თბილისში, კუკიიის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ავტომობილში, რომელიც ხეს შეეჯახა ძმები, ტატო და დავით ხუნჭუები და ძმები სერგო და ლევან ლაშქარავები იმყოფებოდნენ. ოთხივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ძმებ ლაშქარავებსაც და ძმებ ხუნჭუებსაც დედები გარდაცვლილი ჰყავთ და სწორედ საფლავიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც Ambebi.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.