სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავარია ყაზბეგზე: დიდი სისწრაფით მოძრავი მანქანა ჯერ მგზავრთა გაჩერებას, შემდეგ კი პრესის ჯიხურებს დაეჯახა
ავარია ყაზბეგზე: დიდი სისწრაფით მოძრავი მანქანა ჯერ მგზავრთა გაჩერებას, შემდეგ კი პრესის ჯიხურებს დაეჯახა

თბი­ლის­ში, ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე გამ­თე­ნი­ი­სას ძლი­ე­რი ავა­რია მოხ­და. და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 05:00 სა­ათ­ზე ავ­ტო­მან­ქა­ნა ჯერ მგზავ­რთა მო­საც­დელ გა­ჩე­რე­ბა­ზე, შემ­დეგ კი იქვე მდგომ პრე­სის ჯი­ხუ­რებ­ში შე­ვარ­და.

იხი­ლეთ კად­რე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან

პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან­ქა­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ, დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და. მძღო­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

"გამ­თე­ნი­ი­სას, ძა­ლი­ან დიდი სის­წრა­ფით მოძ­რა­ვი შავი ჯიპი, რო­მელ­საც მარ­თავ­და ქალი, და­ე­ჯა­ხა ფოს­ტის ჯი­ხურს, ეს ფოს­ტის ჯი­ხუ­რი და­ე­ცა პრე­სის ჯი­ხურს. მდგო­მა­რე­ო­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლია, ჯი­ხუ­რი ფაქ­ტობ­რი­ვად აღარ არ­სე­ბობს. დიდი ზა­რა­ლი მოგ­ვა­ყე­ნა. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მან­ქა­ნა ფაქ­ტობ­რი­ვად "მოფ­რი­ნავ­და". რო­გორც ვი­ცით, შავი ჯიპი გა­დაყ­ვა­ნი­ლია სა­პატ­რუ­ლოს მიერ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ად­გილ­ზე და მსხვერ­პლი არ არის" - ამ­ბობს "ელვა-მარ­კე­ტის" დი­რექ­ტო­რი ეკა­ტე­რი­ნე ქე­ბუ­რია.

"აქ მან­ქა­ნე­ბი სულ სწრა­ფად და­დი­ან. ამას­წი­ნათ გა­ჩე­რე­ბას და­ე­ჯა­ხა მან­ქა­ნა და ვი­ფიქ­რე აქეთ რომ წა­მო­ვი­დეს და დაგ­ვე­ჯა­ხოს­მეთ­ქი... სულ ამის შიშ­ში ვი­ყა­ვით" - ამ­ბობს ჯი­ხუ­რის გამ­ყიდ­ვე­ლი მაყ­ვა­ლა ლაგ­ვი­ლა­ვა.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, მომ­ხდა­რის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი - ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღო­ლი და­შავ­და. გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 276-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას მარ­თავს, რა­მაც ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ავარია ყაზბეგზე: დიდი სისწრაფით მოძრავი მანქანა ჯერ მგზავრთა გაჩერებას, შემდეგ კი პრესის ჯიხურებს დაეჯახა

ავარია ყაზბეგზე: დიდი სისწრაფით მოძრავი მანქანა ჯერ მგზავრთა გაჩერებას, შემდეგ კი პრესის ჯიხურებს დაეჯახა

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე გამთენიისას ძლიერი ავარია მოხდა. დაახლოებით დილის 05:00 საათზე ავტომანქანა ჯერ მგზავრთა მოსაცდელ გაჩერებაზე, შემდეგ კი იქვე მდგომ პრესის ჯიხურებში შევარდა.

იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან

პირველადი ინფორმაციით, მანქანა სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მოძრაობდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

"გამთენიისას, ძალიან დიდი სისწრაფით მოძრავი შავი ჯიპი, რომელსაც მართავდა ქალი, დაეჯახა ფოსტის ჯიხურს, ეს ფოსტის ჯიხური დაეცა პრესის ჯიხურს. მდგომარეობა კატასტროფულია, ჯიხური ფაქტობრივად აღარ არსებობს. დიდი ზარალი მოგვაყენა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მანქანა ფაქტობრივად "მოფრინავდა". როგორც ვიცით, შავი ჯიპი გადაყვანილია საპატრულოს მიერ. საბედნიეროდ, გამყიდველები არ იმყოფებოდნენ ადგილზე და მსხვერპლი არ არის" - ამბობს "ელვა-მარკეტის" დირექტორი ეკატერინე ქებურია.

"აქ მანქანები სულ სწრაფად დადიან. ამასწინათ გაჩერებას დაეჯახა მანქანა და ვიფიქრე აქეთ რომ წამოვიდეს და დაგვეჯახოსმეთქი... სულ ამის შიშში ვიყავით" - ამბობს ჯიხურის გამყიდველი მაყვალა ლაგვილავა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი - ავტომანქანის მძღოლი დაშავდა. გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში 20 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას ამბობენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში?

გორთან, ავტობანზე, ტრაილერის და ჯიპის შეჯახების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

"ტუბერკულოზი ჰქონდა, ბოლო პერიოდში დამძიმდა მისი მდგომარეობა" - კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი 70 წლამდე მამაკაცია