პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთმანეთი მანამდე შეგვიყვარდა, ვიდრე რეალურად შევხვდებოდით" - რა შეცვალა ნუკი კოშკელიშვილის ცხოვრებაში ამერიკელმა შეყვარებულმა
"ერთმანეთი მანამდე შეგვიყვარდა, ვიდრე რეალურად შევხვდებოდით" - რა შეცვალა ნუკი კოშკელიშვილის ცხოვრებაში ამერიკელმა შეყვარებულმა

შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი "სკა­ი­პი­სა" და "ფე­ის­თა­ი­მის" აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლია: მათი მეშ­ვე­ო­ბით ამე­რი­კა­ში მყოფ და მო­ნატ­რე­ბულ ბენს ყო­ველ­დღე ეკონ­ტაქ­ტე­ბა. რო­გორც გვი­თხრა, ბენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბამ­დე, "სკა­ი­პით" ბო­ლოს 12 წლი­სამ ისარ­გებ­ლა, როცა სას­კო­ლო კონ­სპექ­ტებს უგ­ზავ­ნიდ­ნენ.

- მგო­ნი, ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი ხარ, გულ­შე­მატ­კივრთა წე­რი­ლებს ასე ყუ­რა­დღე­ბით რომ ეპყრო­ბა: შე­ტყო­ბი­ნე­ბებს კი­თხუ­ლობ და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის მეშ­ვე­ო­ბით, მათ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პა­სუ­ხობ.

- ასეთ რა­ღა­ცებს ყუ­რა­დღე­ბას თუ არ აქ­ცევ, ე.ი. "თავ­ში ავარ­დნი­ლი" გაქვს. რომ არ ვუ­პა­სუ­ხო ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც რა­ღაც მომ­წე­რა, დრო და­ხარ­ჯა, ეს მათ შე­უ­რა­ცხყო­ფას ნიშ­ნავს. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას ვერ ვა­ხერ­ხებ, რად­გან უამ­რა­ვი წე­რი­ლი მომ­დის... ვფიქ­რობ, სამ­სა­ხუ­რი არ მექ­ნე­ბო­და, თუკი ჩემს გა­და­ცე­მას არ უყუ­რებ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ჩემ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან - ტე­ლე­ვი­ზია ხომ მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი!

- გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის უამ­რავ წე­რილს შო­რის, მე­გობ­რე­ბის შე­ტყო­ბი­ნე­ბებს რო­გორ პო­უ­ლობ?

- მე­გობ­რე­ბი "ფე­ის­ბუკ­ზე" არ მწე­რენ, რად­გან იცი­ან, რომ ვერ ვუ­პა­სუ­ხებ. სა­მა­გი­ე­როდ, "ვოთ­სა­ფი" და "ვა­ი­ბე­რი" არ­სე­ბობს, სა­დაც ჩემი მო­ძებ­ნა იო­ლად შე­უძ­ლი­ათ.

- ნუკი, ჯერ კი­დევ ან­დრო ბარ­ნო­ვი­სა და შენს შე­საძ­ლო რო­მან­ზე ჭო­რა­ობ­დნენ, როცა აღ­მოჩ­ნდა, რომ ამე­რი­კელ ბენ­ზე ყო­ფილ­ხარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. რო­გორც ვიცი, ის ინ­ტერ­ნე­ტით გა­ი­ცა­ნი. აქამ­დე წარ­მო­იდ­გენ­დი, რომ რო­მან­ტი­კუ­ლი გრძნო­ბე­ბი გა­გიჩ­ნდე­ბო­და ისე­თი ადა­მი­ა­ნის მი­მართ, რო­მე­ლიც პი­რა­დად ნა­ნა­ხი არ გყავ­და?

- არ მო­გა­ტყუ­ებ და გე­ტყვი, რომ ერ­თმა­ნე­თი მა­ნამ­დე შეგ­ვიყ­ვარ­და, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად შევ­ხვდე­ბო­დით. ერ­თმა­ნე­თის ნახ­ვამ კი მარ­თლაც, ბევ­რი რამ გა­და­წყვი­ტა. მერ­წმუ­ნეთ, ასე­თი ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვარ!.. სა­ერ­თოდ, წი­ნას­წარ ვე­რა­სო­დეს იტყვი, ხვალ რა იქ­ნე­ბა. ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მა­გა­რი რამ არის, უც­ნა­ურ სი­ურპრი­ზებს გვი­წყობს. მა­გა­ლი­თად, ადრე იმა­საც ვერ ვი­ფიქ­რებ­დი, რომ 19 წლი­სა გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ვიქ­ნე­ბო­დი. ყო­ველ­დღე რა­ღაც იც­ვლე­ბა.

- თუ გახ­სოვს, პირ­ვე­ლად რო­დის და რო­მელ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­რე­გის­ტრირ­დი?

- ბავ­შვო­ბა­ში "ჰა­ი­ფა­ივ­ში" დავ­რე­გის­ტრირ­დი. ეს სა­ი­ტი "ფე­ის­ბუ­კის" "ბი­ძაშ­ვი­ლია", მაგ­რამ "ფე­ის­ბუ­კი" კარ­გია, ის - არა. ჰოდა, და­რე­გის­ტრი­რე­ბის მერე იმ სა­იტ­ზე არც შევ­სულ­ვარ. "ფე­ის­ბუ­კი­თაც" არ მი­სარ­გებ­ლია დიდ­ხანს: დავ­რე­გის­ტრირ­დი, მაგ­რამ 3 წელი არ ვი­ყე­ნებ­დი. შემ­დეგ ნელ-ნელა "ჩა­მით­რია" ისე­ვე, რო­გორც თით­ქმის ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი. "ფე­ის­ბუკს" სას­წა­უ­ლებ­რი­ვი ძალა აქვს, მაგ­რამ ვა­ღი­ა­რებ, რომ მისი ხში­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი დღე­საც არ ვარ. არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერს "პოს­ტა­ვენ", ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სში არი­ან, მე კი არა­სო­დეს ვიცი, რა ხდე­ბა. ბოლო დროს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფო­ტო­ე­ბის და­დე­ბა მომ­წონს.

- ამას წი­ნათ, ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში ცნო­ბილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მათ პი­რად გვერ­დზე და­დე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის შე­სა­ხებ უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა თუ სტა­ტი­ის და­წე­რა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის. პი­რად გვერ­დზე, მაგ­რამ სა­ჯა­როდ და­დე­ბუ­ლი "პოს­ტე­ბი­სა" თუ ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის შე­სა­ხებ შენ რას ფიქ­რობ?

- თუ არ გინ­და, შენი "პოს­ტე­ბი" ვინ­მემ ნა­ხოს, უნდა "დაბ­ლო­კო"; თუ გინ­და, რომ სხვებ­მაც ნა­ხონ, მაგ­რამ მა­ინც ამ­ბობ, რომ არ გინ­დო­და, ასე მომ­ხდა­რი­ყო, ეს "პი­ა­რის" ერთ-ერთი გზა გახ­ლავთ, რო­მელ­საც მე არ ვი­ყე­ნებ. "ფე­ის­ბუკ­ზე" ჩემი გვერ­დი ღიაა. თუკი ფო­ტო­ზე და­ჭყა­ნუ­ლი ვარ აღ­ბეჭ­დი­ლი და ხალ­ხი და­წერს, - ფუ, რას ჰგავ­სო, მერე რა? რად­გან ასე­თი სუ­რა­თი დავ­დე, ე.ი. ხალ­ხის­გან ამ რე­აქ­ცი­ას ვე­ლო­დი. იმ ადა­მი­ა­ნებს პა­ტივს ვცემ, ვინც სა­კუ­თარ ფო­ტო­ებს "ფა­რავს" და მხო­ლოდ მე­გობ­რებს უზი­ა­რებს, მაგ­რამ მე სა­მე­გობ­რო სი­ა­ში ყვე­ლას ვი­მა­ტებ - "ფრენ­დე­ბის" ნა­ხე­ვარ­ზე მეტს არ ვიც­ნობ.

- ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გვარ-სა­ხე­ლით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ცრუ გვერ­დებს" ხში­რად აკე­თე­ბენ. ამის გამო უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მო­ჩე­ნილ­ხარ? შენი სა­ხე­ლით რა­ი­მე დე­ზინ­ფორ­მა­ცია ხომ არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა?

- თუკი ვი­ღაც ფსევ­დო "ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვილ­მა" რა­ღაც და­წე­რა (სხვა­თა შო­რის, ასე­თი შემ­თხვე­ვა არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა), კი, ბა­ტო­ნო, და­წე­როს, თუ ასე ძა­ლი­ან უნდა. დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, მგო­ნი, ნე­ბის­მი­ე­რი ჯან­სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ჟურ­ნა­ლის­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ას ტეტ-ა-ტეტ გა­და­ა­მოწ­მებს: ნე­ბის­მი­ერ შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად ყო­ველ­თვის მზად ვარ... როცა მე­კი­თხე­ბი­ან, - "ფე­ის­ბუკ­ზე" რო­გორ გი­პო­ვოო? ვპა­სუ­ხობ: ვა­ი­მე, ვერ მი­პო­ვი-მეთ­ქი (იცი­ნის). ამ წი­ნა­და­დე­ბის წარ­მოთ­ქმა ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს, რად­გან მარ­თლა ვერ მი­პო­ვი - ბევ­რნი "ვართ".

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სის სა­ხით სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა თუ გა­გი­კე­თე­ბია?

- არა, არა­სო­დეს! სა­ჯა­რო კო­მენ­ტა­რი რაზე უნდა გა­ვა­კე­თო, პო­ლი­ტი­კა­ზე? ვის რაში აინ­ტე­რე­სებს 23 წლის ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლის აზრი, რო­მელ­საც პო­ლი­ტი­კის არა­ფე­რი გა­ე­გე­ბა? რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს, პო­ლი­ტი­კა მეც მა­ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ჩემს აზრს ნამ­დვი­ლად არა­ვის მო­ვახ­ვევ თავს და ამას სა­ჯა­როდ არც ვა­ფიქ­სი­რებ...

- მა­გა­ლი­თად პო­ლი­ტი­კა რა­ტომ მო­იყ­ვა­ნე? მგო­ნი, დღეს პო­ლი­ტი­კა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი სექ­სის თე­მაა.

- მაგ თე­მა­ზე - მით უმე­ტეს, ჩემი აზრი არა­ვის აინ­ტე­რე­სებს.

- ქარ­თველ სექსსიმ­ბო­ლოდ მი­გიჩ­ნე­ვენ...

- რას ლა­პა­რა­კობ? ეს ახლა გა­ვი­გე, შენ­გან (იცი­ნის). კრი­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ ვარ და არ ვი­ტყვი, - ფუ, იმან ეს რო­გორ თქვა-მეთ­ქი! მაგ­რამ არ მეს­მის, ამ თე­მა­ზე სა­ხალ­ხოდ ლა­პა­რა­კი რა სა­ჭი­როა, ამით ვის გა­ვაკ­ვირ­ვებ? სხვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, "ყვი­თე­ლი" ამ­ბე­ბი ყვე­ლას გვა­ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ზედ­მე­ტად პი­რა­დი ანუ სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა - ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უინ­ტე­რე­სოა. ალ­ბათ ეს იგი­ვეა, რომ მა­გა­ლი­თად, ვი­ღა­ცამ თა­ვი­სი მშო­ბი­ა­რო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო გა­ა­სა­ჯა­რო­ოს...

- ზო­გა­დად, ინ­ტერ­ნე­ტის აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ხარ?

- "გუ­გლის" აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვარ, "იუ­თუ­ბის" - მეტ-ნაკ­ლე­ბად, "ფე­ის­ბუ­კის" - იშ­ვი­ა­თად (ჩემ მიერ 1 თვის წინ და­დე­ბულ "პოსტსაც" კი იო­ლად იპო­ვი). "გუ­გლი" ძა­ლი­ან კარ­გი "ვი­ღა­ცაა": რაც მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩავ­წერ ხოლ­მე და ყვე­ლა­ფერ­ზე მპა­სუ­ხობს.

- ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ტერ­ვი­უ­ებს მკი­თხველ­თა კო­მენ­ტა­რე­ბიც ახ­ლავს. უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბის გამო ზოგ­ჯერ რეს­პონ­დენ­ტე­ბი ღი­ზი­ან­დე­ბი­ან და ინ­ტერ­ვი­უ­ში ნათ­ქვამს უარ­ყო­ფენ კი­დეც. მკი­თხველ­თა შე­ფა­სე­ბებს თვალ­ყურს შენც ადევ­ნებ?

- არა, ასე­თი კო­მენ­ტა­რე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში არ მი­ნა­ხავს. ახლა გის­მენ და ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, ვნა­ხო. ცოტა არ იყოს, "ქვის ხა­ნის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ - ჟურ­ნალ-გა­ზე­თებს ვყი­დუ­ლობ, აქ კი კო­მენ­ტა­რე­ბი არ წე­რია - ინ­ტერ­ვი­უს წა­ვი­კი­თხავ და მორ­ჩა. ძა­ლი­ა­ნაც რომ მინ­დო­დეს, კო­მენ­ტარს ინ­ტერ­ნეტ­ში ვერ ვი­პო­ვი, რად­გან ტექ­ნო­ლო­გი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მი­ჭირს. დი­დად არც მა­ინ­ტე­რე­სებს: მე ხომ ვიცი, რაც ვი­ლა­პა­რა­კე? რად­გან ვი­ლა­პა­რა­კე, ე.ი. ასე მი­ვიჩ­ნევ სა­ჭი­როდ. თან ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ისე­თი არა­ფე­რი ვთქვა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას რომ გა­ა­ღი­ზი­ა­ნებს. თუკი ვინ­მეს ჩემ მი­მართ აგ­რე­სია აქვს, სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ვერ ვა­ი­ძუ­ლებ, მო­ვე­წო­ნო. ყვე­ლას რომ მოს­წონ­დე, შე­იძ­ლე­ბა, "გა­აფ­რი­ნო" კი­დეც.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ერთმანეთი მანამდე შეგვიყვარდა, ვიდრე რეალურად შევხვდებოდით" - რა შეცვალა ნუკი კოშკელიშვილის ცხოვრებაში ამერიკელმა შეყვარებულმა

"ერთმანეთი მანამდე შეგვიყვარდა, ვიდრე რეალურად შევხვდებოდით" - რა შეცვალა ნუკი კოშკელიშვილის ცხოვრებაში ამერიკელმა შეყვარებულმა

შეყვარებული ნუკი კოშკელიშვილი "სკაიპისა" და "ფეისთაიმის" აქტიური მომხმარებელია: მათი მეშვეობით ამერიკაში მყოფ და მონატრებულ ბენს ყოველდღე ეკონტაქტება. როგორც გვითხრა, ბენთან ურთიერთობის დაწყებამდე, "სკაიპით" ბოლოს 12 წლისამ ისარგებლა, როცა სასკოლო კონსპექტებს უგზავნიდნენ.

- მგონი, ერთადერთი ადამიანი ხარ, გულშემატკივრთა წერილებს ასე ყურადღებით რომ ეპყრობა: შეტყობინებებს კითხულობ და ვიდეოჩანაწერის მეშვეობით, მათ სოციალურ ქსელში პასუხობ.

- ასეთ რაღაცებს ყურადღებას თუ არ აქცევ, ე.ი. "თავში ავარდნილი" გაქვს. რომ არ ვუპასუხო ადამიანს, რომელმაც რაღაც მომწერა, დრო დახარჯა, ეს მათ შეურაცხყოფას ნიშნავს. სამწუხაროდ, ხშირად შეტყობინებებზე პასუხის გაცემას ვერ ვახერხებ, რადგან უამრავი წერილი მომდის... ვფიქრობ, სამსახური არ მექნებოდა, თუკი ჩემს გადაცემას არ უყურებდნენ. შესაბამისად, გულშემატკივრები ჩემზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან - ტელევიზია ხომ მათზეა დამოკიდებული!

- გულშემატკივრების უამრავ წერილს შორის, მეგობრების შეტყობინებებს როგორ პოულობ?

- მეგობრები "ფეისბუკზე" არ მწერენ, რადგან იციან, რომ ვერ ვუპასუხებ. სამაგიეროდ, "ვოთსაფი" და "ვაიბერი" არსებობს, სადაც ჩემი მოძებნა იოლად შეუძლიათ.

- ნუკი, ჯერ კიდევ ანდრო ბარნოვისა და შენს შესაძლო რომანზე ჭორაობდნენ, როცა აღმოჩნდა, რომ ამერიკელ ბენზე ყოფილხარ შეყვარებული. როგორც ვიცი, ის ინტერნეტით გაიცანი. აქამდე წარმოიდგენდი, რომ რომანტიკული გრძნობები გაგიჩნდებოდა ისეთი ადამიანის მიმართ, რომელიც პირადად ნანახი არ გყავდა?

- არ მოგატყუებ და გეტყვი, რომ ერთმანეთი მანამდე შეგვიყვარდა, ვიდრე რეალურად შევხვდებოდით. ერთმანეთის ნახვამ კი მართლაც, ბევრი რამ გადაწყვიტა. მერწმუნეთ, ასეთი ბედნიერი ცხოვრებაში პირველად ვარ!.. საერთოდ, წინასწარ ვერასოდეს იტყვი, ხვალ რა იქნება. ცხოვრება ძალიან მაგარი რამ არის, უცნაურ სიურპრიზებს გვიწყობს. მაგალითად, ადრე იმასაც ვერ ვიფიქრებდი, რომ 19 წლისა გადაცემის წამყვანი ვიქნებოდი. ყოველდღე რაღაც იცვლება.

- თუ გახსოვს, პირველად როდის და რომელ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდი?

- ბავშვობაში "ჰაიფაივში" დავრეგისტრირდი. ეს საიტი "ფეისბუკის" "ბიძაშვილია", მაგრამ "ფეისბუკი" კარგია, ის - არა. ჰოდა, დარეგისტრირების მერე იმ საიტზე არც შევსულვარ. "ფეისბუკითაც" არ მისარგებლია დიდხანს: დავრეგისტრირდი, მაგრამ 3 წელი არ ვიყენებდი. შემდეგ ნელ-ნელა "ჩამითრია" ისევე, როგორც თითქმის ყველა ადამიანი. "ფეისბუკს" სასწაულებრივი ძალა აქვს, მაგრამ ვაღიარებ, რომ მისი ხშირი მომხმარებელი დღესაც არ ვარ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს "პოსტავენ", ყველაფრის საქმის კურსში არიან, მე კი არასოდეს ვიცი, რა ხდება. ბოლო დროს სოციალურ ქსელში ფოტოების დადება მომწონს.

- ამას წინათ, ერთ-ერთ გადაცემაში ცნობილმა ადამიანებმა აღნიშნეს, რომ სოციალურ ქსელში, მათ პირად გვერდზე დადებული ფოტოების შესახებ უარყოფითი კომენტარის გაკეთება თუ სტატიის დაწერა მიზანშეწონილი არ არის. პირად გვერდზე, მაგრამ საჯაროდ დადებული "პოსტებისა" თუ ფოტოსურათების შესახებ შენ რას ფიქრობ?

- თუ არ გინდა, შენი "პოსტები" ვინმემ ნახოს, უნდა "დაბლოკო"; თუ გინდა, რომ სხვებმაც ნახონ, მაგრამ მაინც ამბობ, რომ არ გინდოდა, ასე მომხდარიყო, ეს "პიარის" ერთ-ერთი გზა გახლავთ, რომელსაც მე არ ვიყენებ. "ფეისბუკზე" ჩემი გვერდი ღიაა. თუკი ფოტოზე დაჭყანული ვარ აღბეჭდილი და ხალხი დაწერს, - ფუ, რას ჰგავსო, მერე რა? რადგან ასეთი სურათი დავდე, ე.ი. ხალხისგან ამ რეაქციას ველოდი. იმ ადამიანებს პატივს ვცემ, ვინც საკუთარ ფოტოებს "ფარავს" და მხოლოდ მეგობრებს უზიარებს, მაგრამ მე სამეგობრო სიაში ყველას ვიმატებ - "ფრენდების" ნახევარზე მეტს არ ვიცნობ.

- ცნობილი ადამიანების გვარ-სახელით სოციალურ ქსელში "ცრუ გვერდებს" ხშირად აკეთებენ. ამის გამო უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენილხარ? შენი სახელით რაიმე დეზინფორმაცია ხომ არ გავრცელებულა?

- თუკი ვიღაც ფსევდო "ნუკი კოშკელიშვილმა" რაღაც დაწერა (სხვათა შორის, ასეთი შემთხვევა არაერთხელ ყოფილა), კი, ბატონო, დაწეროს, თუ ასე ძალიან უნდა. დეზინფორმაციის გავრცელებას რაც შეეხება, მგონი, ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ჟურნალისტი ინფორმაციას ტეტ-ა-ტეტ გადაამოწმებს: ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ყოველთვის მზად ვარ... როცა მეკითხებიან, - "ფეისბუკზე" როგორ გიპოვოო? ვპასუხობ: ვაიმე, ვერ მიპოვი-მეთქი (იცინის). ამ წინადადების წარმოთქმა ძალიან მსიამოვნებს, რადგან მართლა ვერ მიპოვი - ბევრნი "ვართ".

- სოციალურ ქსელში სტატუსის სახით საჯარო განცხადება თუ გაგიკეთებია?

- არა, არასოდეს! საჯარო კომენტარი რაზე უნდა გავაკეთო, პოლიტიკაზე? ვის რაში აინტერესებს 23 წლის ნუკი კოშკელიშვილის აზრი, რომელსაც პოლიტიკის არაფერი გაეგება? როგორც მოქალაქეს, პოლიტიკა მეც მაინტერესებს, მაგრამ ჩემს აზრს ნამდვილად არავის მოვახვევ თავს და ამას საჯაროდ არც ვაფიქსირებ...

- მაგალითად პოლიტიკა რატომ მოიყვანე? მგონი, დღეს პოლიტიკაზე აქტუალური სექსის თემაა.

- მაგ თემაზე - მით უმეტეს, ჩემი აზრი არავის აინტერესებს.

- ქართველ სექსსიმბოლოდ მიგიჩნევენ...

- რას ლაპარაკობ? ეს ახლა გავიგე, შენგან (იცინის). კრიტიკული ადამიანი არ ვარ და არ ვიტყვი, - ფუ, იმან ეს როგორ თქვა-მეთქი! მაგრამ არ მესმის, ამ თემაზე სახალხოდ ლაპარაკი რა საჭიროა, ამით ვის გავაკვირვებ? სხვისი პირადი ცხოვრება, "ყვითელი" ამბები ყველას გვაინტერესებს, მაგრამ ზედმეტად პირადი ანუ სექსუალური ცხოვრება - ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესოა. ალბათ ეს იგივეა, რომ მაგალითად, ვიღაცამ თავისი მშობიარობის ამსახველი ვიდეო გაასაჯაროოს...

- ზოგადად, ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი ხარ?

- "გუგლის" აქტიური მომხმა­რებელი ვარ, "იუთუბის" - მეტ-ნაკლებად, "ფეისბუკის" - იშვიათად (ჩემ მიერ 1 თვის წინ დადებულ "პოსტსაც" კი იოლად იპოვი). "გუგლი" ძალიან კარგი "ვიღაცაა": რაც მაინტერესებს, ჩავწერ ხოლმე და ყველაფერზე მპასუხობს.

- ინტერნეტში გამოქვეყნებულ ინტერვიუებს მკითხველთა კომენტარებიც ახლავს. უარყოფითი კომენტარების გამო ზოგჯერ რესპონდენტები ღიზიანდებიან და ინტერვიუში ნათქვამს უარყოფენ კიდეც. მკითხველთა შეფასებებს თვალყურს შენც ადევნებ?

- არა, ასეთი კომენტარები ცხოვრებაში არ მინახავს. ახლა გისმენ და ძალიან მაინტერესებს, ვნახო. ცოტა არ იყოს, "ქვის ხანის" წარმომადგენელი ვარ - ჟურნალ-გაზეთებს ვყიდულობ, აქ კი კომენტარები არ წერია - ინტერვიუს წავიკითხავ და მორჩა. ძალიანაც რომ მინდოდეს, კომენტარს ინტერნეტში ვერ ვიპოვი, რადგან ტექნოლოგიასთან ურთიერთობა მიჭირს. დიდად არც მაინტერესებს: მე ხომ ვიცი, რაც ვილაპარაკე? რადგან ვილაპარაკე, ე.ი. ასე მივიჩნევ საჭიროდ. თან ყოველთვის ვცდილობ, ისეთი არაფერი ვთქვა, საზოგადოებას რომ გააღიზიანებს. თუკი ვინმეს ჩემ მიმართ აგრესია აქვს, სამწუხაროა, მაგრამ ვერ ვაიძულებ, მოვეწონო. ყველას რომ მოსწონდე, შეიძლება, "გააფრინო" კიდეც.

იხილეთ ფოტოგალერეა

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება