პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთმა დედას დაურეკა, მიშველე ვიხრჩობიო..." - რას ყვებიან ბათუმის სასტუმროში გარდაცვლილების შესახებ ახლობლები
"ერთმა დედას დაურეკა, მიშველე ვიხრჩობიო..." - რას ყვებიან ბათუმის სასტუმროში გარდაცვლილების შესახებ ახლობლები

ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო "ლეო გრან­დში" მომ­ხდა­რი ხან­ძრის დროს და­ღუ­პულ­თა ნა­წი­ლის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია. რო­გორც რამ­დე­ნი­მე და­ღუ­პუ­ლის ახ­ლო­ბელ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცე­ბი სას­ტუმ­როს ფიტ­ნეს-დარ­ბაზ­ში სა­ვარ­ჯი­შოდ იყ­ვნენ მი­სულ­ნი. გარ­დაც­ვლი­ლი ექ­ვსი მა­მა­კა­ცი­დან 5 ბა­თუ­მე­ლი იყო, ხოლო ერთი - გო­რი­დან. მათ გარ­და, ხან­ძრის შე­დე­გად 5 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ახ­ლო­ბე­ლი ყვე­ბა, და­ღუ­პუ­ლე­ბი­დან ორი ახალ­გაზ­რდა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ლიფ­ტში იპო­ვეს, ორი კი სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბაზ­თან.

"29 და 33 წლის ბი­ჭე­ბი, სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბაზ­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 1 სა­ა­თის მი­სუ­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ, ინ­ტენ­სი­უ­რად და­დი­ოდ­ნენ სას­ტუმ­როს დარ­ბაზ­ში და ვარ­ჯი­შობ­დნენ. ერთ-ერთი მე­ზღვა­უ­რი იყო, 1 კვი­რის წინ დაბ­რუნ­და ნა­ოს­ნო­ბი­დან. რო­გორც ვიცი, სა­უ­ნა­დან გავ­რცელ­და ხან­ძა­რი. შუ­ქიც ჩაქ­რა, გზა ვე­ღარ გა­იკ­ვლი­ეს და კვამ­ლის გამო გა­ი­გუ­დნენ", - აცხა­დებს და­ღუ­პუ­ლე­ბის ახ­ლო­ბე­ლი.

"ლე­ოგ­რან­დში" ფიტ­ნეს დარ­ბაზ­ში და­დი­ოდ­ნენ. ერთ-ერთი ჩვენს ეკ­ლე­სი­ა­ში სტი­ქა­რო­სა­ნი იყო, ორი მათ­გა­ნი, რო­გორც მი­თხრეს, ლიფ­ტში კვამ­ლის­გან გა­ი­გუ­და. კი­დევ ერთი იყო სა­ვარ­ჯი­შოდ, რო­მელ­მაც დე­დას და­უ­რე­კა, მიშ­ვე­ლე ვიხ­რჩო­ბიო. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი 23, 26 და 27 წლი­სე­ბი არი­ან", - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლე­ბის მე­გო­ბარ­მა.

ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი პრო­ზექ­ტუ­რი­დან უკვე გა­და­ას­ვე­ნეს ოჯა­ხებ­ში.

გუ­შინ სას­ტუმ­რო "ლე­ოგ­რან­დში" გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად, 11 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ამ დრომ­დე სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში რჩე­ბა 8 და­შა­ვე­ბუ­ლი.

შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს 10 და ირა­ნის რეს­პუბ­ლი­კის 1 მო­ქა­ლა­ქეა.

წა­ი­კი­თხეთ:

"ხან­ძრის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს და სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი" - ბა­თუმ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლე­ბი

"ლეო გრან­დში" გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია - 6 მა­მა­კა­ცი სას­ტუმ­როს ფიტ­ნეს-დარ­ბაზ­ში სა­ვარ­ჯი­შოდ იყო მი­სუ­ლი

"ერთმა დედას დაურეკა, მიშველე ვიხრჩობიო..." - რას ყვებიან ბათუმის სასტუმროში გარდაცვლილების შესახებ ახლობლები

"ერთმა დედას დაურეკა, მიშველე ვიხრჩობიო..." - რას ყვებიან ბათუმის სასტუმროში გარდაცვლილების შესახებ ახლობლები

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" მომხდარი ხანძრის დროს დაღუპულთა ნაწილის ვინაობა ცნობილია. როგორც რამდენიმე დაღუპულის ახლობელმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ახალგაზრდა მამაკაცები სასტუმროს ფიტნეს-დარბაზში სავარჯიშოდ იყვნენ მისულნი. გარდაცვლილი ექვსი მამაკაციდან 5 ბათუმელი იყო, ხოლო ერთი - გორიდან. მათ გარდა, ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

როგორც გარდაცვლილების ახლობელი ყვება, დაღუპულებიდან ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ლიფტში იპოვეს, ორი კი სავარჯიშო დარბაზთან.

"29 და 33 წლის ბიჭები, სავარჯიშო დარბაზში დაახლოებით, 1 საათის მისულები იქნებოდნენ, ინტენსიურად დადიოდნენ სასტუმროს დარბაზში და ვარჯიშობდნენ. ერთ-ერთი მეზღვაური იყო, 1 კვირის წინ დაბრუნდა ნაოსნობიდან. როგორც ვიცი, საუნადან გავრცელდა ხანძარი. შუქიც ჩაქრა, გზა ვეღარ გაიკვლიეს და კვამლის გამო გაიგუდნენ", - აცხადებს დაღუპულების ახლობელი.

"ლეოგრანდში" ფიტნეს დარბაზში დადიოდნენ. ერთ-ერთი ჩვენს ეკლესიაში სტიქაროსანი იყო, ორი მათგანი, როგორც მითხრეს, ლიფტში კვამლისგან გაიგუდა. კიდევ ერთი იყო სავარჯიშოდ, რომელმაც დედას დაურეკა, მიშველე ვიხრჩობიო. გარდაცვლილები 23, 26 და 27 წლისები არიან", - განაცხადა გარდაცვლილების მეგობარმა.

ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილები პროზექტურიდან უკვე გადაასვენეს ოჯახებში.

გუშინ სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 8 დაშავებული.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის საქართველოს 10 და ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქეა.

წაიკითხეთ:

"ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის არიან საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეები" - ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

"ლეო გრანდში" გარდაცვლილების ვინაობა ცნობილია - 6 მამაკაცი სასტუმროს ფიტნეს-დარბაზში სავარჯიშოდ იყო მისული

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია