მსოფლიო
საზოგადოება

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
30 წლის ასაკში გასათვალისწინებელი 6 ცხოვრებისეული გაკვეთილი
30 წლის ასაკში გასათვალისწინებელი 6 ცხოვრებისეული გაკვეთილი

თუ 20 წლის ასაკ­ში ბავ­შვუ­რი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი გე­პა­ტი­ე­ბო­დათ, ან შეც­დო­მებს თი­ნე­ი­ჯე­რულ სი­თა­მა­მეს აბ­რა­ლებ­დით, 30 წელი ის ასა­კია, როცა ცხოვ­რე­ბა­ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბით უნდა ტკბე­ბო­დეთ, ან მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებ­დეთ. გთა­ვა­ზობთ 6 ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხს, რო­მელ­საც უფ­რო­სი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი გვირ­ჩე­ვენ.

1. და­ი­წყეთ და­ნა­ზო­გის შეგ­რო­ვე­ბა: დროა და­ფიქ­რდეთ - მთე­ლი ხელ­ფა­სი მო­დურ ფეხ­საც­მელ­სა, თუ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე არ და­ხარ­ჯოთ. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბია - ვალი რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­და­ი­ხა­დოთ, გა­უფრ­თხილ­დით "გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ ფონდს" - ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის­თვის, გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბის­თვის და წამ­გე­ბი­ა­ნი ბიზ­ნეს­გა­რი­გე­ბე­ბის­თვის. თან­ხას არა­სე­რი­ო­ზუ­ლად ნუ და­ხარ­ჯავთ. ინ­ვეს­ტი­ცია არ ჩა­დოთ საქ­მე­ში, რო­მე­ლიც არ გა­გე­გე­ბათ (გან­სა­კუთ­რე­ბით არ ენ­დოთ ბირ­ჟის მაკ­ლე­რებს).

2. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ჯან­მრთე­ლო­ბას: ახლა ნამ­დვი­ლად დროა, ივარ­ჯი­შოთ და ხილი, ან ბოსტნე­უ­ლი მი­ი­ღოთ. ცე­ლუ­ლი­ტი, ჭარ­ბი წონა, გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი - ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თა­რი თა­ვის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბით და ჯან­მრთე­ლო­ბის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფით იწყე­ბა.

"უკან დაბ­რუ­ნე­ბა რომ შე­მეძ­ლოს... პრო­დუქ­ტებს უფრო დიდი დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ვარ­ჩევ­დი და ვარ­ჯიშ­საც არ შევ­წყვეტ­დი", - ამ­ბო­ბენ 40 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

3. დროს ნუ და­კარ­გავთ იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თობაში, რომ­ლე­ბიც ცუ­დად გე­პყრო­ბი­ან: ფი­ნან­სე­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის შემ­დეგ, დროა სა­ნაც­ნო­ბო წრე გა­და­ა­ხა­ლი­სოთ. თუ 30 წლამ­დე ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც ან ცუ­დად გექ­ცე­ვი­ან, ან პა­ტივს არ გცე­მენ, იქ­ნებ 30 წლის იუ­ბი­ლე­ზე მა­ინც და­ფიქ­რდეთ და სა­ნაც­ნო­ბო წრე გა­და­ა­ხა­ლი­სოთ. თავი შორს და­ი­ჭი­რეთ უბე­დუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან - ისი­ნი გა­ნად­გუ­რე­ბენ. საქ­მეს ნუ წა­მო­ი­წყებთ "უფე­რულ" სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში (ეს ეხე­ბა რო­გორც სამ­სა­ხურს, ისე პი­რად ცხოვ­რე­ბას). მხო­ლოდ იმ ადა­მი­ან­თან წა­დით პა­ე­მან­ზე, რო­მე­ლიც თქვენ­ზე უკე­თე­სია.

4. კარ­გად მო­ე­ქე­ცით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც თქვენ­ზე ზრუ­ნა­ვენ: სამ­სა­ხურს შე­იც­ვლით, ხელ­ფა­სი მო­გე­მა­ტე­ბათ, სახ­ლში რე­მონ­ტსაც გა­ა­კე­თებთ, მაგ­რამ გავა წლე­ბი და ყვე­ლა­ზე მე­ტად რა­საც და­ა­ფა­სებთ, ეს თქვე­ნი მშობ­ლე­ბი, დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი, სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბია. ნუ და­ი­ვი­წყებთ მათ სი­კე­თეს და ყო­ველ­თვის კარ­გად მო­ე­ქე­ცით. ამას რჩე­ვის გა­რე­შეც მიხ­ვდე­ბით - 30 წლის იუ­ბი­ლე­ზე გა­და­ხე­დეთ სუფ­რის წევ­რებს - თქვენს გვერ­დით სწო­რედ რომ ყვე­ლა­ზე ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან.

5. მხო­ლოდ იმ საქ­მე­ზე იფიქ­რეთ, რო­მე­ლიც კარ­გად გა­მოგ­დით: ამ დროს, რო­გორც წესი, კო­ლე­ჯი და უნი­ვერ­სი­ტე­ტი დამ­თავ­რე­ბუ­ლი გაქვთ, მი­ნი­მუმ 1 წლი­ა­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბაც გექ­ნე­ბათ და უკვე გე­ცო­დი­ნე­ბათ, რა და რო­გორ გა­ა­კე­თოთ. უფ­რო­სი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის მო­წო­დე­ბა და რჩე­ვა სწო­რედ ისაა, რომ ერთ საქ­მე­ზე ვი­ყოთ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი და მო­ბი­ლი­ზი­რე­ბულ­ნი.

"ცხოვ­რე­ბა­ში უფრო მეტს მი­აღ­წევთ, თუ მარ­ტი­ვად ერთ საქ­მე­ზე იქ­ნე­ბით კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი" - ერიქ­სო­ნი, 49 წლის.

"ჩემს თავს 30 წლის ასაკ­ში ვურ­ჩევ­დი, ნაკ­ლე­ბად ეფიქ­რა, თუ რას იტყვი­ან გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი. 30 წლის რომ ვიყო, ჩემს ცხოვ­რე­ბას მხო­ლოდ იმის მი­ხედ­ვით ავა­წყობ­დი, რაც მი­ზი­დავს და ნამ­დვი­ლად ჩე­მია" - სარა, 58 წლის.

6. და­ო­ჯახ­დით: სწო­რედ 30 წლის ასაკ­ში აც­ნო­ბი­ე­რებს ადა­მი­ა­ნი, რომ სა­კუ­თარ ოჯახ­ზე ძვირ­ფა­სი არა­ფე­რია. შე­იძ­ლე­ბა კა­რი­ე­რა­ში წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წი­ეთ და ვერც ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­კით და­იკ­ვეხ­ნით, მაგ­რამ სა­კუ­თარ ოჯახ­სა და შვი­ლებ­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა არ არ­სე­ბობს. ბავ­შვე­ბი და ბედ­ნი­ე­რე­ბა ხომ სი­ნო­ნი­მე­ბია.

"10-13 წლის წინ ჩემი ცხოვ­რე­ბა ასე­თი იყო: ბა­რე­ბი, მე­ძა­ვე­ბი, სას­მე­ლი, ნა­ბა­ხუ­სე­ვი, კლუ­ბე­ბი, ისევ ქა­ლე­ბი და მოგ­ზა­უ­რო­ბა სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში. სამ­სა­ხუ­რის მიღ­მა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არა­ფერ­ზე მქონ­და. ასე­თი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა მო­მენტს და­უ­ფიქ­რებ­ლად გავცვლი­დი კარ­გი ქა­ლის გამო, რო­მელ­საც ვეყ­ვა­რე­ბო­დი. შექ­მე­ნით ოჯა­ხი და მხო­ლოდ კა­რი­ე­რულ წარ­მა­ტე­ბა­ზე ნუ ფიქ­რობთ. ახლა ჩემი ასა­კის ყვე­ლა მე­გო­ბა­რი, ან ნაც­ნო­ბი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, ზო­გი­ერ­თი ხელ­მე­ო­რე­დაც და­ქორ­წინ­და. 43 წლის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი თა­ნა­ტო­ლე­ბი ჩემს და­ნახ­ვა­ზე ამ­ბო­ბენ, რომ მუდ­მი­ვად მარ­ტო ყოფ­ნა კარ­გია, მაგ­რამ ეს არ არის გზა, რო­მელ­საც ვინ­მეს ვურ­ჩევ­დი" - 43 წლის ანო­ნი­მი მა­მა­კა­ცი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Markmanson-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

30 წლის ასაკში გასათვალისწინებელი 6 ცხოვრებისეული გაკვეთილი

30 წლის ასაკში გასათვალისწინებელი 6 ცხოვრებისეული გაკვეთილი

თუ 20 წლის ასაკში ბავშვური სისულელეები გეპატიებოდათ, ან შეცდომებს თინეიჯერულ სითამამეს აბრალებდით, 30 წელი ის ასაკია, როცა ცხოვრებაში მიღწეული წარმატებებით უნდა ტკბებოდეთ, ან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდეთ. გთავაზობთ 6 ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რომელსაც უფროსი ასაკის ადამიანები გვირჩევენ.

1. დაიწყეთ დანაზოგის შეგროვება: დროა დაფიქრდეთ - მთელი ხელფასი მოდურ ფეხსაცმელსა, თუ მოგზაურობაზე არ დახარჯოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია - ვალი რაც შეიძლება სწრაფად გადაიხადოთ, გაუფრთხილდით "გაუთვალისწინებელ ფონდს" - ჯანმრთელობისთვის, სასამართლო პროცესებისთვის, განქორწინებებისთვის და წამგებიანი ბიზნესგარიგებებისთვის. თანხას არასერიოზულად ნუ დახარჯავთ. ინვესტიცია არ ჩადოთ საქმეში, რომელიც არ გაგეგებათ (განსაკუთრებით არ ენდოთ ბირჟის მაკლერებს).

2. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას: ახლა ნამდვილად დროა, ივარჯიშოთ და ხილი, ან ბოსტნეული მიიღოთ. ცელულიტი, ჭარბი წონა, გულის დაავადებები - ყველაფერი საკუთარი თავის უპატივცემულობით და ჯანმრთელობის უგულვებელყოფით იწყება.

"უკან დაბრუნება რომ შემეძლოს... პროდუქტებს უფრო დიდი დაკვირვებით შევარჩევდი და ვარჯიშსაც არ შევწყვეტდი", - ამბობენ 40 წელს გადაცილებული ადამიანები.

3. დროს ნუ დაკარგავთ იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებიც ცუდად გეპყრობიან: ფინანსებისა და ჯანმრთელობის შემდეგ, დროა სანაცნობო წრე გადაახალისოთ. თუ 30 წლამდე ურთიერთობა გქონდათ ადამიანებთან, რომლებიც ან ცუდად გექცევიან, ან პატივს არ გცემენ, იქნებ 30 წლის იუბილეზე მაინც დაფიქრდეთ და სანაცნობო წრე გადაახალისოთ. თავი შორს დაიჭირეთ უბედური ადამიანებისგან - ისინი განადგურებენ. საქმეს ნუ წამოიწყებთ "უფერულ" საზოგადოებაში (ეს ეხება როგორც სამსახურს, ისე პირად ცხოვრებას). მხოლოდ იმ ადამიანთან წადით პაემანზე, რომელიც თქვენზე უკეთესია.

4. კარგად მოექეცით ადამიანებს, რომლებიც თქვენზე ზრუნავენ: სამსახურს შეიცვლით, ხელფასი მოგემატებათ, სახლში რემონტსაც გააკეთებთ, მაგრამ გავა წლები და ყველაზე მეტად რასაც დააფასებთ, ეს თქვენი მშობლები, დედმამიშვილები, საკუთარი ოჯახი და მეგობრებია. ნუ დაივიწყებთ მათ სიკეთეს და ყოველთვის კარგად მოექეცით. ამას რჩევის გარეშეც მიხვდებით - 30 წლის იუბილეზე გადახედეთ სუფრის წევრებს - თქვენს გვერდით სწორედ რომ ყველაზე ერთგული ადამიანები იქნებიან.

5. მხოლოდ იმ საქმეზე იფიქრეთ, რომელიც კარგად გამოგდით: ამ დროს, როგორც წესი, კოლეჯი და უნივერსიტეტი დამთავრებული გაქვთ, მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილებაც გექნებათ და უკვე გეცოდინებათ, რა და როგორ გააკეთოთ. უფროსი ასაკის ადამიანების მოწოდება და რჩევა სწორედ ისაა, რომ ერთ საქმეზე ვიყოთ კონცენტრირებული და მობილიზირებულნი.

"ცხოვრებაში უფრო მეტს მიაღწევთ, თუ მარტივად ერთ საქმეზე იქნებით კონცენტრირებული" - ერიქსონი, 49 წლის.

"ჩემს თავს 30 წლის ასაკში ვურჩევდი, ნაკლებად ეფიქრა, თუ რას იტყვიან გარშემომყოფები. 30 წლის რომ ვიყო, ჩემს ცხოვრებას მხოლოდ იმის მიხედვით ავაწყობდი, რაც მიზიდავს და ნამდვილად ჩემია" - სარა, 58 წლის.

6. დაოჯახდით: სწორედ 30 წლის ასაკში აცნობიერებს ადამიანი, რომ საკუთარ ოჯახზე ძვირფასი არაფერია. შეიძლება კარიერაში წარმატებას ვერ მიაღწიეთ და ვერც ავტომობილის მარკით დაიკვეხნით, მაგრამ საკუთარ ოჯახსა და შვილებზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ბავშვები და ბედნიერება ხომ სინონიმებია.

"10-13 წლის წინ ჩემი ცხოვრება ასეთი იყო: ბარები, მეძავები, სასმელი, ნაბახუსევი, კლუბები, ისევ ქალები და მოგზაურობა სხვადასხვა ქალაქში. სამსახურის მიღმა პასუხისმგებლობა არაფერზე მქონდა. ასეთი ცხოვრების ყველა მომენტს დაუფიქრებლად გავცვლიდი კარგი ქალის გამო, რომელსაც ვეყვარებოდი. შექმენით ოჯახი და მხოლოდ კარიერულ წარმატებაზე ნუ ფიქრობთ. ახლა ჩემი ასაკის ყველა მეგობარი, ან ნაცნობი დაოჯახებულია, ზოგიერთი ხელმეორედაც დაქორწინდა. 43 წლის დაქორწინებული თანატოლები ჩემს დანახვაზე ამბობენ, რომ მუდმივად მარტო ყოფნა კარგია, მაგრამ ეს არ არის გზა, რომელსაც ვინმეს ვურჩევდი" - 43 წლის ანონიმი მამაკაცი.

მომზადებულია Markmanson-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს