რუსეთის მოწინააღმდეგე აქციის ორი მონაწილე დააკავეს

რუსეთის მოწინააღმდეგე აქციის ორი მონაწილე დააკავეს

არასამთავრობო ორგანიზაციის "დედამიწა ჩვენი სახლია" წევრებმა პუშკინის სკვერიდან თავისუფლების მეტრომდე საპატრულო პოლიციის დახმარებით გადაინაცვლეს. რის შემდეგაც მათმა ნაწილმა ტერიტორია შავი "ჯიპებით" დატოვა, აქციის რამდენიმე მონაწილე კი სასწრაფო დახმარების მანქანებმა წაიყვანეს.

ორგანიზაციის "დედამიწა ჩვენი სახლია" თავმჯდომარის ელგუჯა ხოდელის განცხადებით, იგი თავს შეუძლოდ გრძნობდა და ამიტომ მას სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს.

რუსეთის მოწინააღმდეგე აქციის 2 მონაწილე - ცოტნე მამულაშვილი და გიორგი რუხაია დაკავებულია. ორივე აქცია და კონტრაქცია უკვე დასრულებულია.

ასევე იხილეთ: ჩხუბი რუსეთის მხარდამჭერ აქციაზე: პუშკინის სკვერში გამართულ აქციაზე მომხდარი დაპირისპირების დეტალები

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია