ამ წუთების ინფორმაციით, შენობას არ გააჩნდა სახანძრო კიბე, ამიტომ მოხდა არა მხოლოდ მაშველების სახანძრო კიბის, არამედ სხვადასხვა ტექნიკის გამოყნების საშუალებით, ადამიანების ევაკუირება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ”რუსთავი2”-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.
შს მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სახანძრო ნორმების დარღვევა დადასტუდება, მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება უნდა მოხდეს. შს მინისტრი აქცენტს გამოძიების პროცესის დროულ ვადებში დასრულებაზე აკეთებს.
”ინფორმაციით, რომელიც ჩვენ ამ წუთებში გვაქვს, შენობას არ გააჩნდა სახანძრო კიბე, ამიტომ მოხდა არა მხოლოდ მაშველების სახანძრო კიბის, არამედ სხვადასხვა ტექნიკის გამოყენების საშუალებით ადამიანების ევაკუირება, რომლებიც ბლოკირებულები იყვნენ მეშვიდე სართულზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოვუხადო მაშველებს, მათ შეძლეს ამოცანის გადაჭრა და ის ხალხი, რომელიც იყო ბლოკირებული, გადაარჩინეს.
თუ დადასტურდება სახანძრო ნორმების დარღვევა, ძალზედ მკაცრი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული და რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს საგამოძიებო პროცესის დასრულება”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.