პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდა "ვარკეთილის" მეტროში - თვითმხილველი შემთხვევის დეტალებს ყვება
რა მოხდა "ვარკეთილის" მეტროში - თვითმხილველი შემთხვევის დეტალებს ყვება

მეტ­რო­სად­გურ "ვარ­კე­თილ­ში" მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­დაჰ­ყავთ. რო­გორც ერთ-ერ­თმა თვითმხილ­ველ­მა გა­ნა­ცხა­და, და­ი­ნა­ხა, რო­გორ ჩა­მო­ინ­გრა ე.წ. შე­კი­დუ­ლი ჭერი და ის ბა­ქან­ზე მდგომ მო­ქა­ლა­ქე­ებს და­ე­ცა. ამას­თან, თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­შა­ვე­ბუ­ლია ათამ­დე ადა­მი­ა­ნი.

"ეს­კა­ლა­ტო­რის ბოლო სა­ფე­ხუ­რი­დან ჩავ­დი­ო­დი, როცა და­ვი­ნა­ხე, რომ ჭერი ჩა­მო­ინ­გა და ქვეშ მოყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ტა­რე­ბელს ელო­დე­ბოდ­ნენ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, და­შა­ვე­ბუ­ლი სამ მო­ქა­ლა­ქე­ზე მეტი უნდა იყოს, თუმ­ცა სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­დაც­ვლი­ლი არა­ვი­ნაა. სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­დებს ისი­ნი ამ წუ­თებ­ში გა­მოჰ­ყავთ და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დებს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიჰ­ყავთ", - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს თვითმხილ­ველ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: "და­ვი­ნა­ხე რომ მთლი­ა­ნი ჭერი ჩემ­კენ ეცე­მა, სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვი იყო, ის­ტე­რი­უ­ლად ვყვი­რო­დი"

კი­დევ ერთი თვითმხილ­ვე­ლი ამ­ბობს, რომ ჭე­რის ჩა­მონ­გრე­ვის შემ­დეგ ძლივს ამო­აღ­წი­ეს მეტ­რო­სად­გუ­რი­დან:

"შუ­ქე­ბი ჩამ­ქრა­ლი იყო და ძლივს ამო­ვაღ­წი­ეთ... გვიყ­ვი­როდ­ნენ, ფრთხი­ლად ადით, დენ­მა არ და­გარ­ტყა­თო. ძა­ლი­ან შეგ­ვე­შინ­და ყვე­ლას. რო­გორც და­ვით­ვა­ლეთ, 6-7 ადა­მი­ა­ნი ამო­იყ­ვა­ნეს და­შა­ვე­ბუ­ლი" - ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი.

მეტ­რო­სად­გუ­რი "ვარ­კე­თი­ლი" გა­და­კე­ტი­ლია. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­ხან­ძრო, სას­წრა­ფო და სა­პატ­რუ­ლო ბრი­გა­დე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

რა მოხდა "ვარკეთილის" მეტროში - თვითმხილველი შემთხვევის დეტალებს ყვება

რა მოხდა "ვარკეთილის" მეტროში - თვითმხილველი შემთხვევის დეტალებს ყვება

მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, დაინახა, როგორ ჩამოინგრა ე.წ. შეკიდული ჭერი და ის ბაქანზე მდგომ მოქალაქეებს დაეცა. ამასთან, თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაშავებულია ათამდე ადამიანი.

"ესკალატორის ბოლო საფეხურიდან ჩავდიოდი, როცა დავინახე, რომ ჭერი ჩამოინგა და ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. როგორც ამბობენ, დაშავებული სამ მოქალაქეზე მეტი უნდა იყოს, თუმცა სავარაუდოდ, გარდაცვლილი არავინაა. სამაშველო ბრიგადებს ისინი ამ წუთებში გამოჰყავთ და სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოში მიჰყავთ", - განუცხადა AMBEBI.GE-ს თვითმხილველმა.

იხილეთ ვიდეო: "დავინახე რომ მთლიანი ჭერი ჩემკენ ეცემა, საშინელი სანახავი იყო, ისტერიულად ვყვიროდი"

კიდევ ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ ჭერის ჩამონგრევის შემდეგ ძლივს ამოაღწიეს მეტროსადგურიდან:

"შუქები ჩამქრალი იყო და ძლივს ამოვაღწიეთ... გვიყვიროდნენ, ფრთხილად ადით, დენმა არ დაგარტყათო. ძალიან შეგვეშინდა ყველას. როგორც დავითვალეთ, 6-7 ადამიანი ამოიყვანეს დაშავებული" - ამბობს თვითმხილველი.

მეტროსადგური "ვარკეთილი" გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო ბრიგადები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია