საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეთქვათ და დავტოვებდით ტერიტორიას, საქონელს გადავარჩენდით..." - რას ყვებიან "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილ ხანძარზე მოვაჭრეები
"ეთქვათ და დავტოვებდით ტერიტორიას, საქონელს გადავარჩენდით..." - რას ყვებიან "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილ ხანძარზე მოვაჭრეები

ბავ­შვთა სამ­ყა­რო­ში ხან­ძრის გა­ჩე­ნის ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. საქ­მე "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 187-ე მუხ­ლით აღიძ­რა, რაც გუ­ლის­ხმობს სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია.

სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ჩე­ნი­ლი ძლი­ე­რი ხან­ძრის ჩაქ­რო­ბა ჯერ კი­დევ ვერ ხერ­ხდე­ბა. ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის 26 მან­ქა­ნა მუ­შა­ობს. ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ბავ­შვთა სამ­ყა­რო­ში ცე­ცხლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გაჩ­ნდა. უც­ნო­ბია რა ტე­რი­ტო­რი­აა დამ­წვა­რი, თუმ­ცა ხან­ძარ­მა გა­ა­ნად­გუ­რა ბავ­შვთა სამ­ყა­რო, ოქ­როს ბირ­ჟა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე სა­წყო­ბე­ბი. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია ასო­ბით მო­ვაჭ­რე, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ მათი ზა­რა­ლი ათი ათა­სო­ბით ლა­რია. მო­ვაჭ­რე­ე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ხან­ძა­რი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­ზე­ზით გაჩ­ნდა. მათი თქმით, შე­საძ­ლოა ხან­ძა­რი გან­ზრახ იყოს გა­ჩე­ნი­ლი.

იხი­ლეთ კად­რე­ბი ხან­ძრის ად­გი­ლი­დან

"მი­ზე­ზებ­ზე არა­ვინ არ სა­უბ­რობს, ვინ იტყვის რა­მეს? ვინ რას აგ­ვი­ნა­ზღა­უ­რებს? ვინ რას ჩა­მოგ­ვა­წერს?... გათ­ბო­ბა ჩვენ არ გვქონ­და და არა­ფე­რი, ვი­ყი­ნე­ბო­დით და ში­შით "პლი­ტა­საც" არ ვრთავ­დით. დენი მა­შინ­ვე ითი­შე­ბო­და, რო­გორც ვამ­თავ­რებ­დით მუ­შა­ო­ბას. ჯერ შუ­ქე­ბი ქრე­ბო­და და მერე გავ­დი­ო­დით შე­ნო­ბი­დან... იყო სა­უ­ბა­რი რომ აქ აშე­ნე­ბა უნ­დო­დათ რა­ღა­ცის. გა­იჟ­ღე­რა რომ "კარ­ფუ­რის" მსგავ­სი ცენ­ტრი უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო. აშე­ნე­ბუ­ლი­ყო კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ ჩვენ რას გვერ­ჩოდ­ნენ?!.. ჩვენ არ დავ­ზა­რა­ლე­ბუ­ლი­ყა­ვით...", - ამ­ბობს ერთ-ერთი მო­ვაჭ­რე.

ვი­დეო: პირ­ვე­ლი შიდა კად­რე­ბი გა­დამ­წვა­რი "ბავ­შვთა სამ­ყა­რო­დან" - უახ­ლე­სი ვი­დე­ო­მა­სა­ლა მონ­ტა­ჟის გა­რე­შე

"თითო ადა­მი­ა­ნის უკან 10 და 15 კაცი დგას. ულუკ­მა­პუ­როდ დავ­რჩით, ათი ათა­სო­ბით ლარი გვაქვს ვალი. ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­წყო­ბი­ლია! რუ­ბილ­ნი­კით ითი­შე­ბო­და შუქი სა­ღა­მოს 7 სა­ათ­ზე და რო­გორ გაჩ­ნდა ხან­ძა­რი ღა­მის 2 სა­ათ­ზე? ამ­ბო­ბენ, რომ აუქ­ცი­ონ­ზე იყო ტე­რი­ტო­რია გა­ტა­ნი­ლი და გა­ი­ყი­და. ეთ­ქვათ და დავ­ტო­ვებ­დით ტე­რი­ტო­რი­ას, სა­ქო­ნელს მა­ინც გა­და­ვარ­ჩენ­დით...", - ყვე­ბა კი­დევ ერთი მო­ვაჭ­რე.

ასე­ვე იხი­ლეთ: ხან­ძრის­გან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სა­ქო­ნე­ლი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ვაჭ­რე­ე­ბი - უახ­ლე­სი ფო­ტო­ე­ბი "ბავ­შვთა სამ­ყა­როს" ტე­რი­ტო­რი­ი­დან

"ეთქვათ და დავტოვებდით ტერიტორიას, საქონელს გადავარჩენდით..." - რას ყვებიან "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილ ხანძარზე მოვაჭრეები

"ეთქვათ და დავტოვებდით ტერიტორიას, საქონელს გადავარჩენდით..." - რას ყვებიან "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილ ხანძარზე მოვაჭრეები

ბავშვთა სამყაროში ხანძრის გაჩენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის ჩაქრობა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ადგილზე სამაშველო სამსახურის 26 მანქანა მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ბავშვთა სამყაროში ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. უცნობია რა ტერიტორიაა დამწვარი, თუმცა ხანძარმა გაანადგურა ბავშვთა სამყარო, ოქროს ბირჟა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საწყობები. დაზარალებულია ასობით მოვაჭრე, რომლებიც ამბობენ, რომ მათი ზარალი ათი ათასობით ლარია. მოვაჭრეები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ ხანძარი ელექტროენერგიის მიზეზით გაჩნდა. მათი თქმით, შესაძლოა ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი.

იხილეთ კადრები ხანძრის ადგილიდან

"მიზეზებზე არავინ არ საუბრობს, ვინ იტყვის რამეს? ვინ რას აგვინაზღაურებს? ვინ რას ჩამოგვაწერს?... გათბობა ჩვენ არ გვქონდა და არაფერი, ვიყინებოდით და შიშით "პლიტასაც" არ ვრთავდით. დენი მაშინვე ითიშებოდა, როგორც ვამთავრებდით მუშაობას. ჯერ შუქები ქრებოდა და მერე გავდიოდით შენობიდან... იყო საუბარი რომ აქ აშენება უნდოდათ რაღაცის. გაიჟღერა რომ "კარფურის" მსგავსი ცენტრი უნდა აშენებულიყო. აშენებულიყო კი ბატონო, მაგრამ ჩვენ რას გვერჩოდნენ?!.. ჩვენ არ დავზარალებულიყავით...", - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

ვიდეო: პირველი შიდა კადრები გადამწვარი "ბავშვთა სამყაროდან" - უახლესი ვიდეომასალა მონტაჟის გარეშე

"თითო ადამიანის უკან 10 და 15 კაცი დგას. ულუკმაპუროდ დავრჩით, ათი ათასობით ლარი გვაქვს ვალი. ეს ყველაფერი მოწყობილია! რუბილნიკით ითიშებოდა შუქი საღამოს 7 საათზე და როგორ გაჩნდა ხანძარი ღამის 2 საათზე? ამბობენ, რომ აუქციონზე იყო ტერიტორია გატანილი და გაიყიდა. ეთქვათ და დავტოვებდით ტერიტორიას, საქონელს მაინც გადავარჩენდით...", - ყვება კიდევ ერთი მოვაჭრე.

ასევე იხილეთ: ხანძრისგან განადგურებული საქონელი და დაზარალებული მოვაჭრეები - უახლესი ფოტოები "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიიდან

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია