პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხვირის ოპერაციის შემდეგ 17 წლის გოგონას გული გაუჩერდა და კომაშია - ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს
ცხვირის ოპერაციის შემდეგ 17 წლის გოგონას გული გაუჩერდა და კომაშია - ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

17 წლის გო­გო­ნას მშობ­ლე­ბი ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­სა და პერ­სო­ნალს უყუ­რა­დღე­ბო­ბა­სა და და­უ­დევ­რო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ოჯახ­მა გა­ნუ­ცხა­და, ცხვი­რის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ გო­გო­ნას გული გა­უ­ჩერ­და და ამ­ჟა­მად კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მეა.

მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელ გო­გო­ნას პლას­ტი­კურ­მა ქი­რურ­გმა, ზა­ქა­რია ოდიშ­ვილ­მა ცხვი­რის ოპე­რა­ცია 7 სექ­ტემ­ბერს გა­უ­კე­თა. დე­დის გან­ცხა­დე­ბით, ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გო­გო­ნა ნარ­კო­ზი­დან გა­მო­ვი­და, პა­ლა­ტა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს და ამ დროს იგი უკვე კონ­ტაქ­ტუ­რი იყო, თუმ­ცა "მერე ძილი მო­ე­რია და და­ე­ძი­ნა".

"მა­ლე­ვე შე­ვამ­ჩნიე, რომ ბავ­შვი გა­ლურ­ჯდა. ხელი რომ მოვ­კი­დე, გა­ცი­ე­ბუ­ლი იყო. გა­მო­ვე­დი და ექთანს ვუ­თხა­რი, რომ ბავ­შვი ცივი იყო. შე­მო­ვი­და, ბავ­შვს ხე­ლე­ბი გა­და­უ­შა­ლა და მე­უბ­ნე­ბა - ნუ გე­ში­ნი­ათ, ნარ­კოზ­მა იცი­სო. ამ დროს ბავ­შვს თურ­მე გული გა­უ­ჩერ­და. კი­ვი­ლი და­ვი­წყეთ...

გული მა­ლე­ვე აუ­მუ­შა­ვეს, მაგ­რამ ტვინ­ში ჰი­პოქ­სია წა­ვი­და. მი­თხრეს, რომ წე­სით ჰი­პოქ­სია 24 სა­ა­თის მერე აღარ უნდა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო. ტვი­ნის ზე­და­პი­რუ­ლი უჯრე­დე­ბი და­ზი­ან­და და ამის მეტი აღარ და­ზი­ან­დე­ბო­და. თუმ­ცა 7-ში გა­ვუ­კე­თე ოპე­რა­ცია და 12-ში აღ­მოჩ­ნდა, რომ უჯრე­დე­ბი კი­დევ და­ზი­ან­და. ახლა ღრმა კო­მურ ძილ­ში ჰყავთ. თავ­ზე ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, რად­გან წნე­ვა იმა­ტებს და თა­ვის ტვი­ნი შუპ­დე­ბა. გუ­შინ­წინ სა­სუნ­თქი აპა­რა­ტიც ჩა­უდ­გეს," - აცხა­დებს გო­გო­ნას დედა თეო სი­და­მო­ნი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, ექი­მე­ბი ვერ სცე­მენ პა­სუხს იმა­ზე, თუ რამ გა­მო­იწ­ვია მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბა და რა არის ახლა გო­გო­ნას დი­აგ­ნო­ზი.

"ოდიშ­ვი­ლი ამ­ბობს - მე ჩემი საქ­მე კარ­გად გა­ვა­კე­თეო. ანეს­თე­ზი­ო­ლოგ­ზე მაქვს ეჭვი, შე­იძ­ლე­ბა ცუდი ნარ­კო­ზი გა­უ­კე­თეს, რო­მე­ლიც ბავ­შვმა ვერ აი­ტა­ნა, მაგ­რამ ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს აფა­რე­ბენ - ნარ­კოზ­ში რომ ყო­ფი­ლი­ყო საქ­მე, მა­შინ სა­ერ­თოდ ვერ გა­მო­ვი­დო­დაო. გუ­ში­ნაც კონ­სი­ლი­უ­მი გა­მარ­თეს ექი­მებ­მა, რად­გან ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მი­ზეზს რომ ვე­კი­თხე­ბით, პა­სუხს არ გვაძ­ლე­ვენ.

თურ­ქეთ­ში კლი­ნი­კას და­ვუ­კავ­შირ­დით, რად­გან გა­დაყ­ვა­ნა გვინ­დო­და, მაგ­რამ მათ გვი­თხრეს, რომ დი­აგ­ნო­ზი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იცოდ­ნენ და მკურ­ნა­ლო­ბა იმის მი­ხედ­ვით და­ი­წყონ. ამ შე­კი­თხვა­ზე კი აქ პა­სუ­ხი არ აქვთ, ერთი და იგი­ვეს იძა­ხი­ან. ჩემ მულს უთხრეს -მშო­ბელს არ უნდა და­ე­ძი­ნე­ბი­ნაო, მაგ­რამ, ხომ უნდა გა­ვეფრ­თხი­ლე­ბი­ნე ვინ­მეს? ან ექთა­ნი ხომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო იქ?" - ამ­ბობს "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას თეო სი­და­მო­ნი­ძე.

იგი ბრალს ანეს­თე­ზი­ო­ლო­გის გარ­და სა­ა­ვად­მყო­ფოს სხვა მედ­პერ­სო­ნალ­საც სდებს და აცხა­დებს, რომ ოპე­რა­ცი­ის დროს სა­თა­ნა­დოდ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არ იყ­ვნენ.

"ძა­ლი­ან სწრა­ფად აკე­თე­ბენ ოპე­რა­ცი­ებს, რი­გე­ბი უდ­გათ და ერთი რომ გა­მოჰ­ყავთ, ეგ­რე­ვე მე­ო­რე შეჰ­ყავთ. ერთი სა­ა­თი მა­ინც ხომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო კონ­ტრო­ლის ქვეშ? ან წნე­ვა გა­ე­ზო­მათ, ან სი­ცხე.

ახლა ჩემ­თვის მთა­ვა­რი ექი­მე­ბის და­ნა­შა­უ­ლი კი არა, ჩემი შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბაა. ექიმ­მა გვი­თხრა, რომ ბავ­შვი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან რომც გა­მო­ვი­დეს, დიდი ალ­ბა­თო­ბით რა­ი­მე­ზე იმოქ­მე­დებს - მე­ტყვე­ლე­ბა­ზე, სი­ა­რულ­ზე, რად­გან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი უჯრე­დე­ბი ვე­ღარ აღ­დგე­ბა, თუმ­ცა წი­ნას­წარ ვერ გე­ტყვით რა დარ­ღვე­ვა იქ­ნე­ბაო. ყო­ველ მის­ვლა­ზე მე­უბ­ნე­ბი­ან - სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­აო და ამის იქით პა­სუ­ხი არ გვაქვს. იქ­ნებ ვინ­მემ იცო­დეს, რა უნდა გა­ვა­კე­თოთ რომ ბავ­შვი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ", - ამ­ბობს თეო სი­და­მო­ნი­ძე.

ცხვირის ოპერაციის შემდეგ 17 წლის გოგონას გული გაუჩერდა და კომაშია - ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

ცხვირის ოპერაციის შემდეგ 17 წლის გოგონას გული გაუჩერდა და კომაშია - ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

17 წლის გოგონას მშობლები ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასა და პერსონალს უყურადღებობასა და დაუდევრობაში ადანაშაულებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ოჯახმა განუცხადა, ცხვირის პლასტიკური ოპერაციის გაკეთების შემდეგ გოგონას გული გაუჩერდა და ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მეთორმეტეკლასელ გოგონას პლასტიკურმა ქირურგმა, ზაქარია ოდიშვილმა ცხვირის ოპერაცია 7 სექტემბერს გაუკეთა. დედის განცხადებით, ოპერაციის შემდეგ გოგონა ნარკოზიდან გამოვიდა, პალატაში გადმოიყვანეს და ამ დროს იგი უკვე კონტაქტური იყო, თუმცა "მერე ძილი მოერია და დაეძინა".

"მალევე შევამჩნიე, რომ ბავშვი გალურჯდა. ხელი რომ მოვკიდე, გაციებული იყო. გამოვედი და ექთანს ვუთხარი, რომ ბავშვი ცივი იყო. შემოვიდა, ბავშვს ხელები გადაუშალა და მეუბნება - ნუ გეშინიათ, ნარკოზმა იცისო. ამ დროს ბავშვს თურმე გული გაუჩერდა. კივილი დავიწყეთ...

გული მალევე აუმუშავეს, მაგრამ ტვინში ჰიპოქსია წავიდა. მითხრეს, რომ წესით ჰიპოქსია 24 საათის მერე აღარ უნდა განვითარებულიყო. ტვინის ზედაპირული უჯრედები დაზიანდა და ამის მეტი აღარ დაზიანდებოდა. თუმცა 7-ში გავუკეთე ოპერაცია და 12-ში აღმოჩნდა, რომ უჯრედები კიდევ დაზიანდა. ახლა ღრმა კომურ ძილში ჰყავთ. თავზე ოპერაცია გაუკეთეს, რადგან წნევა იმატებს და თავის ტვინი შუპდება. გუშინწინ სასუნთქი აპარატიც ჩაუდგეს," - აცხადებს გოგონას დედა თეო სიდამონიძე.

მისივე თქმით, ექიმები ვერ სცემენ პასუხს იმაზე, თუ რამ გამოიწვია მდგომარეობის დამძიმება და რა არის ახლა გოგონას დიაგნოზი.

"ოდიშვილი ამბობს - მე ჩემი საქმე კარგად გავაკეთეო. ანესთეზიოლოგზე მაქვს ეჭვი, შეიძლება ცუდი ნარკოზი გაუკეთეს, რომელიც ბავშვმა ვერ აიტანა, მაგრამ ყველანაირად ხელს აფარებენ - ნარკოზში რომ ყოფილიყო საქმე, მაშინ საერთოდ ვერ გამოვიდოდაო. გუშინაც კონსილიუმი გამართეს ექიმებმა, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მიზეზს რომ ვეკითხებით, პასუხს არ გვაძლევენ.

თურქეთში კლინიკას დავუკავშირდით, რადგან გადაყვანა გვინდოდა, მაგრამ მათ გვითხრეს, რომ დიაგნოზი აუცილებლად უნდა იცოდნენ და მკურნალობა იმის მიხედვით დაიწყონ. ამ შეკითხვაზე კი აქ პასუხი არ აქვთ, ერთი და იგივეს იძახიან. ჩემ მულს უთხრეს -მშობელს არ უნდა დაეძინებინაო, მაგრამ, ხომ უნდა გავეფრთხილებინე ვინმეს? ან ექთანი ხომ უნდა ყოფილიყო იქ?" - ამბობს "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას თეო სიდამონიძე.

იგი ბრალს ანესთეზიოლოგის გარდა საავადმყოფოს სხვა მედპერსონალსაც სდებს და აცხადებს, რომ ოპერაციის დროს სათანადოდ მობილიზებულები არ იყვნენ.

"ძალიან სწრაფად აკეთებენ ოპერაციებს, რიგები უდგათ და ერთი რომ გამოჰყავთ, ეგრევე მეორე შეჰყავთ. ერთი საათი მაინც ხომ უნდა ყოფილიყო კონტროლის ქვეშ? ან წნევა გაეზომათ, ან სიცხე.

ახლა ჩემთვის მთავარი ექიმების დანაშაული კი არა, ჩემი შვილის ჯანმრთელობაა. ექიმმა გვითხრა, რომ ბავშვი მდგომარეობიდან რომც გამოვიდეს, დიდი ალბათობით რაიმეზე იმოქმედებს - მეტყველებაზე, სიარულზე, რადგან დაზიანებული უჯრედები ვეღარ აღდგება, თუმცა წინასწარ ვერ გეტყვით რა დარღვევა იქნებაო. ყოველ მისვლაზე მეუბნებიან - სტაბილურად მძიმე მდგომარეობააო და ამის იქით პასუხი არ გვაქვს. იქნებ ვინმემ იცოდეს, რა უნდა გავაკეთოთ რომ ბავშვი მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ", - ამბობს თეო სიდამონიძე.

გურჯაანში 3 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გამოვარდა

"მეწყერი დაძრულია, ნაპრალები ვითარდება სწრაფად... - 35 ფოტო ლისი-მუხათწყაროდან, სადაც გეოლოგები მუშაობენ

თბილისში ახალი მეწყერსაშიში ზონა გაჩნდა - რა არის ცნობილი საფრთხის შესახებ (ვიდეო)