სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დააკისრებს თუ არა სახელმწიფო ბიზნესს შშმ პირების დასაქმების ვალდებულებას?
დააკისრებს თუ არა სახელმწიფო ბიზნესს შშმ პირების დასაქმების ვალდებულებას?

2014-2017 წლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში შშმ პირ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის წლად არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, რაც ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცი­ის ერთ-ერთ აუ­ცი­ლე­ბელ წი­ნა­პი­რო­ბას წარ­მო­ად­გენს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შშმ პირ­თა უფ­ლე­ბე­ბი­სა და ად­ვო­კა­ტი­რე­ბის­თვის არა­ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია მუ­შა­ობს და ეს თემა მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ობი­ექ­ტია, პრობ­ლე­მე­ბის დიდი ნა­წი­ლი დღემ­დე მა­ინც მო­უგ­ვა­რებ­ლად რჩე­ბა.

გი­ორ­გი ამა­შუ­კე­ლი ერთ-ერ­თია მათ შო­რის, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში შშმ პი­რე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბა­სა და სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით დახ­მა­რე­ბას წლე­ბია ცდი­ლობს. პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია. ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ 2004 წელს ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მის გამო იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ამ სფე­როს ჩა­მო­შო­რე­ბო­და და შშმ პირ­თა ად­ვო­კა­ტი­რე­ბის კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყო:

"ავა­რი­ი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სუს­ტად ვი­ყა­ვი და შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბაც დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი მქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვცდი­ლობ­დი ძველ სამ­სა­ხურ­ში ეტა­პობ­რი­ვად ინ­ტეგ­რა­ცი­ა­სა და ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მას, გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­გან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არა­ა­დეკ­ვა­ტურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ვგრძნობ­დი, იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. შემ­დეგ სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა მო­ვა­ხერ­ხე და იქ სულ სხვა რე­ა­ლო­ბა დამ­ხვდა. მა­გა­ლი­თად, პო­ლო­ნეთ­ში გა­ვი­ცა­ნი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ეტლს არის მი­ჯაჭ­ვუ­ლი, მაგ­რამ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი უნა­რე­ბით სუ­ლაც არ ჩა­მორ­ჩე­ბა სხვებს, მე­წარ­მეა და თა­ვად არ­ჩენს ოჯახს. ასეთ მა­გა­ლი­თებს ჩვენ­თან თით­ქმის ვერ ვნა­ხავთ.

- გი­ორ­გი, გვი­ამ­ბე იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც ამ­ჟა­მად უდ­გა­ხარ სა­თა­ვე­ში, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა "გან­სხვა­ვე­ბუ­ლი უნა­რე­ბის მქო­ნე პირ­თა გა­ერ­თა­ნე­ბა?"

- ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი შშმ პირ­თა ად­ვო­კა­ტი­რე­ბა და მათი ბიზ­ნეს-სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა. ცოტა ხნის წინ ჩა­ა­ტა­რეთ კვლე­ვა, რის შე­დე­გა­დაც გა­მო­იკ­ვე­თა, რომ შშმ პი­რე­ბის­თვის დღეს­დღე­ო­ბით ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას სა­ზო­გა­დო­ე­ბის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მო­უ­წყო­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და და­საქ­მე­ბაა. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რომ ბიზ­ნეს-სექ­ტო­რი და სა­ხელ­მწი­ფო და­ინ­ტე­რეს­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამ ნა­წი­ლით. არა­ერ­თი შშმ პი­რია, რომ­ლე­ბიც ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით სხვებს არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბი­ან, თუმ­ცა იმის გამო, რომ ეტლს არი­ან მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად სახ­ლში არი­ან გა­მო­კე­ტი­ლე­ბი. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი უნა­რის გამო ჩვე­ნი დის­კრი­მი­ნა­ცია არ უნდა ხდე­ბო­დეს, მით უმე­ტეს მა­შინ, როცა ქვე­ყა­ნა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ დგამს ნა­ბი­ჯებს.

- კონ­კრე­ტუ­ლად, რა ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი აქვს თქვენს გა­ერ­თი­ა­ნე­ბას და რო­გორ აპი­რებთ შშმ პი­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბას მათი და­საქ­მე­ბის კუ­თხით?

- ვხვდე­ბით მსხვილ მე­წარ­მე­ებს, სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­სა და ბან­კებს. მათ­თან ვმარ­თავთ სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თის შეხ­ვედ­რებს ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით. ამ­ჟა­მად ვცდი­ლობთ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ადა­მი­ანს შევ­ხვდეთ ბიზ­ნეს-სექ­ტო­რი­დან და გა­ვაც­ნოთ ინი­ცი­ა­ტი­ვა შშმ პი­რე­ბის და­საქ­მე­ბის შე­სა­ხებ, მო­ვის­მი­ნოთ მათი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!. რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რამ იმე­დი მოგ­ვცა, რომ და­საქ­მე­ბის პრო­ცე­სი ნელ-ნელა და­იძ­ვრე­ბა. ერთ-ერ­თმა ბან­კმა გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, რომ თუკი ჩვენ მი­ვა­წდით და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლი შშმ პი­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, და­ა­საქ­მე­ბენ მათ.

- გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბობს პრაქ­ტი­კა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ბიზ­ნე­სის წა­ხა­ლი­სე­ბის გზით ხელს უწყობს შშმ პირ­თა და­საქ­მე­ბას, გა­მო­ყო­ფი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სუფ­სი­დი­ე­ბი, შექ­მნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ფონ­დე­ბი. რა ვი­თა­რე­ბაა ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ხომ არ აპი­რებთ ამ კუ­თხით მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბას?

- ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერთი პრო­ექ­ტი სწო­რედ სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსსა და სხვა სა­შე­ღა­ვა­თო პა­კე­ტებ­ზე მსჯე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე. იუ­რის­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით ვწერთ სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ბიზ­ნეს-სექ­ტორს სა­ხელ­მწი­ფოს­გან გარ­კვე­უ­ლი სუფ­სი­დი­ე­ბი გა­და­ე­ცე­მა, თუკი ისი­ნი შშმ პი­რე­ბის და­საქ­მე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას აი­ღე­ბენ თა­ვის თავ­ზე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­ე­როს 2006 წლის "შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კონ­ვენ­ცი­ას" სა­ქარ­თვე­ლომ ხელი 2009 წელს მო­ა­წე­რა. კონ­ვენ­ცი­ის 27-ე მუხ­ლში (შრო­მა და და­საქ­მე­ბა) ვკი­თხუ­ლობთ, რომ ხელ­მომ­წერ­მა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა უნდა აი­ღონ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რათა მოხ­დეს - შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა და­საქ­მე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტორ­ში; ხელი შე­ე­წყოს შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა კერ­ძო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბას შე­სა­ბა­მი­სი პო­ლი­ტი­კი­სა და ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბით, რაც შე­საძ­ლოა მო­ი­ცავ­დეს პო­ზი­ტი­ურ სა­მოქ­მე­დო პროგ­რა­მებს, სტი­მუ­ლი­რე­ბას და სხვა ზო­მებს; უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნას სა­მუ­შაო ად­გი­ლის შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მო­წყო­ბა.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

დააკისრებს თუ არა სახელმწიფო ბიზნესს შშმ პირების დასაქმების ვალდებულებას?

დააკისრებს თუ არა სახელმწიფო ბიზნესს შშმ პირების დასაქმების ვალდებულებას?

2014-2017 წლები საქართველოში შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის წლად არის გამოცხადებული, რაც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ შშმ პირთა უფლებებისა და ადვოკატირებისთვის არაერთი ორგანიზაცია მუშაობს და ეს თემა მედიის ყურადღების ობიექტია, პრობლემების დიდი ნაწილი დღემდე მაინც მოუგვარებლად რჩება.

გიორგი ამაშუკელი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საქართველოში შშმ პირების ადვოკატირებასა და სხვადასხვა ღონისძიებებით დახმარებას წლებია ცდილობს. პროფესიით ეკონომისტია. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში მუშაობდა, მაგრამ 2004 წელს ავტოავარიის შედეგად მიღებული ტრავმის გამო იძულებული გახდა, ამ სფეროს ჩამოშორებოდა და შშმ პირთა ადვოკატირების კამპანია წამოიწყო:

"ავარიიდან დაახლოებით ორი წლის განმავლობაში სუსტად ვიყავი და შრომისუნარიანობაც დაქვეითებული მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი ძველ სამსახურში ეტაპობრივად ინტეგრაციასა და ფეხზე წამოდგომას, გარშემომყოფებისგან ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურ დამოკიდებულებას ვგრძნობდი, იგნორირებული ვიყავი. შემდეგ საზღვარგარეთ წასვლა მოვახერხე და იქ სულ სხვა რეალობა დამხვდა. მაგალითად, პოლონეთში გავიცანი ადამიანი, რომელიც ეტლს არის მიჯაჭვული, მაგრამ ინტელექტუალური უნარებით სულაც არ ჩამორჩება სხვებს, მეწარმეა და თავად არჩენს ოჯახს. ასეთ მაგალითებს ჩვენთან თითქმის ვერ ვნახავთ.

- გიორგი, გვიამბე იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელსაც ამჟამად უდგახარ სათავეში, რას ემსახურება "განსხვავებული უნარების მქონე პირთა გაერთანება?"

- ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანი შშმ პირთა ადვოკატირება და მათი ბიზნეს-სექტორში დასაქმების ხელშეწყობაა. ცოტა ხნის წინ ჩაატარეთ კვლევა, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ შშმ პირებისთვის დღესდღეობით ყველაზე სერიოზულ პრობლემას საზოგადოების არაადეკვატური დამოკიდებულება, მოუწყობელი ინფრასტრუქტურა და დასაქმებაა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ბიზნეს-სექტორი და სახელმწიფო დაინტერესდეს საზოგადოების ამ ნაწილით. არაერთი შშმ პირია, რომლებიც ინტელექტუალური შესაძლებლობებით სხვებს არ ჩამოუვარდებიან, თუმცა იმის გამო, რომ ეტლს არიან მიჯაჭვულები, ძირითადად სახლში არიან გამოკეტილები. განსხვავებული უნარის გამო ჩვენი დისკრიმინაცია არ უნდა ხდებოდეს, მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყანა ევროინტეგრაციისკენ დგამს ნაბიჯებს.

- კონკრეტულად, რა ინიციატივები აქვს თქვენს გაერთიანებას და როგორ აპირებთ შშმ პირების ხელშეწყობას მათი დასაქმების კუთხით?

- ვხვდებით მსხვილ მეწარმეებს, სხვადასხვა კომპანიებსა და ბანკებს. მათთან ვმართავთ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ცნობიერების ამაღლების მიზნით. ამჟამად ვცდილობთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევხვდეთ ბიზნეს-სექტორიდან და გავაცნოთ ინიციატივა შშმ პირების დასაქმების შესახებ, მოვისმინოთ მათი შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. რამდენიმე შეხვედრამ იმედი მოგვცა, რომ დასაქმების პროცესი ნელ-ნელა დაიძვრება. ერთ-ერთმა ბანკმა გამოთქვა სურვილი, რომ თუკი ჩვენ მივაწდით დასაქმების მსურველი შშმ პირების შესახებ ინფორმაციას, დაასაქმებენ მათ.

- განვითარებულ ქვეყნებში არსებობს პრაქტიკა, რომ სახელმწიფო ბიზნესის წახალისების გზით ხელს უწყობს შშმ პირთა დასაქმებას, გამოყოფილია სპეციალური სუფსიდიები, შექმნილია სპეციალური ფონდები. რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში და ხომ არ აპირებთ ამ კუთხით მუშაობის დაწყებას?

- ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი პროექტი სწორედ საგადასახადო კოდექსსა და სხვა საშეღავათო პაკეტებზე მსჯელობას გულისხმობს. ამჟამად ვმუშაობთ საკანონმდებლო ინიციატივაზე. იურისტების დახმარებით ვწერთ საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც ბიზნეს-სექტორს სახელმწიფოსგან გარკვეული სუფსიდიები გადაეცემა, თუკი ისინი შშმ პირების დასაქმების ვალდებულებას აიღებენ თავის თავზე.

შეგახსენებთ, რომ გაეროს 2006 წლის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციას" საქართველომ ხელი 2009 წელს მოაწერა. კონვენციის 27-ე მუხლში (შრომა და დასაქმება) ვკითხულობთ, რომ ხელმომწერმა სახელმწიფოებმა უნდა აიღონ ვალდებულება, რათა მოხდეს - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება სახელმწიფო სექტორში; ხელი შეეწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კერძო სექტორში დასაქმებას შესაბამისი პოლიტიკისა და ზომების გატარებით, რაც შესაძლოა მოიცავდეს პოზიტიურ სამოქმედო პროგრამებს, სტიმულირებას და სხვა ზომებს; უზრუნველყოფილი იქნას სამუშაო ადგილის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროების შესაბამისად მოწყობა.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია