პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქობულეთის "ჰასანას სასტუმროს" ერთ-ერთმა მფლობელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
ქობულეთის "ჰასანას სასტუმროს" ერთ-ერთმა მფლობელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ქო­ბუ­ლეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო "არ­მა­ზის" ერთ-ერთი მფლო­ბე­ლი, რო­მელ­შიც ორი წლის წინ გა­ჩე­ნილ ხან­ძარს რუს­თა­ვის ცეკ­ვის ან­სამ­ბლის სამი წევ­რი ემსხვერ­პლა, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზაზა არ­თმე­ლა­ძემ სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ადას­ტუ­რებს, რომ მა­მა­კა­ცი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს, თუმ­ცა მი­ზე­ზებ­ზე არ სა­უბ­რობს. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

ქო­ბუ­ლეთ­ში, ე.წ ჰა­სა­ნას სას­ტუმ­რო­ში უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა 2015 წლის 10 მა­ისს მოხ­და. სას­ტუმ­რო­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს 3 ბავ­შვი ემსხვერ­პლა, რომ­ლე­ბიც რუს­თა­ვის ერთ-ერთი ცეკ­ვის ან­სამ­ბლის წევ­რე­ბი იყ­ვნენ.

საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი იყო სას­ტუმ­როს ერთ-ერთი მფლო­ბე­ლი ზაზა არ­თმე­ლა­ძე, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 50 ათას­ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ 2016 წლის აპ­რილ­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. არ­თმე­ლა­ძე წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში 5 თვე და 3 დღე იმ­ყო­ფე­ბო­და.

VIDEO

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

ქობულეთის "ჰასანას სასტუმროს" ერთ-ერთმა მფლობელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ქობულეთის "ჰასანას სასტუმროს" ერთ-ერთმა მფლობელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ქობულეთში მდებარე სასტუმრო "არმაზის" ერთ-ერთი მფლობელი, რომელშიც ორი წლის წინ გაჩენილ ხანძარს რუსთავის ცეკვის ანსამბლის სამი წევრი ემსხვერპლა, გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ზაზა ართმელაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს. უწყების განმარტებით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ქობულეთში, ე.წ ჰასანას სასტუმროში უბედური შემთხვევა 2015 წლის 10 მაისს მოხდა. სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა, რომლებიც რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის წევრები იყვნენ.

საქმეზე დაკავებული იყო სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელი ზაზა ართმელაძე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 50 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ 2016 წლის აპრილში გაათავისუფლა. ართმელაძე წინასწარ პატიმრობაში 5 თვე და 3 დღე იმყოფებოდა.

VIDEO

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია