თბილისში, სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად ქალი და ბავშვი დაშავდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების ცენტრში განუცხადეს, აფეთქება ზ. ჭავჭავაძის ქუჩაზე ე.წ. იტალიური ეზოს ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ამ წუთებშიც ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია 10 სახანძრო სამაშველო ბრიგადა.