პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფეთქება, მკვლელობა და მოკლულის უკანასკნელი წერილი - "მიცკევიჩის" ტრაგედიის დეტალები და 10 ფოტო შემთხვევის ადგილიდან
აფეთქება, მკვლელობა და მოკლულის უკანასკნელი წერილი - "მიცკევიჩის" ტრაგედიის დეტალები და 10 ფოტო შემთხვევის ადგილიდან

"ტკი­ვილს ვე­ღარ ვუძ­ლებ და ბოლო უნდა მო­ვუ­ღო ყვე­ლა­ფერს. დედა, მა­პა­ტიე, სა­ნამ მოვ­კვდე­ბი, ბო­ლოს მო­ვუ­ღებ იმას, ვინც ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­მაგ­დო", - დე­დის სა­ხელ­ზე და­წე­რი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით ამ ში­ნა­არ­სის წე­რი­ლი მიც­კე­ვი­ჩის ქუ­ჩის ნო­მერ 29 ა-ში, შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლას ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლის მან­ქა­ნა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

წე­რი­ლი იმ პა­ცი­ენ­ტის მან­ქა­ნა­შია ნა­პოვ­ნი, რო­მე­ლიც, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე დე­და­თა და ბავ­შვთა სამ­კურ­ნა­ლო-პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ ცენ­ტრში მკურ­ნა­ლობ­და. ორი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცის ვი­ნა­ო­ბა უკვე დად­გე­ნი­ლია.

რა მოხ­და თბი­ლის­ში, მიც­კე­ვი­ჩის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე დე­და­თა და ბავ­შვთა სამ­კურ­ნა­ლო-პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ ცენ­ტრში, ზუს­ტად უც­ნო­ბია. თუმ­ცა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ერ­თი ვერ­სია გავ­რცელ­და.

რო­გორც ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი Ambebi.ge-სთან პი­რად სა­უბ­რებ­ში აცხა­დე­ბენ, ცენ­ტრის ექიმ­მა, ზუ­რაბ ბენ­დე­ლი­ან­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­სი­ვე პა­ცი­ენ­ტი, 33 წლის. ა.ბ. მოკ­ლა. მა­ნამ­დე კი, პა­ცი­ენ­ტმა ცენ­ტრის შე­ნო­ბა­ში, იმ ოთახ­ში, სა­დაც ექი­მი ბენ­დე­ლი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა შე­აგ­დო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექიმ­მა პა­ცი­ენ­ტის­თვის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლა მო­ას­წრო, თუმ­ცა ოთახ­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს თავი ვერ და­აღ­წია და და­იწ­ვა.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი შე­ნო­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის ჩა­საქ­რო­ბად მი­სულ­მა მე­ხან­ძრე­ებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ცენ­ტრის პირ­ველ სარ­თულ­ზე, ერთ-ერთ ოთახ­ში გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი იპო­ვეს. მე­ო­რე მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი კი შე­ნო­ბის შე­სას­ვლელ­ში, ფო­ი­ე­ში იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი, რო­მელ­საც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

ცნო­ბი­ლია, რომ ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი არის დე­და­თა და ბავ­შვთა სამ­კურ­ნა­ლო პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ცენ­ტრის ექი­მი, ცნო­ბი­ლი დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი ზუ­რაბ ბენ­დე­ლი­ა­ნი. მისი ცხე­და­რი მის­სა­ვე კა­ბი­ნეტ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენ­ტი და ექი­მი ერ­თმა­ნეთს ჯერ სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ, რა­საც გას­რო­ლა მოჰ­ყვა. აფეთ­ქე­ბა კი სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მოხ­და.

"პა­ცი­ენ­ტი მო­ვი­და. კან­კა­ლებ­და, ტი­რო­და და წყა­ლი უნ­დო­და, მი­თხრა სა­ა­ვად­მყო­ფო აფეთ­ქდაო. მეტი არა­ფე­რი ვიცი. გა­მო­ვე­დი და კვამ­ლი და­ვი­ნა­ხე, მე­ო­თხე სარ­თულ­ზე რომ ამო­დი­ო­და. შიგ­ნით "ლი­მონ­კა" აა­ფეთ­ქე­სო, გა­რეთ კი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მოკ­ლე­სო", - აცხა­დე­ბენ თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტის დროს დე­და­თა და ბავ­შვთა სამ­კურ­ნა­ლო-პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ ცენ­ტრში სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ფან­ჯრი­დან გა­იყ­ვა­ნეს და გა­და­არ­ჩი­ნეს. სტუ­დენ­ტე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა უკვე და­კი­თხეს. მიც­კე­ვი­ჩის ქუ­ჩა­ზე, გარ­დაც­ვლი­ლე­ბის გვა­მე­ბი პრო­ზექ­ტუ­რა­ში უკვე გა­და­ას­ვე­ნეს, სა­დაც მათ ცხედ­რებს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­დე­ბათ. მიც­კე­ვი­ჩის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ შემ­თხვე­ვა­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 109-ე მუხ­ლით აღიძ­რა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია. სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა..

გი­ორ­გი და­დი­ა­ნი, Ambebi.ge

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო

აფეთქება, მკვლელობა და მოკლულის უკანასკნელი წერილი - "მიცკევიჩის" ტრაგედიის დეტალები და 10 ფოტო შემთხვევის ადგილიდან

აფეთქება, მკვლელობა და მოკლულის უკანასკნელი წერილი - "მიცკევიჩის" ტრაგედიის დეტალები და 10 ფოტო შემთხვევის ადგილიდან

"ტკივილს ვეღარ ვუძლებ და ბოლო უნდა მოვუღო ყველაფერს. დედა, მაპატიე, სანამ მოვკვდები, ბოლოს მოვუღებ იმას, ვინც ამ მდგომარეობაში ჩამაგდო", - დედის სახელზე დაწერილი დაახლოებით ამ შინაარსის წერილი მიცკევიჩის ქუჩის ნომერ 29 ა-ში, შემზარავი მკვლელობის ადგილას ერთ-ერთი გარდაცვლილის მანქანაში აღმოაჩინეს.

წერილი იმ პაციენტის მანქანაშია ნაპოვნი, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე მდებარე დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში მკურნალობდა. ორივე გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა უკვე დადგენილია.

რა მოხდა თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში, ზუსტად უცნობია. თუმცა დღის განმავლობაში მკვლელობასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გავრცელდა.

როგორც ცენტრის თანამშრომლები Ambebi.ge-სთან პირად საუბრებში აცხადებენ, ცენტრის ექიმმა, ზურაბ ბენდელიანმა ცეცხლსასროლი იარაღით მისივე პაციენტი, 33 წლის. ა.ბ. მოკლა. მანამდე კი, პაციენტმა ცენტრის შენობაში, იმ ოთახში, სადაც ექიმი ბენდელიანი იმყოფებოდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდო.

არსებული ინფორმაციით, ექიმმა პაციენტისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოასწრო, თუმცა ოთახში გაჩენილ ხანძარს თავი ვერ დააღწია და დაიწვა.

გარდაცვლილები შენობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მისულმა მეხანძრეებმა აღმოაჩინეს. ცენტრის პირველ სართულზე, ერთ-ერთ ოთახში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. მეორე მამაკაცის ცხედარი კი შენობის შესასვლელში, ფოიეში იქნა აღმოჩენილი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა.

ცნობილია, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი არის დედათა და ბავშვთა სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის ექიმი, ცნობილი დერმატო-ვენეროლოგი, პროფესორი ზურაბ ბენდელიანი. მისი ცხედარი მისსავე კაბინეტში აღმოაჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი და ექიმი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რასაც გასროლა მოჰყვა. აფეთქება კი სავარაუდოდ, სწორედ მკვლელობის შემდეგ მოხდა.

"პაციენტი მოვიდა. კანკალებდა, ტიროდა და წყალი უნდოდა, მითხრა საავადმყოფო აფეთქდაო. მეტი არაფერი ვიცი. გამოვედი და კვამლი დავინახე, მეოთხე სართულზე რომ ამოდიოდა. შიგნით "ლიმონკა" ააფეთქესო, გარეთ კი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესო", - აცხადებენ თვითმხილველები.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც აფეთქების შემდეგ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ფანჯრიდან გაიყვანეს და გადაარჩინეს. სტუდენტები სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს. მიცკევიჩის ქუჩაზე, გარდაცვლილების გვამები პროზექტურაში უკვე გადაასვენეს, სადაც მათ ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარდებათ. მიცკევიჩის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლით აღიძრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. სამინისტროს ინფორმაციით, საქმე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა..

გიორგი დადიანი, Ambebi.ge

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია