კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მწვანილების საწყობში მუშაობდა, ბანკეტისთვის აგროვებდა ფულს..." - ვინ იყო 17 წლის ბიჭი, რომელიც თანასოფლელმა მოკლა
"მწვანილების საწყობში მუშაობდა, ბანკეტისთვის აგროვებდა ფულს..." - ვინ იყო 17 წლის ბიჭი, რომელიც თანასოფლელმა მოკლა

2 დე­კემ­ბერს წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ოფშკვით­ში ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და - 18 წლის ი.ტ-მ თა­ნა­სოფ­ლე­ლი და სკო­ლე­ლი 17 წლის თორ­ნი­კე ბა­ღაშ­ვი­ლი მოკ­ლა და მი­ი­მა­ლა. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ამ ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა და ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მას ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­და. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ი.ტ-ს 13-დან 17 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

მკვლე­ლო­ბა სა­საფ­ლა­ო­ზე მოხ­და. ტრა­გე­დია ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბას მოჰ­ყვა, რის მი­ზე­ზად ორი ვერ­სია სა­ხელ­დე­ბა: ერთ-ერთი ვერ­სი­ით მკვლე­ლო­ბა ტე­ლე­ფო­ნის გამო მოხ­და, ხოლო მე­ო­რე ვერ­სი­ით, ახალ­გაზ­რდებს შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა გო­გო­ნას უკავ­შირ­დე­ბო­და.

იხი­ლეთ ვი­დეო: ვინ იყო სო­ფელ ოფშკვით­ში გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­საც თა­ნა­სოფ­ლელ­მა გუ­ლის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა

რა გახ­და და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი და რა­ტომ გა­ი­მე­ტა სა­სიკ­ვდი­ლოდ თა­ნა­ტო­ლი ბრალ­დე­ბულ­მა - AMBEBI.GE-ს გარ­დაც­ვლი­ლის დე­ი­და გვან­ცა ცო­მა­ია ესა­უბ­რე­ბა:

- გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. ან­გე­ლო­ზი­ვით ბიჭი მკვდა­რი გვყავს სახ­ლში, უწე­სი­ე­რე­სი ბავ­შვი იყო. მის­გან ცუდი არა­ვის ახ­სოვს და ასე ვე­რა­გუ­ლად მოგ­ვიკ­ლა ამ ნა­ძი­რა­ლამ. თორ­ნი­კეს დედა თურ­ქეთ­ში მუ­შა­ობს, შვი­ლი მკვდა­რი და­ვახ­ვედ­რეთ, ნემ­სებს ვუ­კე­თებთ, გა­თი­შუ­ლია ქალი... მა­მა­მი­სიც ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. რა აზრი აქვს ჩვენს ცხოვ­რე­ბას გაგ­ვა­გე­ბი­ნეთ?!

- იც­ნობ­და თორ­ნი­კე მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს?

- იც­ნობ­და. ისი­ნი ერთ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დნენ. თორ­ნი­კე წელს ამ­თავ­რებს სკო­ლას, იმ ნა­ძი­რა­ლამ ორი წლის წინ და­ამ­თავ­რა და თბი­ლის­ში წა­ვი­და. თორ­ნი­კე მშრო­მე­ლი და წე­სი­ე­რი ბიჭი იყო. დი­ლით სკო­ლა­ში და­დი­ო­და ბავ­შვი, სა­ღა­მოს მწვა­ნი­ლე­ბის სა­წყობ­ში მუ­შა­ობ­და და ბან­კე­ტის­თვის ფულს აგ­რო­ვებ­და. ის ბიჭი თორ­ნი­კეს სულ ფულს სთხოვ­და, სულ მას­თან ერ­თად უნ­დო­და ყო­ფი­ლი­ყო, თბი­ლის­ში როცა წა­ვი­და და­ვის­ვე­ნეთ, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ისევ ჩა­მო­ვი­და. იცო­და თორ­ნი­კეს თა­ვი­სი ორი კა­პი­კი ჰქონ­და დაგ­რო­ვე­ბუ­ლი და ისევ და­უ­წყო შე­წუ­ხე­ბა. ჩემი სა­წყა­ლი ბავ­შვი, რო­მე­ლიც გა­ჭირ­ვე­ბა­ში გა­მოვ­ზარ­დეთ, ბოლო ერთი კვი­რა სა­ერ­თოდ არ გა­დი­ო­და გა­რეთ, ემა­ლე­ბო­და იმას, მაგ­რამ მა­ინც მოგ­ვიკ­ლა...

- რო­გორ აღ­მოჩ­ნდნენ ერ­თად სოფ­ლის სა­საფ­ლა­ო­ზე?

- სა­საფ­ლაო ჩვე­ნი სახ­ლი­დან 200 მეტრშია. სა­ღა­მოს რვის ნა­ხევ­რის­თვის თორ­ნი­კეს და­უ­ძა­ხა, გა­რეთ გა­მო­დიო. გაყ­ვა ბავ­შვი და ზუს­ტად ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ვი­პო­ვეთ დაჭ­რი­ლი. დანა პირ­და­პირ გულ­ში ჰქონ­და დარ­ტყმუ­ლი და ეს ერთი ჭრი­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა სა­სიკ­ვდი­ლო...

- ამ­ბო­ბენ, თით­ქოს ტე­ლე­ფო­ნის გამო მოკ­ლა თქვე­ნი დის­შვი­ლი?

- რო­მე­ლი ტე­ლე­ფო­ნის გამო უნდა მო­ეკ­ლა. სად გვქონ­და ჩვენ იმის ფული, ბავ­შვის­თვის კარ­გი ტე­ლე­ფო­ნი გვე­ყი­და? უბ­რა­ლო გა­ტე­ხი­ლი ტე­ლე­ფო­ნი ჰქონ­და თორ­ნი­კეს და ისიც სახ­ლში და­ტო­ვა როცა იმან და­უ­ძა­ხა. ისიც თქვეს, ვი­თომ გო­გოს გამო მოკ­ლა, ესეც ტყუ­ი­ლია, გო­გოს გამო თუ მოკ­ლა, სად არის ის გოგო? სა­დღაც ხომ უნდა გა­მოჩ­ნდეს? თორ­ნი­კე ფულს რომ არ აძ­ლევ­და და სულ მას­თან ერ­თად რომ არ იყო, ამი­ტომ მოკ­ლა და გაგ­ვა­უ­ბე­დუ­რა.

- სად და­ა­კა­ვეს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი?

- თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა კა­ნო­ნე­ბით ობი­ექ­ტუ­რად კი მი­დის, მაგ­რამ როცა ასეთ ბავ­შვს მო­გიკ­ლა­ვენ, მკვლე­ლი გა­რეთ უნდა გა­მო­ვი­დეს და 15 წლის მერე ჩვენს გვერ­დით უნდა იცხოვ­როს? ლინ­ჩის წე­სით გა­ვა­სა­მარ­თლებთ, მა­გან ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა გა­ა­ნად­გუ­რა!

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, რა გეგ­მე­ბი ჰქონ­და თორ­ნი­კეს?

- ვერ სწავ­ლობ­და კარ­გად, არ მო­გა­ტყუ­ებთ რომ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი იყო. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბას არ აპი­რებ­და. უნ­დო­და სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ავ­ტო­სამ­რე­ცხა­ო­ში და­ე­წყო მუ­შა­ო­ბა, იცო­და სა­დაც იმუ­შა­ვებ­და და უხა­რო­და, მაგ­რამ მოგ­ვიკ­ლეს ბიჭი და მოგ­ვკლეს ჩვენც...

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

"მწვანილების საწყობში მუშაობდა, ბანკეტისთვის აგროვებდა ფულს..." - ვინ იყო 17 წლის ბიჭი, რომელიც თანასოფლელმა მოკლა

"მწვანილების საწყობში მუშაობდა, ბანკეტისთვის აგროვებდა ფულს..." - ვინ იყო 17 წლის ბიჭი, რომელიც თანასოფლელმა მოკლა

2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში ტრაგედია დატრიალდა - 18 წლის ი.ტ-მ თანასოფლელი და სკოლელი 17 წლის თორნიკე ბაღაშვილი მოკლა და მიიმალა. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა და ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ი.ტ-ს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მკვლელობა სასაფლაოზე მოხდა. ტრაგედია ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რის მიზეზად ორი ვერსია სახელდება: ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობა ტელეფონის გამო მოხდა, ხოლო მეორე ვერსიით, ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება გოგონას უკავშირდებოდა.

იხილეთ ვიდეო: ვინ იყო სოფელ ოფშკვითში გარდაცვლილი ახალგაზრდა, რომელსაც თანასოფლელმა გულის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი და რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ თანატოლი ბრალდებულმა - AMBEBI.GE-ს გარდაცვლილის დეიდა გვანცა ცომაია ესაუბრება:

- განადგურებულები ვართ. ანგელოზივით ბიჭი მკვდარი გვყავს სახლში, უწესიერესი ბავშვი იყო. მისგან ცუდი არავის ახსოვს და ასე ვერაგულად მოგვიკლა ამ ნაძირალამ. თორნიკეს დედა თურქეთში მუშაობს, შვილი მკვდარი დავახვედრეთ, ნემსებს ვუკეთებთ, გათიშულია ქალი... მამამისიც ამ მდგომარეობაშია. რა აზრი აქვს ჩვენს ცხოვრებას გაგვაგებინეთ?!

- იცნობდა თორნიკე მკვლელობაში ბრალდებულს?

- იცნობდა. ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ. თორნიკე წელს ამთავრებს სკოლას, იმ ნაძირალამ ორი წლის წინ დაამთავრა და თბილისში წავიდა. თორნიკე მშრომელი და წესიერი ბიჭი იყო. დილით სკოლაში დადიოდა ბავშვი, საღამოს მწვანილების საწყობში მუშაობდა და ბანკეტისთვის ფულს აგროვებდა. ის ბიჭი თორნიკეს სულ ფულს სთხოვდა, სულ მასთან ერთად უნდოდა ყოფილიყო, თბილისში როცა წავიდა დავისვენეთ, მაგრამ რამდენიმე თვის წინ, ისევ ჩამოვიდა. იცოდა თორნიკეს თავისი ორი კაპიკი ჰქონდა დაგროვებული და ისევ დაუწყო შეწუხება. ჩემი საწყალი ბავშვი, რომელიც გაჭირვებაში გამოვზარდეთ, ბოლო ერთი კვირა საერთოდ არ გადიოდა გარეთ, ემალებოდა იმას, მაგრამ მაინც მოგვიკლა...

- როგორ აღმოჩნდნენ ერთად სოფლის სასაფლაოზე?

- სასაფლაო ჩვენი სახლიდან 200 მეტრშია. საღამოს რვის ნახევრისთვის თორნიკეს დაუძახა, გარეთ გამოდიო. გაყვა ბავშვი და ზუსტად ნახევარ საათში ვიპოვეთ დაჭრილი. დანა პირდაპირ გულში ჰქონდა დარტყმული და ეს ერთი ჭრილობა აღმოჩნდა სასიკვდილო...

- ამბობენ, თითქოს ტელეფონის გამო მოკლა თქვენი დისშვილი?

- რომელი ტელეფონის გამო უნდა მოეკლა. სად გვქონდა ჩვენ იმის ფული, ბავშვისთვის კარგი ტელეფონი გვეყიდა? უბრალო გატეხილი ტელეფონი ჰქონდა თორნიკეს და ისიც სახლში დატოვა როცა იმან დაუძახა. ისიც თქვეს, ვითომ გოგოს გამო მოკლა, ესეც ტყუილია, გოგოს გამო თუ მოკლა, სად არის ის გოგო? სადღაც ხომ უნდა გამოჩნდეს? თორნიკე ფულს რომ არ აძლევდა და სულ მასთან ერთად რომ არ იყო, ამიტომ მოკლა და გაგვაუბედურა.

- სად დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული?

- თბილისში დააკავეს. გამოძიება კანონებით ობიექტურად კი მიდის, მაგრამ როცა ასეთ ბავშვს მოგიკლავენ, მკვლელი გარეთ უნდა გამოვიდეს და 15 წლის მერე ჩვენს გვერდით უნდა იცხოვროს? ლინჩის წესით გავასამართლებთ, მაგან ჩვენი ცხოვრება გაანადგურა!

- სკოლის დამთავრების შემდეგ, რა გეგმები ჰქონდა თორნიკეს?

- ვერ სწავლობდა კარგად, არ მოგატყუებთ რომ ძალიან ნიჭიერი იყო. უნივერსიტეტში ჩაბარებას არ აპირებდა. უნდოდა სწავლის დამთავრების შემდეგ ავტოსამრეცხაოში დაეწყო მუშაობა, იცოდა სადაც იმუშავებდა და უხაროდა, მაგრამ მოგვიკლეს ბიჭი და მოგვკლეს ჩვენც...

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია