პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ესარჩლებიან სოციალურ ქსელში მწერალს, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანმა ფალოსი უწოდა
 როგორ ესარჩლებიან სოციალურ ქსელში მწერალს, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანმა ფალოსი უწოდა

მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩად მმარ­თვე­ლი გუნ­დი მწე­რალ ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძის კან­დი­და­ტუ­რას გა­ნი­ხი­ლავს, რა­საც დე­პუ­ტატ სოსო ჯაჭვლი­ა­ნის მხრი­დან მისი მი­სა­მარ­თით უხამ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი მოჰ­ყვა, მწე­რალს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დამ­ცვე­ლე­ბი გა­მო­უჩ­დნენ.

პა­ა­ტა ქურ­და­ძე, მწე­რა­ლი და დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი:

"წი­ნა­და­დე­ბა შე­მო­მაქვს ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩად ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძის ნაც­ვლად სოსო ჯაჭვლი­ა­ნის და­ნიშ­ვნა მო­ვი­თხო­ვოთ. რაც არ უნდა იყოს მარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ხეა...

ჯაჭვლი­ან­ზე არა­ნაკ­ლე­ბად ვმდგარ­ვარ იქ, სა­დაც სა­ჭი­რო ვყო­ფილ­ვარ და მა­გა­ზე არა­ნაკ­ლებ ადა­მი­ანს დავ­ხმა­რე­ბი­ვარ, მაგ­რამ არა­ვის­თვის არც და­მიყ­ვედ­რე­ბია, და არც ამ­დე­ნის უფ­ლე­ბა მი­მი­ცია ჩემი თა­ვის­თვის სა­ჯა­როდ თვე­ში ერთხელ პირი ამემყრა­ლე­ბი­ნა. ეს სენ­ტი­მე­ტა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი მისი პა­ტი­ოს­ნე­ბის შე­სა­ხებ ჩემ­ზე არა­ნა­ირ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას არ ახ­დენს, მე თვი­თონ პა­ტი­ო­სა­ნი კაცი გახ­ლა­ვართ. თუკი ვინ­მე თვლის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლე­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს, დემ­კოკ­რა­ტი­ის მე­ქის წრმო­მად­გე­ნე­ლი თა­ვი­სი­ვე გუნ­დის მიერ წარ­დგე­ნილ ქვეყ­ნის ელ­ჩო­ბის კან­დი­დატს, ამ ლექ­სი­კით უნდა მო­იხ­სე­ნებ­დეს, ეს მისი პრობ­ლე­მაა, მე კი ვთვლი, რომ ასეთ კა­ცის ად­გი­ლი არა­ვი­თარ შემ­თხვე­აშ არ არის პარ­ლა­მენ­ტში, ის მხო­ლოდ თა­ვი­სი გუნ­დის და ქარ­თლი სა­ხელ­მწი­ფოს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ეწე­ვა".

მალ­ხაზ ხარ­ბე­დია, მწე­რა­ლი:

"ჩემი სო­ლი­და­რო­ბა და ძმუ­რი გამ­ხნე­ვე­ბა ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძეს! მა­გარ მწე­რალს და ძმას!"

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, პო­ე­ტი; ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი:

"ელექტრო­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა lib.ge უერ­თდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პენ-ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბას და მი­იჩ­ნევს: სრუ­ლი­ად და­უშ­ვე­ბე­ლია, მხატ­ვრუ­ლი ტექ­სტი­დან, თან კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი ფრა­ზე­ბით მწერ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია. ჩვენ ვართ სი­ტყვის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მომ­ხრე, მაგ­რამ და­უშ­ვებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე აგე­ბულ პას­კვი­ლებს. ელექ­ტორ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა და მე, მისი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი - გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებთ მწე­რალ ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძეს".

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ მწე­რა­ლი ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძე სა­კუ­თა­რი რო­მა­ნის - "მე­ლია-ტუ­ლე­ფია" გამო გა­აკ­რი­ტი­კეს - თით­ქოს­და ქა­რუ­მი­ძემ თა­ვი­სი ტექ­სტით სვა­ნურ ტრა­დი­ცი­ას და ზო­გა­დად სვა­ნებს მი­ა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა. ქა­რუ­მი­ძეს ღიად და­უ­პი­რის­პირ­და დე­პუ­ტა­ტი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი. ჯაჭვლი­ან­მა ეს რო­მა­ნი სვა­ნე­თის შე­უ­რა­ცხყო­ფად შე­ა­ფა­სა და ქა­რუ­მი­ძის შე­საძ­ლო ელ­ჩო­ბა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ასე გა­აპ­რო­ტეს­ტა: "ქა­რუ­მი­ძეს ყო­ველ მე­ო­რე სი­ტყვა­ზე ფა­ლო­სი აკე­რია პირ­ზე, ეტყო­ბა, თვი­თო­ნაც გა­ფა­ლოს­და და ფა­ლოსს შე­იძ­ლე­ბა რა­მე­ზე ვე­კა­მა­თო? ქა­რუ­მი­ძე არის ფა­ლო­სი და ჩემი ეს შე­ფა­სე­ბა გა­და­მოწ­მე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა"..

ორი­ო­დე დღის წინ კი პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე მო­ქა­ლა­ქე გი­ორ­გი ხა­სა­ია შე­ი­პა­რა და სა­ნამ დე­პუ­ტა­ტე­ბი "გონს მო­ე­გე­ბოდ­ნენ" ამ რო­მა­ნი­დან სკაბ­რე­ზუ­ლი, უცენ­ზუ­რი სი­ტყვე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ცი­ტა­ტა წა­ი­კი­თხა.

მწერ­ლის გარ­შე­მო ხმა­უ­რის ატეხ­ვის შემ­დეგ, ელ­ჩის პოსტზე ქა­რუ­მი­ძის კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნის შე­სა­ხებ კო­მე­ნატ­რი გა­ა­კე­თა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს მაია ფან­ჯი­კი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ეს არის სა­მუ­შაო პრო­ცე­სი და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ არის. "ჩვენ ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბის კან­დი­და­ტუ­რას, რო­მელ­საც მე ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ და ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ, გან­ვი­ხი­ლავთ, მაგ­რამ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ არის და მისი არა­ნა­ი­რი წარ­დგი­ნე­ბა არ­სად გა­დაგ­ზავ­ნი­ლი არ არის", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე თქმით, ეს არის სა­მუ­შაო პრო­ცე­სი, რომ­ლის დამ­თავ­რე­ბამ­დე სა­უ­ბა­რი, არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­მედ ორ­მხრი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რეც არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი.

"სხვა­თა შო­რის ელ­ჩის კან­დი­და­ტუ­რე­ბი პარ­ლა­მენტს აღარ ეგ­ზავ­ნე­ბა. ელ­ჩის კან­დი­და­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მიერ ეგ­ზავ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, გა­დის მთავ­რო­ბა­ზე და მის და­ნიშ­ვნას შემ­დეგ ხელს აწერს პრე­ზი­დენ­ტი. ეს კი ამ შემ­თხვე­ვა­ში ჯერ არ მომ­ხდა­რა. ასე რომ, ეს აჟი­ო­ტა­ჟი არა­ჯან­სა­ღია", - გა­ნა­ცხა­და მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

იხი­ლეთ ასე­ვე: ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი მის გარ­შე­მო ატე­ხილ სკან­დალ­ზე

ახალ­გაზ­რდა პო­ე­ტი სოსო ჯაჭვლი­ან­ზე: ერ­თგან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი "ჟურ­ნა­ლის­ტი" და ამა­ვე დო­ნის "პარ­ლა­მენ­ტა­რი" ჯაჭვლი­ა­ნი

რო­გორ წა­მო­ი­წყო სოსო ჯაჭვლი­ან­მა "ფა­ლო­სის სკან­და­ლი" - დე­პუ­ტა­ტის უხამ­სი ინ­ტერ­ვიუ

თინა ხი­და­შე­ლი ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძის ირ­გვლივ ატე­ხილ სკან­დალ­ზე

გი­ორ­გი ხა­სა­ი­ამ პარ­ლა­მენ­ტა­რებს სხდო­მა­ზე ქა­რუ­მი­ძის "მე­ლია-ტუ­ლე­ფი­ა­დან" უხამ­სი ტექ­სტი წა­უ­კი­თხა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ ესარჩლებიან სოციალურ ქსელში მწერალს, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანმა ფალოსი უწოდა

 როგორ ესარჩლებიან სოციალურ ქსელში მწერალს, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანმა ფალოსი უწოდა

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად მმართველი გუნდი მწერალ ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურას განიხილავს, რასაც დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მხრიდან მისი მისამართით უხამსი განცხადებები მოჰყვა, მწერალს სოციალურ ქსელში დამცველები გამოუჩდნენ.

პაატა ქურდაძე, მწერალი და დოკუმენტალისტი:

"წინადადება შემომაქვს ბრიტანეთში საქართველოს ელჩად ზურაბ ქარუმიძის ნაცვლად სოსო ჯაჭვლიანის დანიშვნა მოვითხოვოთ. რაც არ უნდა იყოს მართველი კოალიციის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა...

ჯაჭვლიანზე არანაკლებად ვმდგარვარ იქ, სადაც საჭირო ვყოფილვარ და მაგაზე არანაკლებ ადამიანს დავხმარებივარ, მაგრამ არავისთვის არც დამიყვედრებია, და არც ამდენის უფლება მიმიცია ჩემი თავისთვის საჯაროდ თვეში ერთხელ პირი ამემყრალებინა. ეს სენტიმეტალური შეფასებები მისი პატიოსნების შესახებ ჩემზე არანაირ შთაბეჭდილებას არ ახდენს, მე თვითონ პატიოსანი კაცი გახლავართ. თუკი ვინმე თვლის, რომ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, დემკოკრატიის მექის წრმომადგენელი თავისივე გუნდის მიერ წარდგენილ ქვეყნის ელჩობის კანდიდატს, ამ ლექსიკით უნდა მოიხსენებდეს, ეს მისი პრობლემაა, მე კი ვთვლი, რომ ასეთ კაცის ადგილი არავითარ შემთხვეაშ არ არის პარლამენტში, ის მხოლოდ თავისი გუნდის და ქართლი სახელმწიფოს დისკრედიტაციას ეწევა".

მალხაზ ხარბედია, მწერალი:

"ჩემი სოლიდარობა და ძმური გამხნევება ზურაბ ქარუმიძეს! მაგარ მწერალს და ძმას!"

გიორგი კეკელიძე, პოეტი; ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი:

"ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge უერთდება საქართველოს პენ-ცენტრის განცხადებას და მიიჩნევს: სრულიად დაუშვებელია, მხატვრული ტექსტიდან, თან კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით მწერლების დისკრედიტაცია. ჩვენ ვართ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების მომხრე, მაგრამ დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო სტრუქტურა ითვალისწინებდეს ცილისწამებაზე აგებულ პასკვილებს. ელექტორნული ბიბლიოთეკა და მე, მისი დამფუძნებელი - გიორგი კეკელიძე სოლიდარობას ვუცხადებთ მწერალ ზურაბ ქარუმიძეს".

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მწერალი ზურაბ ქარუმიძე საკუთარი რომანის - "მელია-ტულეფია" გამო გააკრიტიკეს - თითქოსდა ქარუმიძემ თავისი ტექსტით სვანურ ტრადიციას და ზოგადად სვანებს მიაყენა შეურაცხყოფა. ქარუმიძეს ღიად დაუპირისპირდა დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი. ჯაჭვლიანმა ეს რომანი სვანეთის შეურაცხყოფად შეაფასა და ქარუმიძის შესაძლო ელჩობა დიდ ბრიტანეთში ასე გააპროტესტა: "ქარუმიძეს ყოველ მეორე სიტყვაზე ფალოსი აკერია პირზე, ეტყობა, თვითონაც გაფალოსდა და ფალოსს შეიძლება რამეზე ვეკამათო? ქარუმიძე არის ფალოსი და ჩემი ეს შეფასება გადამოწმებას არ ექვემდებარება"..

ორიოდე დღის წინ კი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოქალაქე გიორგი ხასაია შეიპარა და სანამ დეპუტატები "გონს მოეგებოდნენ" ამ რომანიდან სკაბრეზული, უცენზური სიტყვებით გაჯერებული ციტატა წაიკითხა.

მწერლის გარშემო ხმაურის ატეხვის შემდეგ, ელჩის პოსტზე ქარუმიძის კანდიდატურის წარდგენის შესახებ კომენატრი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

როგორც ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, ეს არის სამუშაო პროცესი და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. "ჩვენ ბატონი ზურაბის კანდიდატურას, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან ვაფასებ, განვიხილავთ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის და მისი არანაირი წარდგინება არსად გადაგზავნილი არ არის", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ეს არის სამუშაო პროცესი, რომლის დამთავრებამდე საუბარი, არა მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ორმხრივი ინტერესებიდან გამომდინარეც არ არის მიზანშეწონილი.

"სხვათა შორის ელჩის კანდიდატურები პარლამენტს აღარ ეგზავნება. ელჩის კანდიდატურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ეგზავნება საქართველოს მთავრობას, გადის მთავრობაზე და მის დანიშვნას შემდეგ ხელს აწერს პრეზიდენტი. ეს კი ამ შემთხვევაში ჯერ არ მომხდარა. ასე რომ, ეს აჟიოტაჟი არაჯანსაღია", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

იხილეთ ასევე: ზურაბ ქარუმიძის პირველი კომენტარი მის გარშემო ატეხილ სკანდალზე

ახალგაზრდა პოეტი სოსო ჯაჭვლიანზე: ერთგანზომილებიანი "ჟურნალისტი" და ამავე დონის "პარლამენტარი" ჯაჭვლიანი

როგორ წამოიწყო სოსო ჯაჭვლიანმა "ფალოსის სკანდალი" - დეპუტატის უხამსი ინტერვიუ

თინა ხიდაშელი ზურაბ ქარუმიძის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე

გიორგი ხასაიამ პარლამენტარებს სხდომაზე ქარუმიძის ”მელია-ტულეფიადან” უხამსი ტექსტი წაუკითხა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს