პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ მოკლა ახალგაზრდა ბიჭი გორში - "ჟანგიანის" და ოქრუაშვილის საიდუმლო
ვინ მოკლა ახალგაზრდა ბიჭი გორში - "ჟანგიანის" და ოქრუაშვილის საიდუმლო

2004 წლის 4 ნო­ემ­ბრის ღა­მეს გორ­ში მცხოვ­რებ თა­მაზ ბა­შა­რულს ტე­ლე­ფონ­ზე და­უ­რე­კეს და უთხრეს, რომ ენერ­გო­კომ­პა­ნი­ის შე­ნო­ბას­თან მი­სუ­ლი­ყო. ად­გილ­ზე მი­სულს კი "ნი­ვა­ში" ჩა­ცხრი­ლუ­ლი შვი­ლი აჩ­ვე­ნეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მამა და­ა­ჯე­რეს, რომ მისი შვი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნას იტა­ცებ­და და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის დროს, ავ­ტო­მან­ქა­ნის მფლო­ბე­ლის მიერ გას­რო­ლილ­მა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა. ავ­ტო­მან­ქა­ნა ენერ­გო­კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მელ­ზე, გია ნა­ო­ჭაშ­ვილ­ზე იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. გია ნა­ო­ჭაშ­ვი­ლი კი გო­რის საკ­რე­ბუ­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი წევ­რის, თე­მურ ნა­ო­ჭაშ­ვი­ლის შვი­ლია. თე­მურ ნა­ო­ჭაშ­ვი­ლი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მიერ გო­რის ერთ-ერთ "მა­მად" მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი "ჟან­გი­ა­ნია".

თავ­და­პირ­ვე­ლი ვერ­სი­ით, ბა­შა­რულს გია ნა­ო­ჭაშ­ვილ­მა ეს­რო­ლა ია­რა­ღი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი "მან­ქა­ნა და­იც­ვა". აღ­ნიშ­ნუ­ლი ვერ­სია 2005 წელს, სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გებ­მა თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში, რო­მე­ლიც არა­ერ­თი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლის მა­მამ ერთი წლის შემ­დეგ მი­ი­ღო, აღ­მოჩ­ნდა, რომ რეზო ბა­შა­რუ­ლი მან­ქა­ნა­ში არ იყო ჩა­ცხრი­ლუ­ლი. გაჩ­ნდა ეჭვი, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ჩას­ვეს და და­ყა­ჩა­ღე­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა გა­ა­თა­მა­შეს. ამა­ვე დას­კვნის მი­ხედ­ვით, მან­ქა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ნას­რო­ლი ტყვი­ის და გარ­დაც­ვლი­ლის სხე­ულ­ში მოხ­ვედ­რი­ლი ტყვი­ე­ბის ტრა­ექ­ტო­რი­ე­ბი ერ­თმა­ნეთს არ ემ­თხვე­ვა.

იმ ავ­ტო­მან­ქა­ნას, რო­მელ­შიც გარ­დაც­ვლი­ლი ეს­ვე­ნა, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას ნა­ტყვი­ა­რე­ბი მარ­თლაც ემ­ჩნე­ო­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა ალე­კო სუ­ხი­ტაშ­ვილ­მა და გო­რის პრო­კუ­რორ­მა თა­მუ­ნა ტლა­შა­ძემ პირ­ვე­ლა­დი მოკ­ვლე­უ­ლი მა­სა­ლე­ბით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის გა­რე­შე, "და­ად­გი­ნეს", რომ "ნი­ვის" მი­მარ­თუ­ლე­ბით ნას­რო­ლი და რეზო ბა­შა­რუ­ლის სხე­ულ­ზე ნას­რო­ლი ტყვი­ე­ბის ტრა­ექ­ტო­რი­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ო­და. ტლა­შა­ძემ მკვლე­ლო­ბის საქ­მე იმ ვერ­სი­ით და­ხუ­რა, რა ვერ­სი­ა­საც სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი ავი­თა­რებ­და - ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბი­სას გამ­ტა­ცებ­ლის ლიკ­ვი­და­ცია მოხ­და. მაგ­რამ ვისი ია­რა­ღით? ავ­ტო­მან­ქა­ნის მფლო­ბე­ლი ჩვე­ნე­ბა­ში უთი­თებ­და, რომ რო­დე­საც მან სამ­სა­ხუ­რის ფან­ჯრი­დან გა­მო­ი­ხე­და, მან­ქა­ნა კე­დელს იყო შე­ჯა­ხე­ბუ­ლი. ცოტა ხან­ში, საქ­მე თა­რო­ზეც შე­მო­ი­დო.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ვინ მოკლა ახალგაზრდა ბიჭი გორში - "ჟანგიანის" და ოქრუაშვილის საიდუმლო

ვინ მოკლა ახალგაზრდა ბიჭი გორში - "ჟანგიანის" და ოქრუაშვილის საიდუმლო

2004 წლის 4 ნოემბრის ღამეს გორში მცხოვრებ თამაზ ბაშარულს ტელეფონზე დაურეკეს და უთხრეს, რომ ენერგოკომპანიის შენობასთან მისულიყო. ადგილზე მისულს კი "ნივაში" ჩაცხრილული შვილი აჩვენეს. სამართალდამცავებმა მამა დააჯერეს, რომ მისი შვილი ავტომანქანას იტაცებდა და წინააღმდეგობის გაწევის დროს, ავტომანქანის მფლობელის მიერ გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ავტომანქანა ენერგოკომპანიის თანამშრომელზე, გია ნაოჭაშვილზე იყო გაფორმებული. გია ნაოჭაშვილი კი გორის საკრებულოს ამჟამინდელი წევრის, თემურ ნაოჭაშვილის შვილია. თემურ ნაოჭაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გორის ერთ-ერთ "მამად" მოხსენიებული "ჟანგიანია".

თავდაპირველი ვერსიით, ბაშარულს გია ნაოჭაშვილმა ესროლა იარაღი, რომელმაც საკუთარი "მანქანა დაიცვა". აღნიშნული ვერსია 2005 წელს, სასამართლო ექსპერტიზის შედეგებმა თავდაყირა დააყენა. ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც არაერთი მცდელობის შემდეგ გარდაცვლილის მამამ ერთი წლის შემდეგ მიიღო, აღმოჩნდა, რომ რეზო ბაშარული მანქანაში არ იყო ჩაცხრილული. გაჩნდა ეჭვი, რომ გარდაცვლილი ავტომანქანაში მკვლელობის შემდეგ ჩასვეს და დაყაჩაღების ინსცენირება გაათამაშეს. ამავე დასკვნის მიხედვით, მანქანის მიმართულებით ნასროლი ტყვიის და გარდაცვლილის სხეულში მოხვედრილი ტყვიების ტრაექტორიები ერთმანეთს არ ემთხვევა.

იმ ავტომანქანას, რომელშიც გარდაცვლილი ესვენა, რამდენიმე ადგილას ნატყვიარები მართლაც ემჩნეოდა. აქედან გამომდინარე, პოლიციის უფროსმა ალეკო სუხიტაშვილმა და გორის პროკურორმა თამუნა ტლაშაძემ პირველადი მოკვლეული მასალებით, ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, "დაადგინეს", რომ "ნივის" მიმართულებით ნასროლი და რეზო ბაშარულის სხეულზე ნასროლი ტყვიების ტრაექტორიები ერთმანეთს ემთხვეოდა. ტლაშაძემ მკვლელობის საქმე იმ ვერსიით დახურა, რა ვერსიასაც სუხიტაშვილი ავითარებდა - ავტომანქანის გატაცების მცდელობისას გამტაცებლის ლიკვიდაცია მოხდა. მაგრამ ვისი იარაღით? ავტომანქანის მფლობელი ჩვენებაში უთითებდა, რომ როდესაც მან სამსახურის ფანჯრიდან გამოიხედა, მანქანა კედელს იყო შეჯახებული. ცოტა ხანში, საქმე თაროზეც შემოიდო.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ