მსოფლიო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასჯელი" უცხოელისთვის, რომელმაც არ იცოდა საქართველოს არსებობის შესახებ
"სასჯელი" უცხოელისთვის, რომელმაც არ იცოდა საქართველოს არსებობის შესახებ

კარ­ლა ეს­პა­ნე­ლი იყო, ერ­თერთ სა­იტ­ზე და­მი­კავ­შირ­და, მაც­ნო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აპი­რებ­და მოგ­ზა­უ­რო­ბას სამი დღით და მთხო­ვა მის­თვის დრო გა­მო­მე­ყო.

კვი­რა­დღე იყო… გა­დავ­წყვი­ტე, დი­ლის ერთი სა­ა­თი გა­მო­მე­ყო მის­თვის და ლანჩზე გავ­სუ­ლი­ყა­ვით. პა­ტა­რა ზურგჩან­თით და ჩემ­თვის უც­ნა­უ­რად, სა­ზა­ფხუ­ლოდ ჩაც­მუ­ლი მოგ­ზა­უ­რობ­და.

- პირ­ვე­ლად ხარ სა­ქარ­თვე­ლო­ში? - შე­ვე­ცა­დე გა­მერ­კვია რა ჰქონ­და ნა­ნა­ხი და ამის მი­ხედ­ვით გა­და­მე­ნა­წი­ლე­ბი­ნა რჩე­ვე­ბი და და­მე­გეგ­მა მისი სამი დღე;

- პირ­ვე­ლად? - გა­ე­ღი­მა. - ბი­ლე­თებს ვე­ძებ­დი სა­მოგ­ზა­უ­როდ, ყვე­ლა­ზე კარ­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! თბი­ლის­ზე იყო პე­გა­სუ­სით და რო­გორც აღ­მო­ვა­ჩი­ნე ვი­ზაც არ მჭრ­დე­ბო­და. რე­ა­ლუ­რად კი არც კი მსმე­ნია თქვე­ნი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ.

გავ­ცე­ცხლდი! გა­დავ­წყვი­ტე ერთი სა­ა­თის ნაც­ვლად მთე­ლი დღე და­მეთ­მო და მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა რე­ა­ლუ­რად ვინ ვართ და ეს ინ­ფორ­მა­ცია მი­ნი­მუმ 20 თა­ვის­ნა­ი­რი "გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი" თა­ნა­მე­მა­მუ­ლის­თვის გა­და­ე­ცა, რომ ამის შემ­დეგ არა­ვის ეთ­ქვა - სად არის, ან რა ქვე­ყა­ნაა სა­ქარ­თვე­ლო!

ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბით და­ი­წყო, რეს­ტო­რან­ში ერ­თერ­თი სუფ­რი­დან მიგ­ვი­პა­ტი­ჟეს, რაკი კარ­ლას მარ­ტი­ვად შე­ამ­ჩნევ­დით, რომ უცხო­ე­ლი იყო და მეც სხვა ქვეყ­ნი­დან ვე­გო­ნეთ. კარ­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა უც­ნობ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა მიგ­ვი­პა­ტი­ჟონ თა­ვის სუფ­რას­თან, დაგვპა­ტი­ჟონ რა­საც მო­ვი­სურ­ვებ­დით იმ კერძზე, თუ სას­მელ­ზე და შე­მო­ვიდ­ნენ ძა­ლი­ან მე­გობ­რულ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში.

სუფ­რის წევ­რე­ბი ნას­ვა­მე­ბი იყ­ვნენ, შე­სა­ბა­მი­სად კარ­ლა­საც ქარ­თუ­ლი სუფ­რის ყვე­ლა წე­სის დაც­ვა მო­უ­წია, ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის ახ­სნის შემ­დეგ - სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბიც კარ­გად აით­ვი­სა, რი­თაც სუფ­რის წევ­რე­ბი ძა­ლი­ან გა­ამ­ხი­ა­რუ­ლა. შემ­დეგ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რაც მო­ის­მი­ნა ხმებ­ში, იმა­ვე სუფ­რას­თან და თა­ვი­დან ცო­ტა­თი შე­შინ­და კი­დეც, ეგო­ნა რეს­ტორ­ნი­დან გაგ­ვყრიდ­ნენ.

შემ­დეგ გა­მო­ვი­ყე­ნეთ სა­ბა­გი­რო გზა და გად­მოვ­ხე­დეთ თბი­ლისს, მთაწ­მინ­დის პარკშიც შე­ვირ­ბი­ნეთ 1 სა­ა­თით, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლავ­და და ის­ტე­რი­უ­ლად იღებ­და ფო­ტო­ებს.

- რა­ტომ არის ყვე­ლა ასე­თი ბედ­ნი­ე­რი და მომ­ღი­მა­რი? - მკი­თხა აღ­ტა­ცე­ბულ­მა

- ზო­გა­დად თბი­ლი ერი ვართ - ვუ­პა­სუ­ხე და გა­მე­ღი­მა, რე­ა­ლუ­რი პა­სუ­ხი იყო ის, რომ მისი არა­ქარ­თვე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­მოვ­ხა­ტავ­დით პო­ზი­ტივს, რე­ა­ლუ­რად ასე­თი მომ­ღი­მა­რე­ბი არ ვართ, მაგ­რამ ამას ხომ ვერ ვე­ტყო­დი?

ბუ­ნებ­რი­ვია, არ ჩა­მიყ­ვა­ნია მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში, არ გა­ვა­კა­რე მა­თხოვ­რე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვე­ცა­დე ჩვე­ნი ყვე­ლა ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა შე­მე­ნიღ­ბა.

შე­ვირ­ბი­ნეთ ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში, ლა­მა­ზი არ­ქი­ტექ­ტუ­რის შემ­დეგ, ქა­ლა­ქის სიმწვა­ნეც რომ და­ე­ნა­ხა.

სა­ღა­მოს გა­დავ­წყვი­ტე ქარ­თვე­ლე­ბის კუ­ლი­ნა­რი­ის ნი­ჭიც მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, შე­სა­ბა­მი­სად გა­დავ­წყვი­ტე, მის­თვის რამე გემ­რი­ე­ლი კერ­ძი მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა.

ღამე იყო, ამ კუ­თხი­თაც შე­ვე­ცა­დე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­მეხ­დი­ნა და წა­ვიყ­ვა­ნე ვა­ჟას და­სა­წყის­ში მდე­ბა­რე ნი­კო­რას მა­ღა­ზი­ა­ში, სა­დაც ისე მო­ი­ხიბ­ლა ხორც-პრო­დუქ­ტე­ბის დიდი არ­ჩე­ვა­ნით, რომ სა­თი­თა­ოდ ყვე­ლა­ფერ­ზე იკი­თხა, რა იყო და რო­გო­რი გემო ჰქონ­და. კონ­სულ­ტან­ტე­ბიც ბედ­ნი­ე­რად პა­სუ­ხობ­დნენ და ბო­ლოს, 200 გრა­მი სო­სი­სის შე­სა­ძე­ნად შე­სუ­ლი, სამი პარ­კით გა­მო­ვე­დი.

- ფოტო უნდა გა­და­გი­ღო ამ პარ­კე­ბით - შე­მომ­ცი­ნა და დაბ­ნე­ულ­მა უარი ვერ ვუ­თხა­რი, სხვა კლი­ენ­ტე­ბი გა­ო­ცე­ბუ­ლი გვი­ყუ­რებ­დნენ და ვერ გა­ე­გოთ რა­ტომ ვი­ღებ­დი ფო­ტოს ნი­კო­რა­ში.

მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში, ისე გა­ვერ­თე მის­თვის ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბის გაც­ნო­ბით, რომ ნი­კო­რას ხორ­ცის ასორ­ტი ოდ­ნავ მი­მეწ­ვა, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კარ­ლა მაქ­სი­მა­ლუ­რად კმა­ყო­ფი­ლი სა­ხით მი­ირ­თმევ­და და მარ­წმუ­ნებ­და, რომ გემ­რი­ე­ლი იყო.

მერე მე­ზო­ბელ­თან გა­და­ვე­დით, რაკი სახ­ლში პი­ა­ნი­ნო არ მაქვს და "თბი­ლი­სო" და­ვუ­კა­რი მის­თვის, მარ­თა­ლია შუ­ა­ში და­მა­ვი­წყდა და ერთი და იგი­ვე ნა­წი­ლი რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ვა­ბი, რომ სრუ­ლი სიმ­ღე­რის ეფექ­ტი შე­მექ­მნა, მაგ­რამ კარ­ლა ვე­რა­ფერს მიხ­ვდა და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლავ­და.

ის ბედ­ნი­ე­რი და სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო გან­ვლი­ლი დღით.

ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი მეც, რად­გან კი­დევ ერთი უცხო­ე­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ავა­მაღ­ლე სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნა…

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

"სასჯელი" უცხოელისთვის, რომელმაც არ იცოდა საქართველოს არსებობის შესახებ

"სასჯელი" უცხოელისთვის, რომელმაც არ იცოდა საქართველოს არსებობის შესახებ

კარლა ესპანელი იყო, ერთერთ საიტზე დამიკავშირდა, მაცნობა, რომ საქართველოში აპირებდა მოგზაურობას სამი დღით და მთხოვა მისთვის დრო გამომეყო.

კვირადღე იყო… გადავწყვიტე, დილის ერთი საათი გამომეყო მისთვის და ლანჩზე გავსულიყავით. პატარა ზურგჩანთით და ჩემთვის უცნაურად, საზაფხულოდ ჩაცმული მოგზაურობდა.

- პირველად ხარ საქართველოში? - შევეცადე გამერკვია რა ჰქონდა ნანახი და ამის მიხედვით გადამენაწილებინა რჩევები და დამეგეგმა მისი სამი დღე;

- პირველად? - გაეღიმა. - ბილეთებს ვეძებდი სამოგზაუროდ, ყველაზე კარგი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! თბილისზე იყო პეგასუსით და როგორც აღმოვაჩინე ვიზაც არ მჭრდებოდა. რეალურად კი არც კი მსმენია თქვენი ქვეყნის შესახებ.

გავცეცხლდი! გადავწყვიტე ერთი საათის ნაცვლად მთელი დღე დამეთმო და მეჩვენებინა რეალურად ვინ ვართ და ეს ინფორმაცია მინიმუმ 20 თავისნაირი "გაუნათლებელი" თანამემამულისთვის გადაეცა, რომ ამის შემდეგ არავის ეთქვა - სად არის, ან რა ქვეყანაა საქართველო!

ყველაფერი ქართული კერძების დაგემოვნებით დაიწყო, რესტორანში ერთერთი სუფრიდან მიგვიპატიჟეს, რაკი კარლას მარტივად შეამჩნევდით, რომ უცხოელი იყო და მეც სხვა ქვეყნიდან ვეგონეთ. კარლა გაოცებული იყო, როგორ შეიძლება უცნობმა ადამიანებმა მიგვიპატიჟონ თავის სუფრასთან, დაგვპატიჟონ რასაც მოვისურვებდით იმ კერძზე, თუ სასმელზე და შემოვიდნენ ძალიან მეგობრულ კომუნიკაციაში.

სუფრის წევრები ნასვამები იყვნენ, შესაბამისად კარლასაც ქართული სუფრის ყველა წესის დაცვა მოუწია, ინსტრუქციების ახსნის შემდეგ - სადღეგრძელოებიც კარგად აითვისა, რითაც სუფრის წევრები ძალიან გაამხიარულა. შემდეგ ქართული სიმღერაც მოისმინა ხმებში, იმავე სუფრასთან და თავიდან ცოტათი შეშინდა კიდეც, ეგონა რესტორნიდან გაგვყრიდნენ.

შემდეგ გამოვიყენეთ საბაგირო გზა და გადმოვხედეთ თბილისს, მთაწმინდის პარკშიც შევირბინეთ 1 საათით, აღფრთოვანებას ვერ მალავდა და ისტერიულად იღებდა ფოტოებს.

- რატომ არის ყველა ასეთი ბედნიერი და მომღიმარი? - მკითხა აღტაცებულმა

- ზოგადად თბილი ერი ვართ - ვუპასუხე და გამეღიმა, რეალური პასუხი იყო ის, რომ მისი არაქართველობიდან გამომდინარე გამოვხატავდით პოზიტივს, რეალურად ასეთი მომღიმარები არ ვართ, მაგრამ ამას ხომ ვერ ვეტყოდი?

ბუნებრივია, არ ჩამიყვანია მიწისქვეშა გადასასვლელში, არ გავაკარე მათხოვრები, მაქსიმალურად შევეცადე ჩვენი ყველა ნაკლოვანება შემენიღბა.

შევირბინეთ ბოტანიკურ ბაღში, ლამაზი არქიტექტურის შემდეგ, ქალაქის სიმწვანეც რომ დაენახა.

საღამოს გადავწყვიტე ქართველების კულინარიის ნიჭიც მეჩვენებინა, შესაბამისად გადავწყვიტე, მისთვის რამე გემრიელი კერძი მომემზადებინა.

ღამე იყო, ამ კუთხითაც შევეცადე შთაბეჭდილება მომეხდინა და წავიყვანე ვაჟას დასაწყისში მდებარე ნიკორას მაღაზიაში, სადაც ისე მოიხიბლა ხორც-პროდუქტების დიდი არჩევანით, რომ სათითაოდ ყველაფერზე იკითხა, რა იყო და როგორი გემო ჰქონდა. კონსულტანტებიც ბედნიერად პასუხობდნენ და ბოლოს, 200 გრამი სოსისის შესაძენად შესული, სამი პარკით გამოვედი.

- ფოტო უნდა გადაგიღო ამ პარკებით - შემომცინა და დაბნეულმა უარი ვერ ვუთხარი, სხვა კლიენტები გაოცებული გვიყურებდნენ და ვერ გაეგოთ რატომ ვიღებდი ფოტოს ნიკორაში.

მომზადების პროცესში, ისე გავერთე მისთვის ისტორიული ფაქტების გაცნობით, რომ ნიკორას ხორცის ასორტი ოდნავ მიმეწვა, თუმცა მიუხედავად ამისა, კარლა მაქსიმალურად კმაყოფილი სახით მიირთმევდა და მარწმუნებდა, რომ გემრიელი იყო.

მერე მეზობელთან გადავედით, რაკი სახლში პიანინო არ მაქვს და "თბილისო" დავუკარი მისთვის, მართალია შუაში დამავიწყდა და ერთი და იგივე ნაწილი რამდენჯერმე გადავაბი, რომ სრული სიმღერის ეფექტი შემექმნა, მაგრამ კარლა ვერაფერს მიხვდა და აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

ის ბედნიერი და სასიამოვნოდ გაოცებული იყო განვლილი დღით.

ბედნიერი ვიყავი მეც, რადგან კიდევ ერთი უცხოელის ცნობიერებაში ავამაღლე საქართველოს შესახებ წარმოდგენა…

წყარო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია