პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინციდენტებისას გადმონთხეული ზიზღი სამარცხვინოა" - რას წერენ სოცქსელში "მოდად ქცეულ კონტრაქციებსა" და "შეთქმულების თეორიებზე"
"ინციდენტებისას გადმონთხეული ზიზღი სამარცხვინოა" - რას წერენ სოცქსელში "მოდად ქცეულ კონტრაქციებსა" და "შეთქმულების თეორიებზე"

ბოლო დღე­ებ­ში პრო­რუ­სუ­ლი და პრო­და­სავ­ლუ­რი აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­თა და­პი­რის­პი­რე­ბის არა­ერ­თი შემ­თხვე­ვის ფონ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იმა­ზე სა­უ­ბა­რი გა­აქ­ტი­ურ­და, თუ ვინ დგას ასე­თი აქ­ცი­ე­ბის უკან და რა მიზ­ნებს შე­იძ­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს მათი ჩა­ტა­რე­ბა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა: "კი­ნოს სახ­ლთან" მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბა

ყო­ველ­გვარ "შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ას" არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მი­იჩ­ნევს მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რი, რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რი და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი:

"ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე იდი­ო­ტუ­რი შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია რაც კი მსმე­ნია, არის ის, რომ ვინც რუ­სე­თის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ებს აწყობს, ისი­ნი თურ­მე ნაც­მოძ­რა­ო­ბის მიერ არი­ან მარ­თუ­ლე­ბი, რათა ნაც­მოძ­რა­ო­ბის მიერ მარ­თუ­ლი ხალ­ხი მი­უ­ვარ­დეს მათ, ატყდეს ჩხუ­ბი და მერე ეს აჩ­ვე­ნონ ნაც­მოძ­რა­ო­ბის მიერ მარ­თულ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა.

არა, რომ არ შემ­ხვედ­რო­და მსგავ­სი პა­რა­ნო­ი­დუ­ლი აზ­რე­ბი, კი­დევ ჰო, მაგ­რამ ხალ­ხი რა­ტო­მაც ასეთ ჩახ­ლარ­თულ სი­გი­ჟეს უფრო იჯე­რებს, ვიდ­რე იმას, რომ ერთ გი­ჟებს მე­ო­რე გი­ჟე­ბი ყო­ველ­გვა­რი შეთ­ქმუ­ლე­ბის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა მი­უ­ვარ­დნენ", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

ექს-პრე­ზი­დენტ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია კი მი­იჩ­ნევს, რომ "ევ­რა­ზის­ტებ­სა" და სხვა ნე­ბის­მი­ერ გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ან­თა ჯგუფს გა­მო­ხატ­ვის სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნდა მი­ე­ცეთ, რათა შემ­დეგ ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვად შე­ა­ფა­სონ, ვინ ვი­ნაა და დარ­ბე­უ­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ვერ შე­ეძ­ლონ წა­მე­ბუ­ლის მან­ტი­ის მორ­გე­ბა.

"რა­მო­დე­ნი­მე სი­ტყვით ბოლო ხანს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს მინ­და შე­ვე­ხო, ე.წ. "კონ­ტრაქ­ცი­ე­ბის" მო­და­ში შე­მოს­ვლას. ეს, ჩე­მის აზ­რით, ამაზ­რზე­ნი პრაქ­ტი­კა ფაქ­ტობ­რი­ვად ნაც­მოძ­რა­ო­ბის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი და... შე­საძ­ლე­ბე­ლი. თუ არ ჩავ­თვლით, 7 ნო­ემ­ბერს ია­ვარ­ქმნილ რუს­თა­ველ­ზე ვინ­მე ბე­გაშ­ვი­ლის და სხვა­თა გა­ნა­ვარ­დე­ბას, რაც უფრო გო­ში­ე­ბის პა­რადს წა­ა­გავ­და, ვიდ­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას.

დღეს­დღე­ო­ბით, პი­რა­დად მე სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ო­ცე­ბუ­ლი, სი­ა­მა­ყით შევ­ყუ­რებ ქარ­თველ პო­ლი­ცი­ე­ლებს, რო­მელ­ნიც ასეთ სრუ­ლი­ად იდი­ო­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სიმ­შვი­დეს ინარ­ჩუ­ნე­ბენ და ყო­ველ­გვა­რი აგ­რე­სი­ი­სა და ძა­ლა­დო­ბის, ექ­სპლი­ცი­ტუ­რი სი­ძულ­ვი­ლის გა­რე­შე ას­რუ­ლე­ბენ სა­კუ­თარ მო­ვა­ლე­ო­ბას: აშ­ვე­ლე­ბენ და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს. ცოტა ხნის უკან ამ­გვა­რი პო­ლი­ცი­ე­ლის წარ­მოდ­გე­ნაც კი გა­მი­ჭირ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში... თუმ­ცა, ვფიქ­რობ, სა­ხელ­მწი­ფოს რე­აქ­ცია უფრო მკაც­რი უნდა იყოს რა­მო­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გამო:

მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტე­ბის დროს უხე­შად ილა­ხე­ბა სი­ტყვის, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რაც დე­მოკ­რა­ტი­ის ქვა­კუ­თხედ­სა და ადა­მი­ან­თა გა­ნუ­ყო­ფელ უფ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. არა­ვის, იქ­ნე­ბა ეს სა­ხელ­მწი­ფო თუ გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი, არა აქვს უფ­ლე­ბა წა­არ­თვას ვინ­მეს აზ­რის, პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ამ­გვარ საქ­ცი­ელს ვერ გა­ვა­მარ­თლებთ, რა შიდა თუ სა­გა­რე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლიც უნდა ედოს და­პი­რის­პი­რე­ბას. ნუ გე­გო­ნე­ბათ, თით­ქოს მო­რა­ლურ ან პო­ლი­ტი­კურ რე­ლა­ტი­ვიზმს ვა­მარ­თლებ­დე: სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია გა­მაჩ­ნია და კარ­გად შე­მიძ­ლია მისი არ­ტი­კუ­ლა­ცი­აც. სწო­რედ ამი­ტომ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია თუ ევ­რა­ზისტს, მი­შისტს და ნე­ბის­მი­ერ სხვას მი­ე­ცე­მა გა­მო­ხატ­ვის სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს. დაე, შემ­დეგ ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვად მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა! აღარც წა­მე­ბუ­ლის მან­ტი­ის მორ­გე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა მა­ვანს კონ­სტრუქ­ცი­ულ ფორ­მატ­ში მოქ­მე­დე­ბის ნაც­ვლად... აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი მან­ტია მათ­თვის გა­ცი­ლე­ბით მე­ტად მომ­გე­ბი­ა­ნია რო­გორც შიდა, ისე სა­გა­რეო არე­ნა­ზე.

უკვე არა­ერ­თხელ შე­ვეს­წა­რი ფაქტს, რო­დე­საც ამ­გვარ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ადა­მი­ა­ნებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ქალ­ბა­ტო­ნებს ეში­ნი­ათ წას­ვლა და პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა, რათა ვი­ღაც ხეპ­რეს­გან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი არ გახ­დენ. და­მე­თან­ხმე­ბით, ასეთ დროს ვი­ღა­ცის ას­ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა ვე­რა­ფე­რი შეღ­ვა­თია! ფაქ­ტობ­რი­ვად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტე­რო­რიზ­მთან გვაქვს საქ­მე.

და­სა­რულ, სა­ხელ­მწი­ფოს მინ­და შე­ვახ­სე­ნო: გა­ნურ­ჩევ­ლად ადეკ­ვა­ტუ­რო­ბი­სა, პო­ზი­ცი­ი­სა, პო­ზი­ტივ-ნე­გა­ტი­ვი­სა ეს სივ­რცე - ქვე­ყა­ნა, ქა­ლა­ქი, სო­ფე­ლი, ქუჩა, - ყვე­ლას ეკუთ­ვნის. ყვე­ლა ადა­მი­ანს, მო­ქა­ლა­ქეს აქვს ცვლი­ლე­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის შან­სი და სა­შუ­ა­ლე­ბა, რა­საც ასეთ ინ­ცი­დენ­ტე­ბი­სას გად­მონ­თხე­უ­ლი ზი­ზღი ვე­რაფ­რით შე­უ­წყობს ხელს. სა­მარ­ცხვი­ნოა... და­ი­ცა­ვით სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი!", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ვახო სა­ნა­ია კი მი­იჩ­ნევს, რომ ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი იმ ილუ­ზი­ის შექ­მნას ემ­სა­ხუ­რე­ბა, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაა სა­გა­რეო კურსთან და­კავ­ში­რე­ბით, რაც ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სვლას აფერ­ხებს.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა: რუ­სე­თის მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცია პუშ­კი­ნის სკვერ­ში

იხი­ლეთ: რა­ტომ ტარ­დე­ბა პრო­რუ­სუ­ლი აქ­ცი­ე­ბი?! - ვახო სა­ნა­ია პა­სუ­ხის­მგე­ბელ პი­რებს აკ­რი­ტი­კებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ინციდენტებისას გადმონთხეული ზიზღი სამარცხვინოა" - რას წერენ სოცქსელში "მოდად ქცეულ კონტრაქციებსა" და "შეთქმულების თეორიებზე"

"ინციდენტებისას გადმონთხეული ზიზღი სამარცხვინოა" - რას წერენ სოცქსელში "მოდად ქცეულ კონტრაქციებსა" და "შეთქმულების თეორიებზე"

ბოლო დღეებში პრორუსული და პროდასავლური აქციების მონაწილეთა დაპირისპირების არაერთი შემთხვევის ფონზე სოციალურ ქსელში იმაზე საუბარი გააქტიურდა, თუ ვინ დგას ასეთი აქციების უკან და რა მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს მათი ჩატარება.

იხილეთ ფოტოგალერეა: "კინოს სახლთან" მომხდარი დაპირისპირება

ყოველგვარ "შეთქმულების თეორიას" არასერიოზულად მიიჩნევს მმართველი კოალიციის წევრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი:

"ერთ-ერთი ყველაზე იდიოტური შეთქმულების თეორია რაც კი მსმენია, არის ის, რომ ვინც რუსეთის მხარდამჭერ აქციებს აწყობს, ისინი თურმე ნაცმოძრაობის მიერ არიან მართულები, რათა ნაცმოძრაობის მიერ მართული ხალხი მიუვარდეს მათ, ატყდეს ჩხუბი და მერე ეს აჩვენონ ნაცმოძრაობის მიერ მართულმა ტელევიზიებმა.

არა, რომ არ შემხვედროდა მსგავსი პარანოიდული აზრები, კიდევ ჰო, მაგრამ ხალხი რატომაც ასეთ ჩახლართულ სიგიჟეს უფრო იჯერებს, ვიდრე იმას, რომ ერთ გიჟებს მეორე გიჟები ყოველგვარი შეთქმულების გარეშე შეიძლება მიუვარდნენ", - წერს ზურაბიშვილი.

ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია კი მიიჩნევს, რომ "ევრაზისტებსა" და სხვა ნებისმიერ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფს გამოხატვის სრული თავისუფლება უნდა მიეცეთ, რათა შემდეგ ადამიანებმა თავად შეაფასონ, ვინ ვინაა და დარბეული აქციის მონაწილეებმა ვერ შეეძლონ წამებულის მანტიის მორგება.

"რამოდენიმე სიტყვით ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებს მინდა შევეხო, ე.წ. "კონტრაქციების" მოდაში შემოსვლას. ეს, ჩემის აზრით, ამაზრზენი პრაქტიკა ფაქტობრივად ნაცმოძრაობის დამარცხების შემდეგ გახდა პოპულარული და... შესაძლებელი. თუ არ ჩავთვლით, 7 ნოემბერს იავარქმნილ რუსთაველზე ვინმე ბეგაშვილის და სხვათა განავარდებას, რაც უფრო გოშიების პარადს წააგავდა, ვიდრე საპროტესტო აქციას.

დღესდღეობით, პირადად მე სასიამოვნოდ გაოცებული, სიამაყით შევყურებ ქართველ პოლიციელებს, რომელნიც ასეთ სრულიად იდიოტურ სიტუაციაში სიმშვიდეს ინარჩუნებენ და ყოველგვარი აგრესიისა და ძალადობის, ექსპლიციტური სიძულვილის გარეშე ასრულებენ საკუთარ მოვალეობას: აშველებენ დაპირისპირებულ მხარეებს. ცოტა ხნის უკან ამგვარი პოლიციელის წარმოდგენაც კი გამიჭირდებოდა საქართველოში... თუმცა, ვფიქრობ, სახელმწიფოს რეაქცია უფრო მკაცრი უნდა იყოს რამოდენიმე მიზეზის გამო:

მსგავსი ინციდენტების დროს უხეშად ილახება სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება, რაც დემოკრატიის ქვაკუთხედსა და ადამიანთა განუყოფელ უფლებას წარმოადგენს. არავის, იქნება ეს სახელმწიფო თუ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფი, არა აქვს უფლება წაართვას ვინმეს აზრის, პოზიციის დაფიქსირების საშუალება.

ამგვარ საქციელს ვერ გავამართლებთ, რა შიდა თუ საგარეოპოლიტიკური სარჩულიც უნდა ედოს დაპირისპირებას. ნუ გეგონებათ, თითქოს მორალურ ან პოლიტიკურ რელატივიზმს ვამართლებდე: საკუთარი პოზიცია გამაჩნია და კარგად შემიძლია მისი არტიკულაციაც. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, გაცილებით უკეთესია თუ ევრაზისტს, მიშისტს და ნებისმიერ სხვას მიეცემა გამოხატვის სრული თავისუფლება, რაც საზოგადოების ინფორმირებას შეუწყობს ხელს. დაე, შემდეგ ადამიანებმა თავად მიიღონ გადაწყვეტილება! აღარც წამებულის მანტიის მორგების საშუალება მიეცემა მავანს კონსტრუქციულ ფორმატში მოქმედების ნაცვლად... აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული მანტია მათთვის გაცილებით მეტად მომგებიანია როგორც შიდა, ისე საგარეო არენაზე.

უკვე არაერთხელ შევესწარი ფაქტს, როდესაც ამგვარ სიტუაციებში ადამიანებს, განსაკუთრებით ქალბატონებს ეშინიათ წასვლა და პოზიციის დაფიქსირება, რათა ვიღაც ხეპრესგან ძალადობის მსხვერპლი არ გახდენ. დამეთანხმებით, ასეთ დროს ვიღაცის ასლარიანი ჯარიმა ვერაფერი შეღვათია! ფაქტობრივად, ფსიქოლოგიურ ტერორიზმთან გვაქვს საქმე.

დასარულ, სახელმწიფოს მინდა შევახსენო: განურჩევლად ადეკვატურობისა, პოზიციისა, პოზიტივ-ნეგატივისა ეს სივრცე - ქვეყანა, ქალაქი, სოფელი, ქუჩა, - ყველას ეკუთვნის. ყველა ადამიანს, მოქალაქეს აქვს ცვლილების, განვითარების შანსი და საშუალება, რასაც ასეთ ინციდენტებისას გადმონთხეული ზიზღი ვერაფრით შეუწყობს ხელს. სამარცხვინოა... დაიცავით საკუთარი მოქალაქეები!", - წერს გამსახურდია.

ტელეწამყვანი ვახო სანაია კი მიიჩნევს, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები იმ ილუზიის შექმნას ემსახურება, თითქოს საქართველოში აზრთა სხვადასხვაობაა საგარეო კურსთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის ევროატლანტიკურ სვლას აფერხებს.

იხილეთ ფოტოგალერეა: რუსეთის მხარდამჭერი აქცია პუშკინის სკვერში

იხილეთ: რატომ ტარდება პრორუსული აქციები?! - ვახო სანაია პასუხისმგებელ პირებს აკრიტიკებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს