მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოდელები "ბიბლუსთან" ერთად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ესტუმრნენ
მოდელები "ბიბლუსთან" ერთად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ესტუმრნენ

მო­დე­ლე­ბი ლე­ი­კე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ერ­თი­ან­დნენ და დღეს "ბიბ­ლუს­თან" ერ­თად ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს ეს­ტუმრნენ.

სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ლუქ-მო­დელ­სის" მო­დე­ლებ­მა ბავ­შვებს სა­ჩუქ­რე­ბი გა­დას­ცეს, "ბიბ­ლუს­მა" კი პა­ტა­რე­ბი წიგ­ნე­ბით და­ა­სა­ჩუქ­რა. მო­დე­ლებ­მა ბავ­შვებ­თან ერ­თად და­ხა­ტეს და სუ­რა­თე­ბი გა­და­ი­ღეს.

სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ლუქ-მო­დელ­სის" და ჟურ­ნალ "სი­თის" ორ­გა­ნი­ზე­ბით მა­ის­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­შიც ქარ­თუ­ლი მო­დის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან.

"დღეს მო­ვე­დით ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვთა ცენ­ტრში, გა­ვე­ცა­ნით მათ სურ­ვი­ლებს და გა­ვერ­თი­ან­დით ქარ­თვე­ლი მო­დე­ლე­ბი, რათა მათ და­ვეხ­მა­როთ. ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩა­ერ­თვე­ბა. რაც უფრო მეტი ვიქ­ნე­ბით, მით უფრო და­ვეხ­მა­რე­ბით ბავ­შვებს და მეტ სი­ცო­ცხლეს გა­და­ვარ­ჩენთ. დღეს სა­ჩუქ­რებ­თან ერ­თად სა­ხა­ტა­ვე­ბი მო­ვუ­ტა­ნეთ პა­ტა­რებს, გვინ­და, რომ მათ და­ხა­ტონ. შემ­დეგ მა­ი­სის ბო­ლოს საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო­ზე ამ მა­ი­სუ­რებს გა­მო­ვი­ყე­ნებთ და ბავ­შვებს და­ვუ­რი­გებთ", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­გენ­ტო "ლუქ-მო­დელ­სის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ნინო ცქი­ტიშ­ვილ­მა.

"ბიბ­ლუ­სის" მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, თათა დგე­ბუ­ა­ძის თქმით კი, მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი "ბიბ­ლუ­სი" იღებს სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რომ პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ითა­ნამ­შრომ­ლებს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის მე­ნე­ჯმენ­ტთან.

"ბიბ­ლუ­სი" შე­უ­ერ­თდა მო­დე­ლე­ბის აქ­ცი­ას "მო­დე­ლე­ბი ლე­ი­კე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ." დღეს ერ­თად მო­ვე­დით იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში და ბავ­შვე­ბი მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ. ვე­ცა­დეთ გაგ­ვე­ლა­მა­ზე­ბი­ნა მათ­თვის ეს დღე. სა­მო­მავ­ლო­დაც ჩა­ვა­ტა­რებთ მსგავ­სი ტი­პის აქ­ცი­ებს და ვეც­დე­ბით ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო­ით ლე­ი­კე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში", - გა­ნა­ცხა­და ბიბ­ლუ­სის მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა თათა დგე­ბუ­ა­ძემ.

ლე­ი­კე­მია, რო­მე­ლიც სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რიგს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, ბავ­შვთა ონ­კო­ლო­გი­ა­ში სიხ­ში­რით პირ­ველ ად­გილ­ზეა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად, ლე­ი­კე­მი­ით 50-მდე ბავ­შვი ავად­დე­ბა. გა­ჯან­სა­ღე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 70%-ია. ამ და­ა­ვა­დე­ბის მი­ზე­ზი მსოფ­ლი­ოს­თვის უც­ნო­ბია. მწვა­ვე ლე­ი­კე­მი­ის მა­ტე­ბის ტენ­დე­ცია ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ფიქ­სირ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

მოდელები "ბიბლუსთან" ერთად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ესტუმრნენ

მოდელები "ბიბლუსთან" ერთად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ესტუმრნენ

მოდელები ლეიკემიის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და დღეს "ბიბლუსთან" ერთად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ესტუმრნენ.

სამოდელო სააგენტო "ლუქ-მოდელსის" მოდელებმა ბავშვებს საჩუქრები გადასცეს, "ბიბლუსმა" კი პატარები წიგნებით დაასაჩუქრა. მოდელებმა ბავშვებთან ერთად დახატეს და სურათები გადაიღეს.

სამოდელო სააგენტო "ლუქ-მოდელსის" და ჟურნალ "სითის" ორგანიზებით მაისში საქველმოქმედო საღამო გაიმართება, რომელშიც ქართული მოდის სფეროს წარმომადგენლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გაერთიანდებიან.

"დღეს მოვედით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრში, გავეცანით მათ სურვილებს და გავერთიანდით ქართველი მოდელები, რათა მათ დავეხმაროთ. ძალიან კარგი იქნება თუ საზოგადოება მაქსიმალურად ჩაერთვება. რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო დავეხმარებით ბავშვებს და მეტ სიცოცხლეს გადავარჩენთ. დღეს საჩუქრებთან ერთად სახატავები მოვუტანეთ პატარებს, გვინდა, რომ მათ დახატონ. შემდეგ მაისის ბოლოს საქველმოქმედო საღამოზე ამ მაისურებს გამოვიყენებთ და ბავშვებს დავურიგებთ", - განაცხადა სააგენტო "ლუქ-მოდელსის დამფუძნებელმა ნინო ცქიტიშვილმა.

"ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის უფროსის, თათა დგებუაძის თქმით კი, მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას, რომ პერმანენტულად ითანამშრომლებს იაშვილის კლინიკის მენეჯმენტთან.

"ბიბლუსი" შეუერთდა მოდელების აქციას "მოდელები ლეიკემიის წინააღმდეგ." დღეს ერთად მოვედით იაშვილის კლინიკაში და ბავშვები მოვინახულეთ. ვეცადეთ გაგველამაზებინა მათთვის ეს დღე. სამომავლოდაც ჩავატარებთ მსგავსი ტიპის აქციებს და ვეცდებით ჩვენი წვლილი შევიტანოით ლეიკემიის წინააღმდეგ ბრძოლაში", - განაცხადა ბიბლუსის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა თათა დგებუაძემ.

ლეიკემია, რომელიც სიმსივნური დაავადებების რიგს მიეკუთვნება, ბავშვთა ონკოლოგიაში სიხშირით პირველ ადგილზეა. საქართველოში ყოველწლიურად, ლეიკემიით 50-მდე ბავშვი ავადდება. გაჯანსაღების მაჩვენებელი 70%-ია. ამ დაავადების მიზეზი მსოფლიოსთვის უცნობია. მწვავე ლეიკემიის მატების ტენდეცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში არ ფიქსირდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია