მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგა ბოკერია - არანაირი ზედმეტი ისტერიკა ობამას განცხადებაზე საჭირო არ არის
გიგა ბოკერია - არანაირი ზედმეტი ისტერიკა ობამას განცხადებაზე საჭირო არ არის

ბა­რაკ ობა­მას გან­ცხა­დე­ბა­ზე არა­ნა­ი­რი ზედ­მე­ტი ის­ტე­რი­კა სა­ჭი­რო არ არის, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა გიგა ბო­კე­რი­ამ გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, სა­გან­გა­შოა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის რე­აქ­ცია ჩვენ­თვის არა­ხელ­საყ­რელ გან­ცხა­დე­ბა­ზე.

"ეს გან­ცხა­დე­ბა, სა­ერ­თო ჯამ­ში არ შე­ე­ხე­ბო­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ხედ­ვას სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­მა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით და არ შე­ე­ხე­ბო­და არც კონ­კრე­ტულ სა­კითხს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის MAP-ის მი­ნი­ჭე­ბის თა­ო­ბა­ზე, რაც ჩვე­ნი კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ამო­ცა­ნაა. ამი­ტომ, არა­ნა­ი­რი ზედ­მე­ტი ის­ტე­რი­კა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ჭი­რო არ არის. სა­გან­გა­შო არის ჩვე­ნი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის რე­აქ­ცია ამ ჩვენ­თვის არა­ხელ­საყ­რელ გან­ცხა­დე­ბა­ზე. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­მოგ­ვი­ცხა­და, რომ რე­ა­ლო­ბას უნდა შე­ვე­გუ­ოთ", - აღ­ნიშ­ნა ბო­კე­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ეს რე­აქ­ცია არის დე­მონ­სტრი­რე­ბა იმ პო­ლი­ტი­კის, რო­მე­ლიც ჩანს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში.

"ეს არის არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი, არა­კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი, უმო­ტი­ვა­ციო და უამ­ბი­ციო პო­ლი­ტი­კა და პო­ზი­ცია. იმის ნაც­ვლად რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ არა­ხელ­საყ­რე­ლი კო­მენ­ტა­რის შემ­დეგ ფიქ­რობ­დეს იმა­ზე რო­გორ იმუ­შა­ვოს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ­თან, რა კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­დეს, რო­გორ გა­აქ­ტი­ურ­დეს, პირ­ვე­ლი­ვე მყი­სი­ე­რი რე­აქ­ცი­ას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­გან ვი­ღებთ, რომ თურ­მე უნდა შე­ვე­გუ­ოთ ამას. ესე საქ­მე არ გა­კეთ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ბო­კე­რი­ამ.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მამ გუ­შინ ბრი­უ­სელ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ნატო-ს და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი გა­ფარ­თო­ე­ბის გეგ­მა დღის წეს­რიგ­ში არ დგას.

"არც უკ­რა­ი­ნა და არც სა­ქარ­თვე­ლო ამ­ჟა­მად არ დგა­ნან ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე. არ ყო­ფი­ლა და არ არის ნატო-ს და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი გა­ფარ­თო­ე­ბის გეგ­მა", - აღ­ნიშ­ნა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ამე­რი­კა-ევ­რო­კავ­ში­რის სა­მიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის კი გან­ცხა­დე­ბით, აშშ-ს პრე­ზი­დენტ ბა­რაკ ობა­მას გან­ცხა­დე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი იყო და ეს არის რე­ა­ლო­ბა, რომ ამ ეტაპ­ზე ნატო-ს გა­ფარ­თო­ე­ბა არ იგეგ­მე­ბა. ამის შე­სა­ხებ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

"ჩვენ არ უნდა ვი­ყოთ ილუ­ზი­ებ­ში. ყო­ველ­თვის რე­ა­ლუ­რად უნდა შე­ვა­ფა­სოთ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია და მო­ცე­მუ­ლე­ბა. ის რაც პრე­ზი­დენ­ტმა ობა­მამ თქვა, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ადეკ­ვა­ტუ­რი და ეს არის რე­ა­ლო­ბა, რომ ამ ეტაპ­ზე არ იგეგ­მე­ბა ნატო-ს გა­ფარ­თო­ე­ბა. ჩვე­ნი ამო­ცა­ნა და მი­ზა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბას სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ, მცდა­რი მო­ლო­დი­ნე­ბი არ გა­ვუ­ჩი­ნოთ, რო­გორც ეს ხდე­ბო­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს. მა­შინ ხდე­ბო­და მო­ლო­დი­ნის აწე­ვა ხე­ლოვ­ნუ­რად და შემ­დეგ იყო იმედ­გაც­რუ­ე­ბა. ჩვენ სა­პი­რის­პი­როს ვთა­ვა­ზობთ მო­სახ­ლე­ო­ბას და ჩვენ გვსურს მათ რე­ა­ლო­ბა შევ­თა­ვა­ზოთ", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

გიგა ბოკერია - არანაირი ზედმეტი ისტერიკა ობამას განცხადებაზე საჭირო არ არის

გიგა ბოკერია - არანაირი ზედმეტი ისტერიკა ობამას განცხადებაზე საჭირო არ არის

ბარაკ ობამას განცხადებაზე არანაირი ზედმეტი ისტერიკა საჭირო არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგა ბოკერიამ განუცხადა. მისი თქმით, საგანგაშოა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის რეაქცია ჩვენთვის არახელსაყრელ განცხადებაზე.

"ეს განცხადება, საერთო ჯამში არ შეეხებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ხედვას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მომავალთან დაკავშირებით და არ შეეხებოდა არც კონკრეტულ საკითხს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების თაობაზე, რაც ჩვენი კონკრეტული ნაციონალური ამოცანაა. ამიტომ, არანაირი ზედმეტი ისტერიკა ამასთან დაკავშირებით საჭირო არ არის. საგანგაშო არის ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ღარიბაშვილის რეაქცია ამ ჩვენთვის არახელსაყრელ განცხადებაზე. პრემიერ-მინისტრმა გამოგვიცხადა, რომ რეალობას უნდა შევეგუოთ", - აღნიშნა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ეს რეაქცია არის დემონსტრირება იმ პოლიტიკის, რომელიც ჩანს ახალი ხელისუფლების პირობებში.

"ეს არის არათანმიმდევრული, არაკოორდინირებული, უმოტივაციო და უამბიციო პოლიტიკა და პოზიცია. იმის ნაცვლად რომ ხელისუფლება ამ არახელსაყრელი კომენტარის შემდეგ ფიქრობდეს იმაზე როგორ იმუშავოს სტრატეგიულ პარტნიორთან, რა კომუნიკაცია ჰქონდეს, როგორ გააქტიურდეს, პირველივე მყისიერი რეაქციას პრემიერ-მინისტრისგან ვიღებთ, რომ თურმე უნდა შევეგუოთ ამას. ესე საქმე არ გაკეთდება", - აღნიშნა ბოკერიამ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუშინ ბრიუსელში განაცხადა, რომ ნატო-ს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა დღის წესრიგში არ დგას.

"არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად არ დგანან ნატოში გაწევრიანების გზაზე. არ ყოფილა და არ არის ნატო-ს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკა-ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კი განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადება ადეკვატური იყო და ეს არის რეალობა, რომ ამ ეტაპზე ნატო-ს გაფართოება არ იგეგმება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

"ჩვენ არ უნდა ვიყოთ ილუზიებში. ყოველთვის რეალურად უნდა შევაფასოთ არსებული სიტუაცია და მოცემულება. ის რაც პრეზიდენტმა ობამამ თქვა, ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური და ეს არის რეალობა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება ნატო-ს გაფართოება. ჩვენი ამოცანა და მიზანია მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, მცდარი მოლოდინები არ გავუჩინოთ, როგორც ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს. მაშინ ხდებოდა მოლოდინის აწევა ხელოვნურად და შემდეგ იყო იმედგაცრუება. ჩვენ საპირისპიროს ვთავაზობთ მოსახლეობას და ჩვენ გვსურს მათ რეალობა შევთავაზოთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა