საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემოსავლები აქვთ სახელმწიფო შპს-ებისა და ააიპ-იების ხელმძღვანელებს - IDFI მათ შემოსავლებს აქვეყნებს
რა შემოსავლები აქვთ სახელმწიფო შპს-ებისა და ააიპ-იების ხელმძღვანელებს -  IDFI მათ შემოსავლებს აქვეყნებს

ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი IDFI სა­ხელ­მწი­ფო შპს-ები­სა და ააიპ-იე­ბის (არა­სა­მე­წა­რე­მო არა­კო­მერ­ცი­უ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პირი) ხელ­მძღვა­ნელ­თა გა­სა­ჯა­რო­ე­ბულ შე­მო­სავ­ლებს აქ­ვეყ­ნებს.

IDFI ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი­დან იმ სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის და შე­ზღუ­დუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის შე­მო­სავ­ლე­ბის შე­სა­ხებ ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­თა აქ­ცი­ე­ბის ან წი­ლის 100 პრო­ცენტს სა­ხელ­მწი­ფო ფლობს.

IDFI-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2013 წელს სს "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, ირაკ­ლი კოვ­ზა­ნა­ძემ 323 250 ლარი შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო.

218 329 ლარი მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს სს "სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მის" მმარ­თველ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან ზუმ­ბუ­რი­ძემ.

"სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 194 925 ლარი, ხოლო შპს "ჯორ­ჯია ტრან­ზი­ტის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 46 409 ლარი მი­ი­ღო.

სს "ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი სის­ტე­მის კო­მერ­ცი­უ­ლი ოპე­რა­ტო­რის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი - ვახ­ტანგ ამ­ბო­კა­ძე 118 606 ლარი

სს "სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კორ­პო­რა­ცი­ის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა და­ვით თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­მა აღნშნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 25 000 ლარი, სს "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის" ენერ­გე­ტი­კის სა­კი­თხებ­ში აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის

მრჩე­ვე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 115 500 ლარი, ხოლო შპს "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნი­ის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მრჩე­ვე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 44 400 ლარი მი­ი­ღო.

სს "სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი ბეჟუ­აშ­ვილ­მა 84 625 ლარი მი­ი­ღო.

რაც შე­ე­ხე­ბა შპს-ების ხელ­მძღვა­ნე­ლებს, რო­მელ­თა აქ­ცი­ა­თა ან წი­ლის 100 პრო­ცენტს ფლობს სა­ხელ­მწი­ფო, მათი შე­მო­სავ­ლე­ბი 2013 წელს ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

შპს "ბა­თუ­მის აე­რო­პორ­ტის" დი­რექ­ტო­რი მეთე ერ­ქა­ლი 379 915 ლარი;

შპს "ბა­თუ­მის აე­რო­პორ­ტის " დი­რექ­ტო­რი ჰა­სან­ტა­რი­ქოს მა­ნა­ღა­ოღ­ლუ -234 880 ლარი;

შპს "ბა­თუ­მის სა­ზღვაო ნავ­სად­გუ­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ირაკ­ლი ცი­ვა­ძე 155 036 ლარი;

შპს "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის" ხელ­მძღვა­ნე­ლი არ­ჩილ ცა­ბუ­ტაშ­ვი­ლი - 142 499 ლარი;

შპს "ბა­თუ­მის აე­რო­პორ­ტის" მე­ნე­ჯე­რი მერთ ქან­დი­ე­ლი 120 572 ლარი;

შპს "ენერ­გოტ­რან­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლი კახა სეხ­ნი­აშ­ვი­ლი 112 000 ლარი;

შპს "სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ლე­ვან ჩიკ­ვა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 35 966, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 66 573 ლარი მი­ი­ღო;

შპს "ბა­თუ­მის აე­რო­პორ­ტის" დი­რექ­ტო­რი თა­მაზ ან­დღუ­ლა­ძე 98 421 ლარი;

"სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნი­ის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი მა­მუ­კა კო­ბა­ხი­ძე 96 000 ლარი;

შპს "სა­ქა­ე­რო­ნა­ვი­გა­ცი­ის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გოჩა მეზვრიშ­ვი­ლი 89 733 ლარი;

შპს- "თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ლე­ვან კოპ­ლა­ტა­ძე 83 200 ლარი;

შპს "ენ­გურ­ჰე­სის" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან მე­ბო­ნია 80 600 ლარი.

IDFI აღ­ნიშ­ნავს, რომ თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი რე­ესტრის შე­სა­ბა­მი­სად ახ­ლად და­მა­ტე­ბუ­ლი პი­რე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი 2014 წლის მარ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბით ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის მი­უ­ხე­და­ვად, ასე­თი მო­ნა­ცე­მე­ბი პირ­ვე­ლად გახ­და ხელ­მი­საწ­ვდო­მი ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის­თვის. თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ღი­ა­ო­ბი­სა და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის კუ­თხით. აღ­ნიშ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პირ­ველ რიგ­ში კო­რუფ­ცი­ას­თან და ინ­ტე­რეს­თა შე­უ­თავ­სებ­ლო­ბას­თან ბრძო­ლის კონ­ტექ­სტში. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­და­ა­მოწ­მოს სა­ხელ­მწი­ფო სა­წარ­მო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი მე­ნე­ჯმენ­ტის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა, შე­ა­ფა­სოს მათი ანა­ზღა­უ­რე­ბი­სა და შე­მო­სავ­ლე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლო­ბა სა­წარ­მო­თა მას­შტა­ბებ­სა და წარ­მა­ტე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან, ისე­ვე რო­გორც და­აკ­ვირ­დეს ამ პირ­თა კა­რი­ე­რულ წინსვლას სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ თუ სა­მე­წარ­მეო ას­პა­რეზ­ზე", -ნათ­ქვა­მია IDFI-ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

საღათა
0

2013 წლის კი არა ახლანდელი გამოაქვეყნეთ, არ გაძღა მაგათ მუცლები! ახლა გამოაქვეყნეთ მათთან მომუშავე პერსონალის ხელფასი და ჩვენ შევადარებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რა შემოსავლები აქვთ სახელმწიფო შპს-ებისა და ააიპ-იების ხელმძღვანელებს - IDFI მათ შემოსავლებს აქვეყნებს

რა შემოსავლები აქვთ სახელმწიფო შპს-ებისა და ააიპ-იების ხელმძღვანელებს -  IDFI მათ შემოსავლებს აქვეყნებს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI სახელმწიფო შპს-ებისა და ააიპ-იების (არასამეწარემო არაკომერციული იურიდიული პირი) ხელმძღვანელთა გასაჯაროებულ შემოსავლებს აქვეყნებს.

IDFI ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდზე გამოქვეყნებული დეკლარაციებიდან იმ სააქციო საზოგადოებების და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელების შემოსავლების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელთა აქციების ან წილის 100 პროცენტს სახელმწიფო ფლობს.

IDFI-ის ინფორმაციით, 2013 წელს სს "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი კოვზანაძემ 323 250 ლარი შემოსავალი მიიღო.

218 329 ლარი მიიღო საქართველოს სს "სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძემ.

"საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა, მამუკა ბახტაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე 194 925 ლარი, ხოლო შპს "ჯორჯია ტრანზიტის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე 46 409 ლარი მიიღო.

სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" გენერალური დირექტორი - ვახტანგ ამბოკაძე 118 606 ლარი

სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა აღნშნულ თანამდებობაზე 25 000 ლარი, სს "საპარტნიორო ფონდის" ენერგეტიკის საკითხებში აღმასრულებელი დირექტორის

მრჩეველის თანამდებობაზე 115 500 ლარი, ხოლო შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალური დირექტორის მრჩეველის თანამდებობაზე 44 400 ლარი მიიღო.

სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორმა გიორგი ბეჟუაშვილმა 84 625 ლარი მიიღო.

რაც შეეხება შპს-ების ხელმძღვანელებს, რომელთა აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო, მათი შემოსავლები 2013 წელს ასე გამოიყურება:

შპს "ბათუმის აეროპორტის" დირექტორი მეთე ერქალი 379 915 ლარი;

შპს "ბათუმის აეროპორტის " დირექტორი ჰასანტარიქოს მანაღაოღლუ -234 880 ლარი;

შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგურის" ხელმძღვანელი ირაკლი ცივაძე 155 036 ლარი;

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ხელმძღვანელი არჩილ ცაბუტაშვილი - 142 499 ლარი;

შპს "ბათუმის აეროპორტის" მენეჯერი მერთ ქანდიელი 120 572 ლარი;

შპს "ენერგოტრანსის" ხელმძღვანელი კახა სეხნიაშვილი 112 000 ლარი;

შპს "საქართველოს ფოსტის" ხელმძღვანელი ლევან ჩიკვაიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე 35 966, ხოლო საქართველოს ლატარიის კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 66 573 ლარი მიიღო;

შპს "ბათუმის აეროპორტის" დირექტორი თამაზ ანდღულაძე 98 421 ლარი;

"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე 96 000 ლარი;

შპს "საქაერონავიგაციის" გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი 89 733 ლარი;

შპს- "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალური დირექტორი ლევან კოპლატაძე 83 200 ლარი;

შპს "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია 80 600 ლარი.

IDFI აღნიშნავს, რომ თანამდებობრივი რეესტრის შესაბამისად ახლად დამატებული პირების მონაცემები 2014 წლის მარტის მდგომარეობით ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ასეთი მონაცემები პირველად გახდა ხელმისაწვდომი ფართო აუდიტორიისთვის. თანამდებობის პირების ჩამონათვალის გაფართოება წინგადადგმული ნაბიჯია ხელისუფლების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. აღნიშნული მნიშვნელოვანია პირველ რიგში კორუფციასთან და ინტერესთა შეუთავსებლობასთან ბრძოლის კონტექსტში. საზოგადოებას ეძლევა საშუალება გადაამოწმოს სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელი მენეჯმენტის ქონებრივი მდგომარეობა, შეაფასოს მათი ანაზღაურებისა და შემოსავლების პროპორციულობა საწარმოთა მასშტაბებსა და წარმატებულ საქმიანობასთან, ისევე როგორც დააკვირდეს ამ პირთა კარიერულ წინსვლას სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სამეწარმეო ასპარეზზე", -ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში.