მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რიკოთზე ავარიაში დაღუპულებს შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი გოგონა არიან
რიკოთზე ავარიაში დაღუპულებს შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი გოგონა არიან

რი­კოთ­ზე მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი ავა­რი­ის დროს, რო­მელ­საც 6 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ქან­თა­რი­ე­ბის და ვა­ჩან­ძე­ე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. და­ღუ­პუ­ლებს შო­რის ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რია, რო­მელ­თაც თან ჰყავ­დათ მცი­რე­წლო­ვა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი. 21 წლის ცოლ-ქმა­რი, და­სავ­ლე­თი­დან თბი­ლი­სის­კენ ოჯა­ხის წევ­რებ­თან და ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად "მინი ვე­ნით" მგზავ­რობ­დნენ, რა დრო­საც ტრა­ი­ლე­რი და­ე­ჯა­ხათ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრა­ი­ლე­რი გზის სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს მოძ­რა­ობ­და.

ავა­რი­ის შე­დე­გად, ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა 5 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ორი ბავ­შვი. ოჯა­ხის კი­დევ ერთი წევ­რი, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა, მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბის­გან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღო­ლი, 44 წლის მა­მა­კა­ცი გა­დარ­ჩა, ის ხა­შუ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით შე­იყ­ვა­ნეს და მა­ლე­ვე გა­წე­რეს.

ტრა­ი­ლე­რის მძღო­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტო­ში გა­ნა­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-7 ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. მას 6-დან 10 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

ასე­ვე იხი­ლეთ: კად­რე­ბი რი­კო­თი­დან, სა­დაც მომ­ხდარ ავა­რი­ას 6 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

რიკოთზე ავარიაში დაღუპულებს შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი გოგონა არიან

რიკოთზე ავარიაში დაღუპულებს შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი გოგონა არიან

რიკოთზე მომხდარი შემზარავი ავარიის დროს, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა, ავტომანქანაში ქანთარიების და ვაჩანძეების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. დაღუპულებს შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმარია, რომელთაც თან ჰყავდათ მცირეწლოვანი ქალიშვილი. 21 წლის ცოლ-ქმარი, დასავლეთიდან თბილისისკენ ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად "მინი ვენით" მგზავრობდნენ, რა დროსაც ტრაილერი დაეჯახათ. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი გზის საპირისპირო მხარეს მოძრაობდა.

ავარიის შედეგად, ადგილზე დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ოჯახის კიდევ ერთი წევრი, ახალგაზრდა გოგონა, მიღებული ტრავმებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა. ავტომანქანის მძღოლი, 44 წლის მამაკაცი გადარჩა, ის ხაშურის საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს და მალევე გაწერეს.

ტრაილერის მძღოლი დაკავებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტოში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე იხილეთ: კადრები რიკოთიდან, სადაც მომხდარ ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია