მო­წო­დე­ბის გე­ოგ­რა­ფია ჩვენ შე­ზღუ­დუ­ლი არ გვაქვს", - გა­ნა­ცხა­დეს ბე­ლო­რუ­სის ვაჭ­რო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის გა­სარ­კვე­ვად bpn.ge სა­ქარ­თვე­ლოს ღვი­ნის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა, იქ მსგავს ინ­ფორ­მა­ცი­ას, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ ფლო­ბენ.

წყა­რო:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ბელორუსში ქართული ღვინის იმპორტი შეწყდა

ბელორუსში ქართული ღვინის იმპორტი შეწყდა

ბელორუსში ქართული ღვინის იმპორტი შეწყდა. როგორც ადგილობრივი ინტერნეტ-გამოცემა "კომსომოლსკაია პრავდა" იუწყება, ქართული ღვინო არა მხოლოდ ჩვეულებრივ უნივერსამებსა და ჰიპერმარკეტებში, არამედ ალკოჰოლის სპეციალიზებულ მაღაზიებშიც კი თანდათან ქრება.

"ბოლო წლების განმავლობაში თაროებზე უხვად შეხვდებოდით რამდენიმე ათეული კომპანიის მიერ წარმოებულ "ქინძმარაულს", "ახაშენსა" და "ხვანჭკარას", რომლებიც ბელორუსებმა ძლიერ შეიყვარეს. ნატურალური ქართული ღვინოები დიდი მოთხოვნით სარგებლობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპულ და სამხრეთ ამერიკულ იაფ ღვინოებზე გაცილებით ძვირი ღირდა, თუმცა, უკვე გასული წლის ბოლოდან მაღაზიები მათ უკვე ვეღარ იღებენ", - წერს გამოცემა.

როგორც ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში ჟურნალისტს განუცხადეს, მარაგები სწრაფად, უკანასკნელ ბოთლამდე გაქრა, თვით იმ მწარმოებლებისაც კი, რომლებიც დიდი პოპულარობით არ სარგებლობდნენ.

"ეს ნამდვილი უბედურებაა - ქართულ ღვინოებს ძალიან კარგად ყიდულობდნენ, ის დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. თუმცა, დღეს არავის შემოაქვს. ამბობენ, რომ ქვოტები არ არის. ჩვენ უკანასკნელი 9 ბოთლიღა დაგვრჩა", - განაცხადეს უნივერსამ "ევროპეისკიში", რომელიც მინსკში მდებარეობს.

ბელორუსში ალკოჰოლის შეტანაზე უფლება მხოლოდ სპეციალურ იმპორტიორებს გააჩნიათ. ამ უფლების მისანიჭებლად ქვეყნის ვაჭრობის სამინისტრო ყოველწლიურად კონკურსს ატარებს. ინტერნეტგამოცემა ქართული ღვინის გაუჩინარების მიზეზების დასადგენად ყველა სპეციმპორტიორს დაუკავშირდა, თუმცა, ოფიციალური პასუხის გაცემაზე ყველამ თავი შეიკავა.

"ჩვენ არ შეგვიძლია ნამდვილი მიზეზი დავასახლოთ. ქართული ღვინო ახლა არავის შემოაქვს, ეს ფაქტია. რისი შემოტანის უფლებასაც გვაძლევს ვაჭრობის სამინისტრო, იმით შემოვიფარგლებით", - განაცხადა ერთ-ერთმა იმპორტიორმა. ერთმა ნაწილმა აღნიშნა, რომ ვერ მიიღო ქვოტები, მეორემ კი - აქციზი იმპორტირებულ ღვინოზე, ერთ-ერთმა კი ივარაუდა, რომ პრობლემები რუსეთთან საბაჟო კავშირმა გამოიწვია.

თავად ბელორუსის ვაჭრობის სამინისტროში ყველა ჩამოთვლილ მიზეზს აბსურდი უწოდეს.

"საიმპორტო გეოგრაფიას თავად იმპორტიორი არჩევს, ბაზრის კონიუნქტურის მიხედვით. ერთადერთი მოთხოვნა, რაც მათ წინაშეა - ეს არის ხარისხიანი ალკოჰოლური სასმელების შემოტანა ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად. მოწოდების გეოგრაფია ჩვენ შეზღუდული არ გვაქვს", - განაცხადეს ბელორუსის ვაჭრობის სამინისტროში.

აღნიშნული საკითხის გასარკვევად bpn.ge საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა, თუმცა, იქ მსგავს ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ ფლობენ.

წყარო:

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ