საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ის, რაც ტელევიზიებმა პროკურატურის აქციებიდან არ აჩვენეს - ინტერვიუ მელორ ვაჩნაძესთან
ის, რაც ტელევიზიებმა პროკურატურის აქციებიდან არ აჩვენეს - ინტერვიუ მელორ ვაჩნაძესთან

27 მარტს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც ჯერ პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და მალე ჯა­რი­მით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

"ალია" მე­ლორ ვაჩ­ნა­ძეს დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად და­უ­კავ­შირ­და:

- 26 მარტს და­მი­რე­კეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და მი­თხრეს, რომ 27 მარტს მი­შას მომ­ხრე­ე­ბი მას­შტა­ბურ აქ­ცი­ას - "მეც მიშა ვარ"-ს აპი­რებ­დნენ და ამან ძა­ლი­ან აღ­მაშ­ფო­თა. გაქ­ცე­ულ სა­ა­კაშ­ვილს, რაც ჩა­ი­დი­ნა, იმა­ზე აქვს პა­სუ­ხე­ბი გა­სა­ცე­მი, ეს ადა­მი­ა­ნი გა­ურ­ბის პა­სუ­ხის­გე­ბას და არ ჩა­მო­დის. ეგ­რე­ვე "ფე­ის­ბუ­კის" სა­შუ­ა­ლე­ბით დავ­წე­რე მი­მარ­თვა ახალ­გაზ­რდე­ბის მი­მართ, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვინ უნდა თქვას, "მე სა­ა­კაშ­ვი­ლი ვარო". პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან 12 სა­ათ­ზე მი­ვე­დით, იქ იყო 20 კა­ცამ­დე, ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი ვერ ვი­ცა­ნით, ვინ იყ­ვნენ, ამათ შე­ე­შინ­დათ ახ­ლოს მოს­ვლა და მხო­ლოდ ოთხი გოგო და სამი კაცი გა­მო­ვი­და. მოკ­ლედ, ეს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი იყო მო­სუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან პრო­ვო­კა­ცი­ის მო­სა­წყო­ბად.

- და რაში მდგო­მა­რე­ობ­და პრო­ვო­კა­ცია, რა კად­რე­ბიც გავ­რცელ­და, მარ­ტო თქვენ იგი­ნე­ბით.

- არ ვიცი, კა­მე­რა მარ­ტო მე რა­ტომ მი­ღებ­და, მაგ­რამ იქი­და­ნაც იყო ლან­ძღვა და წყევ­ლა. რა თქმა უნდა, ჩვე­ნი მხრი­და­ნაც იყო გა­დაც­დე­ნა: მეც მი­ვა­ყე­ნე ამათ სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, რის გა­მოც ას­ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­მე­წე­რა.

- ის მო­მი­ყე­ვით, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ის კა­მე­რებს არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია.

- ერთ მო­მენ­ტში ძა­ლი­ან და­ი­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია, იყო გარ­კვე­უ­ლი შეხ­ლა-შე­მოხ­ლა. სი­ტუ­ა­ცია აი­რია ჩვენს მე­გობ­რებს შო­რის, არ იც­ნობ­დნენ ერ­თმა­ნეთს და სა­ნამ გა­არ­კვევ­დნენ სი­ტუ­ა­ცი­ას... მოკ­ლედ, გა­უ­გებ­რო­ბა მოხ­და. მაგ­რამ ვა­ფიქ­სი­რებ, მათი მხრი­დან იყო ძა­ლი­ან დიდი აგ­რე­სია. გა­საკ­ვი­რი იყო ჩემ­თვის, რომ იქი­თა მხრი­დან არა­ვინ არ და­ი­ჭი­რეს და დაგ­ვი­ჭი­რეს მე და ჩემი მე­გო­ბა­რი. თუმ­ცა, ისი­ცაა, რომ მის­ვლის­თა­ნა­ვე გან­ვა­ცხა­დე, რომ, თუ რამე მოხ­დე­ბო­და, მე ვა­გებ­დი ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუხს, რო­გორც აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი.

- ვინ იყ­ვნენ მათი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი? ახ­ლო­მახ­ლო ვინ­მე ცნო­ბა­დი "ნა­ცი­ო­ნა­ლი" არ შე­გი­ნიშ­ნავთ?

- ეგე­ნი ცოტა მო­შო­რე­ბით შე­იკ­რიბ­ნენ, ვე­რა­ვინ ამო­ვი­ცა­ნი, მაგ­რამ მარ­ტო გო­გო­ე­ბი გა­მო­უშ­ვეს, ყვე­ლამ ვერ გა­ბე­და მოს­ვლა. ისე, სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­და, სხვას ვერ იპოვ­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად, მე მგო­ნია, კარ­გად მი­დის ყვე­ლა­ფე­რი. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" დღი­თი დღე სუს­ტდე­ბა და მათი რე­ი­ტინ­გი ნულს უახ­ლოვ­დე­ბა, რაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია, და უბ­რა­ლოდ, ეს სულ­გა­ყი­დუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი დარ­ჩნენ, ვინც ფუ­ლის გამო სა­ა­კაშ­ვილ­საც და რუ­სეთ­საც შე­ეკ­ვრე­ბი­ან, რო­გორც თვი­თონ სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო ყვე­ლას­თან შეკ­რუ­ლი და ყვე­ლას აგენ­ტი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ასე­თი აგენ­ტე­ბი ჰყავთ თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლე­ბი და ამ ადა­მი­ა­ნებ­მა რამ­დე­ნი უნდა ქნან? თუმ­ცა, ვი­მე­ო­რებ, ბრალ­დე­ბე­ბი მათი მხრი­დან წა­მო­ვი­და პირ­ვე­ლად, სულ პუ­ტი­ნის­ტებს გვე­ძახ­დნენ. თვი­თონ არი­ან პუ­ტი­ნის­ტე­ბიც და ყვე­ლა­ფე­რიც, ვინც 2008 წელს ოკუ­პან­ტი რუ­სე­თი თბი­ლი­სამ­დე მოგ­ვიყ­ვა­ნეს. ეგე­ნი არი­ან სწო­რედ რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კის გამ­ტა­რებ­ლე­ბი. ჩვენ გვინ­და მშვი­დო­ბა, რა თქმა უნდა, ევ­რო­პუ­ლი გზა და და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, ასე­ვე მთა­ვა­რი: ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა. და არა ის სი­ტუ­ა­ცია, რაც რუ­სეთ­შია, სა­ა­კაშ­ვილ­მა აქ რომ და­ამ­ყა­რა და და­სავ­ლე­თი რომ ამ­ბობ­და ჩვენ­ზე, ლე­ნი­ნიზ­მია სა­ქარ­თვე­ლო­შიო. რაც შე­ე­ხე­ბა კვერ­ცხე­ბის სრო­ლას, მო­ვუ­წო­დე, ეს არ ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ყვე­ლას ვერ გა­ა­კონ­ტრო­ლებ. ხალ­ხი ძა­ლი­ან გამ­წა­რე­ბუ­ლია, რად­გა­ნაც წლე­ბის მან­ძილ­ზე ტყვი­ა­სა და რე­ზი­ნის ხელ­კე­ტებს გვირ­ტყამ­დნენ და რა­ტომ გა­უკ­ვირ­დათ, თუ ვინ­მემ კვერ­ცხი ეს­რო­ლათ? ჩვენ, უბ­რა­ლოდ, უა­რესს არ ვკად­რუ­ლობთ, რად­გა­ნაც მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ერი ვართ, მათ­სა­ვით ზნე­და­ცე­მუ­ლე­ბი არ ვართ და ეს კვერ­ცხე­ბი რო­გორ­მე აი­ტა­ნონ.

თა­მარ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ის, რაც ტელევიზიებმა პროკურატურის აქციებიდან არ აჩვენეს - ინტერვიუ მელორ ვაჩნაძესთან

ის, რაც ტელევიზიებმა პროკურატურის აქციებიდან არ აჩვენეს - ინტერვიუ მელორ ვაჩნაძესთან

27 მარტს მთავარ პროკურატურასთან გამართული აქციის დასრულებისას სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მელორ ვაჩნაძე დააკავეს, რომელიც ჯერ პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს და მალე ჯარიმით გაათავისუფლეს.

"ალია" მელორ ვაჩნაძეს დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა:

- 26 მარტს დამირეკეს ჟურნალისტებმა და მითხრეს, რომ 27 მარტს მიშას მომხრეები მასშტაბურ აქციას - "მეც მიშა ვარ"-ს აპირებდნენ და ამან ძალიან აღმაშფოთა. გაქცეულ სააკაშვილს, რაც ჩაიდინა, იმაზე აქვს პასუხები გასაცემი, ეს ადამიანი გაურბის პასუხისგებას და არ ჩამოდის. ეგრევე "ფეისბუკის" საშუალებით დავწერე მიმართვა ახალგაზრდების მიმართ, რომ დღეს საქართველოში არავინ უნდა თქვას, "მე სააკაშვილი ვარო". პროკურატურასთან 12 საათზე მივედით, იქ იყო 20 კაცამდე, ძალიან დიდი ნაწილი ვერ ვიცანით, ვინ იყვნენ, ამათ შეეშინდათ ახლოს მოსვლა და მხოლოდ ოთხი გოგო და სამი კაცი გამოვიდა. მოკლედ, ეს რამდენიმე ადამიანი იყო მოსული პროკურატურასთან პროვოკაციის მოსაწყობად.

- და რაში მდგომარეობდა პროვოკაცია, რა კადრებიც გავრცელდა, მარტო თქვენ იგინებით.

- არ ვიცი, კამერა მარტო მე რატომ მიღებდა, მაგრამ იქიდანაც იყო ლანძღვა და წყევლა. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც იყო გადაცდენა: მეც მივაყენე ამათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც ასლარიანი ჯარიმა დამეწერა.

- ის მომიყევით, რაც ტელევიზიის კამერებს არ დაუფიქსირებია.

- ერთ მომენტში ძალიან დაიძაბა სიტუაცია, იყო გარკვეული შეხლა-შემოხლა. სიტუაცია აირია ჩვენს მეგობრებს შორის, არ იცნობდნენ ერთმანეთს და სანამ გაარკვევდნენ სიტუაციას... მოკლედ, გაუგებრობა მოხდა. მაგრამ ვაფიქსირებ, მათი მხრიდან იყო ძალიან დიდი აგრესია. გასაკვირი იყო ჩემთვის, რომ იქითა მხრიდან არავინ არ დაიჭირეს და დაგვიჭირეს მე და ჩემი მეგობარი. თუმცა, ისიცაა, რომ მისვლისთანავე განვაცხადე, რომ, თუ რამე მოხდებოდა, მე ვაგებდი ყველაფერზე პასუხს, როგორც აქციის ორგანიზატორი.

- ვინ იყვნენ მათი ორგანიზატორები? ახლომახლო ვინმე ცნობადი "ნაციონალი" არ შეგინიშნავთ?

- ეგენი ცოტა მოშორებით შეიკრიბნენ, ვერავინ ამოვიცანი, მაგრამ მარტო გოგოები გამოუშვეს, ყველამ ვერ გაბედა მოსვლა. ისე, საქართველოში თუ "ნაცმოძრაობა" ამ ადამიანების გარდა, სხვას ვერ იპოვნის მხარდასაჭერად, მე მგონია, კარგად მიდის ყველაფერი. "ნაციონალური მოძრაობა" დღითი დღე სუსტდება და მათი რეიტინგი ნულს უახლოვდება, რაც ძალიან მიხარია, და უბრალოდ, ეს სულგაყიდული ადამიანები დარჩნენ, ვინც ფულის გამო სააკაშვილსაც და რუსეთსაც შეეკვრებიან, როგორც თვითონ სააკაშვილი იყო ყველასთან შეკრული და ყველას აგენტი, საზოგადოებაში ასეთი აგენტები ჰყავთ თითზე ჩამოსათვლელები და ამ ადამიანებმა რამდენი უნდა ქნან? თუმცა, ვიმეორებ, ბრალდებები მათი მხრიდან წამოვიდა პირველად, სულ პუტინისტებს გვეძახდნენ. თვითონ არიან პუტინისტებიც და ყველაფერიც, ვინც 2008 წელს ოკუპანტი რუსეთი თბილისამდე მოგვიყვანეს. ეგენი არიან სწორედ რუსეთის პოლიტიკის გამტარებლები. ჩვენ გვინდა მშვიდობა, რა თქმა უნდა, ევროპული გზა და დასავლური ღირებულებები, ასევე მთავარი: ადამიანების უფლებების დაცვა. და არა ის სიტუაცია, რაც რუსეთშია, სააკაშვილმა აქ რომ დაამყარა და დასავლეთი რომ ამბობდა ჩვენზე, ლენინიზმია საქართველოშიო. რაც შეეხება კვერცხების სროლას, მოვუწოდე, ეს არ ყოფილიყო, მაგრამ ყველას ვერ გააკონტროლებ. ხალხი ძალიან გამწარებულია, რადგანაც წლების მანძილზე ტყვიასა და რეზინის ხელკეტებს გვირტყამდნენ და რატომ გაუკვირდათ, თუ ვინმემ კვერცხი ესროლათ? ჩვენ, უბრალოდ, უარესს არ ვკადრულობთ, რადგანაც მართლმადიდებელი ერი ვართ, მათსავით ზნედაცემულები არ ვართ და ეს კვერცხები როგორმე აიტანონ.

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია