სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის ჰქონდა არაადამიანური გრაფიკი ანა დოიაშვილს
როდის ჰქონდა არაადამიანური გრაფიკი ანა დოიაშვილს

რე­ჟი­სორ და­ვით დო­ი­აშ­ვილ­სა და ქეთი ენ­დე­ლა­ძეს ორი შვი­ლი ჰყავთ: ანა და თემო. 15 წლის ანა დო­ი­აშ­ვი­ლი მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რში ჯერ "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ახლა "ლურჯ ფრინ­ველ­შია" და­კა­ვე­ბუ­ლი. რამ­დე­ნი­მე წე­ლია მღე­რის, სცე­ნა­ზე დგო­მის გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვს, თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბა­ზე არ ფიქ­რობს და ამ ეტაპ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტო­ბას უმიზ­ნებს...

- 11 წლის ვი­ყა­ვი, როცა "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ში" ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, ახლა "ლურჯ ფრინ­ველ­ში" ვმღე­რი. ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო მე­ო­რე სპექ­ტაკლში მოხ­ვედ­რა. ერთხელ რე­პე­ტი­ცი­ას ვეს­წრე­ბო­დი, მა­მამ მთხო­ვა, აბა, სცა­დე და იმ­ღე­რეო. ვიმ­ღე­რე და დამ­ტო­ვა. მა­ნამ­დე თე­ატ­რში ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ყვე­ლა სპექ­ტაკლზე დავ­დი­ო­დი. ვი­ჯე­ქი ჩემ­თვის და ვუ­ყუ­რებ­დი. პრე­ტენ­ზია არ მქო­ნია და არც მი­ოც­ნე­ბია სპექ­ტაკ­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე (იღი­მის).

- სიმ­ღე­რა რო­დის და­ი­წყე?

- 10 წლის ასაკ­ში. სკო­ლა­ში კლა­სის დად­გმა­ში რა­ღაც სიმ­ღე­რა უნდა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. გა­დავ­წყვი­ტე, რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თი­ლი გა­მევ­ლო ჩვენს ახლო მე­გო­ბარ­თან, სიმ­ღე­რის მას­წავ­ლე­ბელ ეკა კონ­ტრი­ძეს­თან. ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მინ­დო­და მეს­წავ­ლა. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა სიმ­ღე­რის პრო­ცე­სი და რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თი­ლის შემ­დეგ ისევ ვაგ­რძე­ლებ­დი მის ოჯახ­ში სი­ა­რულს. ეკამ მირ­ჩია, ბედი "ანა-ბა­ნა­ში" მე­ცა­და. სა­ერ­თოდ, სი­ახ­ლის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ და ეს წი­ნა­და­დე­ბაც ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მხო­ლოდ ერთი თვის და­წყე­ბუ­ლი მქონ­და სიმ­ღე­რა, გა­დავ­წყვი­ტე, 2010 წელს "ანა-ბა­ნას" შე­სარ­ჩევ ტურ­ზე გავ­სუ­ლი­ყა­ვი. შინ რომ მი­ვე­დი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი დავ­სხე­დით და დიდი გან­ხილ­ვა მო­ე­წყო. მშობ­ლე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გი არ იყ­ვნენ, მაგ­რამ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, იქ­ნებ, არ გახ­ვი­დე, საკ­მა­რი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა არ გაქვს და ცოტა მო­ი­ცა­დეო, მაგ­რამ მე მი­მაჩ­ნდა, რომ ეს ჩემ­თვის კარ­გი იქ­ნე­ბო­და. პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩემ­თვის დიდი ფუ­ფუ­ნე­ბა გახ­დე­ბო­და, ყო­ველ­დღი­უ­რად ცო­ცხალ ბენდთან ერ­თად უნდა მემ­ღე­რა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან მო­მი­წევ­და მუ­შა­ო­ბა. პრო­ექ­ტი და­ახ­ლო­ე­ბით 3 თვეს გაგ­რძელ­და და პირ­ველ ად­გი­ლას გა­ვე­დი. ეს იყო ყვე­ლა­ზე ხა­ლი­სი­ა­ნი, მუ­სი­კით სავ­სე პე­რი­ო­დი, ხოლო გა­მარ­ჯვე­ბა - ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. გა­ვი­ცა­ნი ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც ახლა კვინ­ტეტ­ში ვარ. "ანა-ბა­ნამ" ჩემი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა.

- გან­სა­კუთ­რე­ბით ვინ გგულ­შე­მატ­კივ­რობ­და?

- ბე­ბია და ჩემი ძმა. დედა ყვე­ლა რე­პე­ტი­ცი­ა­ზე დამ­ყვე­ბო­და. არ ვიცი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ანს გვერ­დში ისე და­უდ­გე, რო­გორც ამას დედა და სა­ერ­თოდ, ჩემი ოჯა­ხი აკე­თებს.

- დედა აქ­ტი­უ­რად არის ჩაბ­მუ­ლი თქვე­ნი აღ­ზრდა-გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხში. თა­ვად არ მუ­შა­ობს, ხომ?

- დიახ, ასეა. არ მუ­შა­ობს. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე და ჩემს ძმას დაგ­ვით­მო. დე­და­ზე ახლო მე­გო­ბა­რი მე არ გა­მაჩ­ნია.

- შენი ძმა რამ­დე­ნი წლი­საა და მას თუ აქვს პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი გა­კე­თე­ბუ­ლი?

- 13-ის ხდე­ბა. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. მე აქ­ტი­უ­რი ვარ, ძი­რი­თა­დად არ ვარ სახ­ლში და სულ რა­ღა­ცას ვა­კე­თებ. ის დინ­ჯია, ზის, კი­თხუ­ლობს და დღე­და­ღამ მე­ცა­დი­ნე­ობს. სულ მის­წო­რებს სი­ტყვებს, მა­გა­ლი­თად "ეხლა" კი არა, "ახლა". რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვანს (იცი­ნის), ჩემი ძმა ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია, ან პრე­ზი­დენ­ტო­ბა უნდა, ან სურს, კრი­ტი­კო­სი გახ­დეს.

- თე­ატ­რის?..

- არა. რო­გორც გი­თხა­რით, კი­თხვა უყ­ვარს, ხში­რად და­დის ბა­ბუ­ას­თან და უნდა, ლი­ტე­რა­ტუ­რის კრი­ტი­კო­სი გახ­დეს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

როდის ჰქონდა არაადამიანური გრაფიკი ანა დოიაშვილს

როდის ჰქონდა არაადამიანური გრაფიკი ანა დოიაშვილს

რეჟისორ დავით დოიაშვილსა და ქეთი ენდელაძეს ორი შვილი ჰყავთ: ანა და თემო. 15 წლის ანა დოიაშვილი მუსიკისა და დრამის თეატრში ჯერ ''ვერის უბნის მელოდიებში'' მონაწილეობდა, ახლა ''ლურჯ ფრინველშია'' დაკავებული. რამდენიმე წელია მღერის, სცენაზე დგომის გამოცდილებაც აქვს, თუმცა მსახიობის პროფესიის დაუფლებაზე არ ფიქრობს და ამ ეტაპზე ჟურნალისტობას უმიზნებს...

- 11 წლის ვიყავი, როცა ''ვერის უბნის მელოდიებში'' ვმონაწილეობდი, ახლა ''ლურჯ ფრინველში'' ვმღერი. ჩემთვის მოულოდნელი იყო მეორე სპექტაკლში მოხვედრა. ერთხელ რეპეტიციას ვესწრებოდი, მამამ მთხოვა, აბა, სცადე და იმღერეო. ვიმღერე და დამტოვა. მანამდე თეატრში ჩვეულებრივად ყველა სპექტაკლზე დავდიოდი. ვიჯექი ჩემთვის და ვუყურებდი. პრეტენზია არ მქონია და არც მიოცნებია სპექტაკლებში მონაწილეობაზე (იღიმის).

- სიმღერა როდის დაიწყე?

- 10 წლის ასაკში. სკოლაში კლასის დადგმაში რაღაც სიმღერა უნდა შემესრულებინა. გადავწყვიტე, რამდენიმე გაკვეთილი გამევლო ჩვენს ახლო მეგობართან, სიმღერის მასწავლებელ ეკა კონტრიძესთან. ქართული სიმღერები ძალიან მიყვარს და მინდოდა მესწავლა. ძალიან მომეწონა სიმღერის პროცესი და რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ ისევ ვაგრძელებდი მის ოჯახში სიარულს. ეკამ მირჩია, ბედი ''ანა-ბანაში'' მეცადა. საერთოდ, სიახლის მოყვარული ვარ და ეს წინადადებაც ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი თვის დაწყებული მქონდა სიმღერა, გადავწყვიტე, 2010 წელს ''ანა-ბანას'' შესარჩევ ტურზე გავსულიყავი. შინ რომ მივედი, ოჯახის წევრები დავსხედით და დიდი განხილვა მოეწყო. მშობლები წინააღმდეგი არ იყვნენ, მაგრამ მეუბნებოდნენ, იქნებ, არ გახვიდე, საკმარისი გამოცდილება არ გაქვს და ცოტა მოიცადეო, მაგრამ მე მიმაჩნდა, რომ ეს ჩემთვის კარგი იქნებოდა. პროექტში მონაწილეობა ჩემთვის დიდი ფუფუნება გახდებოდა, ყოველდღიურად ცოცხალ ბენდთან ერთად უნდა მემღერა და პროფესიონალებთან მომიწევდა მუშაობა. პროექტი დაახლოებით 3 თვეს გაგრძელდა და პირველ ადგილას გავედი. ეს იყო ყველაზე ხალისიანი, მუსიკით სავსე პერიოდი, ხოლო გამარჯვება - ნათელი წერტილი ჩემს ცხოვრებაში. გავიცანი ის ადამიანები, რომლებთან ერთადაც ახლა კვინტეტში ვარ. ''ანა-ბანამ'' ჩემი ცხოვრება შეცვალა.

- განსაკუთრებით ვინ გგულშემატკივრობდა?

- ბებია და ჩემი ძმა. დედა ყველა რეპეტიციაზე დამყვებოდა. არ ვიცი, როგორ შეიძლება, ადამიანს გვერდში ისე დაუდგე, როგორც ამას დედა და საერთოდ, ჩემი ოჯახი აკეთებს.

- დედა აქტიურად არის ჩაბმული თქვენი აღზრდა-განათლების საკითხში. თავად არ მუშაობს, ხომ?

- დიახ, ასეა. არ მუშაობს. მთელი ცხოვრება მე და ჩემს ძმას დაგვითმო. დედაზე ახლო მეგობარი მე არ გამაჩნია.

- შენი ძმა რამდენი წლისაა და მას თუ აქვს პროფესიული არჩევანი გაკეთებული?

- 13-ის ხდება. განსხვავებული ადამიანები ვართ. მე აქტიური ვარ, ძირითადად არ ვარ სახლში და სულ რაღაცას ვაკეთებ. ის დინჯია, ზის, კითხულობს და დღედაღამ მეცადინეობს. სულ მისწორებს სიტყვებს, მაგალითად ''ეხლა'' კი არა, ''ახლა''. რაც შეეხება პროფესიულ არჩევანს (იცინის), ჩემი ძმა ძალიან საყვარელია, ან პრეზიდენტობა უნდა, ან სურს, კრიტიკოსი გახდეს.

- თეატრის?..

- არა. როგორც გითხარით, კითხვა უყვარს, ხშირად დადის ბაბუასთან და უნდა, ლიტერატურის კრიტიკოსი გახდეს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება