საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მოვიქცეთ თუ მგზავრობისას ცუდად ვხდებით?
როგორ უნდა მოვიქცეთ თუ მგზავრობისას ცუდად ვხდებით?

არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თათ­ვი­საც ყო­ველ­გვა­რი მგზავ­რო­ბა მძი­მე გა­მოც­დის ტოლ­ფა­სია. ზღვის და­ა­ვა­დე­ბას ანუ კი­ნე­ტოზს იწ­ვევს შიგ­ნი­თა ყურ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ვეს­ტი­ბუ­ლუ­რი აპა­რა­ტის ზედ­მე­ტი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა. რო­დე­საც გარ­შე­მო საგ­ნე­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში თვალ­წინ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან, ვი­თარ­დე­ბა სი­სუს­ტე, ოფ­ლი­ა­ნო­ბა, თავ­ბრუხ­ვე­ვა, გუ­ლის­რე­ვა, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბულ დის­კომ­ფორ­ტს იწ­ვევს შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი პირ­ღე­ბი­ნე­ბა.

ზღვის და­ა­ვა­დე­ბა აქვს ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბას. კოს­მო­ნავ­ტე­ბიც კი აღი­ა­რე­ბენ, რომ ზოგ­ჯერ ვეს­ტი­ბუ­ლურ აპა­რატს ვერ იმორ­ჩი­ლე­ბენ. სავ­სე­ბით ბედ­ნი­ერ მოგ­ზა­უ­რე­ბად თავი შე­უძ­ლია იგ­რძნოს ადა­მი­ან­თა მხო­ლოდ 6-8%-ს - მათ არა­სო­დეს აწუ­ხებთ კი­ნე­ტო­ზი. რყე­ვა ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ვნებს 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლებს, ყვე­ლა­ზე მგრძნო­ბი­ა­რე­ნი კი ბავ­შვე­ბი არი­ან, გო­გო­ნე­ბი - უფრო მე­ტად. ბი­ჭუ­ნე­ბი რყე­ვას ორ წლამ­დე სა­ერ­თოდ ვერ გრძნო­ბენ. სწო­რედ ამი­ტომ არის, რომ მათ ასე უყ­ვართ აკ­ვნე­ბი, სა­ქა­ნე­ლე­ბი, კა­რუ­სე­ლე­ბი. მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი მოზ­რდი­ლის­თვის ბზრი­ა­ლა ატ­რაქ­ცი­ო­ნის შე­ხედ­ვაც საკ­მა­რი­სია, რომ გული აე­რი­ოს. ყო­ველ­გვა­რი ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბა პრობ­ლე­მაა მათ­თვის, ვი­საც სა­ნაღ­ვლე გზე­ბის დის­კი­ნე­ზია აქვს.

რო­გორ მო­ვიქ­ცეთ?

მგზავ­რო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გა­ა­ვარ­ჯი­შეთ ვეს­ტი­ბუ­ლუ­რი აპა­რა­ტი.

  • შე­ას­რუ­ლეთ გა­დახ­რე­ბი წინ და გვერ­დზე, თა­ნაბ­რად და მსუ­ბუ­ქად ატ­რი­ა­ლეთ თავი.
  • და­წე­ქით მუ­ცელ­ზე, თავი დივ­ნი­დან ჩა­მო­კი­დეთ, მერე სწრა­ფად ას­წი­ეთ ისე, რომ და­ჭი­მოთ ნი­კა­პი.
  • აუზ­ში ცურ­ვი­სას სა­კუ­თარ თავს შე­უქ­მე­ნით "ხე­ლოვ­ნუ­რი რწე­ვის" პი­რო­ბე­ბი: ხე­ლის ყო­ვე­ლი მოს­მი­სას სხე­უ­ლი მო­აბ­რუ­ნეთ ხან ერთ, ხან მე­ო­რე მხა­რეს.
  • იცეკ­ვეთ ვალ­სი.
  • მგზავ­რო­ბამ­დე ერთი-ორი კვი­რით ადრე და­ი­წყეთ ელე­უ­ტე­რო­კო­კის ექ­სტრაქ­ტის მი­ღე­ბა: 30 წვე­თი ორ-სამ­ჯერ დღე­ში.

მგზავ­რო­ბის წინ

  • კარ­გად გა­მო­ი­ძი­ნეთ.
  • მგზავ­რო­ბამ­დე 1,5-2 სა­ა­თით მსუ­ბუ­ქად წა­ი­ხემ­სეთ.
  • არ მოს­წი­ოთ, არ მი­ღოთ ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი - ისი­ნი და­ამ­ძი­მე­ბენ რყე­ვას.
  • ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ მკვეთ­სუ­ნი­ან პარ­ფი­უ­მე­რი­ას - სუნ­მა შე­საძ­ლოა პრო­ვო­ცი­რე­ბა გა­უ­წი­ოს გუ­ლის­რე­ვის, პირ­ღე­ბი­ნე­ბი­სა და თა­ვის ტკი­ვი­ლის შე­ტე­ვას.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ მგზავრობისას ცუდად ვხდებით?

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ მგზავრობისას ცუდად ვხდებით?

არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც ყოველგვარი მგზავრობა მძიმე გამოცდის ტოლფასია. ზღვის დაავადებას ანუ კინეტოზს იწვევს შიგნითა ყურში განთავსებული ვესტიბულური აპარატის ზედმეტი გაღიზიანება. როდესაც გარშემო საგნები დიდი ხნის განმავლობაში თვალწინ გადაადგილდებიან, ვითარდება სისუსტე, ოფლიანობა, თავბრუხვევა, გულისრევა, მაგრამ განსაკუთრებულ დისკომფორტს იწვევს შეუჩერებელი პირღებინება.

ზღვის დაავადება აქვს ადამიანთა უმეტესობას. კოსმონავტებიც კი აღიარებენ, რომ ზოგჯერ ვესტიბულურ აპარატს ვერ იმორჩილებენ. სავსებით ბედნიერ მოგზაურებად თავი შეუძლია იგრძნოს ადამიანთა მხოლოდ 6-8%-ს - მათ არასოდეს აწუხებთ კინეტოზი. რყევა ყველაზე ნაკლებად ვნებს 60 წელს გადაცილებულებს, ყველაზე მგრძნობიარენი კი ბავშვები არიან, გოგონები - უფრო მეტად. ბიჭუნები რყევას ორ წლამდე საერთოდ ვერ გრძნობენ. სწორედ ამიტომ არის, რომ მათ ასე უყვართ აკვნები, საქანელები, კარუსელები. მაგრამ ზოგიერთი მოზრდილისთვის ბზრიალა ატრაქციონის შეხედვაც საკმარისია, რომ გული აერიოს. ყოველგვარი ტრანსპორტით მგზავრობა პრობლემაა მათთვის, ვისაც სანაღვლე გზების დისკინეზია აქვს.

როგორ მოვიქცეთ?

მგზავრობამდე რამდენიმე დღით ადრე გაავარჯიშეთ ვესტიბულური აპარატი.

  • შეასრულეთ გადახრები წინ და გვერდზე, თანაბრად და მსუბუქად ატრიალეთ თავი.
  • დაწექით მუცელზე, თავი დივნიდან ჩამოკიდეთ, მერე სწრაფად ასწიეთ ისე, რომ დაჭიმოთ ნიკაპი.
  • აუზში ცურვისას საკუთარ თავს შეუქმენით “ხელოვნური რწევის” პირობები: ხელის ყოველი მოსმისას სხეული მოაბრუნეთ ხან ერთ, ხან მეორე მხარეს.
  • იცეკვეთ ვალსი.
  • მგზავრობამდე ერთი-ორი კვირით ადრე დაიწყეთ ელეუტეროკოკის ექსტრაქტის მიღება: 30 წვეთი ორ-სამჯერ დღეში.

მგზავრობის წინ

  • კარგად გამოიძინეთ.
  • მგზავრობამდე 1,5-2 საათით მსუბუქად წაიხემსეთ.
  • არ მოსწიოთ, არ მიღოთ ალკოჰოლური სასმელი - ისინი დაამძიმებენ რყევას.
  • ნუ გამოიყენებთ მკვეთსუნიან პარფიუმერიას - სუნმა შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს გულისრევის, პირღებინებისა და თავის ტკივილის შეტევას.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს