ავტორი:

"წისქვილი-ბიბლიოთეკების მოწყობაც დავიწყეთ... სოფლებში, წყლის წისქვილებში ჯერაც ბევრია მიმსვლელი" - რას წერს გიორგი კეკელიძე?

"წისქვილი-ბიბლიოთეკების მოწყობაც დავიწყეთ... სოფლებში, წყლის წისქვილებში ჯერაც ბევრია მიმსვლელი" - რას წერს გიორგი კეკელიძე?

"ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ წიგნიერების გამავრცელებელმა საზოგადოებამ წისქვილი-ბიბლიოთეკების მოწყობა დაიწყო.

"სოფლებში, წყლის წისქვილებში ჯერაც ბევრია მიმსვლელი. ჰოდა, დაბლაციხის წისქვილში ახალი წიგნები და ანდროიდის ტაბლეტი დახვდებათ მომლოდინეებს. წისქვილის ბიბლიოთეკარი კი ლეგენდარული ზურიკო სიხარულიძე იქნება, რომელიც დღეს ჩვენი მოძრაობის წარმომადგენელი გახდა" - წერს კეკელიძე.

ცნობისთვის, 2024 წლის იანვარში "ბიბლუსმა" და გიორგი კეკელიძემ ერთობლივად დააფუძნეს "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება", რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა გიორგი კეკელიძე. საზოგადოება ქართული სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას და საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობას მოემსახურება.