პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხერხემლის პრობლემები მოზარდებსა და უფროსებში - დაუსვით კითხვები ორთოპედ-ვერტებროლოგს
ხერხემლის პრობლემები მოზარდებსა და უფროსებში - დაუსვით კითხვები ორთოპედ-ვერტებროლოგს

რო­გორ და­ვა­ფიქ­სი­როთ ხერ­ხემ­ლის გამ­რუ­დე­ბის მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე, რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, რომ ეს პრობ­ლე­მე­ბი თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ რო­გორც მო­ზარ­დებ­ში, ასე­ვე უფ­რო­სებ­ში? - კი­თხვებს ქი­რურ­გი ორ­თო­პედ-ვერ­ტებ­რო­ლო­გი ზაზა აზ­მა­ი­ფა­რაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი:

მე­დეა:

8 წე­ლია ხერ­ხე­მა­ლი მა­წუ­ხებს. გამ­რუ­დე­ბა მაქვს თან მარ­ჯვე­ნა მკერ­დში საკ­მა­ოდ დიდი სი­მაგ­რე ისინ­ჯე­ბა ხე­ლით და ტკი­ვი­ლებს გა­დას­ცემს ხერ­ხემ­ლი­დან მკერ­დში. ვი­ყა­ვი მა­მო­ლოგ­თან, გა­ვი­კე­თე მა­მოგ­რა­ფია. არა­ფე­რი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, ვა­რა­უ­დი გა­მოთ­ქვეს, რომ შე­საძ­ლოა ეს გამ­რუ­დე­ბუ­ლი ხერ­ხემ­ლის ძვა­ლი იყოს.... რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ასე­თი რამ და რა არის გა­მო­სა­ვა­ლი?

- ზო­გა­დად მინ­და მო­გახ­სე­ნოთ, რომ გამ­რუ­დე­ბუ­ლი ხერ­ხე­მა­ლი ეს აუ­ცი­ლებ­ლად ტკი­ვილს იწ­ვევს. რად­გან პა­ცი­ენ­ტი ამ­ბობს, რომ მა­მო­ლოგ­თა­ნაც იყო და ისინ­ჯე­ბა მკერ­დში სი­მაგ­რე, ალ­ბათ სჭირ­დე­ბა გა­მოკ­ვლე­ვა და ექი­მის კონ­სულ­ტა­ცია. მე ასეთ დის­ტან­ცი­ა­ზე ბუ­ნებ­რი­ვია კონ­სულ­ტა­ცი­ას ვერ ჩა­ვა­ტა­რებ. თუ კი­თხვის ავ­ტო­რი მა­მო­ლოგ­თან ნამ­ყო­ფია და ამ­ბობს, რომ არა­ნა­ი­რი პა­თო­ლო­გია მკერ­დში არ არის, ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­მიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დო, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია დე­ფორ­მა­ცია იყოს, თუმ­ცა აქვე ვუ­ტყვი, რომ სარ­ძე­ვე ჯირ­კვალ­ში ცოტა ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია. და­ვა­მა­ტებ, რომ თუ გამ­რუ­დე­ბა დი­დია, პა­ცი­ენტს აუ­ცი­ლებ­ლად შე­ა­წუ­ხებს ტკი­ვი­ლი. ტკი­ვი­ლი რომ ძლი­ე­რი არ იყოს, ამის­თვის კი სა­ჭი­როა, რომ პა­ცი­ენ­ტი მუდ­მი­ვად იყოს რე­ა­ბი­ლი­ტო­ლო­გის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. სა­ჭი­როა ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვე­ბის შე­ზღუდ­ვა და ვარ­ჯი­ში.

სა­ლო­მე:

რო­გო­რი ვარ­ჯი­შე­ბი უნდა გა­ვა­კე­თო ლორ­დო­ზის და კის­რის წინ წა­წე­ვის დროს? სა­ჭი­როა კორ­სე­ტის ტა­რე­ბა?

-კორ­სე­ტის ტა­რე­ბა სა­ჭი­რო არ არის, რად­გან მას აქვს თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. კორ­სე­ტი არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­კურ­ნა­ლო მე­თო­დი ხერ­ხემ­ლის პა­თო­ლო­გი­ებ­ში, მაგ­რამ მას აქვს ძა­ლი­ან მკაც­რი და მკვეთ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. ბევრ და­დე­ბით თვი­სე­ბას­თან ერ­თად მას აქვს ერთი უარ­ყო­ფი­თი რამ, ადუ­ნებს კუნთს, ასე რომ კორ­სე­ტი ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ იხ­მა­როს. ეს შე­მიძ­ლია ვუ­თხრა სა­ლო­მეს. რაც შე­ე­ხე­ბა ვარ­ჯიშს, აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თე რე­ა­ბი­ლი­ტო­ლოგს.

ქე­თე­ვა­ნი:

გო­გო­ნა ხმა­რობს სუ­პი­ნა­ტო­რებს, რად­გან ფეხი შე­აქვს შიგ­ნით და რო­გორც კოჭ­ლი ისე და­დის, მირ­ჩი­ეთ ვის­თან მი­ვიყ­ვა­ნო, რომ შე­დე­გი მი­ვი­ღოთ.

-კოჭ­ლო­ბით პა­ცი­ენ­ტმა არ უნდა ია­როს. თუ ფე­ხის ფუნ­ქცი­ურ და­მოკ­ლე­ბას აქვს ად­გი­ლი, სან­ტი­მეტრზე მეტ­ზე, მა­შინ სჭირ­დე­ბა ქუს­ლის ამაღ­ლე­ბა, მაგ­რამ წე­სით ბავ­შვმა მით უმე­ტეს სუ­პი­ნა­ტო­რებ­ში კოჭ­ლო­ბით არ უნდა ია­როს. რაც შე­ე­ხე­ბა ექიმს, უნდა მი­მარ­თოთ ბავ­შვთა ორ­თო­პედს.

რუ­სი­კო:

ჩემს შვილს ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შემ­დეგ 5 წე­ლია თურ­მე აწუ­ხებს ოს­ტე­ო­მი­ე­ლი­ტი. ექი­მე­ბი ვერ ხვდე­ბოდ­ნენ სა­ნამ არ და­უ­ჩირ­ქდა ფეხი. ოპე­რა­ცი­ი­სას ამო­უფხი­კეს ძვლე­ბი და აქვს სამი ხვრე­ლი. რამ­დე­ნად სა­სი­შია სა­მო­მავ­ლოდ ეს ხვრე­ლე­ბი? - ექიმ­მა გვი­თხრა რომ არ ამო­ივ­სე­ბა.

-ზო­გა­დად შე­კი­თხვა ჩემ­თან არ არის. ჯო­ბია რომ თქვენ მკურ­ნალ ექიმს მი­მარ­თოთ. მაგ­რამ გე­ტყვით რომ თუ გა­მო­ნა­დე­ნი არ არის, ეს არის ძა­ლი­ან კარ­გი, რაც შე­ე­ხე­ბა ხვრე­ლებს, რო­მე­ლიც რენდგენ­ზე ჩანს, სა­ში­ში არ არის. ეს ხვრე­ლე­ბი არ ამო­ივ­სე­ბა, მაგ­რამ კი­დუ­რი შეძ­ლებს სრულ­ფა­სოვ­ნად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას.

თა­მუ­ნა:

მყავს 15 წლის გო­გო­ნა, რო­მელ­საც ფე­ხის ტერ­ფი ქუსლთან შე­აქვს შიგ­ნით. ფეხ­საც­მელ­საც ბრი­ცავს, მყავ­და ექიმ­თან, და­უ­ნიშ­ნეს სუ­პი­ნა­ტო­რი, მაგ­რამ არა­ფერს შვე­ლის, გთხოვთ მირ­ჩი­ოთ ვის­თან მი­ვიყ­ვა­ნო, ხომ არ არ­სე­ბობს მა­სა­ჟი რაც უშ­ვე­ლის და ვინ აკე­თებს?

-ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ რა არის სუ­პი­ნა­ტო­რის მი­ზა­ნი, სუ­პი­ნა­ტო­რი ტერფს ვერ გა­მო­ას­წო­რებს . იგი ხე­ლოვ­ნუ­რად მის­ცემს ტერფს ჯან­მრთელ ფორ­მას, ასე რომ სუ­პი­ნა­ტო­რი მუდ­მი­ვად უნდა გვე­კე­თოს. ჩვენ თუ იმის იმე­დი გვაქვს, რომ ტერფს სუ­პი­ნა­ტორს გა­მო­ვაც­ლით და იგი ჯან­მრთელ ფორ­მას შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს, ეს ესე არ არის, იგი მუდ­მი­ვად უნდა გვქონ­დეს. გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში რო­დე­საც ტერ­ფის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ფორ­მა­ცი­აა, კეთ­დე­ბა ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა.

ქეთი:

წე­ლის არე­ში მაქვს სულ და­ჭი­მუ­ლო­ბა და ტკი­ვი­ლი. შე­იძ­ლე­ბა ამის გამო მუც­ლის შე­ბე­რი­ლო­ბა და და­ჭი­მუ­ლო­ბა მქონ­დეს?

-მუც­ლის შე­ბე­რი­ლო­ბა ეს ცალ­კე პრობ­ლე­მაა და გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლოგს მი­მარ­თეთ. რაც შე­ე­ხე­ბა წე­ლის პრობ­ლე­მას, გირ­ჩევთ რომ წონა გა­ა­კონ­ტრო­ლეთ სიმ­ძი­მე­ებს მო­ე­რი­დეთ, კომ­პი­უ­ტერ­თან არ დაჯ­დეთ ხან­გრძლი­ვად და რაც მთა­ვა­რია, ივარ­ჯი­შეთ. შე­ბე­რი­ლო­ბა ამის­გან არ უნდა იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი.

ლია:

მყავს 11 და 9 წლის შვი­ლე­ბი, გო­გო­ნე­ბი. ორი­ვეს აქვს 1 ხა­რის­ხის სქო­ლი­ო­ზის და­სა­წყი­სი და ბრტყელ­ტერ­ფი­ა­ნო­ბა, მა­ნუ­ა­ლისტ-მა­სა­ჟის­ტმა გვირ­ჩია კორ­სე­ტი­სა და სუ­პი­ნა­ტო­რე­ბის ტა­რე­ბა, პლუს მა­ნუ­ა­ლუ­რი თე­რა­პია და გა­ჭიმ­ვე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბით. თქვენ რას მირ­ჩევთ?

-ჩემ­თვის რა­მის თქმა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შეც­ვლა მით უმე­ტეს ძა­ლი­ან ძნე­ლია.კორ­სე­ტი ინიშ­ნე­ბა მა­შინ როცა გამ­რუ­დე­ბის დონე არის 30 გრა­დუს­ზე.ეს არის საკ­მა­ოდ შორს წა­სუ­ლი ფორ­მა და მი­ტო­მაც კორ­სე­ტი ინიშ­ნე­ბა. მე გირ­ჩევთ რომ და­ნიშ­ნი­უ­ლე­ბა უნდა და­წე­როს ექიმ­მა. მა­სა­ჟის­ტმა კი უნდა შე­ას­რუ­ლოს ექი­მის მიერ და­წე­რი­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. სქო­ლი­ო­ზი ეს რთუ­ლი თე­მაა და გირ­ჩევთ რომ ექიმს მი­მარ­თეთ.

გიო:

მაქვს სქო­ლი­ო­ზი მე­ო­რე ხა­რის­ხის, მარ­ცხე­ნა მხა­რეს. რა პრო­ცე­დუ­რე­ბი უნდა ჩა­ვი­ტა­რო იმის­თვის, რომ ცო­ტა­თი მა­ინც გა­მის­წორ­დეს ხერ­ხე­მა­ლი?

-ხერ­ხემ­ლის გას­წო­რე­ბა ოპე­რა­ცი­ის გა­რე­შე სამ­წუ­ხა­როდ არ ხდე­ბა. ზო­გა­დად ხა­რის­ხი ძა­ლი­ან გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი თე­მაა აქ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გრა­დუ­სი. აქ უკე­თე­სია გრა­დუ­სი ვი­ცო­დეთ. რა გრა­დუ­სიც არ უნდა იყოს სამ­წუ­ხა­როდ დე­ფორ­მა­ცი­ის გას­წო­რე­ბა არ ხდე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პა­ცი­ენ­ტმა ივარ­ჯი­შოს, რომ ტკი­ვი­ლე­ბი არ ჰქონ­დეს.

მკი­თხვე­ლი:

ბა­ტო­ნო ზაზა, იქ­ნებ ორი­ო­დე სი­ტყვით გვი­თხრათ პრე­პა­რატ რუ­მა­ნოლ­ზე ან თუ არ­სე­ბობს პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც მას შეც­ვლის?

-რუ­მა­ნო­ლი იყო ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი პრე­პა­რა­ტი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში. რო­გორც მე მახ­სოვს, მზად­დე­ბო­და სა­ქონ­ლის სის­ხლი­დან. ჰქონ­და ძა­ლი­ან კარ­გი ტკი­ვილ გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლის და ხონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ ბოლო 10-15 წე­ლია ეს პრე­პა­რა­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ შე­მო­დის. რაც შე­ე­ხე­ბა პრე­პა­რა­ტებს რო­მელ­საც ხონ­დროპ­რო­ტექ­ცი­ის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს უამ­რა­ვია და ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს აფ­თი­ა­ქებ­ში ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი დახ­ვდე­ბა.

მა­დო­ნა:

მტკი­ვა წელი, მარ­ცხე­ნა ფეხ­ში გა­მუდ­მე­ბით ვგძნობ ტკი­ვილს, გან­სა­კუთ­რე­ბით მენ­ჯის და მუხ­ლის სახ­სარ­ში. გთხოვთ მირ­ჩი­ოთ რო­გორ მო­ვიქ­ცე, ტკი­ვი­ლი რომ გაქ­რეს. ვარ 40 წლის.

-რად­გან პა­ცი­ენ­ტი აღ­ნიშ­ნავს რომ ტკი­ვი­ლი უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია გრძელ­დე­ბა აქ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რომ დი­აგ­ნო­ზი და­ის­ვას. იმი­სათ­ვის, რომ გა­ირ­კვეს პრობ­ლე­მის არსი, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა თუ პა­ცი­ენ­ტი შეძ­ლებს მაგ­ნი­ტო­რე­ზო­ნან­სუ­ლი კვლე­ვე­ბის გა­კე­თე­ბას.

მა­მუ­კა:

2- ჯერ გა­ვი­კე­თე ხერ­ხემ­ლის თი­ა­ქა­რის ოპე­რა­ცია,ეხლა ისევ ისე მა­წუ­ხებს და ტკი­ვი­ლე­ბი მაქვს. შე­იძ­ლე­ბა მის­გან გან­კურ­ნე­ბა?

-მინ­და მო­გახ­სე­ნოთ რომ ოპე­რა­ცია ეს არის ტკი­ვი­ლის მოხ­სნის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი და მოკ­ლე გზა. პა­ცი­ენ­ტმა უნდა გა­ი­გოს, რომ ოპე­რა­ცია ეს არ არის მკურ­ნა­ლო­ბა, რად­გან ის დე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი, რის გა­მოც ოპე­რა­ცია გა­კეთ­და, ორ­გა­ნიზ­მში გრძელ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ხში­რია ამ ოპე­რა­ცი­ის რე­ცი­დი­ვი, ეს არ არის მე­დი­ცი­ნის და ექი­მის ბრა­ლი, ეს არის იმის ბრა­ლი რომ პა­ცი­ენ­ტი ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს რომ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ მას მუდ­მი­ვად სჭირ­დე­ბა რე­ჟი­მის დაც­ვა. ეს რე­ჟი­მის დაც­ვა არის ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის შემ­ცი­რე­ბა , წო­ნის კო­რექ­ცია და სამ­კურ­ნა­ლო ფი­ზკულ­ტუ­რა, ასე­ვე ვარ­ჯი­ში და ცურ­ვა.

დალი:

რა რჩე­ვე­ბი შე­გიძ­ლი­ათ მოგ­ვცეთ, რომ თავი ავა­რი­დოთ ხერ­ხემ­ლის მე­ტად გამ­რუ­დე­ბას.

-საზ­რდე­ლი ზო­ნე­ბის ჩა­კეტვის შემ­დეგ ეს ბი­ჭებ­ში 18-19 წლებ­შია, ხოლო გო­გო­ნებ­ში 16-17 წლებ­ში. ამ ასა­კის შემ­დეგ ხერ­ხემ­ლის დე­ფორ­მა­ცია აღარ პროგ­რე­სი­რებს. თუ ეს არის ამ ასა­კამ­დე რის­კი გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია გარ­და­ტე­ხის პე­რი­ოდ­ში.გო­გო­ნებ­ში ეს არის 12-13 წელი, ბი­ჭებ­ში 13-14 წელი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ექვს თვე­ში ერთხელ რენდგე­ნო­ლო­გი­უ­რი გა­კონ­ტრო­ლე­ბა და იმის­და მი­ხედ­ვით თუ გამ­რუ­დე­ბის რა გრა­დუ­სია, სხვა­დას­ხვა მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დია სა­ჭი­რო.

ანა:

მყავს 7 წლის გოგო, და­უდ­გი­ნეს დისპლა­ზია და 1 ხა­რის­ხის ხერ­ხემ­ლის გამ­რუ­დე­ბა. ვუ­კე­თებ მა­სა­ჟებს. მა­ინ­ტე­რე­სებს რა­იდ­თე­რა­პია რამ­დე­ნად კარ­გი იქ­ნე­ბა მის­თვის.

-ზო­გა­დად ნე­ბის­მი­ე­რი მკურ­ნა­ლო­ბა მა­შინ არის შე­დე­გი­ა­ნი, როცა ეს არის მუდ­მი­ვი. რა­იდ­თე­რა­პია ეს არის მკურ­ნა­ლო­ბა ცხე­ნე­ბით, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კარ­გია კუნ­თო­ვა­ნი სის­ტე­მის ტო­ნუ­სის გა­სა­მაგ­რებ­ლად, მაგ­რამ ეს თუ იქ­ნე­ბა კვი­რა­ში ერთხელ ან ორ­ჯერ, შე­დეგს ვერ გა­მო­ი­ღებს. ნე­ბის­მი­ე­რი მკურ­ნა­ლო­ბა მა­შინ არის შე­დე­გი­ა­ნი, თუ ეს არის სტა­ბი­ლუ­რი. ისე ზო­გა­დად ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი მე­თო­დია მკურ­ნა­ლო­ბის­თვის.

ნანა:

S-ის ფორ­მის სქო­ლი­ო­ზი თუ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გას­წო­რე­ბას უკვე ზრდას­რუ­ლი (25-დან 30 წლის ასაკ­ში) ადა­მი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში. მე რამ­დე­ნა­დაც მი­თხრეს, შე­საძ­ლე­ბე­ლია გას­წო­რე­ბაო, კერ­ძოდ: მი­ნი­მუმ ერთ წლის ინ­ტენ­სი­უ­რი და მუდ­მი­ვი ცურ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბი­თო. რამ­დე­ნად სწო­რია? და რა რჩე­ვის მო­ცე­მა შე­გიძ­ლი­ათ ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

-სამ­წუ­ხა­როდ ხერ­ხემ­ლის გამ­რუ­დე­ბის გას­წო­რე­ბა კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი გზით არ ხდე­ბა, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ ქი­რურ­გი­უ­ლი გზით. ცურ­ვა და ვარ­ჯში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ტკი­ვი­ლის მარ­თვის­თვის და მის შე­სამ­ცი­რებ­ლად. რაც შე­ე­ხე­ბა გას­წო­რე­ბას, მისი იმე­დი ნუ გექ­ნე­ბათ.

იხი­ლეთ ვი­დეო

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
0

კისრის ქვედა მხარის ტკივილები მაქ ტკივილი თავზეც გადააქვს თვალებზეც საშინელი უკვე ერთი წელია რამოდენიმეჯერ ვიყავი ექიმთან ხერხემალი სწორი მაქ არა ცურვაზეც ვიარე მასაჟებიც მაგრამ მააინც მტკივა მირჩიეთ რამე

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ხერხემლის პრობლემები მოზარდებსა და უფროსებში - დაუსვით კითხვები ორთოპედ-ვერტებროლოგს

ხერხემლის პრობლემები მოზარდებსა და უფროსებში - დაუსვით კითხვები ორთოპედ-ვერტებროლოგს

როგორ დავაფიქსიროთ ხერხემლის გამრუდების მოსალოდნელი საფრთხე, როგორ მოვიქცეთ, რომ ეს პრობლემები თავიდან ავიცილოთ როგორც მოზარდებში, ასევე უფროსებში? - კითხვებს ქირურგი ორთოპედ-ვერტებროლოგი ზაზა აზმაიფარაშვილი პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

მედეა:

8 წელია ხერხემალი მაწუხებს. გამრუდება მაქვს თან მარჯვენა მკერდში საკმაოდ დიდი სიმაგრე ისინჯება ხელით და ტკივილებს გადასცემს ხერხემლიდან მკერდში.  ვიყავი მამოლოგთან, გავიკეთე მამოგრაფია. არაფერი დაფიქსირებულა, ვარაუდი გამოთქვეს, რომ შესაძლოა ეს გამრუდებული ხერხემლის ძვალი იყოს.... რამდენად შესაძლებელია ასეთი რამ და რა არის გამოსავალი?

- ზოგადად მინდა მოგახსენოთ, რომ გამრუდებული ხერხემალი ეს აუცილებლად ტკივილს იწვევს. რადგან პაციენტი ამბობს, რომ მამოლოგთანაც იყო და ისინჯება მკერდში სიმაგრე, ალბათ სჭირდება გამოკვლევა და ექიმის კონსულტაცია. მე ასეთ დისტანციაზე ბუნებრივია კონსულტაციას ვერ ჩავატარებ. თუ კითხვის ავტორი მამოლოგთან ნამყოფია და ამბობს, რომ არანაირი პათოლოგია მკერდში არ არის, ამ შემთხვევაში შემიძლია ვივარაუდო, რომ შესაძლებელია დეფორმაცია იყოს, თუმცა აქვე ვუტყვი, რომ სარძევე ჯირკვალში ცოტა ძნელი წარმოსადგენია. დავამატებ, რომ თუ გამრუდება დიდია, პაციენტს აუცილებლად შეაწუხებს ტკივილი. ტკივილი რომ ძლიერი არ იყოს, ამისთვის კი საჭიროა, რომ პაციენტი მუდმივად იყოს რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. საჭიროა ფიზიკური დატვირთვების შეზღუდვა და ვარჯიში.

სალომე:

როგორი ვარჯიშები უნდა გავაკეთო ლორდოზის და კისრის წინ წაწევის დროს? საჭიროა კორსეტის ტარება?

-კორსეტის ტარება საჭირო არ არის, რადგან მას აქვს თავისი დანიშნულება. კორსეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი სამკურნალო მეთოდი ხერხემლის პათოლოგიებში, მაგრამ მას აქვს ძალიან მკაცრი და მკვეთრი დანიშნულება. ბევრ დადებით თვისებასთან ერთად მას აქვს ერთი უარყოფითი რამ, ადუნებს კუნთს, ასე რომ კორსეტი ექიმის დანიშნულების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ იხმაროს. ეს შემიძლია ვუთხრა სალომეს. რაც შეეხება ვარჯიშს, აუცილებლად მიმართე რეაბილიტოლოგს.

ქეთევანი:

გოგონა ხმარობს სუპინატორებს, რადგან ფეხი შეაქვს შიგნით და როგორც კოჭლი ისე დადის, მირჩიეთ ვისთან მივიყვანო, რომ შედეგი მივიღოთ.

-კოჭლობით პაციენტმა არ უნდა იაროს. თუ ფეხის ფუნქციურ დამოკლებას აქვს ადგილი, სანტიმეტრზე მეტზე, მაშინ სჭირდება ქუსლის ამაღლება, მაგრამ წესით ბავშვმა მით უმეტეს სუპინატორებში კოჭლობით არ უნდა იაროს. რაც შეეხება ექიმს, უნდა მიმართოთ ბავშვთა ორთოპედს.

რუსიკო:

ჩემს შვილს ავტოავარიის შემდეგ 5 წელია თურმე აწუხებს ოსტეომიელიტი. ექიმები ვერ ხვდებოდნენ სანამ არ დაუჩირქდა ფეხი. ოპერაციისას ამოუფხიკეს ძვლები და აქვს სამი ხვრელი. რამდენად სასიშია სამომავლოდ ეს ხვრელები? - ექიმმა გვითხრა რომ არ ამოივსება.

-ზოგადად შეკითხვა ჩემთან არ არის. ჯობია რომ თქვენ მკურნალ ექიმს მიმართოთ. მაგრამ გეტყვით რომ თუ გამონადენი არ არის, ეს არის ძალიან კარგი, რაც შეეხება ხვრელებს, რომელიც რენდგენზე ჩანს, საშიში არ არის. ეს ხვრელები არ ამოივსება, მაგრამ კიდური შეძლებს სრულფასოვნად ფუნქციონირებას.

თამუნა:

მყავს 15 წლის გოგონა, რომელსაც ფეხის ტერფი ქუსლთან შეაქვს შიგნით. ფეხსაცმელსაც ბრიცავს, მყავდა ექიმთან, დაუნიშნეს სუპინატორი, მაგრამ არაფერს შველის, გთხოვთ მირჩიოთ ვისთან მივიყვანო, ხომ არ არსებობს მასაჟი რაც უშველის და ვინ აკეთებს?

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა არის სუპინატორის მიზანი, სუპინატორი ტერფს ვერ გამოასწორებს . იგი ხელოვნურად მისცემს ტერფს ჯანმრთელ ფორმას, ასე რომ სუპინატორი მუდმივად უნდა გვეკეთოს. ჩვენ თუ იმის იმედი გვაქვს, რომ ტერფს სუპინატორს გამოვაცლით და იგი ჯანმრთელ ფორმას შეინარჩუნებს, ეს ესე არ არის, იგი მუდმივად უნდა გვქონდეს. განსაკუთრებულ შემთხვევებში როდესაც ტერფის მნიშვნელოვანი დეფორმაციაა, კეთდება ქირურგიული მკურნალობა.

ქეთი:

წელის არეში მაქვს სულ დაჭიმულობა და ტკივილი. შეიძლება ამის გამო მუცლის შებერილობა და დაჭიმულობა მქონდეს?

-მუცლის შებერილობა ეს ცალკე პრობლემაა და გასტროენტეროლოგს მიმართეთ. რაც შეეხება წელის პრობლემას, გირჩევთ რომ წონა გააკონტროლეთ სიმძიმეებს მოერიდეთ, კომპიუტერთან არ დაჯდეთ ხანგრძლივად და რაც მთავარია, ივარჯიშეთ. შებერილობა ამისგან არ უნდა იყოს გამოწვეული.

ლია:

მყავს 11 და 9 წლის შვილები, გოგონები. ორივეს აქვს 1 ხარისხის სქოლიოზის დასაწყისი და ბრტყელტერფიანობა, მანუალისტ-მასაჟისტმა გვირჩია კორსეტისა და სუპინატორების ტარება, პლუს მანუალური თერაპია და გაჭიმვები სპეციალური მოწყობილობით. თქვენ რას მირჩევთ?

-ჩემთვის რამის თქმა და დანიშნულების შეცვლა მით უმეტეს ძალიან ძნელია.კორსეტი ინიშნება მაშინ როცა გამრუდების დონე არის 30 გრადუსზე.ეს არის საკმაოდ შორს წასული ფორმა და მიტომაც კორსეტი ინიშნება. მე გირჩევთ რომ დანიშნიულება უნდა დაწეროს ექიმმა. მასაჟისტმა კი უნდა შეასრულოს ექიმის მიერ დაწერილი დანიშნულება. სქოლიოზი ეს რთული თემაა და გირჩევთ რომ ექიმს მიმართეთ.

გიო:

მაქვს სქოლიოზი მეორე ხარისხის, მარცხენა მხარეს. რა პროცედურები უნდა ჩავიტარო იმისთვის, რომ ცოტათი მაინც გამისწორდეს ხერხემალი?

-ხერხემლის გასწორება ოპერაციის გარეშე სამწუხაროდ არ ხდება. ზოგადად ხარისხი ძალიან განზოგადებული თემაა აქ უფრო მნიშვნელოვანია გრადუსი. აქ უკეთესია გრადუსი ვიცოდეთ. რა გრადუსიც არ უნდა იყოს სამწუხაროდ დეფორმაციის გასწორება არ ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა ივარჯიშოს, რომ ტკივილები არ ჰქონდეს.

მკითხველი:

ბატონო ზაზა, იქნებ ორიოდე სიტყვით გვითხრათ პრეპარატ რუმანოლზე ან თუ არსებობს პრეპარატი, რომელიც მას შეცვლის?

-რუმანოლი იყო ძალიან პოპულარული პრეპარატი საბჭოთა კავშირის პერიოდში. როგორც მე მახსოვს, მზადდებოდა საქონლის სისხლიდან. ჰქონდა ძალიან კარგი ტკივილ გამაყუჩებელის და ხონდროპროტექტორის დანიშნულება. სამწუხაროდ ბოლო 10-15 წელია ეს პრეპარატი საქართველოში აღარ შემოდის. რაც შეეხება პრეპარატებს რომელსაც ხონდროპროტექციის დანიშნულება აქვს უამრავია და ნებისმიერ მსურველს აფთიაქებში ფართო არჩევანი დახვდება.

მადონა:

მტკივა წელი, მარცხენა ფეხში გამუდმებით ვგძნობ ტკივილს, განსაკუთრებით მენჯის და მუხლის სახსარში. გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე, ტკივილი რომ გაქრეს. ვარ 40 წლის.

-რადგან პაციენტი აღნიშნავს რომ ტკივილი უკვე რამდენიმე წელია გრძელდება აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ დიაგნოზი დაისვას. იმისათვის, რომ გაირკვეს პრობლემის არსი, ძალიან კარგი იქნება თუ პაციენტი შეძლებს მაგნიტორეზონანსული კვლევების გაკეთებას.

მამუკა:

2- ჯერ გავიკეთე ხერხემლის თიაქარის ოპერაცია,ეხლა ისევ ისე მაწუხებს და ტკივილები მაქვს. შეიძლება მისგან განკურნება?

-მინდა მოგახსენოთ რომ ოპერაცია ეს არის ტკივილის მოხსნის ყველაზე ეფექტური და მოკლე გზა. პაციენტმა უნდა გაიგოს, რომ ოპერაცია ეს არ არის მკურნალობა, რადგან ის დეგენერაციული პროცესები, რის გამოც ოპერაცია გაკეთდა, ორგანიზმში გრძელდება. საქართველოში ძალიან ხშირია ამ ოპერაციის რეციდივი, ეს არ არის მედიცინის და ექიმის ბრალი, ეს არის იმის ბრალი რომ პაციენტი ვერ აცნობიერებს რომ ოპერაციის შემდეგ მას მუდმივად სჭირდება რეჟიმის დაცვა. ეს რეჟიმის დაცვა არის ფიზიკური დატვირთვის შემცირება , წონის კორექცია და სამკურნალო ფიზკულტურა, ასევე ვარჯიში და ცურვა.

დალი:

რა რჩევები შეგიძლიათ მოგვცეთ, რომ თავი ავარიდოთ ხერხემლის მეტად გამრუდებას.

-საზრდელი ზონების ჩაკეტვის შემდეგ ეს ბიჭებში 18-19 წლებშია, ხოლო გოგონებში 16-17 წლებში. ამ ასაკის შემდეგ ხერხემლის დეფორმაცია აღარ პროგრესირებს. თუ ეს არის ამ ასაკამდე რისკი განსაკუთრებით მაღალია გარდატეხის პერიოდში.გოგონებში ეს არის 12-13 წელი, ბიჭებში 13-14 წელი. ძალიან მნიშვნელოვანია ექვს თვეში ერთხელ რენდგენოლოგიური გაკონტროლება და იმისდა მიხედვით თუ გამრუდების რა გრადუსია, სხვადასხვა მკურნალობის მეთოდია საჭირო.

ანა:

მყავს 7 წლის გოგო, დაუდგინეს დისპლაზია და 1 ხარისხის ხერხემლის გამრუდება. ვუკეთებ მასაჟებს. მაინტერესებს რაიდთერაპია რამდენად კარგი იქნება მისთვის.

-ზოგადად ნებისმიერი მკურნალობა მაშინ არის შედეგიანი, როცა ეს არის მუდმივი. რაიდთერაპია ეს არის მკურნალობა ცხენებით, რომელიც ძალიან კარგია კუნთოვანი სისტემის ტონუსის გასამაგრებლად, მაგრამ ეს თუ იქნება კვირაში ერთხელ ან ორჯერ, შედეგს ვერ გამოიღებს. ნებისმიერი მკურნალობა მაშინ არის შედეგიანი, თუ ეს არის სტაბილური. ისე ზოგადად ძალიან პოპულარული მეთოდია მკურნალობისთვის.

ნანა:

S-ის ფორმის სქოლიოზი თუ ექვემდებარება გასწორებას უკვე ზრდასრული (25-დან 30 წლის ასაკში) ადამიანის შემთხვევაში. მე რამდენადაც მითხრეს, შესაძლებელია გასწორებაო, კერძოდ: მინიმუმ ერთ წლის ინტენსიური და მუდმივი ცურვის საშუალებითო. რამდენად სწორია? და რა რჩევის მოცემა შეგიძლიათ ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით?

-სამწუხაროდ ხერხემლის გამრუდების გასწორება კონსერვატიული გზით არ ხდება, ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ქირურგიული გზით. ცურვა და ვარჯში აუცილებელია ტკივილის მართვისთვის და მის შესამცირებლად. რაც შეეხება გასწორებას, მისი იმედი ნუ გექნებათ.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას