საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიიღეთ კელი ბრუკის მსგავსი ტანი - როგორ დავიკლოთ წონაში
მიიღეთ კელი ბრუკის მსგავსი ტანი - როგორ დავიკლოთ წონაში

ყვე­ლა სუ­პერ­მო­დე­ლი ვერ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მა­ი­სურ­სა, თუ ჯინსში ზედ­მე­ტი წო­ნის გამო "ვე­ღარ ჩა­ვე­ტი­ოთ".

მალე ზა­ფხუ­ლი მო­დის და დროა, ჩიპ­სებ­სა და პი­ცა­ზე უარი ვთქვათ. ეს მარ­ტი­ვი ხერ­ხე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ, მოშ­ვე­ბუ­ლი და მო­დუ­ნე­ბუ­ლი სხე­უ­ლი გა­ამ­კვრი­ვოთ. რო­გო­რი მკაც­რი დი­ე­ტაც არ უნდა და­იც­ვათ, ვარ­ჯი­ში­სა და სირ­ბი­ლის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვა. თავს ნუ მო­ი­ტყუ­ებთ, რომ მხო­ლოდ ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის წყა­ლო­ბით დაწ­ვავთ ცხიმს.

რო­გორ და­ვი­წყოთ? პირ­ველ რიგ­ში მაღ­ვი­ძა­რა ლო­გი­ნი­დან შორს და­ტო­ვეთ, რად­გა­ნაც მისი მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი წი­კწი­კი და გა­თიშ­ვის სურ­ვი­ლი ლო­გი­ნი­დან წამ­ში წა­მო­გახ­ტუ­ნებთ - ამის შემ­დეგ შე­უძ­ლე­ბე­ლია, ძი­ლის გაგ­რძე­ლე­ბის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდეთ. ანუ პირ­ვე­ლი დაბ­რკო­ლე­ბა გა­და­ლა­ხუ­ლია - სის­ხამ დი­ლით თქვენ უკვე ფეხ­ზე ხართ.

აღ­მოჩ­ნდა, რომ გო­გო­ნე­ბი ხში­რად დი­ე­ტას იმი­ტომ არ­ღვე­ვენ, რომ სია არ აქვთ ჩა­მო­წე­რი­ლი. მა­გა­ლი­თად: აწარ­მო­ეთ დღი­უ­რი, სა­დაც ჩა­მო­წერთ, თუ რა უნდა ჭა­მოთ და რისი ვარ­ჯი­შე­ბი გა­ა­კე­თოთ. სირ­ბი­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ისე­თი საკ­ვე­ბი მი­ი­ღოთ, რო­მე­ლიც D ვი­ტა­მინს შე­ი­ცავს. მისი წყა­ლო­ბით გა­აძ­ლი­ე­რებთ ძვლებს, კუნ­თებ­სა და ზო­გა­დად ჯან­მრთე­ლო­ბის­თვი­საა სა­სარ­გებ­ლო. ამას­თან, თი­თო­ე­უ­ლი ვარ­ჯი­შის შემ­დეგ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბი­სას, სა­კუ­თარ ტანს ფოტო გა­და­უ­ღეთ. მო­ტი­ვა­ცია გა­გეზ­რდე­ბათ და გულ­საც გა­გი­ხა­რებთ იმის შე­და­რე­ბა, თუ რო­გორ მო­გაკ­ლდათ გრა­მე­ბი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში.

შე­იძ­ლე­ბა ზამ­თარ­ში გა­რეთ ვარ­ჯი­ში რთუ­ლი იყო, მაგ­რამ გა­ზა­ფხულ­ზე რა­ღას მო­ი­მი­ზე­ზებთ? ამას­თან, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, თუ კონ­კრე­ტუ­ლად, რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ვარ­ჯი­ში. მა­გა­ლი­თად, თუ აქ­ტი­უ­რად მთე­ლი წე­ლია არ გი­ვარ­ჯი­ში­ათ, ან ლიფ­ტით ხში­რად მგზავ­რობთ, რო­გორც არ უნდა მო­ინ­დო­მოთ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, დიდ მან­ძილ­ზე ირ­ბი­ნოთ. მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა წო­ნა­საც - პუტ­კუ­ნა ქალი ვე­რას­დროს ირ­ბენს ისე­თი დატ­ვირ­თვით, რო­გორც გამ­ხდა­რი და ნა­ვარ­ჯი­შე­ბი გო­გო­ნა. ნუ იფიქ­რებთ, რომ თუ დიდ­ხანს და შე­უს­ვე­ნებ­ლად ივარ­ჯი­შებთ, უფრო ად­ვი­ლად, ან სწრა­ფად გახ­დე­ბით.

აუ­ცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ - თი­თო­ე­უ­ლი ვარ­ჯი­შის შემ­დეგ უნდა და­ის­ვე­ნოთ (დას­ვე­ნე­ბა­ში 1 სა­ა­თი არ იგუ­ლის­ხმე­ბა, მაქ­სი­მუმ 5 წუთი) და შემ­დეგ ახა­ლი ვარ­ჯი­ში გა­ა­კე­თოთ. რო­გორც ნა­ო­მი კემ­პბე­ლის მწვრთვნე­ლი, მეთ რო­ბერტსი ამ­ბობს, ძლი­ე­რი ვარ­ჯი­შის­თვის მხო­ლოდ 15-20 წუთი უნდა დავ­ხარ­ჯოთ. სირ­ბი­ლის დროს თუ ტკი­ვილს, დაღ­ლას, ან თავ­ბრუს­ხვე­ვას იგ­რძნობთ, აღარ ირ­ბი­ნოთ და სწრა­ფად ია­რეთ. ფიტ­ნეს-ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ სწრა­ფად სი­ა­რუ­ლი სირ­ბილს არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა.

"თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის დრო დად­გა. 15-20 წუთი - კვი­რა­ში 4 დღე. სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია", - ამ­ბობს მეთი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია express.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

მიიღეთ კელი ბრუკის მსგავსი ტანი - როგორ დავიკლოთ წონაში

მიიღეთ კელი ბრუკის მსგავსი ტანი - როგორ დავიკლოთ წონაში

ყველა სუპერმოდელი ვერ იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაისურსა, თუ ჯინსში ზედმეტი წონის გამო "ვეღარ ჩავეტიოთ".

მალე ზაფხული მოდის და დროა, ჩიპსებსა და პიცაზე უარი ვთქვათ. ეს მარტივი ხერხები დაგეხმარებათ, მოშვებული და მოდუნებული სხეული გაამკვრივოთ. როგორი მკაცრი დიეტაც არ უნდა დაიცვათ, ვარჯიშისა და სირბილის გარეშე არაფერი გამოვა. თავს ნუ მოიტყუებთ, რომ მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის წყალობით დაწვავთ ცხიმს.

როგორ დავიწყოთ? პირველ რიგში მაღვიძარა ლოგინიდან შორს დატოვეთ, რადგანაც მისი მომაბეზრებელი წიკწიკი და გათიშვის სურვილი ლოგინიდან წამში წამოგახტუნებთ - ამის შემდეგ შეუძლებელია, ძილის გაგრძელების სურვილი გაგიჩნდეთ. ანუ პირველი დაბრკოლება გადალახულია - სისხამ დილით თქვენ უკვე ფეხზე ხართ.

აღმოჩნდა, რომ გოგონები ხშირად დიეტას იმიტომ არღვევენ, რომ სია არ აქვთ ჩამოწერილი. მაგალითად: აწარმოეთ დღიური, სადაც ჩამოწერთ, თუ რა უნდა ჭამოთ და რისი ვარჯიშები გააკეთოთ. სირბილისთვის აუცილებელია ისეთი საკვები მიიღოთ, რომელიც D ვიტამინს შეიცავს. მისი წყალობით გააძლიერებთ ძვლებს, კუნთებსა და ზოგადად ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო. ამასთან, თითოეული ვარჯიშის შემდეგ სახლში დაბრუნებისას, საკუთარ ტანს ფოტო გადაუღეთ. მოტივაცია გაგეზრდებათ და გულსაც გაგიხარებთ იმის შედარება, თუ როგორ მოგაკლდათ გრამები დროთა განმავლობაში.

შეიძლება ზამთარში გარეთ ვარჯიში რთული იყო, მაგრამ გაზაფხულზე რაღას მოიმიზეზებთ? ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, თუ კონკრეტულად, რა მიზანს ემსახურება ვარჯიში. მაგალითად, თუ აქტიურად მთელი წელია არ გივარჯიშიათ, ან ლიფტით ხშირად მგზავრობთ, როგორც არ უნდა მოინდომოთ, შეუძლებელია, დიდ მანძილზე ირბინოთ. მიაქციეთ ყურადღება წონასაც - პუტკუნა ქალი ვერასდროს ირბენს ისეთი დატვირთვით, როგორც გამხდარი და ნავარჯიშები გოგონა. ნუ იფიქრებთ, რომ თუ დიდხანს და შეუსვენებლად ივარჯიშებთ, უფრო ადვილად, ან სწრაფად გახდებით.

აუცილებლად გაითვალისწინეთ - თითოეული ვარჯიშის შემდეგ უნდა დაისვენოთ (დასვენებაში 1 საათი არ იგულისხმება, მაქსიმუმ 5 წუთი) და შემდეგ ახალი ვარჯიში გააკეთოთ. როგორც ნაომი კემპბელის მწვრთვნელი, მეთ რობერტსი ამბობს, ძლიერი ვარჯიშისთვის მხოლოდ 15-20 წუთი უნდა დავხარჯოთ. სირბილის დროს თუ ტკივილს, დაღლას, ან თავბრუსხვევას იგრძნობთ, აღარ ირბინოთ და სწრაფად იარეთ. ფიტნეს-ინსტრუქტორები ამტკიცებენ, რომ სწრაფად სიარული სირბილს არ ჩამოუვარდება.

"თქვენი ცხოვრების დონის გაუმჯობესების დრო დადგა. 15-20 წუთი - კვირაში 4 დღე. სავსებით საკმარისია", - ამბობს მეთი.

მომზადებულია express.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს