საბურთალოზე უბედური შემთხვევის შედეგად 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 9 წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.