მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუგზარ ერგემლიძე: ''ბევრ მანდილოსანს მოსწონს, როცა ურტყამენ''
ნუგზარ ერგემლიძე: ''ბევრ მანდილოსანს მოსწონს, როცა ურტყამენ''

ნუგ­ზარ ერ­გემ­ლი­ძეს სტე­რე­ო­ტი­პებ­სა და ტრა­დი­ცი­ებ­ზე სა­სა­უბ­როდ შევ­ხვდით. აღ­მოჩ­ნდა, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად ერ­თგვა­რო­ვა­ნი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი აღი­ზი­ა­ნებს, ტერ­მინ გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბა­ში კი სი­ტყვა "თა­ნას­წო­რო­ბის" ჩა­ნაც­ვლე­ბის სურ­ვი­ლი აქვს, თუმ­ცა იმას კი ამ­ბობს, ცო­ლის ცემა იმი­ტომ, რომ ერე­ვი, არ შე­იძ­ლე­ბაო.

- გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღი­ზი­ა­ნებს ერთი და იგი­ვე, და­ზე­პი­რე­ბუ­ლი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი. თა­მა­და ორი­გი­ნა­ლუ­რი უნდა იყოს, მა­გა­ლი­თე­ბით უნდა გა­ამ­დიდ­როს სათ­ქმე­ლი, ხან იუ­მო­რი უნდა ჩა­ურ­თოს, ხან - ცრემ­ლი. ადრე იყო და­ძა­ლე­ბა, ყან­წით და­ლე­ვა, მაგ­რამ ახლა მგო­ნი, ასე­თე­ბი აღარ ხდე­ბა.

ყან­წთან და­კავ­ში­რე­ბით ერთი კარ­გი ამ­ბა­ვი მინ­და გი­ამ­ბოთ. 90-იან წლებ­ში არ­ქი­ტექ­ტორ­მა მე­გობ­რებ­მა ჩემ­თან მო­იყ­ვა­ნეს თა­ვი­ან­თი კო­ლე­გა, მა­ფი­ო­ზე­ბის ქვეყ­ნი­დან, მაგ­რამ ქარ­თვე­ლებ­ზე თქვა, აქ ისე­თი ცო­ფი­ა­ნი ხალ­ხი და­დის, ჩვენ­ზე უა­რე­სე­ბი ყო­ფილ­ხარ­თო (იცი­ნის). სტუ­მარს ყან­წი გა­მო­ვუ­ტა­ნე, ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის სას­მი­სია-მეთ­ქი ვუ­თხა­რი, თან ვი­ფიქ­რე, ეგ­ზო­ტი­კა­ში ჩა­მეთ­ვლე­ბა-მეთ­ქი, მაგ­რამ ამის და­ნახ­ვა­ზე იცით, რა მი­პა­სუ­ხა? წი­ნათ სი­ცი­ლი­ა­ში ჩვე­ნი სას­მი­სიც ეს იყო, მაგ­რამ მერე ჭი­ქე­ბი გა­მო­ვი­გო­ნეთ, პირ­ვე­ლად ჩვენც მა­ქე­დან ვსვამ­დი­თო (იცი­ნის).

- რო­დე­საც ინ­ტერ­ვი­უ­ზე შე­სა­თან­ხმებ­ლად და­გი­რე­კეთ, მი­თხა­რით, ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ას ვას­რუ­ლებ, გას­ვე­ნე­ბა­ში ვარო. ამ კუ­თხით თუ არის ისე­თი რამ, რაც არ მოგ­წონთ?

- ამ ბოლო დროს ისე­თი დიდი ქელე­ხე­ბი აღარ იმარ­თე­ბა, მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბის გარ­მოც­ვა­ში იშ­ლე­ბა სუფ­რა, ზოგ­ჯერ, სა­ერ­თო­დაც არ აკე­თე­ბენ. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში თა­ვის გა­მო­ჩე­ნის არე­ა­ლი მცი­რე იყო, ამი­ტომ ადა­მი­ა­ნებს უჩ­ნდე­ბო­დათ სურ­ვი­ლი, დიდი სუფ­რით გა­მო­ე­ჩი­ნათ თავი, ახლა ამან აქ­ტუ­ა­ლო­ბა და­კარ­გა. რე­ლი­გი­უ­რად რომ მი­ვუდ­გეთ ამ სა­კითხს, მა­შინ უცხო კაც­მაც რომ და­ლი­ოს ერთი ჭიქა მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე, ესეც კი მად­ლია, მაგ­რამ ზო­გა­დად, მგო­ნია, ქელე­ხის ცნე­ბა სოფ­ლე­ბი­დან მო­დის. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მწუ­ხა­რე­ბის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად ურ­მით ერთი რა­ი­ო­ნი­დან მე­ო­რე­ში მი­დი­ო­და, დიდ­ხანს მგზავ­რობ­და, ზოგ­ჯერ რამ­დე­ნი­მე დღეც კი, ახ­ვედ­რებ­დნენ საჭ­მელს, ეს იყო სო­ცი­ა­ლუ­რი მო­მენ­ტი, თუმ­ცა მერე სახე იც­ვა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბა სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია, ამ თე­მას იუ­მო­რიც ახ­ლავს ხოლ­მე, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა მიც­ვა­ლე­ბუ­ლი ასა­კი­ა­ნია. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში რომ იკი­თხა­ვენ, რით და­ი­ღუ­პაო, ხუმ­რო­ბით პა­სუ­ხო­ბენ, ცოტა ასაკ­მა შე­უ­წყო ხელი, ცო­ტაც კი­დევ ექი­მე­ბი და­ეხ­მარ­ნე­ნო, ბო­ლოს კი ეს ყვე­ლა­ფე­რი მრა­ვალ­ჟა­მი­ერ­ში გა­და­დის, რაც ნორ­მა­ლუ­რი არაა.

- თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და ინ­ტერ­ნე­ტი, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. რო­გორ უყუ­რებთ ამ სო­ცი­ა­ლურ "შე­მო­ტე­ვას"?..

- ყვე­ლა­ფერს აქვს რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი და პა­სუ­ხი. ამ კი­თხვის ერთი პა­სუ­ხია თან­და­ყო­ლი­ლი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, რომ­ლის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით კარ­გად შე­იძ­ლე­ბა, მე­ო­რეა ადა­მი­ა­ნის რე­ა­ლი­ზე­ბის ფაქ­ტო­რი, ყვე­ლას არ იწ­ვე­ვენ ტე­ლე­ვი­ზებ­ში, არ ეკი­თხე­ბი­ან აზრს, სა­მა­გი­ე­როდ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­ხით გა­მოჩ­ნდა არე­ნა, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბა. გარ­და ამი­სა, ეს კონ­ტაქ­ტის მარ­ტი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა გახ­და, უკვე ორ-სამ ქორ­წილ­ში ვარ ნამ­ყო­ფი, წყვილ­მა კი სწო­რედ ინ­ტერ­ნე­ტით გა­იც­ნო ერ­თმა­ნე­თი. თუმ­ცა, გე­ტყვით, რომ პი­რა­დად მე "ფე­ის­ბუ­ქი" გა­ვა­უქ­მე, რად­გან ემო­ცი­უ­რად მღლი­და. რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გამო ერ­თმა­ნეთს წა­ე­ჩხუ­ბა, ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მა­ღი­ზი­ა­ნა და ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ინ­ტერ­ნე­ტი რომ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იწ­ვევს, ეს ახა­ლი არ არის, მაგ­რამ ზედ­მე­ტი არა­ფე­რი ვარ­გა, მათ შო­რის სექ­სიც (იცი­ნის)

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ნუგზარ ერგემლიძე: ''ბევრ მანდილოსანს მოსწონს, როცა ურტყამენ''

ნუგზარ ერგემლიძე: ''ბევრ მანდილოსანს მოსწონს, როცა ურტყამენ''

ნუგზარ ერგემლიძეს სტერეოტიპებსა და ტრადიციებზე სასაუბროდ შევხვდით. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად ერთგვაროვანი სადღეგრძელოები აღიზიანებს, ტერმინ გენდერულ თანასწორობაში კი სიტყვა ''თანასწორობის'' ჩანაცვლების სურვილი აქვს, თუმცა იმას კი ამბობს, ცოლის ცემა იმიტომ, რომ ერევი, არ შეიძლებაო.

- განსაკუთრებით მაღიზიანებს ერთი და იგივე, დაზეპირებული სადღეგრძელოები. თამადა ორიგინალური უნდა იყოს, მაგალითებით უნდა გაამდიდროს სათქმელი, ხან იუმორი უნდა ჩაურთოს, ხან - ცრემლი. ადრე იყო დაძალება, ყანწით დალევა, მაგრამ ახლა მგონი, ასეთები აღარ ხდება.

ყანწთან დაკავშირებით ერთი კარგი ამბავი მინდა გიამბოთ. 90-იან წლებში არქიტექტორმა მეგობრებმა ჩემთან მოიყვანეს თავიანთი კოლეგა, მაფიოზების ქვეყნიდან, მაგრამ ქართველებზე თქვა, აქ ისეთი ცოფიანი ხალხი დადის, ჩვენზე უარესები ყოფილხართო (იცინის). სტუმარს ყანწი გამოვუტანე, ჩვენი წინაპრების სასმისია-მეთქი ვუთხარი, თან ვიფიქრე, ეგზოტიკაში ჩამეთვლება-მეთქი, მაგრამ ამის დანახვაზე იცით, რა მიპასუხა? წინათ სიცილიაში ჩვენი სასმისიც ეს იყო, მაგრამ მერე ჭიქები გამოვიგონეთ, პირველად ჩვენც მაქედან ვსვამდითო (იცინის).

- როდესაც ინტერვიუზე შესათანხმებლად დაგირეკეთ, მითხარით, ქართულ ტრადიციას ვასრულებ, გასვენებაში ვარო. ამ კუთხით თუ არის ისეთი რამ, რაც არ მოგწონთ?

- ამ ბოლო დროს ისეთი დიდი ქელეხები აღარ იმართება, მხოლოდ ოჯახის წევრების გარმოცვაში იშლება სუფრა, ზოგჯერ, საერთოდაც არ აკეთებენ. საბჭოთა პერიოდში თავის გამოჩენის არეალი მცირე იყო, ამიტომ ადამიანებს უჩნდებოდათ სურვილი, დიდი სუფრით გამოეჩინათ თავი, ახლა ამან აქტუალობა დაკარგა. რელიგიურად რომ მივუდგეთ ამ საკითხს, მაშინ უცხო კაცმაც რომ დალიოს ერთი ჭიქა მიცვალებულის სახელზე, ესეც კი მადლია, მაგრამ ზოგადად, მგონია, ქელეხის ცნება სოფლებიდან მოდის. როდესაც ადამიანი მწუხარების გამოსახატავად ურმით ერთი რაიონიდან მეორეში მიდიოდა, დიდხანს მგზავრობდა, ზოგჯერ რამდენიმე დღეც კი, ახვედრებდნენ საჭმელს, ეს იყო სოციალური მომენტი, თუმცა მერე სახე იცვალა. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალება სამწუხარო ფაქტია, ამ თემას იუმორიც ახლავს ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მიცვალებული ასაკიანია. ასეთ შემთხვევაში რომ იკითხავენ, რით დაიღუპაო, ხუმრობით პასუხობენ, ცოტა ასაკმა შეუწყო ხელი, ცოტაც კიდევ ექიმები დაეხმარნენო, ბოლოს კი ეს ყველაფერი მრავალჟამიერში გადადის, რაც ნორმალური არაა.

- თანამედროვე ცხოვრებაში აქტუალური გახდა ინტერნეტი, რამაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ადამიანების ცხოვრებაში. როგორ უყურებთ ამ სოციალურ ''შემოტევას''?..

- ყველაფერს აქვს რამდენიმე მიზეზი და პასუხი. ამ კითხვის ერთი პასუხია თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა, რომლის დაკმაყოფილებაც სოციალური ქსელით კარგად შეიძლება, მეორეა ადამიანის რეალიზების ფაქტორი, ყველას არ იწვევენ ტელევიზებში, არ ეკითხებიან აზრს, სამაგიეროდ, სოციალური ქსელის სახით გამოჩნდა არენა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება. გარდა ამისა, ეს კონტაქტის მარტივი საშუალება გახდა, უკვე ორ-სამ ქორწილში ვარ ნამყოფი, წყვილმა კი სწორედ ინტერნეტით გაიცნო ერთმანეთი. თუმცა, გეტყვით, რომ პირადად მე ''ფეისბუქი'' გავაუქმე, რადგან ემოციურად მღლიდა. რამდენიმე მეგობარი განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთს წაეჩხუბა, ამ ყველაფერმა გამაღიზიანა და ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. ინტერნეტი რომ დამოკიდებულებას იწვევს, ეს ახალი არ არის, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა, მათ შორის სექსიც (იცინის)

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება