"არსენალისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, დეკლან რაისის ბავშვობის სიყვარული, ლორენ ფრაიერი სოციალურ ქსელში საზოგადოების ბულინგის მსხვერპლი გახდა და როგორც ჩანს, ახალგაზრდა ქალზე მის მიმართ დაწერილმა უარყოფითმა კომენტარებმა ისე იმოქმედა, ყველა ფოტო წაშალა.
25 წლის გოგონა და ინგლისელი ფეხბურთელი უკვე რვა წელია ერთად არიან და ერთი წლის ვაჟიც ჰყავთ.
ყველაფერი დეკემბერში დაიწყო, როცა რაისს უთხრეს, რომ მას "უკეთესი პარტნიორის პოვნა შეეძლო". ფეხბურთელს ასევე ანონიმური ანგარიშიდან მისწერეს, რომ მას "დაბალი სტანდარტები აქვს". ლორენს ბევრი დამცველიც გამოუჩნდა.
წყვილი ერთმანეთს თინეიჯერობის ასაკიდან ხვდება და მათ 2022 წლის 7 აგვისტოს ვაჟიც შეეძინათ, სახელად - ჯუდი.
“დეკლან რაისი წარმატებული, პროფესიონალი ფეხბურთელია. მას ჰყავს ლამაზი შეყვარებული. 17 წელია ერთად არიან", - წერს X-ზე ერთ-ერთი გულშემატკივარი.
წყარო: thesun
მოამზადა: ანა სიბოშვილმა