პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვებიან თვითმხილველები "საქართველოს ბანკში" მომხდარ თავდასხმასა და თვითმკვლელობის ფაქტზე
რას ყვებიან თვითმხილველები "საქართველოს ბანკში" მომხდარ თავდასხმასა და თვითმკვლელობის ფაქტზე

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" წე­რეთ­ლის ფი­ლი­ალ­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

ფი­ლი­ალ­ზე თავ­დამ­სხმელ­მა მა­მა­კაც­მა, რო­მე­ლიც თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ, 30 წლამ­დე ასა­კის იყო, ად­გილ­ზე­ვე მო­იკ­ლა თავი.

ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილს თა­ნამ­ზრახ­ვე­ლი ჰყავ­და, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ ჯერ­ჯე­რო­ბით არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა.

კი­დევ ერთი თვითმხილ­ვე­ლის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის გია ჭან­ტუ­რი­ას თქმით, პირი, რო­მელ­მაც "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა, სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, "თი-ბი-სი ბან­კის" გა­ძარ­ცვას შე­ე­ცა­და.

იხი­ლეთ თვითმხილ­ვე­ლის კო­მენ­ტა­რი

ჭან­ტუ­რია ფაქტს თა­ვად შე­ეს­წრო და მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბან­კში ერთი პირი შე­იჭ­რა გა­ძარ­ცვის მიზ­ნით, ად­გილ­ზე პო­ლი­ცია რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­მო­ცხად­და და მძარ­ცველ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ებ­და, თუმ­ცა მცდე­ლო­ბა უშე­დე­გოდ დას­რულ­და და მძარ­ცველ­მა თავი მო­იკ­ლა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" და­ყა­ჩა­ღე­ბის მცდე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე, "თი­ბი­სი ბან­კის" და­ყა­ჩა­ღე­ბაც სცა­დეს. პო­ლი­ცი­ის­თვის ამ დრო­ის­თვის და­უდ­გე­ნე­ლი პი­რე­ბი ბან­კში და­ახ­ლო­ე­ბით 14:00 სა­ათ­ზე შე­იჭრ­ნენ. ბო­როტ­მოქ­მე­დებ­მა ბან­კი­დან თან­ხის წა­ღე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხეს. არის თუ არა კავ­ში­რი წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე "თი­ბი­სი ბან­კის" და­ყა­ჩა­ღე­ბის მცდე­ლო­ბა­სა და ამა­ვე გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" და­ყა­ჩა­ღე­ბის მცდე­ლო­ბას შო­რის, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

ამას­თან, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს: "თბი­ლის­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" წე­რეთ­ლის ფი­ლი­ალ­ში შე­იჭ­რა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი. გან­გა­შის ღი­ლა­კის ამოქ­მე­დე­ბი­დან წუთ­ნა­ხე­ვარ­ში შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას უკვე იმ­ყო­ფე­ბო­და პო­ლი­ცია. შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თავ­დამ­სხმელს მო­უ­წო­დეს, და­მორ­ჩი­ლე­ბო­და პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას და და­ნე­ბე­ბუ­ლი­ყო, რის შემ­დე­გაც მან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლა სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. თავ­დამ­სხმე­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა", - აცხა­დებს შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი თეა პერ­ტა­ია.

ამ­ჟა­მად შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

რას ყვებიან თვითმხილველები "საქართველოს ბანკში" მომხდარ თავდასხმასა და თვითმკვლელობის ფაქტზე

რას ყვებიან თვითმხილველები "საქართველოს ბანკში" მომხდარ თავდასხმასა და თვითმკვლელობის ფაქტზე

"საქართველოს ბანკის" წერეთლის ფილიალში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ფილიალზე თავდამსხმელმა მამაკაცმა, რომელიც თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, 30 წლამდე ასაკის იყო, ადგილზევე მოიკლა თავი.

ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, გარდაცვლილს თანამზრახველი ჰყავდა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია სამართალდამცველი ორგანოების მიერ ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

კიდევ ერთი თვითმხილველის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის გია ჭანტურიას თქმით, პირი, რომელმაც "საქართველოს ბანკში" სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სავარაუდოდ, რამდენიმე საათის წინ, "თი-ბი-სი ბანკის" გაძარცვას შეეცადა.

იხილეთ თვითმხილველის კომენტარი

ჭანტურია ფაქტს თავად შეესწრო და მისი ინფორმაციით, ბანკში ერთი პირი შეიჭრა გაძარცვის მიზნით, ადგილზე პოლიცია რამდენიმე წუთში გამოცხადდა და მძარცველთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, თუმცა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და მძარცველმა თავი მოიკლა.

"საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების მცდელობამდე რამდენიმე საათით ადრე, წერეთლის გამზირზე, "თიბისი ბანკის" დაყაჩაღებაც სცადეს. პოლიციისთვის ამ დროისთვის დაუდგენელი პირები ბანკში დაახლოებით 14:00 საათზე შეიჭრნენ. ბოროტმოქმედებმა ბანკიდან თანხის წაღება ვერ მოახერხეს. არის თუ არა კავშირი წერეთლის გამზირზე მდებარე "თიბისი ბანკის" დაყაჩაღების მცდელობასა და ამავე გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების მცდელობას შორის, ჯერჯერობით უცნობია.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ბანკში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: "თბილისში, "საქართველოს ბანკის" წერეთლის ფილიალში შეიჭრა შეიარაღებული პირი. განგაშის ღილაკის ამოქმედებიდან წუთნახევარში შემთხვევის ადგილას უკვე იმყოფებოდა პოლიცია. შსს-ს თანამშრომლებმა თავდამსხმელს მოუწოდეს, დამორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და დანებებულიყო, რის შემდეგაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა საკუთარი თავის მიმართულებით განახორციელა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება", - აცხადებს შსს-ს პრესსამსახურის უფროსი თეა პერტაია.

ამჟამად შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია