მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაუგონარი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები
გაუგონარი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები

შო­კის მომ­გვრე­ლი და­ნა­შა­უ­ლი გა­სულ კვი­რას მარ­ნე­უ­ლის სო­ფელ თა­მა­რის­ში მოხ­და. 17 წლის მა­ნა­ნა ნა­დი­ბა­ი­ძე მე­ზო­ბელ­მა სა­ში­ნე­ლი წა­მე­ბით მოკ­ლა.

გო­გო­ნა 23 მარტს მი­ა­ბა­რეს მი­წას. დაკ­რძალ­ვის მე­ო­რე დღეს მარ­ნე­უ­ლი­დან სო­ფელ თა­მა­რის­ში სოფ­ლის ავ­ტო­ბუ­სით ჩა­ვე­დი. ავ­ტო­ბუ­სის მგზავ­რე­ბი მა­ნა­ნას სა­ში­ნელ მკვლე­ლო­ბა­ზე თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი ლა­პა­რა­კობ­დნენ. "ცო­ცხლად უნდა დაწ­ვა ის გა­რე­წა­რი მკვლე­ლი, რო­გორ არ მოგ­ვცა პო­ლი­ცი­ამ მისი ჩა­ქოლ­ვის უფ­ლე­ბა, რო­გორ უნდა იცო­ცხლოს? წა­მე­ბით მოკ­ლა ბავ­შვი და გაგ­ვა­ნად­გუ­რა მთე­ლი სო­ფე­ლი", - ამ­ბობ­და ქალ­ბა­ტო­ნი. მას სხვე­ბიც და­ე­თან­ხმნენ. "ან­გე­ლო­ზი­ვით გოგო მოკ­ლა იმ არა­ა­და­მი­ან­მა. ალ­ბათ ცი­ხე­ში არ გა­ა­ხა­რე­ბენ, წა­მე­ბა­ში უნდა ამოხ­დეს სული. ისე და­ა­სა­ხიჩ­რა ულა­მა­ზე­სი ბავ­შვი, სა­წყა­ლი დედა მოკ­ლულ შვილს ვერ ეფე­რე­ბო­და. და­ვიწ­ვი მისი სა­ცო­და­ო­ბით, ვინ იფიქ­რებ­და, რომ მუ­რა­და ამის ჩამ­დე­ნი იყო?" - აღ­ნიშ­ნა მე­ო­რემ.

ხალ­ხის რე­აქ­ცია ბუ­ნებ­რი­ვი იყო. ამაზ­რზენ და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი ხომ მათი თა­ნა­სოფ­ლე­ლი, 51 წლის მუ­რად წიკ­ლა­უ­რია.

იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს სახ­ლში მარ­ტო იყო 17 წლის მა­ნა­ნა ნა­დი­ბა­ი­ძე. ამით ისარ­გებ­ლა მო­ძა­ლა­დემ და გო­გო­ნა სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შე­ათ­რია. სა­ვა­რა­უ­დოდ, იქ მისი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა სცა­და. მო­ძა­ლა­დეს გო­გო­ნა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას რომ უწევ­და, ამას მკვლე­ლის სა­ხე­სა და სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ადას­ტუ­რებს. ალ­ბათ მაქ­სი­მა­ლუ­რად უძა­ლი­ან­დე­ბო­და მხე­ცად ქცე­ულ მა­მა­კაცს. მან გო­გო­ნა არ და­ინ­დო... თა­ვის­სა­ვე თვალ­წინ გაზ­რდილ გო­გო­ნას თავ­ში ურო ჩა­არ­ტყა, ბო­ლოს და­ნით ყელი გა­მოს­ჭრა. ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა ჩა­დე­ნი­ლი სი­სას­ტი­კე. მკვლელ­მა ცხე­და­რი ხე­ლის ური­კა­ზე დადო, ზე­მო­დან თივა და­ა­ყა­რა, ვინ­მეს რომ არ და­ე­ნა­ხა და ასე გა­ი­ტა­ნა ნა­დი­ბა­ი­ძე­ე­ბის სახ­ლი­დან. ამის შემ­დეგ სა­კუ­თა­რი სახ­ლის უკან პა­ტა­რა ორმო ამო­თხა­რა, ეზო­ში ცე­ცხლი და­ან­თო, გო­გო­ნას გვა­მი დაწ­ვა, შემ­დეგ კი დარ­ჩე­ნი­ლი სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი ორ­მო­ში ჩა­მარ­ხა. ბო­როტ­მოქ­მედს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არც კვა­ლის წაშ­ლა და­ვი­წყე­ბია - სა­ა­ბა­ზა­ნო­ში სის­ხლი მო­რე­ცხა, მაგ­რამ ეტყო­ბა, სიჩ­ქა­რე­ში ყვე­ლა­ფე­რი ვერ გათ­ვა­ლა. მკვლელს ყვე­ლა­ფე­რი გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი ეგო­ნა და ვერც წარ­მო­იდ­გენ­და, მისი და­ნა­შა­უ­ლი ასე ოპე­რა­ტი­უ­ლად თუ გამ­ჟღავ­ნდე­ბო­და.

ამ სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი და­ნა­შა­უ­ლის შემ­დეგ, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მუ­რად წიკ­ლა­უ­რი მა­ღა­ზი­ა­ში მი­ვი­და პუ­რის, ძეხ­ვი­სა და სი­გა­რე­ტის სა­ყიდ­ლად. და­მალ­ვა და სოფ­ლი­დან გაქ­ცე­ვა არ უც­დია, უფრო მე­ტიც - მე­ზობ­ლის სახ­ლში გა­და­ვი­და და გო­გო­ნას მიერ მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის და­ფარ­ვა "ზე­ლი­ონ­კით" სცა­და. მა­ნა­ნას ძებ­ნა მშობ­ლებ­მა სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, დღის 4-ის ნა­ხე­ვარ­ზე და­ი­წყეს. დე­დამ მი­სა­ღებ ოთახ­ში ტე­ლე­ვი­ზორ­თან წე­რი­ლი იპო­ვა, თით­ქოს მა­ნა­ნა სწერ­და: "დედა, მე ჩემს მე­გო­ბარ ბიჭს ცო­ლად მივ­ყვე­ბი". დედა მა­შინ­ვე მიხ­ვდა, რომ ეს მისი შვი­ლის ხელ­წე­რას არ ჰგავ­და. იმა­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მის ქა­ლიშ­ვი­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ჰყავ­და, მაგ­რამ ურ­ჩი­ეს, გა­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყო და ხმა­უ­რის გა­რე­შე გა­ერ­კვია, მარ­თლა ხომ არ გა­თხოვ­და.

ყო­ველ­გვარ ზღვარს გას­ცდა დამ­ნა­შა­ვის ქმე­დე­ბა: ის ნა­დი­ბა­ი­ძე­ე­ბის ოჯახ­ში მი­ვი­და. გო­გო­ნას მშობ­ლებს არ­წმუ­ნებ­და, რომ მათი ქა­ლიშ­ვი­ლი ალ­ბათ გა­თხოვ­და და არ ეხ­მა­უ­რათ. დე­დამ ხმა­უ­რი მა­შინ­ვე ატე­ხა, როცა სა­ა­ბა­ზა­ნოს კედ­ლებ­სა და სა­რე­ცხ მან­ქა­ნა­ზე სის­ხლის შხე­ფე­ბი ნახა. პო­ლი­ცი­აც გა­მო­ი­ძა­ხა. წიკ­ლა­ურს არც მა­შინ უც­დია და­მალ­ვა. მა­ნა­ნა ნა­დი­ბა­ი­ძის მა­მას ვი­თომ გულ­შე­მატ­კივ­რობ­და და პო­ლი­ცი­ა­ში და­სა­კი­თხად ისიც გაჰ­ყვა. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი მოკ­ლუ­ლის მა­მას­თან ერ­თად გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იჯდა და თურ­მე გო­გო­ნას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ვერ­სი­ებს თხზავ­და.

ძა­ლო­ვა­ნებ­მა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას კი­ნო­ლო­გე­ბი გა­მო­ი­ძა­ხეს და და­ნა­შა­უ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლად გახ­სნეს. ძაღ­ლმა კვა­ლი აიღო და პირ­და­პირ წიკ­ლა­უ­რის სახ­ლში იმ ად­გი­ლას მი­ვი­და, სა­დაც გო­გო­ნას ცხე­და­რი იყო და­მარ­ხუ­ლი.

როცა და­ნა­შა­უ­ლი გა­იხ­სნა, მკვლე­ლი მა­ნა­ნას მა­მას­თან ერ­თად ისევ პო­ლი­ცი­ა­ში იყო. იქვე და­ა­კა­ვეს და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის­თვის ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს. თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბის თქმით, და­კა­ვე­ბულ­მა აღი­ა­რა ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი. მისი სახ­ლის სხვე­ნი­დან ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს ის სის­ხლი­ა­ნი ტან­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც დამ­ნა­შა­ვეს მკვლე­ლო­ბის დროს ეცვა. წიკ­ლა­უ­რის სა­პირ­ფა­რე­შო­ში კი იპო­ვეს მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღიც - დანა, რო­მე­ლიც მოკ­ლუ­ლის ოჯახ­ში ჰქონ­და აღე­ბუ­ლი. მან უროც და "ტა­ჩკაც" კი ნა­დი­ბა­ი­ძე­ე­ბის გა­მო­ი­ყე­ნა.

მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ლინ­ჩის წე­სით გა­სა­მარ­თლე­ბას ისევ ითხო­ვენ თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი. მათ მარ­ნე­უ­ლის პო­ლი­ცი­ის წინ აქ­ცი­აც გა­მარ­თეს. დამ­ნა­შა­ვე სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგე­ბა და მთე­ლი სო­ფე­ლი იქ აპი­რებს მის­ვლას. ყვე­ლას ერთი კი­თხვა აქვს მო­ძა­ლა­დეს­თან: რა­ტომ გა­ი­მე­ტა ასე სა­დის­ტუ­რი წა­მე­ბის­თვის 17 წლის გო­გო­ნა, რომ­ლის ოჯა­ხიც მას მუ­დამ ცხე­ლი კერ­ძე­ბით უმას­პინ­ძლდე­ბო­და?

მა­ნა­ნას დე­დას, მთვა­რი­სას, შვილ­ზე წარ­სულ დრო­ში სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და. ოთა­ხი­დან მოთ­ქმა-გო­დე­ბით შვი­ლის გა­დი­დე­ბუ­ლი ფოტო ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი გა­მო­ი­ტა­ნა და სუ­რათს ეფე­რე­ბო­და.

- მკვლელ­მა მი­თხრას, რა და­ვუ­შა­ვეთ ისე­თი, რომ ასე გაგ­ვამ­წა­რა? ოჯა­ხის წევ­რი­ვით გვყავ­და, ჩვენ­თან იყო სულ, საჭ­მელს ვაჭ­მევ­დით. გვე­ცო­დე­ბო­და, მარ­ტო­ხე­ლა რომ იყო. ცოლს გას­ცილ­და, შვი­ლიც გა­აგ­დო... დღე­ში 15-ჯერ რომ მო­სუ­ლი­ყო ჩვენ­თან, მა­ნა­ნა ან საჭ­მელს, ან ყა­ვას სთა­ვა­ზობ­და. ნა­თელ­მი­რო­ნო­ბაც გვა­კავ­ში­რებ­და მის ოჯახ­თან. ტან­საც­მელ­საც ჩვენ ვუ­რე­ცხავ­დით და ჩემი მა­მამ­თი­ლის აბა­ზა­ნა­ში ბა­ნა­ობ­და. ამას ვინ იფიქ­რებ­და?! თქვენ არ იცით, რო­გო­რი შვი­ლი მო­მიკ­ლა. XI კლას­ში სწავ­ლობ­და მან­ჩო. მო­წი­ნა­ვე მოს­წავ­ლე იყო. კონ­კურ­სებ­ში იმარ­ჯვებ­და სულ, უმაღ­ლეს­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად ემ­ზა­დე­ბო­და. ყვე­ლას უყ­ვარ­და. მა­მა­მისს სულ ეუბ­ნე­ბო­და, - ნუ გე­ში­ნია, უფა­სო­ზე ჩა­ვა­ბა­რებ და შენ არ მო­გი­წევს სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დაო. მხო­ლოდ ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­თან და­დი­ო­და, და­ნარ­ჩენ საგ­ნებს თვი­თონ ამ­ზა­დებ­და. სა­ბან­კო საქ­მე იტა­ცებ­და.

- ქალ­ბა­ტო­ნო მთვა­რი­სა, იმ დღეს მა­ნა­ნა სკო­ლა­ში არ წა­სუ­ლა?

- მთე­ლი ოჯა­ხი კარ­ტო­ფი­ლის და­სა­თე­სად დი­ლის 11 სა­ათ­ზე წა­ვე­დით. მან­ჩო არ წა­სუ­ლა სკო­ლა­ში, მი­თხრა, - დე­დი­კო, საჭ­მელს მე და­გახ­ვედ­რებთ, აქა­უ­რო­ბა­საც მი­ვა­ლა­გე­ბო. რა უნდა მე­ფიქ­რა? 17 წლის შვი­ლი სა­კუ­თარ სახ­ლში მარ­ტო არ უნდა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა? 4-ის ნა­ხე­ვარ­ზე მო­ვე­დით სახ­ლში. მან­ჩო არ დამ­ხვდა. სახ­ლში ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­კე­თე­ბე­ლი იყო. მა­გი­და­ზე მხო­ლოდ გაც­რი­ლი პუ­რის ფქვი­ლი იდო. ბავ­შვმა ფქვი­ლი გაც­რა და ლო­ბი­ა­ნის ცხო­ბას აპი­რებ­და. ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა იცო­და. ტე­ლე­ვი­ზო­რის მა­გი­დას­თან დამ­ხვდა წე­რი­ლი. რომ წა­ვი­კი­თხე, მა­შინ­ვე მივ­ხვდი, მა­ნა­ნას და­წე­რი­ლი არ იყო. ჩემი შვი­ლი ძა­ლი­ან ლა­მა­ზად წერ­და. არც არა­ფერს მი­მა­ლავ­და, და­ქა­ლე­ბი­ვით ვი­ყა­ვით და მე­ცო­დი­ნე­ბო­და, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რომ ჰყო­ლო­და. უცებ გა­ვი­ფიქ­რე, - ეტყო­ბა, გა­მე­ხუმ­რა და და­ქა­ლებ­თან წა­ვი­და-მეთ­ქი. ერთ-ერთი მისი მე­გო­ბა­რი, მკვლე­ლის ძმის­შვი­ლია. მა­მა­მი­სი სულ ამ­ბობ­და, - მან­ჩო შვი­ლი­ვით მიყ­ვარ­სო. მან­ჩოს ტე­ლე­ფონ­ზე დავ­რე­კე, სახ­ლში იყო. ფან­ჯრის რა­ფა­ზე იცო­და ჩა­მო­დე­ბა და იქ დამ­ხვდა. მა­ინც იმე­დი მქონ­და, რომ მე­გობ­რებ­თან იყო და სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შე­ვე­დი. იქ სა­რე­ცხ მან­ქა­ნა­ში სა­რე­ცხი მქონ­და შეყ­რი­ლი და ვი­ფიქ­რე, - უცებ სა­რე­ცხს გავ­ფენ-მეთ­ქი. კარი რომ შე­ვა­ღე, გავ­გიჟ­დი, და­ლე­წი­ლი სკა­მი ძირს ეგდო, მან­ქა­ნა­სა და კედ­ლებ­ზე ყველ­გან სის­ხლის წვე­თე­ბი იყო მის­ხმუ­ლი. ბავ­შვის ჩუს­ტე­ბი, რო­მე­ლიც უნდა სცმო­და, აქეთ-იქით ეყა­რა. სას­წრა­ფოდ გა­მო­ვი­ქე­ცი და ჩემს ქმარს ვუ­თხა­რი, - ჩვენს თავს რა­ღაც უბე­დუ­რე­ბა ხდე­ბა, სა­ა­ბა­ზა­ნო­ში ყვე­ლა­ფე­რი მი­ლე­წი­ლია-მეთ­ქი. ისიც გა­მო­იქ­ცა. ნახა, მაგ­რამ მა­ინც ამ­ბობ­და, - და­ი­ცა, იქ­ნებ მარ­თლა ვინ­მეს გაჰ­ყვა ბავ­შვიო. წე­რილს რომ და­ხე­და, მა­ნაც თქვა, - არა მგო­ნია, მა­ნა­ნას და­წე­რი­ლი იყოს, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლით და­ა­წე­რი­ნე­სო. არ ვიცი რა­ტომ, მაგ­რამ გული მე­უბ­ნე­ბო­და, რომ მუ­რა­დას გა­კე­თე­ბუ­ლი იყო სა­ში­ნე­ლე­ბა.

- მა­ინ­ცდა­მა­ინც მას­ზე რა­ტომ ფიქ­რობ­დით?

- არ ვიცი, არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ მქონ­და, მაგ­რამ გული ასე მკარ­ნა­ხობ­და. თან ამ დროს მუ­რა­და შე­მო­ვარ­და და თქვა, - ნუ ხმა­უ­რობთ, ეტყო­ბა, ვი­ღა­ცას გაჰ­ყვა, და­წყნარ­დით, ხომ ხე­დავთ, წე­რი­ლიც და­უ­წე­რი­აო. მუ­რა­დას სა­ხე­ზე "ზე­ლი­ონ­კა" ესვა და ჩემ­მა ბიჭ­მა ჰკი­თხა, - რა მო­გი­ვი­დაო? მა­შინ რა ვი­ცო­დი, მკვლე­ლი წინ რომ მედ­გა და ჩემ­მა შვილ­მა და­უ­კაწ­რა სახე. - ში­ფე­რი ჩა­მო­ვარ­და, მავ­თულს და­ე­ცა და სახე და­მე­კაწ­რაო. რომ შევ­ხე­დე ამ კაცს, ისევ არ მე­სი­ა­მოვ­ნა. ჩემს ქმარს ვუ­თხა­რი, - ეს არის გამ­კე­თე­ბე­ლი-მეთ­ქი. - და­ი­ცა­დე, ბო­რო­ტე­ბას ნუ ჩა­მა­დე­ნი­ნებ, იქ­ნებ ბავ­შვი მარ­თლა ვინ­მეს გაჰ­ყვაო, - მი­თხრა ღვთი­სომ. სის­ხლი რომ ვნა­ხე, ვფიქ­რობ­დი, ეტყო­ბა, ბავ­შვი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა და ალ­ბათ მერე მან­ჩო თა­ვის მო­საკ­ლა­ვად წა­ვი­და-მეთ­ქი. რას ვი­ფიქ­რებ­დი, რომ შვი­ლი აღარ მყავ­და? ვამ­ტკი­ცებ­დი, - არ ჰყავ­და ჩემს შვილს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი-მეთ­ქი, მაგ­რამ არა­ვინ მი­ჯე­რებ­და. სახ­ლში ტან­საც­მე­ლი დავ­ძებ­ნე, ყვე­ლა­ფე­რი იქ იყო. პო­ლი­ცი­აც მო­ვი­და. ყვე­ლას ის წე­რი­ლი აბ­ნევ­და. თურ­მე მკვლელ­მა და­ტო­ვა ეს წე­რი­ლი კვა­ლის ასაბ­ნე­ვად. ის გა­რე­წა­რი ჩემს ქმარს გვერ­დი­დან არ შორ­დე­ბო­და, პო­ლი­ცი­ა­ში რომ წა­ვი­და, იქაც გაჰ­ყვა რო­გორც მოწ­მე. ამ­ბობ­და, - მე ვნა­ხე, სახ­ლის­კენ რომ მი­დი­ო­დაო. ამ დროს თურ­მე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი ვყავ­დით. ბავ­შვის ცხედ­რის­თვის ცე­ცხლიც კი წა­უ­კი­დე­ბია, ისე და­მა­ლავ­და, ალ­ბათ შვი­ლის საფ­ლა­ვიც არ მექ­ნე­ბო­და. პო­ლი­ცი­ა­ში რომ მი­დი­ო­და, ჩემს ქმარს ვუ­თხა­რი, - ერთი სი­ტყვით მა­ინც ახ­სე­ნე მუ­რა­და-მეთ­ქი, მაგ­რამ მა­ინც არ თქვა. კა­რა­და­ში 15 ლარი და ხურ­დე­ბი მედო. ჩემი ქმა­რი პო­ლი­ცი­ა­ში რომ მი­დი­ო­და, მი­თხრა, - გზის ფული მო­მე­ციო. უჯრა რომ გავ­ხსე­ნი, ის ფული იქ არ იდო. ესეც სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­კე­თა, რომ მე­ფიქ­რა, ბავ­შვი წა­ვი­და და გზის ფული წა­ი­ღო. გარ­და ამი­სა, უჯ­რა­ში 400 ლა­რიც მედო, მაგ­რამ ის ად­გილ­ზე დამ­ხვდა.

- იქ­ნებ რა­ი­მე წინა პი­რო­ბა მა­ინც არ­სე­ბობ­და, მას­ზე რომ ეჭ­ვობ­დით?

- არა­ნა­ი­რი, პირი­ქით, ჩემს შვი­ლებს ფულ­საც ჩუქ­ნი­და. სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი, - ჩემს ბავ­შვებს არა­ფე­რი აკ­ლი­ათ და შენს შვი­ლიშ­ვი­ლებს მი­ხე­დე-მეთ­ქი. 4 შვი­ლი მყავს, ორი ბიჭი და ორი გოგო. ოთხი­ვეს ჩუქ­ნი­და. ამ­ბობ­და, - თქვენ რომ ზრუ­ნავთ ჩემ­ზე, მეც მინ­და გა­ვა­ხა­რო ბავ­შვე­ბიო... და­ბა­დე­ბის დღის წინა დღე­ებ­ში მან­ჩოს ხა­ლა­თი მო­უ­ტა­ნა და აჩუ­ქა. ჩემი შვი­ლის ცხე­და­რი მეს­ვე­ნა, მთე­ლი სოფ­ლის ახალ­გაზ­რდო­ბა უთევ­და ღა­მეს. ღა­მით მო­ვა­ხერ­ხე გა­პარ­ვა, მისი ნა­ჩუ­ქა­რი ხა­ლა­თი წა­ვი­ღე. მკვლე­ლის სახ­ლში შე­ვე­დი, ოთახ­ში და­ვაგ­დე ხა­ლა­თი, ბენ­ზი­ნი მო­ვას­ხი და გა­დავ­ბუ­გე იქა­უ­რო­ბა. ცა­რი­ე­ლი კედ­ლე­ბი დარ­ჩა, მაგ­რამ ეს რას მიშ­ვე­ლის? შვი­ლი წა­მე­ბით მო­მიკ­ლა და ესეც არ აკ­მა­რა... შვილს ვერ ვე­ფე­რე­ბო­დი, მო­ფე­რე­ბის უფ­ლე­ბაც არ და­მი­ტო­ვა, ისე და­მი­სა­ხიჩ­რა შვი­ლი. ჩემ­მა მე­უღ­ლემ დამ­წვა­რი შვი­ლი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე ნახა და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. მი­თხრა, - ცხე­დარს არ გა­ე­კა­როო. ტან­საც­მე­ლი ვერ ჩა­აც­ვეს ბავ­შვს, ისე იყო და­ნახ­ში­რე­ბუ­ლი. ასე გა­მამ­წა­რა. თვა­ლე­ბი უნდა ამოვ­თხა­რო! იმი­ტომ მოგ­ვექ­ცა ასე, სი­კე­თეს რომ ვუ­კე­თებ­დით?

ოჯახ­ში შეკ­რე­ბილ­მა მე­ზობ­ლებ­მა დამ­ნა­შა­ვის მიერ ადრე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბიც გა­იხ­სე­ნეს. მათი თქმით, წიკ­ლა­უ­რი მკვლე­ლო­ბის­თვის ად­რე­ცაა ნა­სა­მარ­თლე­ვი.

"იაგო ჰქვია, მუ­რა­დას ვე­ძახ­დით. თი­ა­ნე­თი­დან არი­ან წარ­მო­შო­ბით. 3 შვი­ლი ჰყავ­დათ მის მშობ­ლებს. დე­და­მი­სი მე­უღ­ლეს გა­შორ­და და ამ სო­ფელ­ში გა­ზარ­და 3 შვი­ლი. ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე ქალი იყო, მაგ­რამ ეს უვარ­გი­სი ჰყავ­და. რომ არ მო­ე­პა­რა ვინ­მეს­თვის რამე, არ შე­იძ­ლე­ბო­და. ოჯა­ხის და­ნა­ზო­გიც კი მოჰ­პა­რა დე­და­მისს. მკვლე­ლო­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვია რუ­სეთ­ში, თურ­მე სა­წყობ­ში კაცი დაწ­ვა. 9 წელი იჯდა. იმ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში იძებ­ნე­ბო­და ქურ­დო­ბის­თვის. სა­კონ­სერ­ვო ქარ­ხნი­დან ერთი ტრა­ი­ლე­რი შა­ქა­რი მო­ი­პა­რა. იქი­დან რომ დაბ­რუნ­და, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ცო­ლის მკვლე­ლო­ბა სცა­და. პირი სკო­ჩით აუკ­რა და ყე­ლის გა­მოჭ­რას აპი­რებ­და, მაგ­რამ ქალ­მა თა­ვის დაღ­წე­ვა სცა­და, რა დრო­საც დანა შუბ­ლზე და­უს­ვა. მა­შინ მთე­ლი სო­ფე­ლი დად­გა ფეხ­ზე და არ და­ა­ჭე­რი­ნეს ეს სა­სიკ­ვდი­ლე. და­იც­ვეს, რად­გან ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­და. ახლა კი ეს სა­ში­ნე­ლე­ბა და­ატ­რი­ა­ლა. ცოლს წლე­ბია, გა­ცი­ლე­ბუ­ლია. მისი გოგო ჩვენს სო­ფელ­შია გა­თხო­ვი­ლი. მან­ჩოს მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ თურ­მე მან თა­ვის მოკ­ვლა სცა­და და გა­და­არ­ჩი­ნეს. უთ­ქვამს, - ამ სო­ფელ­ში ვერ ვი­ცხოვ­რებ, მე­ზობ­ლებს ვერ და­ვე­ნახ­ვე­ბიო, და ორ შვილ­თან ერ­თად წა­სუ­ლია სოფ­ლი­დან. სა­ში­ნელ დღე­შია მისი ძმაც. მისი შვი­ლის მე­გო­ბა­რი იყო მან­ჩო. ის კაცი ლო­გი­ნად არის ჩა­ვარ­დნი­ლი ამ ამ­ბის მერე. მის ბიჭს, გი­ორ­გის უთ­ქვამს, - მამა, მე ამ სო­ფელ­ში ვერ გა­ვივ­ლი, მრცხვე­ნი­აო. ასე გა­ა­ნად­გუ­რა სა­ნა­თე­სა­ვოც... ეს კაცი არ აჩე­რებ­და ხე­ლებს, ყველ­გან ყვე­ლა­ფე­რი იკარ­გე­ბო­და. მე­ზო­ბელს არა­ყი გა­მო­უ­ხა­და და იმა­ვე სა­ღა­მოს მოჰ­პა­რა. მარ­ტო რომ იყო, სო­ფელ­ში ყვე­ლას ეცო­დე­ბო­და, ყვე­ლა ეძახ­და საჭ­მელ­ზე. მუ­შად მუ­შა­ობ­და. ნა­დი­ბა­ი­ძე­ე­ბიც სულ უხ­დიდ­ნენ ქი­რის ფულს. იმ დღე­საც უნდა გაჰ­ყო­ლო­და სა­მუ­შა­ოდ, მაგ­რამ უთ­ქვამს, - ჩემი საქ­მე მაქვს და დღეს ვერ წა­მო­ვა­ლო. იცით, თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბის ნდო­ბა რო­გორ და­იბ­რუ­ნა? წლე­ბის წინ მის ბი­ძაშ­ვილს თირკმლის გა­და­ნერგვა დას­ჭირ­და. მა­შინ თა­ვი­სი თირკმე­ლი გა­და­უ­ნერ­გა. მარ­თა­ლია, ის ბიჭი ვერ გა­დარ­ჩა, მაგ­რამ ამ ამ­ბის მერე ყვე­ლა პა­ტივს სცემ­და", - მი­თხრა მე­ზო­ბელ­მა.

- ახლა ვიხ­სე­ნებთ, როცა მას ცოლ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა ჰქონ­და, ის ქალი იძახ­და, ეს კაცი სა­ზი­ზღა­რია, სა­კუ­თა­რი ქა­ლიშ­ვი­ლი რო­გორ იბანს, იმას უყუ­რებს ფან­ჯრი­და­ნო. მა­შინ ვი­ფიქ­რეთ, რომ იგო­ნებ­და. მსგავს რა­მე­ში არას­დროს არა­ვის შე­უ­ნიშ­ნავს და ამ სა­ში­ნე­ლე­ბას რას წარ­მო­ვიდ­გენ­დით? როცა პო­ლი­ცი­ა­ში გაჰ­ყვა მა­ნა­ნას მა­მას, გზი­დან ძმის­შვი­ლის­თვის და­უ­რე­კავს და უთ­ქვამს, - ჩემს სახ­ლში არა­ვინ შე­ვი­დეს, მალე დავ­ბრუნ­დე­ბიო. სის­ხლი­ა­ნი ტან­საც­მე­ლი მისი სახ­ლის სხვენ­ზე იპო­ვეს სოფ­ლის ბი­ჭებ­მა. ჩა­ქოლ­ვა გვინ­დო­და, დღე­საც ამ აზ­რზე ვართ, ის ცო­ცხლად უნდა და­იწ­ვას. რომ არ მოგ­ვეკ­ლა, პო­ლი­ცი­ამ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გამ­თე­ნი­ი­სას, 6 სა­ათ­ზე მო­იყ­ვა­ნა მა­ლუ­ლად. თურ­მე პო­ლი­ცი­ის ფორ­მა ჩა­აც­ვეს, ხალ­ხს რომ არ ეცნო. ყვე­ლა ფეხ­ზე იყო, ის უნდა მოკ­ვდეს! - ამ­ბობს კი­დევ ერთი მე­ზო­ბე­ლი.

იმ მე­ზო­ბელ­საც გა­ვე­სა­უბ­რე, რომ­ლის სახ­ლშიც მკვლელს ჭრი­ლო­ბა და­უ­მუ­შა­ვეს.

შო­რე­ნა:

- ალ­ბათ დღის 2 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, ჩვენ­თან რომ მო­ვი­და. უფრო სწო­რად, ჩემ­მა მე­უღ­ლემ მი­ა­კი­თხა, ნერ­გე­ბი უნდა მი­ე­ცა. ეზო­ში რომ შე­სუ­ლა, მა­შინ­ვე გა­რეთ გა­მო­უყ­ვა­ნია. ეტყო­ბა, არ უნ­დო­და, ჩემი ქმა­რი შინ შე­სუ­ლი­ყო. უთ­ქვამს, - "ზე­ლი­ონ­კა" ხომ არ გაქვთ? ფი­ჩხი და­მე­ცა და სულ და­მე­კაწ­რა სა­ხეო. მა­შინ­ვე წა­მო­იყ­ვა­ნა ჩვენ­თან. რომ და­ვი­ნა­ხე, ვკი­თხე, - რა გჭირს-მეთ­ქი? მეც იგი­ვე მი­თხრა და თან ხე­ლე­ბით გვაჩ­ვე­ნებ­და, რო­გორ და­ე­მარ­თა. ეზო­ში ჩა­მოჯ­და, გა­მო­ვუ­ტა­ნე ბამ­ბა და "ზე­ლი­ონ­კა". ჭრი­ლო­ბა ჩემ­მა ქმარ­მა და­უ­მუ­შა­ვა. სულ ჩა­ლურ­ჯე­ბე­ბი ჰქონ­და და ახლა ვხვდე­ბით - ნა­კაწ­რიც.

- ალი­ბის იკე­თებ­და, რამ­დე­ნი­მე მე­ზო­ბელ­თან შეს­ვლაც მო­ას­წრო ამ დრო­ში. და­უ­ნა­ხავს მე­ზო­ბელს, ცე­ცხლი რომ ჰქონ­და ან­თე­ბუ­ლი და ისიც და­უ­ნა­ხავს, ორ­მოს რომ თხრი­და. - რას აკე­თე­ბო, რომ უკი­თხავს, - წყლის სა­დი­ნარს ვჭრი და ღე­რო­ებს ვწვავ, ეზოს ვა­სუფ­თა­ვე­ბო. ეჭვი არა­ვის შე­უ­ტა­ნია, რად­გან გა­ზა­ფხუ­ლია და ყვე­ლა მუ­შა­ობს, - დას­ძი­ნა ერთ-ერ­თმა მე­ზო­ბელ­მა.

მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას და, ეთერ ნა­დი­ბა­ი­ძე ამ­ბობს, რომ მა­ნა­ნა ძა­ლი­ან მორ­წმუ­ნე იყო და ამ ტრა­გე­დი­ის წინა დღე­ებ­ში ეზი­ა­რა.

- ჩემი და არა­ფერს მი­მა­ლავ­და. წი­ნა­დღეს ვე­ლა­პა­რა­კე, მთხო­ვა, - ხატი მი­ყი­დე, თა­ნაკ­ლა­სელს და­ბა­დე­ბის დღე აქვს და უნდა ვა­ჩუ­ქოო. მე­ო­რე დღეს ვუ­რე­კავ­დი, მაგ­რამ არ პა­სუ­ხობ­და. იცო­და ასე, როცა საქ­მეს აკე­თებ­და, ტე­ლე­ფო­ნი თან არ ჰქონ­და. ღვთის­მშობ­ლის ხატი გა­მო­ვუგ­ზავ­ნე ჩემი და­ქა­ლის ხე­ლით, თბი­ლი­სი­დან. მისი მო­ძღვა­რი გვიმ­სუ­ბუ­ქებს ახლა ტკი­ვილს. ეპის­კო­პო­სიც კი მო­ვი­და სამ­ძი­მარ­ზე. ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი და მყავ­და, თბი­ლი, კე­თი­ლი, მე­გობ­რუ­ლი. პრო­ექ­ტი და­წე­რა და და­უ­ფი­ნან­სეს. სო­ფელ­ში ხე­ე­ბის დარ­გვა უნ­დო­და. ამ­ბობ­და, - აქა­უ­რო­ბა ახალ­გაზ­რდებ­მა უნდა გა­ვა­ლა­მა­ზო­თო. ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი იყო. რომ გა­ვი­გე, და­ი­კარ­გაო, მა­შინ­ვე ჩა­მო­ვე­დი. პო­ლი­ცი­ა­ში მა­მა­ჩე­მის გვერ­დით იჯდა მკვლე­ლი და უყუ­რებ­და, რო­გორ ნერ­ვი­უ­ლობ­და და იტან­ჯე­ბო­და. მისი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა არ მო­მე­წო­ნა. თით­ქოს ჩამძვრა­ლი იყო თა­ვის ქურ­თუკ­ში. ხელს ათა­მა­შებ­და. თურ­მე მა­ლავ­და ხელ­ზე და­ზი­ა­ნე­ბას. სულ ამოგ­ლე­ჯი­ლი ჰქო­ნია ხორ­ცი. სიმ­წრით ეტყო­ბა, ბავ­შვმა დაგ­ლი­ჯა. თავ­ზეც უამ­რა­ვი და­ზი­ა­ნე­ბა აქვს. სახე ჩა­მო­პორ­ჭყნი­ლი ჰქონ­და. ის სა­ზი­ზღა­რი კი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მა­მა­ჩე­მის გვერ­დით იჯდა და ისე უტიფ­რად მი­ყუ­რებ­და, წარ­ბიც არ შერ­ხე­ვია. ცივ­სის­ხლი­ა­ნი მკვლე­ლია. კი­დევ იმას ფიქ­რობ­და, რო­გორ გა­მომ­ძვრა­ლი­ყო სი­ტუ­ა­ცი­ი­დან, - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის და.

ეთო ნა­დი­ბა­ი­ძემ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი მაჩ­ვე­ნა. სა­ა­ბა­ზა­ნო­ში ისევ ისე­თი უწეს­რი­გო­ბა იყო, რო­გო­რიც მკვლელ­მა და­ტო­ვა. იქვე იყო მი­მო­ფან­ტუ­ლი დამ­ტვრე­უ­ლი სკა­მის ფე­ხე­ბი. სის­ხლის კვა­ლი კედ­ლებს ისევ აჩ­ნდა. "აქ წყალს ორ ად­გი­ლას აქვს გა­სას­ვლე­ლი. ეტყო­ბა, სიჩ­ქა­რე­ში ვერ მო­რე­ცხა კარ­გად. კედ­ლებ­ზე სის­ხლის წვე­თებს თქვენც ხე­დავთ," - ატირ­და ეთო.

ამის შემ­დეგ მათი სახ­ლის წინა ეზო­ში შე­ვე­დით. იქ წიკ­ლა­უ­რის დამ­წვა­რი სახ­ლი დგას. სახ­ლის უკან ის ად­გი­ლიც ვნა­ხე, სა­დაც 17 წლის გო­გო­ნას ცხე­და­რი ჩა­მარ­ხა. ნა­ნა­ხი­სა და მოს­მე­ნი­ლის შემ­დეგ სო­ფელ თა­მა­რი­სი­დან თბი­ლის­ში გულ­დამ­ძი­მე­ბუ­ლი და­ვ­ბრუნ­დი და ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და ამ ყვე­ლაფ­რის გად­მო­ცე­მა.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

გაუგონარი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები

გაუგონარი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები

შოკის მომგვრელი დანაშაული გასულ კვირას მარნეულის სოფელ თამარისში მოხდა. 17 წლის მანანა ნადიბაიძე მეზობელმა საშინელი წამებით მოკლა.

გოგონა 23 მარტს მიაბარეს მიწას. დაკრძალვის მეორე დღეს მარნეულიდან სოფელ თამარისში სოფლის ავტობუსით ჩავედი. ავტობუსის მგზავრები მანანას საშინელ მკვლელობაზე თვალცრემლიანი ლაპარაკობდნენ. "ცოცხლად უნდა დაწვა ის გარეწარი მკვლელი, როგორ არ მოგვცა პოლიციამ მისი ჩაქოლვის უფლება, როგორ უნდა იცოცხლოს? წამებით მოკლა ბავშვი და გაგვანადგურა მთელი სოფელი", - ამბობდა ქალბატონი. მას სხვებიც დაეთანხმნენ. "ანგელოზივით გოგო მოკლა იმ არაადამიანმა. ალბათ ციხეში არ გაახარებენ, წამებაში უნდა ამოხდეს სული. ისე დაასახიჩრა ულამაზესი ბავშვი, საწყალი დედა მოკლულ შვილს ვერ ეფერებოდა. დავიწვი მისი საცოდაობით, ვინ იფიქრებდა, რომ მურადა ამის ჩამდენი იყო?" - აღნიშნა მეორემ.

ხალხის რეაქცია ბუნებრივი იყო. ამაზრზენ დანაშაულში მხილებული ხომ მათი თანასოფლელი, 51 წლის მურად წიკლაურია.

იმ საბედისწერო დღეს სახლში მარტო იყო 17 წლის მანანა ნადიბაიძე. ამით ისარგებლა მოძალადემ და გოგონა სააბაზანოში შეათრია. სავარაუდოდ, იქ მისი გაუპატიურება სცადა. მოძალადეს გოგონა წინააღმდეგობას რომ უწევდა, ამას მკვლელის სახესა და სხეულზე არსებული დაზიანებები ადასტურებს. ალბათ მაქსიმალურად უძალიანდებოდა მხეცად ქცეულ მამაკაცს. მან გოგონა არ დაინდო... თავისსავე თვალწინ გაზრდილ გოგონას თავში ურო ჩაარტყა, ბოლოს დანით ყელი გამოსჭრა. ამით არ დასრულებულა ჩადენილი სისასტიკე. მკვლელმა ცხედარი ხელის ურიკაზე დადო, ზემოდან თივა დააყარა, ვინმეს რომ არ დაენახა და ასე გაიტანა ნადიბაიძეების სახლიდან. ამის შემდეგ საკუთარი სახლის უკან პატარა ორმო ამოთხარა, ეზოში ცეცხლი დაანთო, გოგონას გვამი დაწვა, შემდეგ კი დარჩენილი სხეულის ნაწილები ორმოში ჩამარხა. ბოროტმოქმედს შემთხვევის ადგილზე არც კვალის წაშლა დავიწყებია - სააბაზანოში სისხლი მორეცხა, მაგრამ ეტყობა, სიჩქარეში ყველაფერი ვერ გათვალა. მკვლელს ყველაფერი გასუფთავებული ეგონა და ვერც წარმოიდგენდა, მისი დანაშაული ასე ოპერატიულად თუ გამჟღავნდებოდა.

ამ სულისშემძვრელი დანაშაულის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებული მურად წიკლაური მაღაზიაში მივიდა პურის, ძეხვისა და სიგარეტის საყიდლად. დამალვა და სოფლიდან გაქცევა არ უცდია, უფრო მეტიც - მეზობლის სახლში გადავიდა და გოგონას მიერ მიყენებული დაზიანებების დაფარვა "ზელიონკით" სცადა. მანანას ძებნა მშობლებმა სახლში დაბრუნებისთანავე, დღის 4-ის ნახევარზე დაიწყეს. დედამ მისაღებ ოთახში ტელევიზორთან წერილი იპოვა, თითქოს მანანა სწერდა: "დედა, მე ჩემს მეგობარ ბიჭს ცოლად მივყვები". დედა მაშინვე მიხვდა, რომ ეს მისი შვილის ხელწერას არ ჰგავდა. იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ მის ქალიშვილის შეყვარებული არ ჰყავდა, მაგრამ ურჩიეს, გაჩუმებულიყო და ხმაურის გარეშე გაერკვია, მართლა ხომ არ გათხოვდა.

ყოველგვარ ზღვარს გასცდა დამნაშავის ქმედება: ის ნადიბაიძეების ოჯახში მივიდა. გოგონას მშობლებს არწმუნებდა, რომ მათი ქალიშვილი ალბათ გათხოვდა და არ ეხმაურათ. დედამ ხმაური მაშინვე ატეხა, როცა სააბაზანოს კედლებსა და სარეცხ მანქანაზე სისხლის შხეფები ნახა. პოლიციაც გამოიძახა. წიკლაურს არც მაშინ უცდია დამალვა. მანანა ნადიბაიძის მამას ვითომ გულშემატკივრობდა და პოლიციაში დასაკითხად ისიც გაჰყვა. რამდენიმე საათი მოკლულის მამასთან ერთად განყოფილებაში იჯდა და თურმე გოგონას გაუჩინარების ვერსიებს თხზავდა.

ძალოვანებმა შემთხვევის ადგილას კინოლოგები გამოიძახეს და დანაშაული ოპერატიულად გახსნეს. ძაღლმა კვალი აიღო და პირდაპირ წიკლაურის სახლში იმ ადგილას მივიდა, სადაც გოგონას ცხედარი იყო დამარხული.

როცა დანაშაული გაიხსნა, მკვლელი მანანას მამასთან ერთად ისევ პოლიციაში იყო. იქვე დააკავეს და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს. თანასოფლელების თქმით, დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. მისი სახლის სხვენიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ის სისხლიანი ტანსაცმელი, რომელიც დამნაშავეს მკვლელობის დროს ეცვა. წიკლაურის საპირფარეშოში კი იპოვეს მკვლელობის იარაღიც - დანა, რომელიც მოკლულის ოჯახში ჰქონდა აღებული. მან უროც და "ტაჩკაც" კი ნადიბაიძეების გამოიყენა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილის ლინჩის წესით გასამართლებას ისევ ითხოვენ თანასოფლელები. მათ მარნეულის პოლიციის წინ აქციაც გამართეს. დამნაშავე სასამართლოს წინაშე წარდგება და მთელი სოფელი იქ აპირებს მისვლას. ყველას ერთი კითხვა აქვს მოძალადესთან: რატომ გაიმეტა ასე სადისტური წამებისთვის 17 წლის გოგონა, რომლის ოჯახიც მას მუდამ ცხელი კერძებით უმასპინძლდებოდა?

მანანას დედას, მთვარისას, შვილზე წარსულ დროში საუბარი ძალიან გაუჭირდა. ოთახიდან მოთქმა-გოდებით შვილის გადიდებული ფოტო ჩახუტებული გამოიტანა და სურათს ეფერებოდა.

- მკვლელმა მითხრას, რა დავუშავეთ ისეთი, რომ ასე გაგვამწარა? ოჯახის წევრივით გვყავდა, ჩვენთან იყო სულ, საჭმელს ვაჭმევდით. გვეცოდებოდა, მარტოხელა რომ იყო. ცოლს გასცილდა, შვილიც გააგდო... დღეში 15-ჯერ რომ მოსულიყო ჩვენთან, მანანა ან საჭმელს, ან ყავას სთავაზობდა. ნათელმირონობაც გვაკავშირებდა მის ოჯახთან. ტანსაცმელსაც ჩვენ ვურეცხავდით და ჩემი მამამთილის აბაზანაში ბანაობდა. ამას ვინ იფიქრებდა?! თქვენ არ იცით, როგორი შვილი მომიკლა. XI კლასში სწავლობდა მანჩო. მოწინავე მოსწავლე იყო. კონკურსებში იმარჯვებდა სულ, უმაღლესში ჩასაბარებლად ემზადებოდა. ყველას უყვარდა. მამამისს სულ ეუბნებოდა, - ნუ გეშინია, უფასოზე ჩავაბარებ და შენ არ მოგიწევს სწავლის საფასურის გადახდაო. მხოლოდ ინგლისურის მასწავლებელთან დადიოდა, დანარჩენ საგნებს თვითონ ამზადებდა. საბანკო საქმე იტაცებდა.

- ქალბატონო მთვარისა, იმ დღეს მანანა სკოლაში არ წასულა?

- მთელი ოჯახი კარტოფილის დასათესად დილის 11 საათზე წავედით. მანჩო არ წასულა სკოლაში, მითხრა, - დედიკო, საჭმელს მე დაგახვედრებთ, აქაურობასაც მივალაგებო. რა უნდა მეფიქრა? 17 წლის შვილი საკუთარ სახლში მარტო არ უნდა დამეტოვებინა? 4-ის ნახევარზე მოვედით სახლში. მანჩო არ დამხვდა. სახლში ყველაფერი გასაკეთებელი იყო. მაგიდაზე მხოლოდ გაცრილი პურის ფქვილი იდო. ბავშვმა ფქვილი გაცრა და ლობიანის ცხობას აპირებდა. ყველაფრის გაკეთება იცოდა. ტელევიზორის მაგიდასთან დამხვდა წერილი. რომ წავიკითხე, მაშინვე მივხვდი, მანანას დაწერილი არ იყო. ჩემი შვილი ძალიან ლამაზად წერდა. არც არაფერს მიმალავდა, დაქალებივით ვიყავით და მეცოდინებოდა, შეყვარებული რომ ჰყოლოდა. უცებ გავიფიქრე, - ეტყობა, გამეხუმრა და დაქალებთან წავიდა-მეთქი. ერთ-ერთი მისი მეგობარი, მკვლელის ძმისშვილია. მამამისი სულ ამბობდა, - მანჩო შვილივით მიყვარსო. მანჩოს ტელეფონზე დავრეკე, სახლში იყო. ფანჯრის რაფაზე იცოდა ჩამოდება და იქ დამხვდა. მაინც იმედი მქონდა, რომ მეგობრებთან იყო და სააბაზანოში შევედი. იქ სარეცხ მანქანაში სარეცხი მქონდა შეყრილი და ვიფიქრე, - უცებ სარეცხს გავფენ-მეთქი. კარი რომ შევაღე, გავგიჟდი, დალეწილი სკამი ძირს ეგდო, მანქანასა და კედლებზე ყველგან სისხლის წვეთები იყო მისხმული. ბავშვის ჩუსტები, რომელიც უნდა სცმოდა, აქეთ-იქით ეყარა. სასწრაფოდ გამოვიქეცი და ჩემს ქმარს ვუთხარი, - ჩვენს თავს რაღაც უბედურება ხდება, სააბაზანოში ყველაფერი მილეწილია-მეთქი. ისიც გამოიქცა. ნახა, მაგრამ მაინც ამბობდა, - დაიცა, იქნებ მართლა ვინმეს გაჰყვა ბავშვიო. წერილს რომ დახედა, მანაც თქვა, - არა მგონია, მანანას დაწერილი იყოს, მაგრამ შეიძლება, ძალით დააწერინესო. არ ვიცი რატომ, მაგრამ გული მეუბნებოდა, რომ მურადას გაკეთებული იყო საშინელება.

- მაინცდამაინც მასზე რატომ ფიქრობდით?

- არ ვიცი, არანაირი საფუძველი არ მქონდა, მაგრამ გული ასე მკარნახობდა. თან ამ დროს მურადა შემოვარდა და თქვა, - ნუ ხმაურობთ, ეტყობა, ვიღაცას გაჰყვა, დაწყნარდით, ხომ ხედავთ, წერილიც დაუწერიაო. მურადას სახეზე "ზელიონკა" ესვა და ჩემმა ბიჭმა ჰკითხა, - რა მოგივიდაო? მაშინ რა ვიცოდი, მკვლელი წინ რომ მედგა და ჩემმა შვილმა დაუკაწრა სახე. - შიფერი ჩამოვარდა, მავთულს დაეცა და სახე დამეკაწრაო. რომ შევხედე ამ კაცს, ისევ არ მესიამოვნა. ჩემს ქმარს ვუთხარი, - ეს არის გამკეთებელი-მეთქი. - დაიცადე, ბოროტებას ნუ ჩამადენინებ, იქნებ ბავშვი მართლა ვინმეს გაჰყვაო, - მითხრა ღვთისომ. სისხლი რომ ვნახე, ვფიქრობდი, ეტყობა, ბავშვი გააუპატიურა და ალბათ მერე მანჩო თავის მოსაკლავად წავიდა-მეთქი. რას ვიფიქრებდი, რომ შვილი აღარ მყავდა? ვამტკიცებდი, - არ ჰყავდა ჩემს შვილს შეყვარებული-მეთქი, მაგრამ არავინ მიჯერებდა. სახლში ტანსაცმელი დავძებნე, ყველაფერი იქ იყო. პოლიციაც მოვიდა. ყველას ის წერილი აბნევდა. თურმე მკვლელმა დატოვა ეს წერილი კვალის ასაბნევად. ის გარეწარი ჩემს ქმარს გვერდიდან არ შორდებოდა, პოლიციაში რომ წავიდა, იქაც გაჰყვა როგორც მოწმე. ამბობდა, - მე ვნახე, სახლისკენ რომ მიდიოდაო. ამ დროს თურმე განადგურებულები ვყავდით. ბავშვის ცხედრისთვის ცეცხლიც კი წაუკიდებია, ისე დამალავდა, ალბათ შვილის საფლავიც არ მექნებოდა. პოლიციაში რომ მიდიოდა, ჩემს ქმარს ვუთხარი, - ერთი სიტყვით მაინც ახსენე მურადა-მეთქი, მაგრამ მაინც არ თქვა. კარადაში 15 ლარი და ხურდები მედო. ჩემი ქმარი პოლიციაში რომ მიდიოდა, მითხრა, - გზის ფული მომეციო. უჯრა რომ გავხსენი, ის ფული იქ არ იდო. ესეც სპეციალურად გააკეთა, რომ მეფიქრა, ბავშვი წავიდა და გზის ფული წაიღო. გარდა ამისა, უჯრაში 400 ლარიც მედო, მაგრამ ის ადგილზე დამხვდა.

- იქნებ რაიმე წინა პირობა მაინც არსებობდა, მასზე რომ ეჭვობდით?

- არანაირი, პირი­ქით, ჩემს შვილებს ფულსაც ჩუქნიდა. სულ ვეუბნებოდი, - ჩემს ბავშვებს არაფერი აკლიათ და შენს შვილიშვილებს მიხედე-მეთქი. 4 შვილი მყავს, ორი ბიჭი და ორი გოგო. ოთხივეს ჩუქნიდა. ამბობდა, - თქვენ რომ ზრუნავთ ჩემზე, მეც მინდა გავახარო ბავშვებიო... დაბადების დღის წინა დღეებში მანჩოს ხალათი მოუტანა და აჩუქა. ჩემი შვილის ცხედარი მესვენა, მთელი სოფლის ახალგაზრდობა უთევდა ღამეს. ღამით მოვახერხე გაპარვა, მისი ნაჩუქარი ხალათი წავიღე. მკვლელის სახლში შევედი, ოთახში დავაგდე ხალათი, ბენზინი მოვასხი და გადავბუგე იქაურობა. ცარიელი კედლები დარჩა, მაგრამ ეს რას მიშველის? შვილი წამებით მომიკლა და ესეც არ აკმარა... შვილს ვერ ვეფერებოდი, მოფერების უფლებაც არ დამიტოვა, ისე დამისახიჩრა შვილი. ჩემმა მეუღლემ დამწვარი შვილი ექსპერტიზაზე ნახა და განადგურებულია. მითხრა, - ცხედარს არ გაეკაროო. ტანსაცმელი ვერ ჩააცვეს ბავშვს, ისე იყო დანახშირებული. ასე გამამწარა. თვალები უნდა ამოვთხარო! იმიტომ მოგვექცა ასე, სიკეთეს რომ ვუკეთებდით?

ოჯახში შეკრებილმა მეზობლებმა დამნაშავის მიერ ადრე ჩადენილი დანაშაულებიც გაიხსენეს. მათი თქმით, წიკლაური მკვლელობისთვის ადრეცაა ნასამართლევი.

"იაგო ჰქვია, მურადას ვეძახდით. თიანეთიდან არიან წარმოშობით. 3 შვილი ჰყავდათ მის მშობლებს. დედამისი მეუღლეს გაშორდა და ამ სოფელში გაზარდა 3 შვილი. ძალიან შრომისმოყვარე ქალი იყო, მაგრამ ეს უვარგისი ჰყავდა. რომ არ მოეპარა ვინმესთვის რამე, არ შეიძლებოდა. ოჯახის დანაზოგიც კი მოჰპარა დედამისს. მკვლელობისთვის ნასამართლევია რუსეთში, თურმე საწყობში კაცი დაწვა. 9 წელი იჯდა. იმ პერიოდში საქართველოში იძებნებოდა ქურდობისთვის. საკონსერვო ქარხნიდან ერთი ტრაილერი შაქარი მოიპარა. იქიდან რომ დაბრუნდა, ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლის მკვლელობა სცადა. პირი სკოჩით აუკრა და ყელის გამოჭრას აპირებდა, მაგრამ ქალმა თავის დაღწევა სცადა, რა დროსაც დანა შუბლზე დაუსვა. მაშინ მთელი სოფელი დადგა ფეხზე და არ დააჭერინეს ეს სასიკვდილე. დაიცვეს, რადგან ეჭვიანობის საფუძველი ჰქონდა. ახლა კი ეს საშინელება დაატრიალა. ცოლს წლებია, გაცილებულია. მისი გოგო ჩვენს სოფელშია გათხოვილი. მანჩოს მკვლელობის შემდეგ თურმე მან თავის მოკვლა სცადა და გადაარჩინეს. უთქვამს, - ამ სოფელში ვერ ვიცხოვრებ, მეზობლებს ვერ დავენახვებიო, და ორ შვილთან ერთად წასულია სოფლიდან. საშინელ დღეშია მისი ძმაც. მისი შვილის მეგობარი იყო მანჩო. ის კაცი ლოგინად არის ჩავარდნილი ამ ამბის მერე. მის ბიჭს, გიორგის უთქვამს, - მამა, მე ამ სოფელში ვერ გავივლი, მრცხვენიაო. ასე გაანადგურა სანათესავოც... ეს კაცი არ აჩერებდა ხელებს, ყველგან ყველაფერი იკარგებოდა. მეზობელს არაყი გამოუხადა და იმავე საღამოს მოჰპარა. მარტო რომ იყო, სოფელში ყველას ეცოდებოდა, ყველა ეძახდა საჭმელზე. მუშად მუშაობდა. ნადიბაიძეებიც სულ უხდიდნენ ქირის ფულს. იმ დღესაც უნდა გაჰყოლოდა სამუშაოდ, მაგრამ უთქვამს, - ჩემი საქმე მაქვს და დღეს ვერ წამოვალო. იცით, თანასოფლელების ნდობა როგორ დაიბრუნა? წლების წინ მის ბიძაშვილს თირკმლის გადანერგვა დასჭირდა. მაშინ თავისი თირკმელი გადაუნერგა. მართალია, ის ბიჭი ვერ გადარჩა, მაგრამ ამ ამბის მერე ყველა პატივს სცემდა", - მითხრა მეზობელმა.

- ახლა ვიხსენებთ, როცა მას ცოლთან დაპირისპირება ჰქონდა, ის ქალი იძახდა, ეს კაცი საზიზღარია, საკუთარი ქალიშვილი როგორ იბანს, იმას უყურებს ფანჯრიდანო. მაშინ ვიფიქრეთ, რომ იგონებდა. მსგავს რამეში არასდროს არავის შეუნიშნავს და ამ საშინელებას რას წარმოვიდგენდით? როცა პოლიციაში გაჰყვა მანანას მამას, გზიდან ძმისშვილისთვის დაურეკავს და უთქვამს, - ჩემს სახლში არავინ შევიდეს, მალე დავბრუნდებიო. სისხლიანი ტანსაცმელი მისი სახლის სხვენზე იპოვეს სოფლის ბიჭებმა. ჩაქოლვა გვინდოდა, დღესაც ამ აზრზე ვართ, ის ცოცხლად უნდა დაიწვას. რომ არ მოგვეკლა, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე გამთენიისას, 6 საათზე მოიყვანა მალულად. თურმე პოლიციის ფორმა ჩააცვეს, ხალხს რომ არ ეცნო. ყველა ფეხზე იყო, ის უნდა მოკვდეს! - ამბობს კიდევ ერთი მეზობელი.

იმ მეზობელსაც გავესაუბრე, რომლის სახლშიც მკვლელს ჭრილობა დაუმუშავეს.

შორენა:

- ალბათ დღის 2 საათი იქნებოდა, ჩვენთან რომ მოვიდა. უფრო სწორად, ჩემმა მეუღლემ მიაკითხა, ნერგები უნდა მიეცა. ეზოში რომ შესულა, მაშინვე გარეთ გამოუყვანია. ეტყობა, არ უნდოდა, ჩემი ქმარი შინ შესულიყო. უთქვამს, - "ზელიონკა" ხომ არ გაქვთ? ფიჩხი დამეცა და სულ დამეკაწრა სახეო. მაშინვე წამოიყვანა ჩვენთან. რომ დავინახე, ვკითხე, - რა გჭირს-მეთქი? მეც იგივე მითხრა და თან ხელებით გვაჩვენებდა, როგორ დაემართა. ეზოში ჩამოჯდა, გამოვუტანე ბამბა და "ზელიონკა". ჭრილობა ჩემმა ქმარმა დაუმუშავა. სულ ჩალურჯებები ჰქონდა და ახლა ვხვდებით - ნაკაწრიც.

- ალიბის იკეთებდა, რამდენიმე მეზობელთან შესვლაც მოასწრო ამ დროში. დაუნახავს მეზობელს, ცეცხლი რომ ჰქონდა ანთებული და ისიც დაუნახავს, ორმოს რომ თხრიდა. - რას აკეთებო, რომ უკითხავს, - წყლის სადინარს ვჭრი და ღეროებს ვწვავ, ეზოს ვასუფთავებო. ეჭვი არავის შეუტანია, რადგან გაზაფხულია და ყველა მუშაობს, - დასძინა ერთ-ერთმა მეზობელმა.

მოკლული გოგონას და, ეთერ ნადიბაიძე ამბობს, რომ მანანა ძალიან მორწმუნე იყო და ამ ტრაგედიის წინა დღეებში ეზიარა.

- ჩემი და არაფერს მიმალავდა. წინადღეს ველაპარაკე, მთხოვა, - ხატი მიყიდე, თანაკლასელს დაბადების დღე აქვს და უნდა ვაჩუქოო. მეორე დღეს ვურეკავდი, მაგრამ არ პასუხობდა. იცოდა ასე, როცა საქმეს აკეთებდა, ტელეფონი თან არ ჰქონდა. ღვთისმშობლის ხატი გამოვუგზავნე ჩემი დაქალის ხელით, თბილისიდან. მისი მოძღვარი გვიმსუბუქებს ახლა ტკივილს. ეპისკოპოსიც კი მოვიდა სამძიმარზე. ძალიან მშრომელი და მყავდა, თბილი, კეთილი, მეგობრული. პროექტი დაწერა და დაუფინანსეს. სოფელში ხეების დარგვა უნდოდა. ამბობდა, - აქაურობა ახალგაზრდებმა უნდა გავალამაზოთო. ძალიან მხიარული იყო. რომ გავიგე, დაიკარგაო, მაშინვე ჩამოვედი. პოლიციაში მამაჩემის გვერდით იჯდა მკვლელი და უყურებდა, როგორ ნერვიულობდა და იტანჯებოდა. მისი გამომეტყველება არ მომეწონა. თითქოს ჩამძვრალი იყო თავის ქურთუკში. ხელს ათამაშებდა. თურმე მალავდა ხელზე დაზიანებას. სულ ამოგლეჯილი ჰქონია ხორცი. სიმწრით ეტყობა, ბავშვმა დაგლიჯა. თავზეც უამრავი დაზიანება აქვს. სახე ჩამოპორჭყნილი ჰქონდა. ის საზიზღარი კი ასეთ მდგომარეობაში მამაჩემის გვერდით იჯდა და ისე უტიფრად მიყურებდა, წარბიც არ შერხევია. ცივსისხლიანი მკვლელია. კიდევ იმას ფიქრობდა, როგორ გამომძვრალიყო სიტუაციიდან, - ამბობს მოკლულის და.

ეთო ნადიბაიძემ შემთხვევის ადგილი მაჩვენა. სააბაზანოში ისევ ისეთი უწესრიგობა იყო, როგორიც მკვლელმა დატოვა. იქვე იყო მიმოფანტული დამტვრეული სკამის ფეხები. სისხლის კვალი კედლებს ისევ აჩნდა. "აქ წყალს ორ ადგილას აქვს გასასვლელი. ეტყობა, სიჩქარეში ვერ მორეცხა კარგად. კედლებზე სისხლის წვეთებს თქვენც ხედავთ," - ატირდა ეთო.

ამის შემდეგ მათი სახლის წინა ეზოში შევედით. იქ წიკლაურის დამწვარი სახლი დგას. სახლის უკან ის ადგილიც ვნახე, სადაც 17 წლის გოგონას ცხედარი ჩამარხა. ნანახისა და მოსმენილის შემდეგ სოფელ თამარისიდან თბილისში გულდამძიმებული და­ვ­ბრუნდი და ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფრის გადმოცემა.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"