მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეში 3 ატამი მკერდის კიბოს ებრძვის?
დღეში 3 ატამი მკერდის კიბოს ებრძვის?

დღე­ში 3 ატამს მკერ­დის კი­ბოს­თან ბრძო­ლა შე­უძ­ლია. ამე­რი­კელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ატ­მის ექ­სტრაქ­ტით მკურ­ნა­ლო­ბამ მკერ­დის კიბო შე­ა­ჩე­რა. ამე­რი­კელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტი თაგ­ვებ­ზე ჩა­ა­ტა­რეს. მათ მკერ­დის კი­ბოს უჯრე­დის ყვე­ლა­ზე აგ­რე­სი­უ­ლი ტიპი MDA-MB-435 თაგ­ვე­ბის კან­ქვეშ გა­და­ნერ­გეს.

"რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ ფილ­ტვებ­ში მარ­კე­რის გე­ნის ჩახ­შო­ბა მოხ­და, რო­დე­საც თაგ­ვებს ატ­მის ექ­სტრაქ­ტი მი­ვა­წო­დეთ, მე­ტას­ტა­ზე­ბი შე­ჩერ­და", - გა­ნა­ცხა­და ტე­ხას­ში მდე­ბა­რე სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი სა­ა­გენ­ტოს AgriLife Research-ის მეც­ნი­ერ­მა ლუის კის­ნე­როს-ზე­ვა­ლოს­მა.

კვლე­ვა ჟურ­ნალ­ში Journal of Nutritional Biochemistry და­ი­ბეჭ­და.

რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, თაგ­ვე­ბის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი დო­ზის გა­მოთ­ვლი­სას დად­გინ­და, რომ ადა­მი­ა­ნის­თვის დღე­ში 2-3 ატა­მია სა­ჭი­რო.

მკერ­დის კიბო ქა­ლე­ბის­თვის ერთ-ერთი ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბაა. მხო­ლოდ აშშ-ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით, შარ­შან 232 000-ზე მეტი ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

"ჩვენს აღ­მო­ჩე­ნა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დრო­უ­ლო­ბაა, რად­გა­ნაც ის აჩ­ვე­ნებს, რომ ორ­გა­ნიზ­მში ეფექტს ბუ­ნებ­რი­ვი ნა­რე­ვი იძ­ლე­ვა - ატამ­ში არ­სე­ბულ ფე­ნი­ლის ნა­ერ­თს მკერ­დის კი­ბოს­თან და მე­ტას­ტა­ზებ­თან ბრძო­ლა შე­უძ­ლია", - ამ­ბობს ლუის კის­ნე­როს-ზე­ვა­ლო­სი.

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, ატამ­ში შე­მა­ვა­ლი ქი­მი­უ­რი ნა­ერ­თი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია კი­ბოს უჯრე­დე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე, მა­შინ, რო­დე­საც ნორ­მა­ლურ უჯრე­დებ­ზე ეფექტს ვერ ახ­დენს. მათი თქმით, ნა­ერ­თის მიქსტუ­რას მე­ტას­ტა­ზე­ბის შე­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლია.

"ყვე­ლა უპი­რა­ტე­სო­ბა რომ აით­ვი­სოთ, უნდა მი­ირ­თვათ მთლი­ა­ნი ხილი და არა წვე­ნი", - აცხა­დებს დი­ე­ტო­ლო­გი იან მარ­ბე­რი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Journal of Nutritional Biochemistry-ს მი­ხედ­ვით.

დღეში 3 ატამი მკერდის კიბოს ებრძვის?

დღეში 3 ატამი მკერდის კიბოს ებრძვის?

დღეში 3 ატამს მკერდის კიბოსთან ბრძოლა შეუძლია. ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ატმის ექსტრაქტით მკურნალობამ მკერდის კიბო შეაჩერა. ამერიკელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტი თაგვებზე ჩაატარეს. მათ მკერდის კიბოს უჯრედის ყველაზე აგრესიული ტიპი MDA-MB-435 თაგვების კანქვეშ გადანერგეს.

"რამდენიმე კვირის შემდეგ ფილტვებში მარკერის გენის ჩახშობა მოხდა, როდესაც თაგვებს ატმის ექსტრაქტი მივაწოდეთ, მეტასტაზები შეჩერდა", - განაცხადა ტეხასში მდებარე სამეცნიერო კვლევითი სააგენტოს AgriLife Research-ის მეცნიერმა ლუის კისნეროს-ზევალოსმა.

კვლევა ჟურნალში Journal of Nutritional Biochemistry დაიბეჭდა.

როგორც მეცნიერები ამბობენ, თაგვებისთვის მიწოდებული დოზის გამოთვლისას დადგინდა, რომ ადამიანისთვის დღეში 2-3 ატამია საჭირო.

მკერდის კიბო ქალებისთვის ერთ-ერთი ვერაგი დაავადებაა. მხოლოდ აშშ-ში ოფიციალური სტატისტიკით, შარშან 232 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

"ჩვენს აღმოჩენაში ყველაზე მნიშვნელოვანი დროულობაა, რადგანაც ის აჩვენებს, რომ ორგანიზმში ეფექტს ბუნებრივი ნარევი იძლევა - ატამში არსებულ ფენილის ნაერთს მკერდის კიბოსთან და მეტასტაზებთან ბრძოლა შეუძლია", - ამბობს ლუის კისნეროს-ზევალოსი.

მეცნიერების თქმით, ატამში შემავალი ქიმიური ნაერთი პასუხისმგებელია კიბოს უჯრედების განადგურებაზე, მაშინ, როდესაც ნორმალურ უჯრედებზე ეფექტს ვერ ახდენს. მათი თქმით, ნაერთის მიქსტურას მეტასტაზების შეჩერება შეუძლია.

"ყველა უპირატესობა რომ აითვისოთ, უნდა მიირთვათ მთლიანი ხილი და არა წვენი", - აცხადებს დიეტოლოგი იან მარბერი.

მომზადებულია Journal of Nutritional Biochemistry-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს