კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
74 წლის ტაქსისტი ბავშვს გაკვეთილების მომზადებას დაპირდა - რას ყვებიან 10 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობაზე ბათუმში
74 წლის ტაქსისტი ბავშვს გაკვეთილების მომზადებას დაპირდა - რას ყვებიან 10 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობაზე ბათუმში

ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე, 10 წლის მო­ზარ­დთან სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო 74 წლის მა­მა­კა­ცი, ტაქ­სის მძღო­ლი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მა­მა­კაც­მა მო­ზარ­დი ტაქსში მო­ტყუ­ე­ბით ჩას­ვა. მა­მა­კა­ცი მას გაკ­ვე­თი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას და­პირ­და. 10 წლის ბავ­შვი ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩაჯ­დო­მა­ზე უარს არ იტყო­და რად­გან, რო­გორც 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, "აქ ყვე­ლა ყვე­ლას იც­ნობს" და მა­მა­კა­ცის­გან, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და, დახ­მა­რე­ბა არ მო­ე­რი­დე­ბო­და.

ტაქ­სის მძღო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამა­ვე ქუ­ჩა­ზე აჩე­რე­ბენ ავ­ტო­მო­ბი­ლებს, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სა­უ­ბარს ერი­დე­ბი­ან და აცხა­დე­ბენ, რომ მათ­თვის გა­უ­გე­ბა­რია რა მოხ­და. მძღო­ლე­ბი 74 წლის მა­მა­კაცს და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ "ის ამის ჩამ­დე­ნი არ იყო".

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ზარ­დის დედა თურ­ქეთ­ში სა­მუ­შა­ოდ იმ­ყო­ფე­ბა, მამა ბავ­შვებ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. ის დღეს ალ­კოჰო­ლის მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა. რო­გორც ოჯა­ხის გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი აცხა­დე­ბენ, მა­მა­კა­ცი ხში­რად სვამს და 10 და 15 წლის მო­ზარ­დებ­ზე ძი­რი­თა­დად, 10 წლის ბავ­შვის ნათ­ლია ზრუ­ნავს. დღეს, ნათ­ლი­ამ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა. მან მხო­ლოდ ის აღ­ნიშ­ნა, რომ ბავ­შვი შე­ში­ნე­ბუ­ლია.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბა­რი და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის ოჯა­ხის წევ­რებ­მაც არ ისურ­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუმ­ში მო­ზარ­დთან სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო ტაქ­სის მძღო­ლი 140-ე და 141-ე მუხ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და­ა­კა­ვეს. 140-ე მუხ­ლი 16 წლის ასა­კის მი­უღ­წე­ველ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი სა­ხი­ა­თის ქმე­დე­ბას გუ­ლის­ხმობს, 141-ე კი - გარ­ყვნილ ქმე­დე­ბას.

ცოტა ხნის წინ ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში და­კა­ვე­ბუ­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დას­რულ­და. ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე და­ვით მა­მი­სე­იშ­ვილ­მა მო­ზარ­დის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი დ. ფ. პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა. მო­სა­მარ­თლემ პრო­კუ­რო­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­კი­თხის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის და იმის გამო, რომ საქ­მე­ში არას­რულ­წლოვ­ნი ფი­გუ­რი­რებ­და, სხდო­მა ნა­წი­ლობ­რივ და­ხუ­რა. "პრო­კუ­რო­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს და ბრალ­დე­ბულ დ. ფ-ს მი­მართ აღ­მკვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გა­მოყი­ნე­ბულ იქ­ნას პა­ტიმ­რო­ბა. ბრალ­დე­ბუ­ლი მო­თავ­სე­ბუ­ლი იქ­ნეს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში", - აღ­ნიშ­ნა მო­სა­მარ­თლემ.

მო­სა­მარ­თლის გან­ცხა­დე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ტკი­ცებს, რომ ბრალ­დე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლი 23 მარტს შუ­ა­დღის 15:00-დან 16:00 სა­ა­თე­ბის შუ­ა­ლედ­ში ჩა­ი­დი­ნა სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში, სა­დაც სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი ფორ­მით და­ამ­ყა­რა 16 წელს მი­უღ­წე­ველ პირ­თან და ჩა­ი­დი­ნა გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა. მო­სა­მარ­თლემ გან­მარ­ტა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე ფიქ­სირ­დე­ბა მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლად, რაც ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხე­ვა­ში 7-9 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ბო­რის გუ­რი­ე­ლი­ძე აცხა­დებს რომ, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი თავს დამ­ნა­შა­ვედ არ გრძნობს. "ეს არის კონ­ფე­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია და არ მაქვს უფ­ლე­ბა ვი­სა­უბ­რო. სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნის გა­სა­ჩივ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე შე­ვუ­თან­ხმდე­ბი ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს. ჩა­ტარ­დე­ბა ექ­სპერ­ტი­ზა, რისი მეშ­ვე­ო­ბი­თაც გა­ირ­კვე­ვა, ნამ­დვი­ლად ჩა­ი­დი­ნა თუ არა და­ნა­შა­უ­ლი ბრალ­დე­ბულ­მა", - აღ­ნიშ­ნა და­ვით გუ­რი­ე­ლი­ძემ. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, რო­გო­რია ბრალ­დე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ "ის არის 76 წელს მიღ­წე­უ­ლი და მთლად და­ლა­გე­ბუ­ლი არ არის".

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 16 მა­ისს 11:00 სა­ათ­ზე ჩა­ი­ნიშ­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

74 წლის ტაქსისტი ბავშვს გაკვეთილების მომზადებას დაპირდა - რას ყვებიან 10 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობაზე ბათუმში

74 წლის ტაქსისტი ბავშვს გაკვეთილების მომზადებას დაპირდა - რას ყვებიან 10 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობაზე ბათუმში

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 10 წლის მოზარდთან სექსუალური ძალადობის გამო 74 წლის მამაკაცი, ტაქსის მძღოლი დააკავეს.

როგორც "ამბები.გე"-სთვის გახდა ცნობილი, მამაკაცმა მოზარდი ტაქსში მოტყუებით ჩასვა. მამაკაცი მას გაკვეთილების მომზადებაში დახმარებას დაპირდა.  10 წლის ბავშვი ავტომობილში ჩაჯდომაზე უარს არ იტყოდა რადგან, როგორც 26 მაისის ქუჩაზე მცხოვრებლები აცხადებენ, "აქ ყველა ყველას იცნობს" და მამაკაცისგან, რომელიც წლების განმავლობაში მასწავლებლად მუშაობდა, დახმარება არ მოერიდებოდა.

ტაქსის მძღოლები, რომლებიც ამავე ქუჩაზე აჩერებენ ავტომობილებს, მომხდარის შესახებ საუბარს ერიდებიან და აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია რა მოხდა. მძღოლები 74 წლის მამაკაცს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ "ის ამის ჩამდენი არ იყო".

დაზარალებული მოზარდის დედა თურქეთში სამუშაოდ იმყოფება, მამა ბავშვებთან ერთად ცხოვრობს. ის დღეს ალკოჰოლის მოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. როგორც ოჯახის გარშემომყოფები აცხადებენ, მამაკაცი ხშირად სვამს და 10 და 15 წლის მოზარდებზე ძირითადად, 10 წლის ბავშვის ნათლია ზრუნავს. დღეს, ნათლიამ მომხდარის შესახებ საუბარი არ ისურვა. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ბავშვი შეშინებულია.

ჟურნალისტებთან საუბარი დაკავებული მამაკაცის ოჯახის წევრებმაც არ ისურვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში მოზარდთან სექსუალური ძალადობის გამო ტაქსის მძღოლი 140-ე და 141-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს. 140-ე მუხლი 16 წლის ასაკის მიუღწეველთან სექსუალური სახიათის ქმედებას გულისხმობს, 141-ე კი - გარყვნილ ქმედებას.

ცოტა ხნის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლოში  დაკავებულის სასამართლო პროცესი დასრულდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მოზარდის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული დ. ფ. პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე საკითხის კონფიდენციალობის და იმის გამო, რომ საქმეში არასრულწლოვნი ფიგურირებდა, სხდომა ნაწილობრივ დახურა. "პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და ბრალდებულ დ. ფ-ს მიმართ აღმკვეთის ღონისძიების სახით გამოყინებულ იქნას პატიმრობა. ბრალდებული მოთავსებული იქნეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში", - აღნიშნა მოსამართლემ.

მოსამართლის განცხადებით, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბრალდებულმა დანაშაული 23 მარტს შუადღის 15:00-დან 16:00 საათების შუალედში ჩაიდინა საკუთარ ავტომობილში, სადაც სქესობრივი კავშირი გაუკუღმართებული ფორმით დაამყარა 16 წელს მიუღწეველ პირთან და ჩაიდინა გარყვნილი ქმედება. მოსამართლემ განმარტა, რომ აღნიშნული საქმე ფიქსირდება მძიმე კატეგორიის დანაშაულად, რაც ბრალის დამტკიცების შემთხევაში 7-9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალდებულის ადვოკატი ბორის გურიელიძე აცხადებს რომ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ გრძნობს.  "ეს არის კონფედენციალური ინფორმაცია და არ მაქვს უფლება ვისაუბრო. სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების თაობაზე შევუთანხმდები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ჩატარდება ექსპერტიზა, რისი მეშვეობითაც გაირკვევა, ნამდვილად ჩაიდინა თუ არა დანაშაული ბრალდებულმა", - აღნიშნა დავით გურიელიძემ. ჟურნალისტების კითხვაზე, როგორია ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ადვოკატი აცხადებს, რომ "ის არის 76 წელს მიღწეული და მთლად დალაგებული არ არის".

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 მაისს 11:00 საათზე ჩაინიშნა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ