პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასიკვდილოდ დაჭრილი ახალგაზრდა მეგობრებმა მიატოვეს - "გურიას" პრეზიდენტის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის უცნობი დეტალები
სასიკვდილოდ დაჭრილი ახალგაზრდა მეგობრებმა მიატოვეს - "გურიას" პრეზიდენტის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის უცნობი დეტალები

სის­ხლი­ა­ნი ტრა­გე­დია თბი­ლის­ში, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე, 21 მარტს მოხ­და. სა­კუ­თარ ბი­ნა­ში 22 წლის სერ­გი მირ­ზაშ­ვი­ლი მე­გობ­რის, არ­ჩილ წიკ­ლა­უ­რის კუთ­ვნი­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით თა­ვის არე­ში და­იჭ­რა. სერ­გი სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ ლან­ჩხუ­თის "გუ­რი­ის" პრე­ზი­დენ­ტის, კობა მირ­ზაშ­ვი­ლის ერ­თა­დერ­თი ვა­ჟია.

რო­გორც ჩვენ გა­ვარ­კვი­ეთ, იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს სტუმ­რად სერ­გი მირ­ზაშ­ვილ­თან მე­გობ­რე­ბი მი­ვიდ­ნენ. ბი­ჭე­ბი ლუდს სვამ­დნენ და სა­უბ­რობ­დნენ. სახ­ლში სულ 7 ახალ­გაზ­რდა იყო. მათ შო­რის ერთი, 26 წლის არ­ჩილ (ბაჩო) წიკ­ლა­უ­რი "ვალ­ტე­რის" პის­ტო­ლე­ტით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი. თურ­მე მან ია­რა­ღი ამო­ი­ღო და ათა­მა­შებ­და. მოკ­ლუ­ლის დედა ამ­ბობს, მის ვაჟს მე­გობ­რის­თვის უთ­ქვამს - ბიჭო, ეს ია­რა­ღი შე­ი­ნა­ხე, ნუ ამა­რი­ა­ჟე­ბო. მარ­თლაც შე­ი­ნა­ხა არ­ჩილ­მა ია­რა­ღი, მაგ­რამ ცოტა ხან­ში ისევ ამო­ი­ღო. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამო­ღე­ბის­თა­ნა­ვე ია­რა­ღი­დან გას­რო­ლა მოხ­და. შემ­თხვე­ვით გას­რო­ლი­ლი ტყვია მის­გან 5-6 მეტ­რის და­შო­რე­ბით ფეხ­ზე მდგარ სერ­გის პირ­და­პირ თავ­ში მოხ­ვდა. ბიჭი იქვე ჩა­ი­კე­ცა.

სამ­წუ­ხა­როდ, მის არც ერთ მე­გო­ბარს დაჭ­რი­ლის გა­დარ­ჩე­ნა არ უც­დია. შე­ში­ნე­ბუ­ლებ­მა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი და­ტო­ვეს, ექ­ვსი­ვე გა­იქ­ცა. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ და­ნა­შა­უ­ლი სა­ღა­მოს 12-ის ნა­ხე­ვარ­ზე მოხ­და. ამის შემ­დეგ დამ­ნა­შა­ვემ ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვა გა­და­წყვი­ტა და სომ­ხეთ­ში გა­და­ვი­და.

გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, წიკ­ლა­უ­რის მიერ სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის შემ­დეგ, ღა­მის ოთხ სა­ათ­ზე პო­ლი­ცი­ა­ში უც­ნობ­მა და­რე­კა და აუ­წყა, რომ თბი­ლის­ში, წე­რეთ­ლის 6 ნო­მერ­ში, მე­ო­რე სარ­თულ­ზე ახალ­გაზ­რდა იყო მოკ­ლუ­ლი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი კარ­გა ხანს ეძებ­დნენ 6 სა­დარ­ბა­ზო­ი­ან სახ­ლში გარ­დაც­ვლილს, თით­ქმის ყვე­ლა სახ­ლის კარი შე­ა­ღეს. ბო­ლოს ფაქ­ტობ­რი­ვად იმე­დი ამო­ე­წუ­რათ. იმა­საც ფიქ­რობ­დნენ, ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბა ხომ არ იყო, მაგ­რამ დარ­ჩე­ნი­ლი ერთი სა­დარ­ბა­ზოც შე­მო­ი­ა­რეს და ტრა­გე­დი­ის ად­გილს ასე მი­აგ­ნეს. ბი­ნის კარი ღია იყო, იქ შე­სულ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დახ­ვდათ, ახალ­გაზ­რდა ძირს ეგდო, ირ­გვლივ სის­ხლის გუბე იდგა. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მომ­ხდა­რი ფაქ­ტი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი იყო გა­სუ­ლი, დაჭ­რილს პულ­სი ისევ ესინ­ჯე­ბო­და.

სას­წრა­ფოდ იგი მი­ხა­ი­ლო­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და რამ­დე­ნი­მე დღე აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი ებ­რძო­და სიკ­ვდილს, სამ­წუ­ხა­როდ, ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ შეძ­ლეს.

უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან სერ­გის მშობ­ლე­ბი. უჭირთ იმ ფაქტთან შე­გუ­ე­ბა, რომ მათი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ცო­ცხა­ლი აღარ არის.

სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა შვილმკვდარ დე­დის, ციცი ჩხა­ი­ძის მო­ნა­თხრო­ბის მოს­მე­ნა. დედა ტრა­გე­დი­ამ­დე ორი დღით ადრე ლან­ჩხუთ­ში იყო წა­სუ­ლი და მომ­ხდა­რი თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი იქ შე­ი­ტყო:

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

სასიკვდილოდ დაჭრილი ახალგაზრდა მეგობრებმა მიატოვეს - "გურიას" პრეზიდენტის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის უცნობი დეტალები

სასიკვდილოდ დაჭრილი ახალგაზრდა მეგობრებმა მიატოვეს - "გურიას" პრეზიდენტის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის უცნობი დეტალები

სისხლიანი ტრაგედია თბილისში, წერეთლის გამზირზე, 21 მარტს მოხდა. საკუთარ ბინაში 22 წლის სერგი მირზაშვილი მეგობრის, არჩილ წიკლაურის კუთვნილი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაიჭრა. სერგი საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის `გურიის" პრეზიდენტის, კობა მირზაშვილის ერთადერთი ვაჟია.

როგორც ჩვენ გავარკვიეთ, იმ საბედისწერო დღეს სტუმრად სერგი მირზაშვილთან მეგობრები მივიდნენ. ბიჭები ლუდს სვამდნენ და საუბრობდნენ. სახლში სულ 7 ახალგაზრდა იყო. მათ შორის ერთი, 26 წლის არჩილ (ბაჩო) წიკლაური "ვალტერის" პისტოლეტით შეიარაღებული. თურმე მან იარაღი ამოიღო და ათამაშებდა. მოკლულის დედა ამბობს, მის ვაჟს მეგობრისთვის უთქვამს - ბიჭო, ეს იარაღი შეინახე, ნუ ამარიაჟებო. მართლაც შეინახა არჩილმა იარაღი, მაგრამ ცოტა ხანში ისევ ამოიღო. თვითმხილველები ამბობენ, რომ ამოღებისთანავე იარაღიდან გასროლა მოხდა. შემთხვევით გასროლილი ტყვია მისგან 5-6 მეტრის დაშორებით ფეხზე მდგარ სერგის პირდაპირ თავში მოხვდა. ბიჭი იქვე ჩაიკეცა.

სამწუხაროდ, მის არც ერთ მეგობარს დაჭრილის გადარჩენა არ უცდია. შეშინებულებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს, ექვსივე გაიქცა. გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაული საღამოს 12-ის ნახევარზე მოხდა. ამის შემდეგ დამნაშავემ ქვეყნიდან გაქცევა გადაწყვიტა და სომხეთში გადავიდა.

გამოძიების მტკიცებით, წიკლაურის მიერ საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, ღამის ოთხ საათზე პოლიციაში უცნობმა დარეკა და აუწყა, რომ თბილისში, წერეთლის 6 ნომერში, მეორე სართულზე ახალგაზრდა იყო მოკლული. სამართალდამცველები კარგა ხანს ეძებდნენ 6 სადარბაზოიან სახლში გარდაცვლილს, თითქმის ყველა სახლის კარი შეაღეს. ბოლოს ფაქტობრივად იმედი ამოეწურათ. იმასაც ფიქრობდნენ, ცრუ შეტყობინება ხომ არ იყო, მაგრამ დარჩენილი ერთი სადარბაზოც შემოიარეს და ტრაგედიის ადგილს ასე მიაგნეს. ბინის კარი ღია იყო, იქ შესულ სამართალდამცველებს საშინელი სურათი დახვდათ, ახალგაზრდა ძირს ეგდო, ირგვლივ სისხლის გუბე იდგა. იმის მიუხედავად, რომ მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათი იყო გასული, დაჭრილს პულსი ისევ ესინჯებოდა.

სასწრაფოდ იგი მიხაილოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს და რამდენიმე დღე აპარატზე შეერთებული ებრძოდა სიკვდილს, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

უმძიმეს მდგომარეობაში არიან სერგის მშობლები. უჭირთ იმ ფაქტთან შეგუება, რომ მათი ერთადერთი შვილი ცოცხალი აღარ არის.

სულისშემძვრელი აღმოჩნდა შვილმკვდარ დედის, ციცი ჩხაიძის მონათხრობის მოსმენა. დედა ტრაგედიამდე ორი დღით ადრე ლანჩხუთში იყო წასული და მომხდარი თავზარდამცემი ამბავი იქ შეიტყო:

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ