პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შობადობის ზრდისთვის კომპანია წყვილებს უფასო მოგზაურობას და ჩვილის საკვების 3 წლიან მარაგს სთავაზობს
შობადობის ზრდისთვის კომპანია წყვილებს უფასო მოგზაურობას და ჩვილის საკვების 3 წლიან მარაგს სთავაზობს

და­ნი­ა­ში და­ბა­ლი შო­ბა­დო­ბის პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად კომ­პა­ნია Spies Travel-მა სა­რეკ­ლა­მო ვი­დე­ოკ­ლი­პი შექ­მნა, რო­მელ­საც უც­ნა­უ­რი სლო­გა­ნი ერ­თვის: "იმოგ­ზა­უ­რეთ და სექ­სით და­კავ­დით".

სა­ხა­ლი­სო გან­ცხა­დე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვებს მო­უ­წო­დებს, იმოგ­ზა­უ­რონ და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი შო­ბა­დო­ბის სა­ვა­ლა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შეც­ვა­ლონ. კლიპ­მა სა­ხელ­წო­დე­ბით - "გა­ა­კე­თე ეს და­ნი­ის­თვის" არა მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, არა­მედ უცხო­ე­ლე­ბიც და­ა­ინ­ტე­რე­სა.

რო­გორც და­ნი­ე­ლი ექი­მე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, წყვი­ლე­ბის დიდ ნა­წილს ინ­ტი­მუ­რი კავ­ში­რი უფრო ხში­რად მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს აქვთ და და­ნი­ე­ლი ბავ­შვე­ბის 10% სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბის დრო­საა ჩა­სა­ხუ­ლი. რო­გორც Spies Travel-ში ამ­ბო­ბენ, უფა­სო მოგ­ზა­უ­რო­ბას შეს­თა­ვა­ზე­ბენ ნე­ბის­მი­ერს, რო­მე­ლიც "ოვუ­ლა­ცი­ის ფას­დაკ­ლე­ბის" არსს გა­ი­გებს.

"ქვე­ყა­ნა­ში შო­ბა­დო­ბის რი­ცხვი და­ბა­ლია. და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­რი­სი არაა იმის­თვის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­დოს. და­ნი­ის მთავ­რო­ბას კი ჯერ კი­დევ არ მო­უ­ძებ­ნია გა­მო­სა­ვა­ლი", - ეს ტექ­სტი ერ­თვის კლიპს.

"Spies Travel-ს სურს, და­ნი­ე­ლე­ბი გა­ამ­ხნე­ვოს და რო­მან­ტი­კულ არ­და­დე­გებ­ზე წა­იყ­ვა­ნოს. ამას­თან, ეს ჩვენს მო­მა­ვალ ბიზ­ნეს­საც და­ეხ­მა­რე­ბა. ჩვენ პა­ტა­რა კონ­კურსს გთა­ვა­ზობთ. და­ჯავ­შნეთ თქვე­ნი შვე­ბუ­ლე­ბა ჩვე­ნი ოვუ­ლა­ცი­ის ფას­დაკ­ლე­ბით. მო­ემ­ზა­დეთ! და­ამ­ტკი­ცეთ თქვე­ნი ჩა­ნა­ფიქ­რი ბავ­შვით და მო­ი­გეთ ბავ­შვის სურ­სა­თის 3 წლი­ა­ნი მა­რა­გი", - ამ­ბო­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

შობადობის ზრდისთვის კომპანია წყვილებს უფასო მოგზაურობას და ჩვილის საკვების 3 წლიან მარაგს სთავაზობს

შობადობის ზრდისთვის კომპანია წყვილებს უფასო მოგზაურობას და ჩვილის საკვების 3 წლიან მარაგს სთავაზობს

დანიაში დაბალი შობადობის პრობლემის მოსაგვარებლად კომპანია Spies Travel-მა სარეკლამო ვიდეოკლიპი შექმნა, რომელსაც უცნაური სლოგანი ერთვის: "იმოგზაურეთ და სექსით დაკავდით".

სახალისო განცხადება ადგილობრივებს მოუწოდებს, იმოგზაურონ და ქვეყანაში არსებული შობადობის სავალალო მაჩვენებელი შეცვალონ. კლიპმა სახელწოდებით - "გააკეთე ეს დანიისთვის" არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ უცხოელებიც დააინტერესა.

როგორც დანიელი ექიმები ამტკიცებენ, წყვილების დიდ ნაწილს ინტიმური კავშირი უფრო ხშირად მოგზაურობის დროს აქვთ და დანიელი ბავშვების 10% საზღვარგარეთ მოგზაურობის დროსაა ჩასახული. როგორც Spies Travel-ში ამბობენ, უფასო მოგზაურობას შესთავაზებენ ნებისმიერს, რომელიც "ოვულაციის ფასდაკლების" არსს გაიგებს.

"ქვეყანაში შობადობის რიცხვი დაბალია. დაბადებული ბავშვების რაოდენობა საკმარისი არაა იმისთვის, რომ მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდოს. დანიის მთავრობას კი ჯერ კიდევ არ მოუძებნია გამოსავალი", - ეს ტექსტი ერთვის კლიპს.

"Spies Travel-ს სურს, დანიელები გაამხნევოს და რომანტიკულ არდადეგებზე წაიყვანოს. ამასთან, ეს ჩვენს მომავალ ბიზნესსაც დაეხმარება. ჩვენ პატარა კონკურსს გთავაზობთ. დაჯავშნეთ თქვენი შვებულება ჩვენი ოვულაციის ფასდაკლებით. მოემზადეთ! დაამტკიცეთ თქვენი ჩანაფიქრი ბავშვით და მოიგეთ ბავშვის სურსათის 3 წლიანი მარაგი", - ამბობენ კომპანიაში.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს