ნიკარაგუელი დიპლომატი სესარ მარკადო ნიუ-იორკში, ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ გაზეთი New York Daily News ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით აცხადებს.
სამართალდამცველთა ცნობით, დიპლომატის ცხედარი პირველად მძღოლმა აღმოაჩინა, რომელსაც მარკადო გაეროს შტაბ-ბინაში უნდა წაეყვანა. როგორც გაირკვა, 34 წლის დიპლომატს ყელი გამოჭრეს.
"მძღოლს ბინის კარი სანახევროდ ღია დახვდა. მარკადოს ცხედარი შესასვლელში ესვენა, მის გვერდით მკვლელობის იარაღი - დანა ეგდო", - განუცხადა პოლიციის წარმომადგენელმა ჟურნალისტს.
გარდაცვლილ სესარ მარკადოს ნიუ-იორკში ნიკარაგუას რესპუბლიკის კონსულის პოსტი ეკავა.
მომზადებულია New York Daily News-ის მიხედვით.