პროკურატურამ აკაკი ბობოხიძის ძმა დააკავა

პროკურატურამ აკაკი ბობოხიძის ძმა დააკავა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი ბობოხიძის ძმა, ლევან ბობოხიძე დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს , ბობოხიძის დაკავება დასავლეთ საქართველოს პროკურატურამ განახორციელა. დაკავების მიზეზი და სხვა დეტალები ჯერ არ კონკრეტდება.

არსებული ინფორმაციით, ამჟამად ლევან ბობოხიძის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს.

აკაკი ბობოხიძის ძმა წელს უკვე იყო დაკავებული სასამართლოსათვის უპატივცემულობისათვის - ხონის გამგებლის, ზურაბ ჯიბუხაიასა და მისი მოადგილის ბესარიონ ჭელიძის სასამართლო პროცესიდან გამოსულმა ლევან ბობოხიძემ სასამართლოს მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა, რაც მისი დაკავების საფუძველი გახდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ