სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მღებრიშვილი - თურქული თვითმფრინავი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვება
გიორგი მღებრიშვილი - თურქული თვითმფრინავი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვება

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში, ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ხვა­ლი­დან ჩა­ერ­თვე­ბა.

რო­გორც მღებ­რიშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, ქარ­თუ­ლი მხა­რე ვა­რა­უ­დობ­და, რომ თვითმფრი­ნა­ვი დღეს ერთი წრის გა­კე­თე­ბას მო­ას­წრებ­და, თუმ­ცა თვითმფრი­ნავ­მა სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თვა დაბ­ნე­ლე­ბის გამო ვე­ღარ მო­ას­წრო.

"თვითმფრი­ნავ­მა წყლის მოგ­რო­ვე­ბა ვერ შეძ­ლო. და­ახ­ლო­ე­ბით 20 კი­ლო­მეტრში აქე­დან არის ტა­ბა­წყუ­რის ტბა, სა­დაც მას რე­ზერ­ვუ­ა­რი უნდა აევ­სო, თუმ­ცა ამის გა­კე­თე­ბა ვერ შეძ­ლო, ვი­ნა­ი­დან დაბ­ნელ­და. ხვალ, დი­ლის 06:00 სა­ა­თი­დან ის ჩა­ერ­თვე­ბა ხან­ძრის ჩაქ­რო­ბის სა­მუ­შა­ო­ებ­ში", - გა­ნა­ცხდა შსს მი­ნის­ტრმა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბე­ლა­რუ­სი­ულ ვერ­ტმფრენს, გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლის თქმით, ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ჩა­ერ­თვე­ბა.

"ეს ვერ­ტმფრე­ნი არის საკ­მა­ოდ დიდი. მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ვერ­ტმფრე­ნია МИ-26", - გა­ნა­ცხა­და მღებ­რიშ­ვილ­მა.

მი­ნის­ტრის თქმით, ღამე ხან­ძრის გავ­რცე­ლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა ამ ეტაპ­ზე არ არ­სე­ბობს, ვი­ნა­ი­დან ქარი ჩად­გა.

"დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვენ იცით, რომ საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ქარი ქრო­და. ქარ­მა ძა­ლი­ან უკან დაგ­ვხია და ძა­ლი­ან შეგ­ვი­შა­ლა ხელი, რათა ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბა მოგ­ვეხ­დი­ნა",- აღ­ნიშ­ნა მღებ­რიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ხან­ძრის შე­დე­გად დამ­წვარ ფარ­თობს, შსს-ს მი­ნის­ტრის თქმით, ამის დად­გე­ნა მოხ­დე­ბა ხან­ძრის სრუ­ლი ლიკ­ვი­და­ცი­ის შემ­დეგ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: შს მი­ნის­ტრი - ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში ღამე ხან­ძრის გავ­რცე­ლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა ამ ეტაპ­ზე არ არ­სე­ბობს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

გიორგი მღებრიშვილი - თურქული თვითმფრინავი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვება

გიორგი მღებრიშვილი - თურქული თვითმფრინავი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, თურქული თვითმფრინავი ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვება.

როგორც მღებრიშვილმა განმარტა, ქართული მხარე ვარაუდობდა, რომ თვითმფრინავი დღეს ერთი წრის გაკეთებას მოასწრებდა, თუმცა თვითმფრინავმა სამუშაოებში ჩართვა დაბნელების გამო ვეღარ მოასწრო.

"თვითმფრინავმა წყლის მოგროვება ვერ შეძლო. დაახლოებით 20 კილომეტრში აქედან არის ტაბაწყურის ტბა, სადაც მას რეზერვუარი უნდა აევსო, თუმცა ამის გაკეთება ვერ შეძლო, ვინაიდან დაბნელდა. ხვალ, დილის 06:00 საათიდან ის ჩაერთვება ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში", - განაცხდა შსს მინისტრმა.

რაც შეეხება ბელარუსიულ ვერტმფრენს, გიორგი მღებრიშვილის თქმით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოში ჩამოსვლისთანავე ჩაერთვება.

"ეს ვერტმფრენი არის საკმაოდ დიდი. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვერტმფრენია МИ-26", - განაცხადა მღებრიშვილმა.

მინისტრის თქმით, ღამე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს, ვინაიდან ქარი ჩადგა.

"დღის განმავლობაში თქვენ იცით, რომ საკმაოდ ძლიერი ქარი ქროდა. ქარმა ძალიან უკან დაგვხია და ძალიან შეგვიშალა ხელი, რათა ხანძრის ლოკალიზება მოგვეხდინა",- აღნიშნა მღებრიშვილმა.

რაც შეეხება ხანძრის შედეგად დამწვარ ფართობს, შსს-ს მინისტრის თქმით, ამის დადგენა მოხდება ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ.

წაიკითხეთ ასევე: შს მინისტრი - ბორჯომის ხეობაში ღამე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია